პრემიერლიგის 29-ე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემ ფორესტს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, ჩემპიონატის ლიდერმა "არსენალმა" კი "ბრაიტონი" სტუმრად მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა და მეორეადგილოსან "ქალაქელებს" 7 ქულით გაასწრო.

"ეტიჰადზე" გამართული შეხვედრა პეპ გვარდიოლას გუნდის სრული დომინაციით წარიმართა. ჯერ 31-ე წუთზე ანგარიში ანტუან სემენიომ გახსნა, მეორე ტაიმის 56-ე წუთზე კი მორგან გიბს-ვაითმა სხვაობა აღადგინა.

62-ე წუთზე როდრიმ "სიტი" წინ გაიყვანა და თითქოს შეხვედრის ბედიც უკვე გადაწყვეტილად მოჩანდა, თუმცა 76-ე წუთზე "ნოტინგემის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელიოტ ანდერსონმა სხვაობა აღადგინა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. მატჩის ბოლოს "სიტის" გოლის გატანა ცარიელ კარში შეეძლო, თუმცა მურილიომ გმირულად ითამაშა და "ნოტინგემ ფორესტი" აშკარა გაშვებული გოლისგან იხსნა.

"სიტი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 60 ქულით მეორე ადგილს იკავებს და როგორც უკვე გაცნობეთ, ჩემპიონატის ლიდერ "არსენალს" 7 ქულით ჩამორჩება, გვარდიოლას გუნდს "მეთოფეებზე" ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული. "ქალაქელები" მორიგ შეხვედრას 8 მარტს, ასოციაციის თასზე "ნიუკასლის" წინააღმდეგ გამართავენ.

რაც შეეხება "ბრაიტონისა" და "არსენალის" დაპირისპირებას, შეიძლება ითქვას, რომ არტეტას გუნდმა მორიგი "მძიმე" მატჩი შემოგვთავაზა. შეხვედრაში პირველი მომენტი მასპინძლებს შეექმნათ, როდესაც დავიდ რაიას არაზუსტი პასით "არსენალი" კინაღამ დაისაჯა, ბურთი კარის ხაზიდან გაბრიელ მაგალაეშმა გამოიტანა. "მეთოფეებმა" პირველ ტაიმში ერთადერთი მომენტი შექმნეს და ისიც ბუკაიო საკამ გოლად აქცია. ინგლისელის შორეული დარტყმული "ბრაიტონის" ნახევარმცველს კარლოს ბალებას მოხვდა და ვერბრიუგენმა საკუთარი გუნდის გადარჩენა ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმიც პირველის მსგავსად "თოლიების" უპირატესობით წარიმართა, მაგრამ მიუხედავად ბურთის ფლობისა, ჰიურცელერის გუნდს მომენტების შექმნა უჭირდა, ძირითად შემთხვევაში კი დავიდ რაია, გაბრიელ მაგალიაეში და პიერო ინკაპიე "ბრაიტონს" გოლის გატანის შანსს არ აძლევდნენ და "მეთოფეები" 22-წლიანი პაუზის შემდეგ პრემიერლიგის მოგებას კიდევ უფრო მიუახლოვდნენ.

"არსენალი" მორიგ შეხვედრას 7 მარტს, ასოციაციის თასზე "მანსფილდის" წინააღმდეგ გამართავს.

ახალი წესი ფეხბურთში - პრემიერ ლიგაში VAR-ზე ცვლილებებია მოსალოდნელი
დონარუმას გამო ტრაფორდმა "მანჩესტერ სიტის" დატოვება გადაწყვიტა
პირველად 1994 წლის შემდეგ - "ტოტენჰემს" პრემიერ ლიგაში ძალიან ცუდი სერია აქვს
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა
"ვამაყობ ჩემი გუნდით, შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ" - საქართველოს ნაკრების მწვთნელის კომენტარი საბერძნეთთან წაგების შემდეგ
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"არ იყიდება" - "ატლეტიკო" ალვარესის გაშვებას არ აპირებს
ქოჩორაშვილი ისევ ტრავმირებულია - "სპორტინგმა" "პორტუს" მოუგო
დონარუმას გამო ტრაფორდმა "მანჩესტერ სიტის" დატოვება გადაწყვიტა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
WU17 | ჩრდ. ირლანდია 3:1 საქართველო
ზურაბ მუსელიანი "დილას" ფეხბურთელია
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
პაზი "რეალში" დაბრუნებას შიშობს - არგენტინელი "კომოში" ყოფნით ბედნიერია
პირველად 1994 წლის შემდეგ - "ტოტენჰემს" პრემიერ ლიგაში ძალიან ცუდი სერია აქვს
იამალი რეკორდების დამყარებას განაგრძობს - "ბარსელონას" ვარსკვლავმა მორიგი მიღწევა დააფიქსირა
[VIDEO] "სად არის შენი "ოქროს ბურთი"?! - ვინისიუსი მორიგ სკანდალშია... ბრაზილიელს "ხეტაფეს" ფეხბურთელმა სამაგიერო გადაუხადა
მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს
მიქაუტაძემ ფრანგულ მედიასთან "ლიონში" და ლიგა 1-ში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
"სპორტის ისტორიაში საუკეთესოა" - მასკერანომ მესის შესახებ ისაუბრა
"გეტყვით, როგორ მოვიგერიე დუეს პენალტი" - "ლე ავრის" მეკარემ პსჟ-ისთან აღებული თერთმეტმეტრიანის საიდუმლო გათქვა
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
[VIDEO] "რეალი" ლა ლიგაში ზედიზედ მეორედ დამარცხდა - გულშემატკივრები პერესს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ
დონარუმას გამო ტრაფორდმა "მანჩესტერ სიტის" დატოვება გადაწყვიტა
"ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბრაიტონის" ნახევარმცველისთვის იბრძვიან
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული
[VIDEO] ესეც ზედიზედ 20! "მანჩესტერ სიტიმ" "ფულჰემს" ერთი ტაიმი აკმარა
დაიჩმაც ვერაფერი შეცვალა - "ნოტინგემ ფორესტმა" მიმდინარე სეზონში მესამე მწვრთნელი დაითხოვა
"ყველამ ვიცით, 1/8 ფინალში ვინც შეგვხვდება" - ტიბო კურტუა
"არსენალი" კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია - პსჟ მეხუთე პოზიციაზეა
"სხვა ფეხბურთელის მეგობარ გოგონას ვწერ" - "ნოტინგემ ფორესტის" მცველის აღიარება საბავშვო შოუში
[VIDEO] სეზონის საუკეთესო გოლი? - სოლანკეს "მორიელის" დარტყმით "ტოტენჰემმა" "არსენალს" საჩუქარი გაუკეთა
"ცრუ ცხრიანით თამაშობდა, მაშინ როცა სხვებმა არც კი იცოდნენ ეს რა იყო" - "ლიდსის" მწვრთნელმა გვარდიოლასადმი კომპლიმენტები არ დაიშურა
"აქ ყველაფრის მოგება მსურს" - საკამ "არსენალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
"კვარა" VS პალმერი და კურტუას ახდენილი წინასწარმეტყველება - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
მატეტა "ნოტინგემში", "კრისტალ პალასი" ნორვეგიელ ფორვარდს უმიზნებს - პრემიერ ლიგაში ფორვარდები გუნდის შეცვლასთან ახლოს არიან
[VIDEO] სალაჰი შეცვლაზე და ეკიტიკეს დუბლი - "ლივერპულმა" "ბრაიტონს" სძლია
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ეს უკვე მეტისმეტია. მამარდაშვილი თასზეც არ ათამაშეს - "ლივერპულმა" "ბრაიტონს" უპრობლემოდ სძლია
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
ფასი 60 მილიონია, 110 მილიონად ყიდიან - გადაიხდის პსჟ კამერუნელში ამხელა თანხას?