8 მარტს ბორჯღალოსნები 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ტრადიციულ მეტოქე რუმინეთს დაუხვდებიან და ფინალის საგზურთან ერთად, წლის პირველი თასის მოგებას შეეცდებიან. შეხვედრა „ავჭალაზე“ 15 საათზე დაიწყება.

ჩვენ და რუმინეთი

ბორჯღალოსნებს 37 წლის განმავლობაში 293თამაში აქვთ ჩატარებული და აქედან ყველაზე მეტი რუმინეთთან - 30. წლების წინ „მუხები“ ჩვენს მთავარ კონკურენტებად ითვლებოდნენ და პირველი 9 დაპირისპირებიდან 7 მოიგეს (1998-2006 წლები), მერე კი სიტუაცია შეიცვალა.

მას შემდეგ 21თამაშიდან საქართველომ 18 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და მხოლოდ ორი დათმო (2010 და 2017 წლებში). ჯამში ბორჯღალოსნებმა მოიგეს 20თამაში (აქედან ბოლო 9 ზედიზედ), ერთი ფრედ დაასრულეს და დათმეს 9; გაიტანეს 78ლელო და 703 ქულა, თავად კი 39 ლელო და 457 ქულა მიიღეს.

რუმინეთმა თბილისში წარმატებას ბოლოს 2003 წელს მიაღწია (19:6), სარეკორდო სხვაობით კი – 6:56 2023 წელს თბილისში დამარცხდა. მაშინ საქართველომ მეტოქეს 8 უპასუხო ლელო გაუტანა და ერთ კონკრეტულ მატჩში ყველაზე მეტი ქულა მოიხვეჭა.

მას შემდეგ რუმინეთი ორჯერ ეწვია საქართველოს და ორივეჯერ ერთნაირი ანგარიშით - 5:43 დამარცხდა.

2002 წლიდან ერთმორწმუნე ბორჯღალოსნებსა და „მუხებს“ შორის თამაშდება ანთიმოზ ივერიელის თასი (მსოფლიო თასის და მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირის გარდა), რომელსაც დღემდე საქართველო 19-ჯერ, რუმინეთი კი 6-ჯერ ფლობდა. შესაბამისად, 8 მარტს გამარჯვებით ბორჯღალოსნები მე-20-ედ მოიპოვებენ ანთიმოზ ივერიელის თასს და გავლენ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში, რომელიც 15 მარტს მადრიდში გაიმართება.

რაგბი რუმინეთში

რუმინული რაგბის ისტორია 1913 წლიდან იწყება, როდესაც ადგილობრივი სტუდენტები პარიზიდან შინ დაბრუნდნენ და თან რაგბის ბურთი ჩაიტანეს. ახალმა თამაშმა დედაქალაქ ბუქარესტში სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და ქალაქში ერთი მეორეს მიყოლებით 18 სარაგბო კლუბი დაარსდა.

რუმინეთის ეროვნული ნაკრები პირველად 1919 წელს შეიკრიბა და აშშ-სთან 0:21 დამარცხდა. რუმინეთი ერთ-ერთი იყო იმ სამი ქვეყნიდან, რომელმაც 1924 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ითამაშა და მესამე ადგილი დაიკავა.

რუმინეთის რაგბის კავშირი 1931 წელს დაარსდა და 1934 წელს რაგბი ევროპის, ხოლო 1987 წელს მსოფლიო რაგბის წევრი გახდა. ნაკრებმა ყველაზე დიდი სხვაობით - 100:0 ბულგარეთი დაამარცხა 1976 წელს, ხოლო თავად ინგლისთან დამარცხდა - 0:134 2001 წელს.

საქართველოს შემდეგ, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონი 17-ჯერ გახდა, რუმინეთი 5 ტიტულით მეორე ადგილს იკავებს. ამ ქვეყნების დავაში მხოლოდ ერთხელ, 2004 წელს ჩაერია პორტუგალია და იმდროინდელი დებულების თანახმად, ორი წლის ჯამში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1987 წლიდან დღემდე, რუმინეთი ერთის გარდა ყველა მსოფლიო თასის მონაწილეა. მან 2019 წლის ჩემპიონატი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. 2011 წლის მსოფლიო თასზე საქართველომ რუმინეთი ახალ ზელანდიაში, პამერსთონში 25:9 დაამარცხა. ეს გუნდები ერთმანეთს 2027 წლის მსოფლიო თასზეც შეხვდებიან (3 ოქტომბერს ავსტრალიასთან).

მოცემული მომენტისთვს რუმინეთი მსოფლიო რეიტინგში 60.69 ქულით 21-ე ადგილს იკავებს.

Rugby.ge

პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
დაბრუნება სამშობლოში უკვე ზამთარში? - ჩალჰანოღლუს სტამბოლში უხმობენ
"სამშობლო მხოლოდ ადგილი არ არის - ემიგრაციამ საქართველოს სიყვარული ვერ წაგვართვა" - ირაკლი იეგოიანის დედამ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...
რატიშვილი ბაქოში გაასამებს
გოლი უკვე ყველა გუნდთან - ჰოლანის ახალი მიღწევა პრემიერ ლიგაში
"ხვიჩას სასარგებლოდ ბევრი არგუმენტი არსებობს" - შოთა არველაძემ თქვა, რატომ უნდა მისცენ კვარაცხელიას "ოქროს ბურთი"
"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
17-წლამდე ნაკრები პოლონეთში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
U18 | სასელექციო შეკრება რუსთავში
"ბარსელონა" მესის საპატივსაცემოდ ღონისძიებას გამართავს
კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში
"რატომ შეცვალეთ კვარაცხელია?... არის რაიმე პრობლემა ხვიჩასთან დაკავშირებით?" - ენრიკემ მატჩის შემდეგ ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა
"ბარსელონამ" მნიშვნელოვან ფინანსურ შემოსავალზე უარი ლუიშ ფიგუს გამო თქვა
გაბრაზებული მოურინიო დერბის წაგების შემდეგ პრესკონფერენციაზე ფოტოებით მივიდა - მას სიმეონემ უპასუხა
ცვლილება 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელია ისევ შეცვალეს - პსჟ-მ "მარსელს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-2 ტორპედო. გოლებით, მწვავე მომენტებით, მაყურებლის ყიჟინით...
[VIDEO] ამას რა უნდა სკამზე - მიქაუტაძე შევიდა და გაიტანა
"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
რაგბი ევროპა | 31-ედ რუმინეთთან, 26-ედ "ანთიმოზ ივერიელის თასისთვის"
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
რაგბი ევროპა | განახლებული შემადგენლობა რუმინეთისთვის
რაგბი ევროპა | შვიდი ცვლილება და ერთი დებიუტანტი რუმინეთთან
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"