საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს გამთენიას ესპანეთში გაემგზავრა, სადაც კვირას, 15 მარტს, მადრიდის „ონთაიმ ბუთარქი“-ზე 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას გამართავს.

ბორჯღალოსნებისა და პორტუგალიის სატიტულო შეხვედრა საქართველოს დროით 21:45 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი მე-18-ედ გახდება რაგბი ევროპის ჩემპიონი და ტიტულს ზედიზედ მეცხრედ შეინარჩუნებს, რითაც საკუთარ რეკორდს გააუმჯობესებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარდა რაგბი ევროპის ჩემპიონი 5-ჯერ რუმინეთი, ერთხელ კი, 2003/04 წლებში (იმ პერიოდში ჩემპიონი ორი წლის ჯამით ვლინდებოდა) პორტუგალია გამხდარა. ბოლოს ამ გუნდებმა 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშეს და მაშინ, პარიზში ბორჯღალოსნებმა 36:10 გაიმარჯვეს.

ერთი კვირის წინ ნახევარფინალში რუმინეთთან 53:30 გამარჯვების შემდეგ, ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა. შეიცვალა ცენტრი და თამაშს გიორგი კვესელაძისა და გიორგი შველიძის დუეტი იწყებს. იმ თამაშის შემდეგ დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნეს ფულბეკმა ოთარ მეტრეველმა, ფრთებმა აკაკი ტაბუცაძემ და დავით ნინიაშვილმა. ღერძმა - ვასილ ლობჟანიძემ და თედო აბჟანდაძემ. ლობჟანიძესთვის ეს 104-ე სანაკრებო შეხვედრა იქნება, რითაც ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდენობით მეოთხე ადგილზე მყოფ მერაბ შარიქაძეს გაუტოლდება.

უცვლელი დარჩა შერკინების ხაზი და რუმინეთის მსგავსად, პორტუგალიასთან თამაშს იწყებენ ბურჯები - გიორგი ახალაძე და გიორგი მელიქიძე, კვაჭი ვანო კარკაძე, მეორეხაზელები მიხეილ ბაბუნაშვილი და ლადო ჩაჩანიძე, და მესამეხაზელები - ილია სპანდერაშვილი, ბექა საღინაძე და თორნიკე ჯალაღონია.

ოთხი ცვლილებაა მარქაფაში. ბურჯის პოზიციაზე შეცვლაზე შევლენ მამუკა მსტოიანი და ალექსანდრე ქუნთელია, ხოლო მესამე ხაზში ლუკა ივანიშვილი და ბექა გორგაძე. მსტოიანს ბორჯღალოსნებში დებიუტი ნიდერლანდებთან ქონდა, მაშინ ლელოც გაიტანა და შემადგენლობაში ბრუნდება, ხოლო გორგაძე წელს ნაკრების კვართით პირველად ითამაშებს.

მარქაფაში ექვსი მორკინალი გვეყოლება. 23-კაციან განაცხადში ადგილი შეინარჩუნეს კვაჭმა ნიკოლოზ სუთიძემ და მეორეხაზელმა გიორგი ჯავახიამ; ასევე 9 ნომერმა მიხეილ ალანიამ და მგეზავმა ლუკა მატკავამ.

მარკო ბორტოლამი: „რუმინეთთან ფიზიკური თამაშის შემდეგ აღდგენამ კარგად ჩაიარა და ფინალს კარგ ფორმაში ვხვდებით. პორტუგალია სახფათო გუნდია. განსაკუთრებით მათ ხაზს გამოვყოფ, რომელიც ფრთიდან ფრთამდე სწრაფად და ეფექტურად ათამაშებს ბურთს. ჩვენ თავდაჯერებულები ვართ, დაცვაში უკეთ უნდა გავისარჯოთ და ეს თამაში აუცილებლად მოვიგოთ“.

ლუკა მატკავა: „ვარჯიშებმა კარგად ჩაიარა და ზუსტად ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. მენტალურად და ფიზიკურად ყველაფერი რიგზეა და ვეცდებით მაქსიმუმი გავიღოთ მოედანზე. პორტუგალია კარგ ფორმაშია. მათ კარგი თამაშები ქონდათ და რთული ოპონენტი იქნება, მით უმეტეს, რომ ფინალი მადრიდში გველოდება“.

