ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში

რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში

2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ბორჯღალოსნები 15 მარტს ესპანეთში, მადრიდის „ონთაიმ ბუთარქ“-ის სტადიონზე პორტუგალიას შეერკინებიან. შეხვედრა საქართველოს დროით 21:45 საათზე დაიწყება.

რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით, წლევანდელი გათამაშების დასკვნითი რაუნდის ოთხივე შეხვედრა ერთ ლოკაციაზე, მადრიდში გაიმართება. მე-7 (გერმანია - ნიდერლანდები, 14 საათი) და მე-5 ადგლების (შვეიცარია - ბელგია, 16:30 საათი) თამაშები „ნაციონალ კომპლუტენსეს“ სტადიონზე შედგება, ხოლო მე-3 ადგილისთვის მატჩს (ესპანეთი - რუმინეთი, 19 საათი) და დიდ ფინალს (საქართველო - პორტუგალია, 21:45 საათი) „ონთაიმ ბუთარქი“ უმასპინძლებს, რომელიც 1998 წელს გაიხსნა და 14 500 მაყურებელს იტევს.

ფინალურ მატჩზე დასასწრები ბილეთები შეიძინეთ აქ:

https://tickets.oneboxtds.com/rugby-europe-championship-madrid-finals/select/2720822?viewCode=Vista_Principal

ფინალის გზაზე გუნდებმა ოთხ-ოთხი შეხვედრა მოიგეს. საქართველომ ჯგუფურ (ა) ეტაპზე შვეიცარია (54:3) და ნიდერლანდები (61:12) სტუმრად, ხოლო ესპანეთი შინ 42:30 დაამარცხა. ნახევარფინალში ჩვენმა გუნდმა რუმინეთს თბილისში 53:30 სძლია.

პორტუგალიამ ბ ჯგუფში ბელგიას (47:17) და გერმანიას (68:12) სტუმრად მოუგო, ხოლო რუმინეთი ლისაბონში 44:7 დაამარცხა. ნახევარფინალში „ლობუშმა“ ესპანეთი ლისაბონში მიიღო, 26:7 მოუგო და ერთი წლის შემდეგ ფინალის საგზური მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პორტუგალიასთან 2024 წლის შემდეგ აღარ უთამაშია. მაშინ „ლობუშს“ ასევე ფინალში შევხვდით და 36:10 მოვუგეთ.

ჩვენ და პორტუგალია

დაარსების დღიდან საქართველოს ნაკრებს პორტუგალიასთან 27-ჯერ უთამაშია - 11-ჯერ შინ, 12-ჯერ სტუმრად და 4-ჯერ ნეიტრალურ მოედანზე. 27 თამაშიდან 19 ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა, 4-ჯერ ფრე დაფიქსირდა, 4 შეხვედრა კი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ 2005 წლის შემდეგ, ბოლო 20 თამაშია პორტუგალიასთან არ წაგვიგია, თუმცა ამ პერიოდზე მოდის ოთხივე ფრე.

გუნდებს შორის პირველი შეხვედრა 1997 წელს შედგა და ლისაბონში მასპინძლებმა 21:17 გაიმარჯვეს, რასაც 2000-2002 წლებში საქართველოს სამი გამარჯვება მოყვა, თუმცა შემდეგი სამი თამაში (2002-2005) უკვე მეტოქის გამარჯვებით დასრულდა, აქედან ერთი თბილისში - 2004 წელს „მიხეილ მესხზე“ 19:14. ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პორტუგალიამ საქართველო გამარჯვებულმა დატოვა.

2006 წელს „ლობუშს“ ერთბაშად სამჯერ შევხვდთ, რადგან 2007 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვის მათთან ფლეი ოფის გამართვა მოგვიწია. ამ წლის ერთა თასზე (რაგბი ევროპის ჩემპიონატზე) პორტუგალიას 40:0 ვაჯობეთ, რაც დღემდე ამ გუნდებს შორის სარეკორდო სხვაობად რჩება. ნოემბერში, მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩში, მეტოქეს თბილისში 17:3 მოვუგეთ, ორი კვირის თავზე კი, სტუმრად ფრედ 11:11 ვითამაშეთ და მეორედ მოვიპოვეთ მსოფლიო თასის საგზური. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიამ რეპეშაჟის გავლით თავადაც მოიპოვა 2007 წლის მსოფლიო თასის საგზური.

მას შემდეგ პორტუგალიასთან ფრედ კდევ სამჯერ ვითამაშეთ - ორჯერ თბილისში: 2009 წელს 20:20 და 2022 წელს 25:25; ხოლო ერთხელ საფრანგეთში, 2023 წლის მსოფლიო თასზე (18:18).

სხვა შემთხვევებში გამარჯვება საქართველოს რჩებოდა, თუმცა უმეტეს შემთხვევებში „ლობუშთან“ დაძაბული შეხვედრები გვქონდა. ესპანეთში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიას ერთხელ უკვე ვეთამაშეთ და 2023 წელს ბადახოსში 38:11 დავამარცხეთ.

ორი წლის წინ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუმინეთს საფრანგეთში, პარიზში შევერკინეთ და 36:10 დავამარცხეთ.

ამრიგად, განვლილ 27 მატჩში საქართველომ პორტუგალიას გაუტანა 84 ლელო და 677 ქულა, თავად კი 28 ლელო და 386 ქულა გაუშვა.

Rugby.ge

შეცდომების დიდი ნაწილი,მართლაც მწვრთნელის გამო არ ხდება,ეს სუსტი ტექნიკური უნარების ბრალია და საშველი ჯერჯერობით არ ჩანს.შესაძლოა პროფესიონალები ჰქვიათ,მაგრამ ხშირად მართლაც ბავშვურ შეცდომებს უშვებენ,თუმცა ახალ მწვრთნელს ახალი სათამაშო სქემები მოაქვს და სანამ ამ სქემით თამაშს შეისისხლხორცებენ,ვიღაცას თავისი გასაკეთებელი დაავიწყდება და სხვა რამეს გააკეთებს,იმას,რასაც ძველი მწვრთნელის დროს აკეთებდა.რა თქმა უნდა გუნდურ თამაშს,ეს ზიანს აყენებს და მეტოქეს საქმეს უადვილებს.ყოველი მომდევნო თამაშის შემდეგ,მორაგბეები უკეთესად ითვისებენ სქემას და ნაკლებ შეცდომას დაუშვებენ,მაგრამ ჯერჯერობით,მაინც დაუშვებენ.ქართული ანდაზაა,„შეუჩვეველს ნუ დააჩვევ და შეჩვეულს ნუ გადააჩვევო.“როცა იღლები,უკვე ავტომატზე მოქმედებ და გუნდურ თამაშში,ერთმა კაცმაც რომ შეეშალოს და ძველი სქემის მიხედვით ითამაშოს,თამაში უკვე არეული იქნება.ესპანეთმაც და პორტუგალიამაც აქცენტი 7 კაცა რაგბის განვითარებაზე გააკეთეს და საკმაოდ დიდი წარმატებებიც აქვთ.იქიდან დიდ რაგბში მოსულს კი მაღალ სისწრაფეზე თამაშიც შეუძლია,ამ სისწრაფეზე ხელით კარგად თამაშიც და კომბინირებაც.ამ უნარებთან ერთად მხოლოდ ტაქტიკის და ძალისმიერი ბრძოლის კომპონენტების დახვეწა სჭირდებათ და უკვე 15 კაცას ითამაშებენ.ჰოდა სწორედ ამ უნარების ხარჯზე ამცირებენ ჩვენგან ჩამორჩენას.სარაგბო წესები იცვლება და ჩვენისთანა ძალისმიერი ნაკრებისათვის არამომგებიანი მიმართულებით.ამ ცვლილებების შედეგად,ჩვენი უპირატესობა შერკინებაში და კონტაქტებში მცირდება,თანაც ყოველი მომდევნო ცვლილება,კიდევ უფრო მეტს გვართმევს ჩვენ და აძლევს მათ.ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა.მილტონ ჰეიგი რომ მოიყვანეს,ამოცანად დაუსახეს,ხელით თამაშის გაუმჯობესება და უფრო სწრაფ,ტექნიკურ რაგბზე გადასვლა.მცდელობები იყო,მაგრამ თუ ბავშვები თავიდანვე არ შეაჩვიე ასეთ თამაშს,მერე დიდედ ვერაფერს შეცვლი,საამისოდ კი,უკვე ბავშვთა მწვრთნელების ასეთ თამაშზე გადამზადება იყო საჭირო.მგონი სწორედ მანდ გავიჭედეთ.ბავშვთა მწვრთნელებს,რაც თვითონ ჰქონდათ ნათამაშები,მხოლოდ იმის სწავლება შეეძლოთ,ბავშვებისათვის,რადგან სხვანაირად არც თვითონ იცოდნენ და შეეძლოთ.ჰოდა კი ვხედავთ,რა ხდება საქართველოს ჩემპიონატზე.გვეყოლება ასეთი სპეციალისტები?-გაზრდიან ტექნიკურ ბავშვებს,არ გვეყოლებიან და ვიქნებით ისე,როგორც დღეს ვართ.წინ ვერ წავალთ და წესების ცვლილებების,ძლიერ ნაკრებებთან თამაშის საშუალების წართმევის გამო,სულ უფრო უკან და უკან დავიხევთ.აგერ,18 წლამდელებში,ევროპის ჩემპიონატი უკვე წავაგეთ კიდეც და ეს განგაშის ზარია,ქართულ რაგბში.ცვლილებები უნდა დავიწყოთ,თანაც დაუყოვნებლივ.გაგზავნონ რამდენიმე ბავშვთა მწვრთნელი,ენების კარგად მცოდნე ,სარაგბო ქვეყნებში,იმუშაონ იქ,ისწავლონ იქაური რაგბი,იქიდანაც მოიწვიონ რამდენიმე სპეციალისტი,ბავშვთა რაგბში და ერთობლივი მუშაობით,რაღაცას შევცვლით.ამ პერიოდში,შეცდომებიც გვექნება და დამარცხებებიც,მაგრამ ამან უკან არ უნდა დაგვახევინოს და როცა ეს ბავშვები ზრდასრულებში მოვლენ,ჩვენი სათამაშო სტილიც შეცვლას დაიწყებს.2030 წელს,როცა რაგბის მსოფლიო ორგანიზაცია,შეჯიბრებების ფორმატებს გადახედავს,ჩვენ უკვე ამ განახლებული სტილის რაგბიზე უნდა გადავდიოდეთ.აფრიკელები ჩვენზე მაგრები არიან შერკინებაში,მაგრამ ამავე დროს შესანიშნავი სისწრაფეები და ხელის ტექნიკაც აქვთ.ჩვენ გაცილებით ნაკლები ადამიანური რესურსი და სარაგბო კულტურა გვაქვს,მაგრამ მათი მომზადების ტექნოლოგია,ალბათ ჩვენთვისაც მისაღები იქნება.თანაც,მათთან ჩვენ ფედერაციას,მშვენიერი კონტაქტები აქვთ და რატომ არ უნდა ვცადოთ?6 ერის ქვეყნები,ჩვენ მხოლოდ ნედლეულის წყაროდ მოგვიაზრებენ და ჩვენი მათ მარაქაში გარევა არაფრის დიდებით არ სურთ,იმდენად არ დაგვეხმარებიან,რომ მათი რეალური კონკურენტები გავხდეთ,ეს ცხადია და აქამდეც ხომ მხოლოდ მაგას ვხედავთ.ჰეიგმა ზელანდიური რაგბის სტილი ვერ შეგვასწავლა(ეს ბუნებრივიც იყო) და იქნებ აფრიკულმა გაგვიმართლოს.ეს ჩემი აზრია!რაგბი არასოდეს მითამაშია, შიგნიდან რა თქმა უნდა არ ვიცი,მაგრამ ვინც იცის,ამაზე ლაპარაკი იმათ უნდა დაიწყონ,შეარჩიონ ჩვენთვის საუკეთესო მიმართულება და ბოლომდე მივყვეთ იმას.რამდენი რაგბის კავშირის პრეზიდენტი შეიცვლება,იმდენი ახალი გეგმის დასახვა,მხოლოდ დააზარალებს საქმეს.ასე განათლების მარადიული რეფორმაც მიდის და ყველაფერი საფუძვლიანად გავანადგურეთ.ამიტომ რაღაცა პროგრამა უნდა დავამუშაოთ და ბოლომდე მივყვეთ,ამ პროგრამას.სხვანაირად ჩავიძირებით. სხვების აზრიც საინტერესო იქნებოდა,ამ საკითხზე.ვიღაცის ლანძღვა და გინება საქმეს რომ ვერ უშველის,მგონი გასაგებია.ვინც მართლა იცის რაგბი,იმათ უნდა შეაჯერონ პოზიციები და ერთად შეეჭიდონ საქმეს.დროის დაკარგვა აღარ შეიძლება.

• .-ს

მრწვთნელის ცვლილების გამო შცდომების მატება არაა ცხადი. მარტო მაგაში ვერ დაგეთანხმები. გააჩნია შეცდომას, არა? პროფესიონალები არიან თუ საბავშვო ბაღია?! ძირითადი შეცდომები რაც ამ ეტაპზე დავუშვით, საერთოდ არაა მწვრთნელთან კავშირში. პორტუგალიამ მოუმატა კი, მაგრამ ჩვენ მეტი უნდა მოგვემატებინა! და ამ რაგბზე, ერთი ოჯახია და რაგბზე “გაგება” მიცვალებულივით ან კარგი უნდა თქვა ან არაფერი, ამვბიდა უკვე ყელში და ვეღარანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს. ეგრევე ვიღაცის აგენტი და ან ნაცი ან ქოცი ხდები! აგერ კაპიტნიანად რაღაც დოპინგ-სკანდალში, ძირითადის მორაგბეები დავკარგეთ და არც ძაღლად ჩაგვაგდეს, რომ ეთქვათ და გაგვეგო რა მოხდა ზუსტად და არც ვინმე ვიცით, რომ დასჯილიყო ან პასუხისმგებლობა აეღო. დაბრალდა ყველაფერი მორაგბეებს. პასუხისმგებლობის არ აღებით კი სოფელი ვერ შენდება. გვყვავს ასეთ პატარა ქვეყანას ასე დებილურად დასაკარგი მორაგბეები და სპორტსმენები? ასე რომ, პორტუგალიასთან და მისი დონის გუნდებთან (ყველა გუნდს ვაფასებ და დაუფასებლობით არ ვამბობ) მოსაგებია და წერტილი ზუსტად აქაა დასასმელი. მინიმუმ 21 ქულის სხვაობით. ამას მოვითხოვთ ქომაგები და მე მჯერა რომ ბიჭები ასეც მოგებენ! წარმატებები მათ.

