საფრანგეთის ჩემპიონატის 24-ე ტურს პსჟ შაბათს, ზამთრის ბოლო დღეს ითამაშებს, ჩვენი დროით უკვე 1-ლი მარტი, 00:05 სთ რომ იქნება. ლუის ენრიკეს გუნდი "ლე ავრს" ესტუმრება. უკვე რთული სათქმელია, პარიზელთა ლიდერობას სეზონის ბოლობდე საფრთხე რამდენად შეექმნება.

"სტად ოუშენზე", სადაც დაპირისპირება შედგება, მასპინძლები მშვენივრად გამოიყურებიან და ზედიზედ ორი გამარჯვება აქვთ. მაროკოელი ბუფალი და სენეგალელი სუმარე შედეგიანობით გამოირჩევიან. ვნახოთ, ჩემპიონთან ეს რამდენად საკმარისი იქნება.

ხვიჩა კვარაცხელია ნორმანდიაში პირველად ითამაშებს. შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, სადაც ქართველი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, "კვარას" ამოსუნთქვის საშუალება მიეცეს. ვინც ნამდვილად დაისვენებს, კაპიტანი მარკინიოსია, მის ნაცვლად კი უკრაინელ ზაბარნის ვნახავთ. ლიგა 1-ის გასულ ტურში მშვენიერი რამოში სასტარტოდან დაიწყებს.

დემბელე, რუისი, მაიულუ, ნჯანტუ - ფეხბურთელები, რომლებიც ბოლომდე ვერ მომჯობინდნენ.

როტაციის გამო ისე მოხდა, კვარაცხელიას "ლე ავრთან" აქამდე ჩატარებულ ორივე მატჩში ცოტა დრო მიეცა, მაგრან მის ანგარიშზე ბარკოლასთვის გაკეთებული საგოლე პასია. ამ დაპირისპირებების საერთო ანგარიში 5:1 იყო.

პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა: საფონოვი - ჰაკიმი, ზაბარნი, ბერალდო, ერნანდესი - ლი, ზაირ-ემერი, ვიტინია - დუე, რამოსი, ბარკოლა.

შაბათს უფრო ადრე, 19:15 საათზე, გიორგი მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ბარსელონას" "კამპ ნოუზე" ესტუმრება.

2025 წლის 21 დეკემბერს ვეიგას ადრე გაძევებამ მატჩი გააფუჭა, ქართველი ფორვარდიც სათადარიგო იყო, ახლა კი განსხვავებულ დაპირისპირებას ველით. ისეთს, ადრე რომ გვინახავს, ბევრი გოლითა და სანახაობით.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა: ხ.გარსია, კუნდე, კუბარსი, ე. გარსია, ბალდე - ფერმინი, ბერნალი, პედრი - იამალი, ტორესი, რაფინია.

ვილიარეალი: ჟუნიორი - მოურინიო, ნავარო, ვეიგა, კარდონა - ბუშანანი, კომესანა, გეიე, მოლეირო - პეპე, მიქაუტაძე.

ლელა კაკულია
რისგან უნდა დაისვენოს, 25 წლის ჯან-ღონით სავსე ბიჭი კვირაში ერთ თამაშსაც არ ატარებს სრულად. ვინც იღლება, უხარიათ რომ ცვლიან ხოლმე. სად ნახეთ ხვიჩას კმაყოფილი სახე როცა ცვლიან ან სასტარტოში არ აყენებენ? თამაში უნდა მაგ ბიჭს და დაანებეთ რა თავი. ეხლა თუ არ ითამაშა, 30-35 წლისა ითამაშებს? თუ დაიღლება, ეტყვის ენრიკეს და შეცვლის.
ინგლისური გამოცემა: იმედგაცრუებულ მამარდაშვილს "ლივერპულის" დატოვება სურს
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურში
"რომელი გირჩევნიათ მერვედფინალში მეტოქედ, "ჩელსი" თუ "ბარსელონა"? - კვარაცხელიამ კითხვაზე უპასუხა
ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა
კონფერენს ლიგა: მორჩილაძის "რიეკა" მერვედფინალში გავიდა, სიგუას "ლოზანა" - ვერა
"გალათასარაის" 1/8-ფინალში გასვლა ერდოღანმა მიულოცა
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
"შეგვიძლია თუ არა გასული სეზონის პსჟ გავხდეთ?" - ენრიკემ შეკითხვას უპასუხა
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩამ გაიტანა - პსჟ "მონაკოს" ფრედ ეთამაშა და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] კვარაცხელიამ "მონაკოს" გაუტანა და პსჟ დააწინაურა
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
პრანდელი: მზად ვარ, "იუვეს" მერვედფინალში გასვლაზე სანაძლეო პიცაზე დავდო
აღიარება ესპანეთში - მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
ბასტონის "ბარსელონა" ეპატიჟება - კატალონიელებისთვის საწადელის მიღწევა რთული იქნება
ყველაზე ძვირადღირებული მცველი ისტორიაში? - "ლივერპული" ფეხბურთელს უკვე შეუთანხმდა
ცუდი შედეგების მიუხედავად, სპალეტის "იუვენტუსში" ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ
[VIDEO] "ეს ბომბი ხომ არ არის?!" - ენრიკე პრესკონფერენციის დაწყებამდე უცნაურ სიტუაციაში გაეხვა
[VIDEO] "ეს ყოველივე ორგაზმს ჰგავს... სხეულში ჟრუანტელი გივლის და თითქოს მწვერვალს მიაღწიე" - ფერან ტორესის შედარებამ ინტერნეტში დიდი გამოხმაურება ჰპოვა
ბასტონის "ბარსელონა" ეპატიჟება - კატალონიელებისთვის საწადელის მიღწევა რთული იქნება
აღიარება ესპანეთში - მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
[PHOTO] თვალებს ვერ უჯერებდა - პატარა ქომაგის რეაქცია "კვარას" დანახვისას
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ლევანტესთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიამ "მონაკოს" გაუტანა და პსჟ დააწინაურა
[VIDEO] ხვიჩამ გაიტანა - პსჟ "მონაკოს" ფრედ ეთამაშა და მერვედფინალში გავიდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] მიქაუტაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა და "ვილიარეალს" გამარჯვება მოუპოვა
"შეგვიძლია თუ არა გასული სეზონის პსჟ გავხდეთ?" - ენრიკემ შეკითხვას უპასუხა
"მესიმ ხელი არ ჩამომართვა" - ლაპორტამ არგენტინელთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა
"რომელი გირჩევნიათ მერვედფინალში მეტოქედ, "ჩელსი" თუ "ბარსელონა"? - კვარაცხელიამ კითხვაზე უპასუხა
"არსენალი" კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია - პსჟ მეხუთე პოზიციაზეა
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურში
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა