ქართველი მეკარით (მამარდაშვილი საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო) დაწყებული ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი მეორე დღეს ჩვენებური გარემარბით დასრულდება, მანამდე კი ნახევარმცველის თამაშს ველით.

სამშაბათი

გალათასარაი - ლივერპული (გიორგი მამარდაშვილი) 1:0;

ნიუკასლი - ბარსელონა 1:1;

ატალანტა - ბაიერნი 1:6;

ატლეტიკო - ტოტენჰემი 5:2.

დღეს, 23:59 საათზე, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი განმეორდება და პსჟ ეცდება, "ჩელსისთან" რევანში აიღოს. პირველი დაპირისპირება პარიზშია.

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული კვლავ "გრძელი და ინგლისური" გზით წავიდა და ვნახოთ, ლუის ენრიკეს გუნდისგან ამჯერად რას ვნახავთ.

პარიზელები შიდა ასპარეზზე ამ კვირაში დაისვენებენ და სრული კონცენტრაცია ორრაუნდიან დაპირისპირებაზე აქვთ გადატანილი. ესპანელი მწვრთნელის გუნდმა ინგლისურ კლუბებთან ბოლო 8 დაპირისპირებიდან მხოლოდ ერთი წააგო. "ლივერპული", "ასტონ ვილა", "არსენალი" - გასულ სეზონში პსჟ-მა ერთმანეთის მიყოლებით დაჯაბნა.

"ჩელსის" მწვრთნელი როსენიორი მოწინააღმდეგეს კარგად იცნობს, რადგან "სტრასბურგში" მუშაობდა. მისი მოსვლის შემდეგ ლონდონელები ბევრს იბრძვიან და თითქმის წაგებულ მატჩებს სათავისოდ ატრიალებენ.

"არისტოკრატებს" ფრანგულ კლუბებთან არ უჭირს. რაც შეეხება წინა ზაფხულს, ფიზიკურ-ემოციურად გადაღლილი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული პსჟ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში უშანსოდ დამარცხდა. მაშინ ლონდონელებს სხვა მწვრთნელი ჰყავდათ, მათი შემტევები კი ბრწყინავდნენ.

ამ გუნდებმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ბოლოს 2016 წელს ითამაშეს და შემდეგ ეტაპზე პარიზელები გავიდნენ, საბოლოო წერტილი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დასვა. გვახსოვს მეოთხედფინალებში ორჯერ დაფიქსირებული საბოლოო ანგარიშიც - 3:3. სტუმრად გატანილი გოლის წესით ჯერ ერთმა და შემდეგ მეორე გუნდმა რომ იხეირა.

უეფას სავარაუდო შემადგენლობის თანახმად, ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა შორის მოიაზრება. პლეი-ოფის სპეციფიკიდან გამომდინარე გვგონია, ლუის ენრიკე "კვარას" დააწყებინებს. ისიც სათქმელია, დემბელე რამდენად კარგ ფორმაშია.

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ: საფონოვი - ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში - ზაირ-ემერი, ვიტინია, ნევეში - დუე (ან კვარაცხელია), დემბელე, ბარკოლა;

ჩელსი: სანჩესი - გუსტო, ფოფანა, ჩალობა, კუკურეია - ჯეიმსი, კაისედო - პალმერი, ფერნანდესი, გარნაჩო - ჟოაო პედრო.

დღეს

21:45 სთ

ლევერკუზენი - არსენალი;

23:59 სთ

რეალი - სიტი;

ბოდო - სპორტინგი (გიორგი ქოჩორაშვილი).

მალხაზ ჯობავა
„ ვაი თქვენს პატრონს “ იმათ მიმართ დავწერე, ვინც მართლა ფიქრობს რო შემადგენლობას მართლა უეფა აყენებს. მართლა ვაი თქვენს პატრონს! ჰო კიდევ, ვისაც ჩემი კომენტარები არ მოგწონთ და პასუხს მაძლევთ, თქვენი სახილით და გვარით მიპასუხეთ და არა ვიღაც ჩიტების სახელით, ან მთლად უარესი, უსახელოდ. უსახელო და უგვაროებს კიდე რას ეძახიან ყველამ იცის.
ბიძინას
მხოლოდ სათაურს კითხულობთ? სავარაუდო შემადგენლობას აქვეყნებს სხვაფასხვა წყარო, მათ შორის უეფაც. უეფა აყენებს კი და სარკოზი კიდე
ბიძინა
არ გეწყინოთ მეგობრებო და ვერ გავიგე რა შუაშია უეფა , როდის იყო უეფა შემადგენლობას აყენებდა, თუ ხუმრობით ამბობთ, შეიძლება ვარაუდობენ მწვრთნელი აყენებს შემადგენლობას მე ასე გამეგება,ისე გამიგია სსრკ ს დროს ვითომ ცეკადან იძლეოდნენ მითითებებს მაგრამ არ მჯერა,
მალხაზ ჯობავას
თქვენი ნორმალური კომენტარი არ მახსოვს. ნული კომპეტენცია. შემადგენლობას არც უეფა აყენებს და არც პარისიენი, მხოლოდ ვარაუდობენ. მასე თქვენ გაიგეთ, თწვენგან არცაა გასაკვირი
მალხაზ ჯობავა
ხედავ შენ რაში ყოფილა საქმე. თურმე უეფა აყენებს სასტავს და გუნდს ეუბნება, ეს ათამაშე ის ათამაშეო!? ვაითქვენს პატრონს!
ვინც სტატიას ამინუსებს
იქნებ გვითხრათ, რას არ ეთანხმებით? უეფას შემადგენლობას? ავტორი რომ ამბობს, არა მასე არ იქნებაო, მაგას? იმათი მწვრთნელი რომ სტრასბურგში იყო თუ თამაში 12-ზე როა?
Purto
აბა რა გეგონათ :D
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
"ენფილდზე" ფანების გარეშე - UEFA-მ "გალათასარაი" დააჯარიმა
ლიგა 1-მა პსჟ-ს მატჩის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
"გალათასარაისთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
როდრიგომ ოპერაცია გაიკეთა და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
გამოცდილი ნახევარმცველი შეიძლება პსჟ-ში პორტუგალიურ დიასპორას შეუერთდეს
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?
რამდენად სერიოზულია ალისონის ტრავმა? - სლოტმა ბრაზილიელის დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა
[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა
[VIDEO] სალიამ "ნიუკასლში" ოფიციალურ მატჩში სადებიუტო გოლი გაიტანა
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ლეგიონერები/ცინცაძე მატჩის MVP გახდა, დიხამინჯია კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო
TeamTalk: "მანჩესტერ იუნაიტედი" კვარაცხელიას სენსაციური ტრანსფერისთვის ემზადება
მამარდაშვილი: საგანგაშო არაა - მჯერა, შანსი მომეცემა
"გალათასარაისთან" "ლივერპულის" კარს მამარდაშვილი დაიცავს
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | ბათუმმა თელავი დაამარცხა
"ახლა უკვე შემიძლია მესისთან დაკავშირებით სიმართლე ვთქვა... ფლიკი ბოდიშებს მიხდიდა" - ჩავი "ბარსელონას" ბორდს დაუპირისპირდა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
გამოცდილი ნახევარმცველი შეიძლება პსჟ-ში პორტუგალიურ დიასპორას შეუერთდეს
"გალათასარაისთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამარდაშვილმა "ლივერპულს" შანსი შეუნარჩუნა - "გალათასარაიმ" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "გალათასარაისთან" მატჩში?
This Is Anfield: უნიათო "ლივერპულში" ერთადერთი ღირსეული მხოლოდ მამარდაშვილი იყო
Le Parisien: კვარაცხელია თუ დუე - ისინი რეაბილიტაციას შეეცდებიან
ქოჩორაშვილი ისევ ტრავმირებულია - "სპორტინგმა" "პორტუს" მოუგო
[IVDEO] კატასტროფული დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - ტოტენჰემის მეკარე მე-16 წუთზე შეცვალეს
"ვიცოდი, რომ "იუვენტუსი" ჩვენს ცხოვრებას კოშმარად გადააქცევდა
"შეგვიძლია თუ არა გასული სეზონის პსჟ გავხდეთ?" - ენრიკემ შეკითხვას უპასუხა
"ყველამ ვიცით, 1/8 ფინალში ვინც შეგვხვდება" - ტიბო კურტუა
"კვარა" VS პალმერი და კურტუას ახდენილი წინასწარმეტყველება - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
ლუის ენრიკე: კენჭისყრით კმაყოფილი ვართ - შემიძლია მეც ვითამაშო, თუ გსურთ!
ქოჩორაშვილის და ლომინაძის გარეშე - "სპორტინგმა" "ეშტორილს" მოუგო
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
"ეს ზუსტად ასეთი მატჩები იქნება" - როსენიორმა პსჟ-ისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] ეს საგანგაშოა - "ჩელსისთან" მატჩების წინ უნიათო პსჟ სახლში "მონაკოსთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
"ამას სუპერმარკეტში ვერ ვიყიდით!... არ მინდა გუნდის მიმართ ნდობა დავკარგო" - რა თქვა ენრიკემ "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "მორიერენსეს" სძლია
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ბრაგასთან" ქულები დაკარგა
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ქართველების გარეშე - "სპორტინგმა" "ფამალიკაოს" სძლია
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სპორტინგი" მზადაა ქოჩორაშვილი გაასხვისოს - ფასიც დასახელდა
"გალათასარაისთან" "ლივერპულის" კარს მამარდაშვილი დაიცავს
მამარდაშვილი: საგანგაშო არაა - მჯერა, შანსი მომეცემა
TeamTalk: "მანჩესტერ იუნაიტედი" კვარაცხელიას სენსაციური ტრანსფერისთვის ემზადება
"კვარა" პსჟ-ში განტევების ვაცი - "არსენალი" ქართველის შესაძენად ცდას არ დააკლებს
რამდენად სერიოზულია ალისონის ტრავმა? - სლოტმა ბრაზილიელის დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა
OK Diario: "ლივერპულმა" ახალ მწვრთნელთან კონტრაქტი შეათანხმა. სლოტს მხოლოდ ერთი შანსი აქვს