მეკარე გიორგი მამარდაშვილი ძალიან იმედგაცრუებულია „ლივერპულში“ თავისი მდგომარეობით და სერიოზულად განიხილავს იჯარით წასვლის შესაძლებლობას, - ექსკლუზიურად იტყობინება TeamTalk-ი.

ჟურნალისტი გრემ ბეილი წერს, რომ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ახალგაზრდა მეკარე „ენფილდზე“ არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, რამეთუ 33 წლის ალისონმა ამ სეზონში ისევ დაამტკიცა თავისი მაღალი კლასი, „წითლების“ წარმატებულ გზაზე დაბრუნებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, ბრაზილიელთან კონტრაქტის 2027 წლის ზაფხულამდე გაგრძელებას განიხილავენ, რაც მამარდაშვილის მდგომარეობას არასასურველს გახდის, რადგან თამაში მხოლოდ თასის მატჩებში ან ბეკერის ტრავმის შემთხვევაში მოუწევს.

აღნიშნულია, რომ ალისონის ტრავმისას გიორგიმ 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა, მაგრამ ეს გუნდის ჩავარდნის პერიოდს დაემთხვა, რაშიც ცხადია, ის დამნაშავე არ იყო, მთლად ალის უმაღლეს დონეზეც ვერ იასპარეზა, მწვრთნელმა არნე სლოტმა კი „ბრაიტონთან“ ასოციაციის თასზე მოულოდნელად სათადარიგოთა შორის დატოვა, კლუბი გრძელვადიან პერსპექტივაში მასზე იმედებს ამყარებს, თუმცა მოცემულ მომენტში სტაბილურად თამაშის ნაკლები შანსი აქვს.

გამოცემა წერს, რომ ყველა ახალწვეული, გარდა გიგანტური ქართველისა, რომლის ღირებულება 35 მილიონი ევროა, სათამაშო დროს იღებს, ალისონის მუდმივი დუბლიორობა არ აწყობს და ისეთ გუნდში გადასვლას აპირებს, სადაც მეტი სათამაშო დრო და განვითარების საშუალება ექნება. კლუბი ინფორმირებულია გიორგის შეშფოთებით და მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესებული არიან გუნდში მისი ხანგრძლივვადიანი მომავლით, თუ ასეთი შესაძლებლობა იქნება, არაა გამორიცხული, დროებით გაშვება განიხილონ.

ვაჟა მასწავლებელი
დროზე მამარდ, დროზე! მიაწექი ბოლომდე! ქართულ ფეხბურთს და მაყურებელს შენი იმედი აქვს!

თუ ალისონი წასვლას აღარ აპირებს,მანდ რაღა დარჩენია?ალისონს ისეთი დამსახურება აქვს,თვითონ თუ არ წავიდა,ალბათ არავინ გაუშვებს და რას უნდა ელოდოს?ამ ზაფხულს ბევრი რამ გაირკვევა.
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურში
"რომელი გირჩევნიათ მერვედფინალში მეტოქედ, "ჩელსი" თუ "ბარსელონა"? - კვარაცხელიამ კითხვაზე უპასუხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
"გალათასარაის" 1/8-ფინალში გასვლა ერდოღანმა მიულოცა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიამ "მონაკოს" გაუტანა და პსჟ დააწინაურა
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
პრანდელი: მზად ვარ, "იუვეს" მერვედფინალში გასვლაზე სანაძლეო პიცაზე დავდო
აღიარება ესპანეთში - მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
ბასტონის "ბარსელონა" ეპატიჟება - კატალონიელებისთვის საწადელის მიღწევა რთული იქნება
ყველაზე ძვირადღირებული მცველი ისტორიაში? - "ლივერპული" ფეხბურთელს უკვე შეუთანხმდა
ცუდი შედეგების მიუხედავად, სპალეტის "იუვენტუსში" ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ
[VIDEO] "ეს ბომბი ხომ არ არის?!" - ენრიკე პრესკონფერენციის დაწყებამდე უცნაურ სიტუაციაში გაეხვა
ბექაური, ლიპარტელიანი - ოქროს მედლების მოლოდინში ტაშკენტში
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
სანდროს დაბალშედეგიანი მატჩი - "ტორონტო" მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] "ეს ყოველივე ორგაზმს ჰგავს... სხეულში ჟრუანტელი გივლის და თითქოს მწვერვალს მიაღწიე" - ფერან ტორესის შედარებამ ინტერნეტში დიდი გამოხმაურება ჰპოვა
დემბელე დღესაც არ იქნება - პსჟ-ის "მონაკოსთან" ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"მამარდაშვილი კარგი მეკარეა, მაგრამ" - სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა ქართველი
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
წავა ალისონი? - ბრაზილიელი მსოფლიო გრანდის მთავარი სამიზნეა
"მამარდაშვილს შეიძლება მოთმინება არ ეყოს - "ლივერპული" სხვა მეკარის დამატებას აპირებს?" - ინგლისური მედია
ყველაზე ძვირადღირებული მცველი ისტორიაში? - "ლივერპული" ფეხბურთელს უკვე შეუთანხმდა
ეს უკვე მეტისმეტია. მამარდაშვილი თასზეც არ ათამაშეს - "ლივერპულმა" "ბრაიტონს" უპრობლემოდ სძლია
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
[VIDEO] გიჟური მატჩი "ენფილდზე", სობოსლაის სუპერგოლი და გაძევება, ალისონის აკიდებული პენალტი - "ლივერპული" "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
"ლივერპულში" სალაჰი უნდა შეცვალოს - ინგლისურ გრანდს ამ პოზიციაზე ფავორიტი ჰყავს