UEFA-მ მიმდინარე კვირის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრების შემდეგ, საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ოთხი კანდიდატი დაასახელა.

რა თქმა უნდა, სიაში მოხვდა პსჟ-ის ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც "ჩელსისთან" მატჩში 69-ე წუთზე გამოვიდა მოედანზე და დუბლთან ერთად ასისტიც მიითვალა.

ჩვენებურთან ერთად საუკეთესოს წოდებისთვის "სიტისთან" ჰეთ-თრიქის ავტორი "რეალის" შუახაზელი ფედერიკო ვალვერდე, "ბაიერნიდან" "ატალანტასთან" დუბლისა და ასისტის მიმთვლელი მაიკლ ოლისე და "ატლეტიკოდან" "ტოტენჰემთან" დაპირისპირებაში ასევე მსგავსი მონაგარის მქონე ხულიან ალვარესი იბრძოლებენ.

ხვიჩასთვის ხმის მიცემა ამ ლინკზე გადასვლით შეგეძლებათ.

ALKS
ერთის მხრივ გეთანხმები და მეორეს მხრივ - არა, გულზე ხელი დავიდოთ და ვალვერდემ "საკუთარ თავს გადააჭარბა" და მართლა იმსახურებს.. მ ა გ რ ა მ - მეორეს მხრივ - "ვალვერდემ საკუთარ თავს გადააჭარბა" და მისგან მსგავსი გასროლები აქამდე არნახულია, ხოლო ხვიჩას მოქმედებები კი - მოლოდინის რეჟიმში იყო - მეტიც - ჰეტტრიკსაც ველოდებით. შესაძლოა არ დამეთანხმოთ მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ობიექტურობის მომხრე ვარ, ვაღიარებ, რომ სუბიექტივიზმი ბევრ რამეს წყვეტს - ანუ, ჩვენ, ქართველებმა ქართველისა ვიზრუნოთ და ურუგვაელებმა თვითონ მიხედონ თავისას. (ობიექტურად კი - ვარვერდემ იფრინა)
ჯიუჯიცუ
აგაშენა ღმერთმა, მაგრამ არ მინდა ღომის ჭამა მძ**რის ჭამაში გადამივიდეს. ამიტომ, მაინც ობიექტურობა..
ტაეკვანდო, მალხაზ ჯობავა.
კი, მართალი ხარ მარა, ჩვენ მაინც ჩვენი ხვიჩა ვამჯობინოთ სხვას, ასე აჯობებს ნამდვილად. ამიტომ მოუმატე ღომის ჭამას და უფრო გაგიადვილდება კვარაცხელიაზე ხმის მიცემა. ასე მგონია მე, დამიჯერე.
ნაცარქექია
ხმა კი მივეცი, მაგრამ რატომღაც ვალვერდე მგონია. აი, ვიტინიასთვის რომ არ მიეცა ის პასი ხვიჩას და თვითონ გაეტანა, მაშინ ჰეთრიქი და მეტი შანსი ექნებოდა.
ALKS
მანდ ყურადღება მიაქციეთ!!! მე პირველი ალვარესი ამომიგდო და კინაღამ, ავტომატურად, VOTE-ს არ დავაჭირე.. გვერდით გადასასვლელი ღილაკი აქვს. კიდევ ერთხელ გავტეხოთ სისტემა, როგორც ეს ადრე #NBAVOTEZAZAPACHULIA-ზე გავაკეთეთ!
ჯიუჯიცუ
საიდანაც არ უნდა შევხედოთ, კვირის საუკეთესო ვალვერდეა. ობიექტურობას არაფერი ჯობია.
კიდევ 1 სეზონი "ლივერპულში" - ფაბრიციო რომანომ ალისონის მომავალზე ისაუბრა
"მოედანზე გაბრაზებული შემოვიდა" - ანრიმ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
ხვიჩა, როგორც წიგნის გმირი - ქართული და "არაქართული" შედარებებით
ლუის ენრიკემ "ჩელსისთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კაპელო: "ატალანტას" გაუმართლა, რომ მხოლოდ ექვსი გოლი გაუშვა
"იბერია 1999"-მა გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
ორბმა დელტას ოვერტაიმში სძლია | ქუთაისმა ივერიონს ზედიზედ მე-6 მარცხი აგემა
"საპასუხო მატჩშიც ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს" - "ლივერპულის" ქომაგები გიორგის მადლობას უხდიან
[VIDEO] აი, ასე სცემენ თურქეთში პატივს ოსიმენს - ნიგერიელმა ქომაგების ამ ქმედებისას ცრემლები ვერ შეიკავა
[IVDEO] კატასტროფული დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - ტოტენჰემის მეკარე მე-16 წუთზე შეცვალეს
[VIDEO] მამუკელაშვილი "ტორონტოს" ძირითად ხუთეულში დაბრუნდა
[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო
Le Parisien: კვარაცხელია თუ დუე - ისინი რეაბილიტაციას შეეცდებიან
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
This Is Anfield: უნიათო "ლივერპულში" ერთადერთი ღირსეული მხოლოდ მამარდაშვილი იყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "გალათასარაისთან" მატჩში?
[VIDEO] მამარდაშვილმა "ლივერპულს" შანსი შეუნარჩუნა - "გალათასარაიმ" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
"გალათასარაისთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
როდრიგომ ოპერაცია გაიკეთა და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
ხვიჩა სასტარტოში გვსურს - "მამარდას" დაწყებულს "კვარა" და "ქოჩორა" აგრძელებენ
თუ "ტოტენჰემი" პრემიერლიგაში დარჩება - "დეზები" არჩევანს ამ ორ სპეციალისტს შორის გააკეთებენ
ხვიჩა, როგორც წიგნის გმირი - ქართული და "არაქართული" შედარებებით
"მოედანზე გაბრაზებული შემოვიდა" - ანრიმ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
ლუის ენრიკემ "ჩელსისთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ხვიჩას რა უნდა სკამზე? - შეცვლაზე შესულმა კვარაცხელიამ პსჟ-ს "ჩელსისთან" გამარჯვება მოუპოვა!
[PHOTO] და ვინ იყო გმირი - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
"კვარა"? იგივეს გავაკეთებდი" - ლუის ენრიკე იხტიბარს არ იტეხს
კვარაცხელია: შეცვლაზე შესვლა ძნელია - ამოცანას თავი გავართვი