ლუკა ნიორაძე: „პორტუგალია რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს შემდეგ ყველაზე ძლიერი გუნდია. ისინი ეცდებიან თავისი ძლიერი მხარეები გამოყენონ. ჩვენის მხრივ ვეცდებით მაქსიმალურად ხარისხიანი თამაში ვაჩვენოთ. მოტივირებულები ვართ, რადგან წინ ფინალი გველოდება და ეს დიდი განსხვავებაა განვლილ ოთხ მატჩთან შედარებით“.

2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

ფინალი. 15 მარტი (კვირა)

ესპანეთი. მადრიდი. „ონთაიმ ბუთარქი“. 21:45 საათი (საქ. დრო)

საქართველო - პორტუგალია

საქართველო

ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი შველიძე (ბრივი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).

მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), 17. მამუკა მსტოიანი (აჟენი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 21. ბექა გორგაძე (პო); 22. მიხეილ ალანია (ვანი), 23. ლუკა მატკავა (ოიონა).

Rugby.ge

ვინმე ზუკას
ზუკა ხარ თუ ტრუკა, კაკანი და სხვა რამე შენკენ მოიკითხე! ვინც ამ სიბინძურეში გაერია და/ან ხელი დააფარა, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს! და თუ შენაც ხარ მაგაში გარეული, კანონის მსახვრალი ხელი შენც მოგწვდება!
კოტე
სკანდალკი ერთი უბედურებაა და ნახევარი სიმართლე მეორე რომელია პლაბი და რომელი დოპნგი? სადმე რამე და გარკვევით- ითქვა? არის მხოლოდ მინიშნება, გადაკეთება, და შედგეად ჭორაობა, და ყვლგან. ჭორაობას, რომ უფრო ცუდი მოაქვს? ისე რა მნიშვნელობა აქვს რა გააკეთეს კონკრეტულად - ეს თუ ის. გააკეთეს რაც არ უნდა გაეკეთებინათ და გაასკანდალეს საქმე. - იქამდე, რომ სისტემურად დადგა ეჭვის ქვეშ ყველაფერი, ახლა ლუპით კი არა მკროსკოპით გვიყურება და შესაბამისი შედეგების მოყვება ამას - ფრიად სამწუხარო> ლაპა

საღამოს გამოჩნდება
ზუკა
ბიჭო , ამ დოპინგსკანდალზე რო კაკანებთ აქტივისტი ქალებივით, პლანის მოწევაზეა ლაპარაკი! საერთოდ არ ყოფილა დოპინგი. ვინც ჩავარდა დოპინგზე, კი ბატონო. მარა ისინი ამ საქმესთანნ არ არიან კავშირში
რეზო
გიგაშვილი კი ბატონო. არც ის არაა პრობლემა თუ ამ ტურნირზე დაისვენა. მთავარია მსოფლიოზე იყოს. ეგრე გოგიჩაშვილიც სადაა? მაგრამ მამამთავრიშვილი???? რატო უნდა იყოს? ვის სჯობს ? კიდევ რამდენი თამაში უნდა წააგოს პირადად? შემადგენლობაში არ ვეთანხმებიო, ვიფიქრე არსებული გაფართოებულიდან. სპანდერაშვილი არ მომწონს საერთოდ და იაშაღაშვილი მირჩევნია, მაგრამ მთავარი შიოშვილია. თვითნაბადი ტალანტია და ივანიშვილს აქვე სჯობს. რამე რო იყოს უსუსტესად მოთამაშე საღინაძის მაგივრადაც დავაყენებდი ძირითადში
H
რა შუაშია?! ეგ სკანდელი უკვე ორი წელია ყველამ იცის, რამე ახალი კი არ მომხდარა. მსოფლიოზეც სკანდალის და მსაჯობის გამო ვერ მოუგე?!
ზაალი
მსოფლიოს მერე სამჯერ მოვუგეთ დიდი ანგარიშით..

ამ სკანდალის ფონზე უნდა ველოდოთ "შესბამის" მსაჯობასაც. ახლა აქვთ დრო და მომენტი - და რაც თავი აქვთ - ეცდებიან ალბათ.
გიორგი-50
პორტუგალია რომ რიხზეა, გასაკვირი არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ მსოფლიოზე კინაღამ მოგვიგო.... და სერიოზული ჯახი გველის, მაგათი კოზირი არეული და სწრაფი თამაშია... ჩვენი კი ძალისმიერი და გაგლეჯვა-დაჩეჩქვა... შერკინება -მოლი...ვეთანხმები ჩვენს მწვრთნელებს, იმათ არ უნდა ავყვეთ... არ ვეთანხმები, შემადგენლობაში ბოლომდე. სადაა: გიგაშვილი და მამამთავრიშვილი?
სიმართლე
ახლა წავიკითხე უცხოურ პრესაში ეს შოკისმომგვრელი ნიუსი, რომელიც ზოგადად კი ვიცოდით თუმცა ასეთი სისტემური დარღვევის თაობაზე მე პირადად წარმოდგენაც კი არ მქონდა. უსასტიკესად უნდა დაისაჯონ არა მხოლოდ (ალბათ უკვე ყოფილი) მოთამაშეები, არამედ რაგბის კავშირისა და სხვა ჩინოვნიკებიც, რომლებმაც ამ თავისმომჭრელ ქმედებებს ხელი შეუწყვეს ან თუნდაც ეცადნენ საქმის "ჩაფარცხვას"! ამიერიდან შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ქართული რაგბის საქმეები წასულია - ისედაც არ ვეხატებოდით გულზე რაგბის ბობოლა ერებს და აწი საერთოდ ბოლომდე ჩაგვიკეტავენ კარებს დიდი რაგბის სამყაროსკენ... ის კი არადა, უკვე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მითითებებსაც მისცემენ 'რაგბი ევროპა'-ს ფინალზე დანიშნულ მსაჯებს რომ პორტუგალიას მაქსიმალურად დაეხმარონ გაჩემპიონებაში. აი, ასე იცის თავში ავარდნამ და ხალხის სიყვარულით ბოროტად სარგებლობამ. სტატიის ბმული აგერ იხილეთ (ინგლისურ ენაზეა). თუ ვინმეს დასჭირდება, ქართულ ენაზე თარგმანის დადებაც შეგვიძლია: https://www.talkingrugbyunion.co.uk/six-georgia-players-sanctioned-in-doping-case/42776.htm
პაატა
დოპინგებით და მამაძაღლობებით რაგბი რომ გააბინძურეს ეგ საუბედუროდ ცნობილია, მაგას ვინღა ჩივის… თავად საქართველოს ანტისადოპინგო კომისიაზეა უკვე ეჭვები, ანუ მთელი ქართული სპორტი დარტყმის ქვეშ მოხვდა. ეგეთი სიბინძურეები ტრიალებდა რუსეთში და ამათაც იგივე გაუმეორებიათ, სასკ-ის მიმართ ეს ბრალდებები თუ დაუდასტურდა, მაგაზე “სროკია ბრაატ”… იძახეთ ეხლა მეტი სპორტსმენი პოლიტიკაში=სპორტის განვითარებას…

პორტუგალიელებს ჩვენი დამარცხების იმედი გაუჩნდათ და ძირშივე უნდა მოვუსპოთ,ეს იმედი! გაზეთ ლელოში გამოქვეყნდა ინფორმაცია,რომ 2023 წელს დოპინგზე ჩავარდნილ 6 მორაგბეს და კიდევ ერთ პიროვნებას,დისკვალიფიკაცია მიეცათ,თუმცა რაკი აპელაციები მიდის,მათ ვინაობას არ ასახელებენ.ამ ბოლო ხანებში,ბევრი ჩვენი მოჭიდავეც ვარდება და ალბათ შემთხვევითი არც ის უნდა იყოს,რომ ჭიდაობაში შედეგები სულ უფრო უარესდება.ანტისადოპინგო კონტროლმა მუშაობა და ინფორმირება უნდა გააძლიეროს,რათა ეს უბედურება ამოიძირკვოს ქართული სპორტიდან.ვის სჭირდება დოპინგით მოგებული მედლები,რომელსაც რამდენიმე წლის შემდეგ,სამარცხვინოდ ჩამოგართმევენ?!ცარიელი კაცი,ქვაზე მაგარიაო,ანდაზაა და კიდევ მეორე ანდაზაც გვაქვს,სამართალი ურმით დადის,მაგრამ გაქცეულს მაინც დაეწევაო!ვიყოთ მართლები,კაცის და ღმერთის წინაშე!სამართალი კი,ადრე თუ გვიან,პურს შეჭამს.
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
მირჩა ლუჩესკუ სიკვდილს გადაურჩა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-1 რუსთავი. შემოტრიალება წყალტუბოურად
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
"ბორჯღალოსნები" | თოდუა მე-14-ე ტიტულს შეუტევს
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
ზედიზედ მეშვიდედ! - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია სრულად დაჯაბნა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგო [VIDEO]
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის