8 მარტს 15 საათზე, ბორჯღალოსნები „ავჭალაზე“ რუმინეთის ნაკრებს დაუხვდებიან და 2026 წლის რაგბი ევროპის ფინალის საგზურის მოპოვებას შეეცდებიან, რომელიც 15 მარტს მადრიდში გაიმართება.

ეს იქნება ამ გუნდების 31-ე დაპირისპირება. აქამდე საქართველოს რუმინულ „მუხებთან“ ყველაზე მეტჯერ უთამაშია და მეტოქე 20-ჯერ დაგვიმარცხებია, ერთი თამაში ფრედ დასრულდა, 9-ჯერ კი გამარჯვება „მუხებს“ ერგო, ოღონდ მათი უმრავლესობა ურთიერთშეხვედრების საწყის წლებზე მოდის.

2002 წლიდან ერთმორწმუნე ბორჯღალოსნებსა და „მუხებს“ შორის თამაშდება ანთიმოზ ივერიელის თასი (მსოფლიო თასის და მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირის გარდა), რომელსაც დღემდე საქართველო 19-ჯერ, რუმინეთი კი 6-ჯერ ფლობდა. 2018 წლიდან მოყოლებული, სათასო მატჩი საქართველომ ზედიზედ 9-ჯერ მოიგო და 8 მარტს მის მე-10-ედ შენარჩუნებას ეცდება.

თასისთვის ბრძოლა დამატებითი მოტივაციაა ბორჯღალოსნებისთვის. ისინი ასევე თვლიან, რომ ეს თამაში ერთგვარი რეპეტიცია იქნება 2027 წლის მსოფლიო თასისთვის. შეგახსენებთ, ავსტრალიაში ბორჯღალოსნები პირველ თამაშს სწორედ რუმინელების წინააღმდეგ გამართავენ.

ბექა საღინაძე: „რუმინეთი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობი მეტოქეა. ისინი გამორჩეულები არიან სტატიკურ ფაზებში - შერკინებაში, მოლსა და ძალისმიერი თამაშში. ამ არეალში დიდი გამოწვევა გვექნება, თუმცა დარწმუნებული ვარ ყველაფერი ისე დამთავრდება, როგორც ჩვენ გვინდა“.

მიხეილ ბაბუნაშვილი: „საკმარისი დრო გვქონდა და მზადების პროცესმა კარგად ჩაიარა. მძიმე დღეები და ბოლო ეტაპიც გავიარეთ და თამაშისთვის მზად ვართ. რუმინეთი ისტორიული მეტოქეა. მათ წინააღმდეგ არაერთი თამაში ჩაგვიტარებია. მძიმე გუნდი ყავთ, რასაც განვლილ მეტოქეებზე ვერ ვიტყვი. ველოდებით ფიზიკურ თამაშს, რისთვისაც მზად ვართ. ანთიმოზ ივერიელის თასი დიდი ხანია ჩვენს მფლობელობაშია და ის ახლაც აუცილებლად თბილისში უნდა დარჩეს“.

მიხეილ ალანია: „რუმინეთთან 2027 წლის მსოფლიო თასზეც მოგვიწევს თამაში და აქედან გამომდინარე, ამ შეხვედრას დამატებითი ინტერესი აქვს. ვფქრობ, კარგი მოწინააღმდეგე იქნება. მათ მრავლად ყავთ ახალი მოთამაშეები და გუნდის შენების პროცესში არიან. ეს თამაში მათთან მომავალი დაპირისპირებისთვის მზადებაში დაგვეხმარება“.

თედო აბჟანდაძე: „ვფიქრობ, ხარსხიანი და კარგი თამაშის ჩასატარებლად მზად ვართ. ნაყოფიერი კვირა გვქონდა და იმ შეცდომების გამოსწორებაზე ვმუშავეთ, რომლებიც წინა თამაშში დავუშვით. რუმინეთთან თამაში ყოველთვის დიდი მნიშვნელობის იყო, რასაც დამატებით წნეხს ისიც სძენს, რომ მასში „ანთიმოზ ივერიელის თასი“ თამაშდება. ყველა მოთამაშის სურვილია, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ თასი შემართოს. რუმინეთს ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეები ყავს და მათ ჩვენს დადებით მხარეებს დავუპრისპირებთ“.

Rugby.ge

რაგბი ევროპა | შვიდი ცვლილება და ერთი დებიუტანტი რუმინეთთან
რაგბი ევროპა | წლის პირველი თასისთვის რუმინეთთან
რაგბი ევროპა | განახლებული შემადგენლობა რუმინეთისთვის
ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე? - "რეალი" ენცო ფერნანდესს უმიზნებს
ახალი კონტრაქტი ლეაოს - "მილანში" პორტუგალიელის შენარჩუნება დიდი ხნით სურს
დიდხნიანი პაუზის შემდეგ - "იუვენტუსს" ვლაჰოვიჩი უბრუნდება
The Telegraph: "ტოტენჰემი" 14 თებერვალს დანიშნული იგორ ტუდორის მოხსნას განიხილავს
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] სტატუსის შესაფერისი ვერ გამოვიდა - "იბერიამ" გამარჯვებით დაიწყო
სლოტი თავისას არ იშლის - ცნობილი გახდა "ვულვერჰემპტონთან" "ლივერპულის" სასტარტო შემადგენლობა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
WU17 | საქართველო 0:0 ლუქსემბურგი
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ჩემპიონთა ლიგის მე-13 ტურის საუკეთესო გოლად აღიარეს
რაგბი ევროპა | შვიდი ცვლილება და ერთი დებიუტანტი რუმინეთთან
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ფლიკი "ბარსელონას" ერთ შემთხვევაში დატოვებს - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი "ბლაუგრანას" დამრიგებელზე წერს
კარგი ამბავი - მძიმე ტრავმის შემდეგ ჯეისონ ტეიტუმი მოედანს უბრუნდება
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
"ნავი სწორი მიმართულებით მიცურავს" - ტუდორი ზედიზედ მესამე მარცხის შემდეგ
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
რაგბი ევროპა | განახლებული შემადგენლობა რუმინეთისთვის
რაგბი ევროპა | წლის პირველი თასისთვის რუმინეთთან
რაგბი ევროპა | შვიდი ცვლილება და ერთი დებიუტანტი რუმინეთთან
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის