საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში 2 მნიშვნელოვანი მატჩი ელის. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი დანიის ეროვნულ ნაკრებს ჯერ კოპენჰაგენში, შემდეგ კი თბილისში დაუპირისპირდება. მატჩები შესაბამისად 27 თებერვალსა და 2 მარტს გაიმართება.

ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპი 2 მარცხით დაიწყო. საქართველომ 27 ნოემბერს შინ უკრაინასთან წააგო, 30-ში კი სტუმრად, ესპანეთთან. მათ გარდა 4-გუნდიან ჯგუფში დანიაცაა, რომელთან მატჩებსაც საქართველო ამ სანაკრებო ფანჯარაში – 27 თებერვალსა და 2 მარტს მოილევს. 2 მარცხის შემდეგ ჯიკიჩის გუნდს მოგებები სჭირდება, რათა ჯგუფიდან გასვლა მოახერხოს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს საკვალიფიკაციო 2 ჯგუფურ ეტაპად არის დაყოფილი. პირველ ეტაპზე 32 ნაკრები 8 ჯგუფშია გადანაწილებული და მომდევნო ეტაპზე თითოეული ჯგუფის 3 საუკეთესო, მთლიანობაში 24 გუნდი გადის. საქართველო A ჯგუფშია და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში B ჯგუფის 3 საუკეთესოსთან მოხვდება, სადაც საბერძნეთი, პორტუგალია, მონტენეგრო და რუმინეთი არიან. მეორე ჯგუფურ ეტაპზე გუნდები აღარ შეხვდებიან იმ ნაკრებებს, რომლებთანაც პირველ ჯგუფურ ეტაპზე იყვნენ. მათთან ნაჩვენები შედეგები მეორე ეტაპზე გადაჰყვებათ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების დანიასთან მატჩებისთვის მოსამზადებელი ეტაპი ორად იყოფა. პირველ ეტაპზე, თბილისში მხოლოდ სუპერლიგის მოთამაშეები მოიყრიან თავს და ალეკსანდარ ჯიკიჩისა და მისი ასისტენტების მეთვალყურეობით ივარჯიშებენ საიმისოდ, რომ დანიაში 23 თებერვლიდან დაგეგმილ შეკრებაზე მოიპოვონ ადგილი. თბილისის შეკრება 17 თებერვალს დაიწყება და მასში სუპერლიგის 15 მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას.

გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი), ლუკა მაზიაშვილი (კსუ-კავკასია), ლუკა ზაქრაძე (რაში), სანდრო სანაძე, გიორგი კობახიძე (ორივე მარგვეთი), ნიკოლოზ გაფრინდაშვილი (კსუ-კავკასია), ლევან გოგიჩაიშვილი (ვსა), კახა ჯინჭარაძე, გიორგი სულაბერიძე (ორივე ქუთაისი), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), ანზორ ნადირაძე, ლუკა კალატოზიშვილი (ვსა), გიორგი ტურძილაძე (თსუ), რომან ჭინჭარაული (მარგვეთი), ვილი ისიანი (რუსთავი).

ამ მოთამაშეებიდან მწვრთნელები 5 საუკეთესოს შეარჩვენ, რომლებიც 22 თებერვალს დანიაში გაემგზავრებიან. იმავე დღეს, თორნიკე შენგელიას გარდა კოპენჰაგენში ჩავლენ ჩვენი ლეგიონერები. რატი ანდრონიკაშვილი, მათე ხატიაშვილი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე მერკვილაძე, ცოტნე ცარციძე. მარკის რიდის ამბავი ჯერ გაურკვეველია. თუ თასის გათამაშებიდან ტრაბზონი გამოვარდება, რიდი თბილისში ჩამოვა, თუ არადა, ახალი ნატურალიზებული ამერიკელი ჩვენს ნაკრებს დანიაში შეუერთდება. მოგეხსენებათ, შენგელიას 25 თებერვალს ბარსელონას შემადგენლობაში ევროლიგის მატჩი ელის და მისი დასრულების შემდეგ ის ჩვენს ნაკრებს კოპენჰაგენში, დანიასთან მატჩის წინა დღეს, 26 თებერვალს შეუერთდება.

შესაბამისად, 13 კალათბურთელი (8 ლეგიონერი და 5 სუპერლიგის მოთამაშე) 23-26 თებერვალს კოპენჰაგენში, გენერალურ შეკრებას გაივლის და მათ ნაკრების კაპიტანიც შეუერთდება. 26 თებერვალს ალეკსანდარ ჯიკიჩი დანიასთან მატჩისთვის 12 კალათბურთელს დაასახელებს. შეხვედრა 27 თებერვალს, კოპენჰაგენის ფარუმ არენაზე, 18:30 საათზე (21:30 თბილისის დროით) გაიმართება.

GBF.GE

მარკის რიდი საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი ნატურალიზებული მოთამაშეა
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
"ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი, უფრო მომთმენი უნდა იყოს" - ფაბრეგასმა მორატა გააკრიტიკა
ვინგსმა ფრთები თელავთან გაშალა | დებიუტანტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
გუნდის ლიდერებს კერიკის დარჩენა სურთ - "იუნაიტედი" მოლაპარაკებებს ნაგელსმანთან აწარმოებს
[VIDEO] NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP ენტონი ედვარდსი გახდა
ქართველების გარეშე - "სპორტინგმა" "ფამალიკაოს" სძლია
სამივე ქართველმა ითამაშა - "მეცი" "ოსერმა" დაჯაბნა
გულიაშვილის "რასინგს" "ეიბართან" მარცხი შეიძლება ლიდერობის დაკარგვად დაუჯდეს
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა
[VIDEO] კვერნაძე ჩინებულ ფორმაშია - ისევ გაიტანა
პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი სეგუნდა დივიზიონის გუნდში გადავიდა
[VIDEO] 61:12 - საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებსაც უპრობლემოდ მოუგო
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
"რეალს" გაუმართლა, რომ ვინისიუსი ჰყავს" - ალვარო არბელოა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
[VIDEOS] შოუ მთავარი სანახაობის წინ - 2026 წლის All-Star-ის შედეგები
გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] 12 გოლი 2 მატჩში! "ინტერმა" "იუვენტუსი" დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და სკუდეტოსკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა!
რამაზ სვანაძე თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
[VIDEO] რა პენალტი და რა თავური - "სენტ-ეტიენმა" დავითაშვილის დუბლით "გენგამს" მოუგო
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
ბაგატსკისი: თბილისში თამაში ადვილი არაა - ვაჩვენეთ, რომ მამაკაცები ვართ
მარკის რიდი საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი ნატურალიზებული მოთამაშეა
"სირცხვილი მოღალატეებს - ადვილი ქულებით მოვიგეთ" - საქართველოს ნაკრების დამარცხებაზე უკრაინელების გამოხმაურება
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა