საფრანგეთის ჩემპიონატის 23-ე ტურს პსჟ ჩემპიონთა ლიგის ორ მატჩს შორის თამაშობს და არავინ იცის, ლუის ენრიკე რა შემადგენლობას დაეყრდნობა. თანაც, მეტოქე აუტსაიდერია, ბოლოადგილოსანი "მეცი". ამის მიუხედავად, საქართველოში ამ დაპირისპირებას დიდი ინტერესით ვხვდებით, პარიზში ხომ ქართული დუელი გველის - დღეს, 21 თებერვალს, ჩვენი დროით უკვე კვირა, 00:05 სთ რომ იქნება.

ამ გუნდებმა 2025 წლის 13 დეკემბერს რომ ითამაშეს, კარგად გვახსოვს. მშვენიერი იყო ხვიჩა კვარაცხელია, საპირისპირო მხრიდან კი გიორგი წიტაიშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა. "მეცის" რიგებში გიორგი აბუაშვილისა და გიორგი ქვილითაიას გამოჩენასაც ველით.

ამ შეხევდრამდე (20:00 სთ) "ლანსი" "მონაკოს" უმასპინძლებს და პარიზელებს ეცოდინებათ, გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილს თუ დაიბრუნებენ. ენრიკეს ბიჭებს წაგების "ლიმიტი" ამოწურული აქვთ, რადგან უკვე უფრო მეტ მატჩში დამარცხდნენ, ვიდრე გასულ სეზონში. "მეცთან" საშიში არაფერია, ასეთი რამ 2005-07 წლებში იყო, მაგრამ "ქართულ" გუნდთან ნურაფერს გამოვრიცხავთ, არ დაგვავიწყდეს, აუტსაუდერებმა "ლანსს" (2:0) მოუგეს.

რუისის, მაიულუსა და ნჯანტუს თამაშს კვლავ არ გარისკავენ, დემბელე კი "მონაკოსთან" ჩემპიონთა ლიგაზე ტრავმის გამო შეცვალეს და არც მას დაეყრდნობიან.

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ: შევალიე - ზაირ-ემერი, ზაბარნი, ბერალდო, ერნანდესი - დრო, ვიტინია, ლი - დუე, რამოში, ბარკოლა;

მეცი: ფიშერი, კუაო, სანე, მბულა, ფ.ტურე - მუნონგო, ჰაინი - მიხალი, დემინგე, წიტაიშვილი - დიალო.

ესპანეთი, ლა ლიგა

კვირა, 23:59 სთ, ვალენსია - ვილიარეალი (გიორგი მიქაუტაძე);

ინგლისი, პრემიერლიგა

კვირა, 18:00 სთ,

ნოტინგემი - ლივერპული (გიორგი მამარდაშვილი)

გერმანია, ბუნდესლიგა

პარასკევი

მაინცი - ჰამბურგი 1:1 (გიორგი გოჩოლეიშვილის 12 წუთი);

კვირა, 22:30 სთ

ჰაიდენჰაიმი (ბუდუ ზივზივაძე) - შტუტგარტი.

ვაჟა მასწავლებელი
გაკვირვებულს დიდი მოწიწებით გაცნობებთ, რომ გივის, გოჩას, რამაზის სახელები მარტო კი არ მსმენია, მათთან თავის დროზე კარგი ნაცნობობაც მქონდა, ამასთან ერთად ვერ გავიხსენე ვერც ერთი (იქნებ თქვენ იცნობთ?) ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე "ბომბარდირის" პრზი მიიღო!
გაკვირვებული
ვაჟა მასწ. გივი ნოდიას, გოჩა გავაშელის თუ არა რამაზ შენგელიას სახელი მაინც არ გსმენიათ?!
zura222
toy სილქ სპორტები ფასიანებია და თანაც რომც გადაიხადო მაგრა ჭედავს
ვაჟა მასწავლებელს
"სამი გია" კი არა სამასი არაგველიც ვეღარ უშველის მაგ გამოქლიავებული დაცვის მქონე მეცს. ეჰ, ორი გიორგია ცოდვა რომ წლებს კარგავენ უაზროდ მაგ წყალწაღებულ გუნდში, თორემ ქვილითაიას ხომ ხედავთ რომ მანდაც კი არავინ ათამაშებს ძირითადში. დამთავრებულია მაგის ფეხბურთი.
toy
რატო სილკზე იყო ვილიარიალის ბოლო თამაში, იმის წინაც იყო, რომ წააგეს, თქვენ შეიძლება მხოლოდ უნივერსალს გულისხმობთ, თორემ სილქსპორტ-ზე იყო.
ვაჟა მასწავლებელი
ღვთისავარ! - რატომღაც მგონია, რომ მეცელი "სამი გია" გადამწყვეტ, მეცის გადასარჩენ სიტყვას იტყვიან!
ვაჟა მასწავლებელი
შეგუებულები ვართ იმ ამბავთან, რომ ჩაკვეს (ახლა გოგლიჩიძის) უოტფორდის თამაშებს, საქართველოში დიდი ინტერესის მიუხედავად ქართული ტელევიზიის სპორტული არხები არ აჩვენებენ, მაგრამ ამ ბოლო დროს "წაეკიდნენ" ვილიარეალსაც: უკვე რამდენი თამაშია იგნორირებას უკეთებენ უნიკალური ქართველი ფეხბურთელის, (რომლი მსგავსი არასდროს გვყოლია) - ჟორჟ მიქაუტაძისა და მისი გუნდის თამაშს, რაშია საქმე? იქნებ სპორტის მოყვარულებმა ვინც ტოტალიზატორს არ ვთამაშოიბთ თითო ლარი შევუგროვოთ ტელევიზიის სპორტულ არხებს???
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
ოფიციალურად: "ლივერპულის" კარს სეზონის ბოლომდე მამარდაშვილი დაიცავს
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
"ჰაიდენჰაიმს" ზივზივაძის დაბრუნებამაც ვერ უშველა
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
მხოლოდ ერთი გიორგი ძირითადში და "მეცის" ზედიზედ მეხუთე მარცხი
[VIDEOS] აბუაშვილის გოლი, წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცი" დრამატულ მატჩში დამარცხდა
ქართველების "მეცის" ფრე ექვსი წაგების შემდეგ
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