მწვრთნელი შეგვეცვალა,გუნდი სხვა სათამაშო სისტემაზე გადადის და ცხადია უამრავ შეცდომას უშვებს.შეცდომები თანდათან მცირდება,ბიჭები თანდათან ეჩვევიან,მაგრამ ჯერჯერობით იმაზე გაცილებით მეტია,ვიდრე ჩვენ ვისურვებდით.მეორე მხრივ,პორტუგალიამ ბოლო წლებში საგრძნობლად მოუმატა და ჩვენი ჯგუფიდან ერთადერთი ნაკრებია,რომელიც ზოგჯერ თანაბრად გვერთამაშება და უკვე ორჯერ მოახერხა,მატჩის ფრედ დამთავრება.ჩვენი ნაკრებისთვის არასაუკეთესო დროს მათთან შეხვედრა,რა თქმა უნდა მათი მხრიდან დამატებით შანსად განიხილება და სრულიად ბუნებრივია,ჩვენი დამარცხების იმედი ჰქონდეთ.საამისოდ,არც ჩვენ დაგვზოგავენ და არც საკუთარ თავს.სწორედ ამიტომ,ჩვენ ბიჭებსაც სრული მობილიზაცია მართებთ!თავიდანვე უნდა ჩავერთოთ სრული სიმძლავრით,რომ პორტუგალიელებს,ერთი წამითაც არ მიეცეთ იმედი,ამათი დამარცხება შეიძლებაო.ისე უნდა ვეთამაშოთ,რომ ჩვენთან გატოლების სურვილიც კი დავუკარგოთ.შეგვიძლია?-რა თქმა უნდა შეგვიძლია!სათამაშო დისციპლინა უნდა დავიცვათ,უამრავი ჯარიმა და წინ თამაში არ გვექნება,თუ ყურადღებით ვიქნებით და ვერც დაცვას გაგვირღვევენ,ისე ადვილად,როგორც რუმინეთს და ესპანეთს.რა თქმა უნდა ვისურვებდი,უკანა ხაზელების ხარჯზე გაგვეკეთებინა თამაში,მაგრამ ფინალია და ქულებს როგორ ავიღებთ,მიწოლით თუ გარღვევით,მნიშვნელობა აღარ აქვს.მთავარია ულაპარაკოდ ვაჯობოთ.ზაფხულში ნაკრების მთავარი მწვრთნელი მოვა და მას გამარჯვებული ნაკრები უნდა დახვდეს,მისი ასისტენტის მიერ,მისი სათამაშო სქემებით გამარჯვებული ნაკრები.ეს, მისთვისაც კარგი სასტარტო პოზიცია იქნება და ბიჭებსაც უფრო გაუადვილდებათ,მასთან ურთიერთობა. ადმინ,ან კიდევ იმას,ვინც იცის,გელა აფრასიძის შესახებ.რამდენი ხნით მოუწევს დასვენება და რა სახის ტრავმაა,იქნებ დაწეროთ.

• alexandre

აბა თქვენ იცით, ლომებო! წარმატებას გისურვებთ. გაიხარეთ და გაახარეთ თქვენი სამშობლო!

• ნინი

აბა, მტირალებო, მოემზადეთ, მოგება როგორ უნდა იგლოვოთ🤣

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის

ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...

"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში

სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?

“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო

"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით

პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს

"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს

L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი

კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა

ბარკოლასთვის სეზონი დასრულდა

ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ

ხუსანოვი "მანჩესტერ სიტის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება

თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა

უკან ევროპაში - ხოსელუს კატარული თავგადასავალი სრულდება

რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა

[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!

"ბორჯღალოსნები" | თოდუა მე-14-ე ტიტულს შეუტევს

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება

ზედიზედ მეშვიდედ! - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია სრულად დაჯაბნა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგო [VIDEO]

ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის