2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრები, რომელსაც კარგი დროება არ უდგას, პორტუგალიასთან 17:19 დამარცხდა.

პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 12:3 მოიგო. ლელო სპანდერაშვილმა და ჯალაღონიამ გაიტანეს, ერთი გარდასახვა ზუსტად აბჟანდაძემ შეასრულა, მეტოქემ კი ქულები საჯარიმოთი მოიპოვა.

შესვენების შემდეგ პორტუგალიელებმა აქტიურად შემოგვიტიეს, სამი საჯარიმოდან ორი გამოიყენეს და სხვაობა 3 ქულამდე შეამცირეს. 67-ე წუთზე გორგაძემ ლელო დადო, გარდასახვიდან აბჟანდაძემ ბურთი ძელს გაარტყა. თუმცა, მოწინააღმდეგემ მორიგი საჯარიმოთი ანგარიში შეამცირა. 72-ე წუთზე მეტრეველმა ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო მოწინააღმდეგე ლელო-გარდასახვით დაწინაურდა და გაიმარჯვა.

„ბორჯღალოსნებმა“ ბევრი შეცდომა დაუშვეს და ზედიზედ მეცხრედ ტიტულის მოპოვება ვერ შეძლეს.

მადრიდი. „ონთაიმ ბუთარქი“

საქართველო - პორტუგალია 17:19

საქართველო

ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი შველიძე (ბრივი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).

მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), 17. მამუკა მსტოიანი (აჟენი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 21. ბექა გორგაძე (პო); 22. მიხეილ ალანია (ვანი), 23. ლუკა მატკავა (ოიონა).

უკომენტაროდ
მიიწურა მორიგი დღე დოპონგის სკანდალიდან და ფინალში მარცხიდან და რაგბის “დიდ ოჯახს” ხმაც კი არ ამოუღია ჯერჯერობით თითქოს ყველაფერი მშვენივრად იყოს. უნამუსობასაც და უსინდისობასაც აქვს საზღვარი, მაგრამ სრფ-ს როგორც ჩანს არა. აი ასეთი პატივისცემა აქვთ ქვეყნის და ქომაგების მიმართ. შედეგებიც მაქეთკენ მიდის! მასე გააგრძელეთ!
სტუმარი -ს
ჯობდა საერთოდ არაფერი დაგეწერა. რაც არ იცი იმაზე თავის გამოყოფა არ არის აუცილებელი
სტუმარი
გაფრთხილდი ძმაო, ამდენი მოჩვენებები ჭკუიდან გადაგიყვანს. ფულის გაკეთებაც და გათეთრებაც ევროპის ტურნირებზე ბევრათ უფრო მეტის შეიძლება. ყველაფერში ფულსა და პოლიტიკაში ნუ ვხედავთ. გუნდში მიდის თაობათა ცვლა, არ არის ჯერ კიდევ სათანადო დონეზე შეთამაშება, გუნდს დროებით ხელმძვანელობს მე-2 მწვრთვნელი. ჯერ კიდევ არ ჩამოსულა მთავარი მწვრთნელი, მოტივაცია ბევრად უფრო მეტი ქონდად პორტუგალიას, მგონი პირვლად ხდებოდნენ ევროპის ჩემპიონები და ამას აძლიერებდა ისიც, რომ სტადიონზე გულშემატკივარი 100:1-ზე იყო პორტუგალიის გულშემატკივარი. თუმცა ამის მიუხედავად მოგება მაინც შეგვეძლო, რომ არა გამოუცდელობით დაშვებული უხეში შეცდომები.
თავ(კხ)ლეების პარადს
საღოლ, მაგრად გაჯეჯილდით
სიმართლე
ასე ხდება ყოველთვის, როცა უვიცი და ამბიციური პოლიტიკოსები ერევიან იქ, სადაც მათი საქმე არ არის! სადაც პროფესიონალიზმს პარტიული მორჩილება ანაცვლებს. უკუსვლა დაიწყო მაშინ, როცა ფედერაციის ყრილობაზე რაგბისტების არშესაშვებად პოლიცია ჩააყენეს, “პრარაბი” ტყემალაძე ფედერაციაში დანიშნეს, იმან კი მისი ნათელ მირონი ნაკრების მწვრთნელად მოიყვანა! ფულით იყიდეს ფედერაციის ჩინოვნიკები, რაგბისტების მორჩილება, მაგრამ დაიკარგა ის, რის გამოც ხალხს ქართული რაგბი უყვარდა, თავისუფალი, ლაღი სული, ქართული ჟინი და თავმოყვარეობა. ფულიანი და პარტიული ხალხის ფედერაციაში არჩევის შემდეგ წავიდა ჩვენი საქმე უკან და დაიწყო შეუქცევადი რეგრესი! აგერ, ლოგიკურად, აქამდეც მივედით და მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ. ამ შინაურების კლანებით მართულმა ფედერაციამ ჯერ უპრეცენდენტო დოპინგ სკანდალში გახვია ქართული რაგბი - ის სამყარო რომელიც, ერთ დროს, ჩვენი საზოგადოების სიამაყე იყო - ახლა კი ასეთი მართვა უკვე სპორტულ შედეგებზეც აისახა! ასე რომ ყველაფერი კანონზომიერია. გული შეიძლება გაგისკდეს კაცს, საითაც გაიხედავ, ყველგან ერთი და იგივეა. P.S. კიდევ გვაქვს პრეტენზია გვჩაგრავენ და პირველ დონეზე არ გვათამაშებენო?!
გიორგი
კაჭარავა - პარლამენტში, მაისაშვილი - პენსიაზე!
მამუკა ბათუმი
კომენტარის დაწერაც მეზარება, წაგების გამო არა 😥
ჯიქი
მაისაშვილის შემდეგ ნაკრები დაინგრა
კალევალა.
ასეთ შედეგებისთვის ქართულ სპორტს არსდროს მიუღწევია.შენ ხარ უთავმოყვარეო ბრიუსელის მონა.ნამუსი არგაქ მონას რო ახსენებ?
კახა
ქვეყნის მდგომარეობა, ზუსტად ასახავს სპორტის მდგომარეობას. მონობა დამღუპველია!!!
წლებია რეგრესი სახეზეა
იშვიათი გამონაკლისის გარდა, ქართველი "ბნვეს" ფულს იშოვის და მორჩა მისი სპორტსმენობა.
გიორგი
შეიძლება შემთხვევითობად ჩათვალო (ბურთი ოვალურია, ყველაფერი ხდება) რომ არა ძალიან ცუდი ხარისხი, და მეორე, 18-იანების მარცხი ესპანეთთან. ეს უკვე ტენდენციაა. კი ბატონო, ფინალში გასვლა უკვე წარმატებაა. თუ ევროპაზე ეს ქართული რაგბისთვის საკმარისია,დიდი მადლობა ფედერაციას. ეგრე გააგრძლეთ.
გიზოგ
საამაყოდან, სამარცხვინომდე სულ ერთი ნაბიჯია.
ზაზა
ხალხო, რა პოლიტიკაში გადავარდით? დაუშვეს ბიჭებმა შეცდომები და წააგეს თითქმის მოგებული თამაში. რა არის აქ დაუჯერებელი?
თოკო
მოდი ჯოხს მეტრეველზე ნუ გადავტეხთ რა :) მართლა მაგაში რო იყოს პრობლემა რაღა გვიჭირს.
გიგა
მეტრეველი პორტუგალიიდან ხოარ არის წარმოშობით?
სვანსკი
კომენტარი უკვე გამოაცხვეს სინჯარები აგვერიაო
mesxi
როცა ვიგებდით ბიჭები იგებდნენ როცა წავაგებდით მაისაშვილი აგებდა.... ეხლაც მაისაშვილმა წააგო? რაც გინახავთ ვეგარ ნახავთ!!!!
ბორია გადაი
წაგება კი არ არის პრობლემა, კლანის - სოსოია პრარაბას, მაისაშვილი და ბათუს ნათესაური ნეპოტიზმის სანაკრებო ვერტიკალშია პრობლემა, კობახიძის მამის რაგბის კავშირში წლობით ჯდომა და ა.შ. არის პრობლემური. გაყალბებული და ძალისმიერი არჩევნები, ღირსეული მორაგბეების და კაპიტნის ქუჩაში ცემა არის პრობლემა. ცეცხლსასროლი იარაღით ოფისში სროლა და გამგეობის წევრის დაჭრა არის პრობლემა. ნიკა ამაშუკელის დანით ბარძაყში დაჭრა არის პრობლემა - ამ არცერთ საქმეზე არავინ რომ დასჯილა. მოფსმული მორაგბეებისთვის თავზე ხელის გადასმა არის პრობლემა. იქ რკენაში გაიყვანეს ბიჭი და ატლიკინეს გადაცემაში, იმის ნაცვლად სულ კეთილები უგინონ. ნაკრების წევრები სტადიონზე ქურდულ ჩესტებს აძლევდნენ ამ ქვეშაფსია პლანაქეშას და დოპინგზე შემჯდართა ე.წ. კაპიტანას. ექვსი კაცი ნაკრების წევრი დისკვალიფიკაზეა და ერთი ბოდიში არავის მოუხდია და არ გადადმდგარა დაკავებული პოსტიდან. ფულის ტომრებით ხვეპა მიდის წლებია, ტალახში და ხრეშიან მოედნებზე ვარჯიშობს ბავშთა გუნდები ისევ თბილისში თუნდაც. რაშებისთვის ბაზის მოწყობა ათი წელია ვერ გაიმეტეს თბილისის ზღვაზე. ხვამლის ბავშვები ისევ ქვების და კენჭებით სავსე მოედნებზე დარბიან და ასე შეიძლება სხვა გუნდებზეც უარესი პირობების ჩამოთვლა. აღარც ბავშვები დადიან რაგბზე, კატასტროფული ვარდნა გვაქვს. აღარც ხალხი მიდის სტადიონზე ისე შეაზიზღეს ბორისას ბანდამ თავი...
სტალინი
ეს აჩვენებს რომ სპორტი პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირშია. რუსეთის მაგალითი
სტალინი
რუსული სპორტის დაძირვაც დოპინგ ტესტებით დაიწყო
Soso-ს
ბიძინას რო გაუდგნენ ეგ იმის ბრალია. იბიომატ ვინც ჩაგაცვა დაგახურა,კაცად გაქცია და სპორტსმენად და მერე იმას უღალატებ...უმადურობის ბრალია. ისე თქვენ უსამშობლოები კიდევ ვერ მოხვედით აზრზე რო უცხო ქვეყნის საქმის კეთებით დაიღლებით და ხიხოს რო ეძახით რამდენჯერაც გაიწევთ იმდენჯერ გადაგიგდებთ გლანდებში
ბოროტი ბეჰემოტი
აგრე იცის ჯაყომააა (უფრო სწორად, დოპინგმა). P.S. გაუქმდეს რაგბი საქართველოში - ხით ხით ხით...
მარგალი
ჩალითაც კი არ არის ქვეყანა დაფარული! გვაწვიმს, გვათოვს და გვაბოლებენ ფიგურული ცურაობა ყვავისო! იქნებ გავიღვიძოთ და საქართველოს ვუშველოთ!
alexandre
ამდენი კომენტარია და ძნელია უმრავლესობას არ დაეთანხმო. მე მხოლოდ ერთს ვიტყვი. ის, რაც ასე გამოგვარჩევდა სხვა ქვეყნების ნაკრებებისგან, ანუ თავდადება, ბრძოლა "სისხლის ბოლო წვეთამდე" - ეს არ იგრძნობოდა, ყოველთვის რუსეთს ხომ არ შეხვდები. ვითომ და არც ისე ძალიან უნდოდათ გამარჟვება (რომელ სპორტსმენს არ უნდა - ყველას უნდა, მით უმეტეს ჩვენ რაგბისტებს), არც პატრიოტიზმის ნაკლებობას დააბრალებს ვინმე, თუნდაც ჰიმნის დროს თუ დავაკვირდებოდით. გამოდის, რომ ყელში ამოუვიდათ ეს ევროპის ჩემპიონატი და პატარა წინააღმდეგობაც ვერ დაძლიეს. თუმცა ერთიცაა, ეს დოპინგ სკანდალი რა უბედურებაა. ევროპა ევროპაო გავიძახით და არ მოსულა ევროპაში ძმურად შენს მაგივრად შარდის ჩაბარება.
soso
მშენებელი მენეჯერი სოსო რას იძახის... რაგბი არის ბიძინის ჯიბის სპორტი...
ფრთხილად! არაა ეს მხოლოდ დოპინგ-ტესტის ჩავარდნა!!!
ხალხო, არ იყო მხოლოდ კონკრეტული დოპინგ ტესტის ჩაგდება. ეგ ისაა რაც ჩვენ “შემოგვასაღეს”ბდა ყველაფერი მარტო ბიჭებს შეტენეს. რაც გაცილებით პატარა პრობლემაა იმასთან შედარებით თუ რაზეა საუბარი. გამოძიებით ირკვევა, რომ ეს ყოფილა შეხმატკბილებული მოქმედება ფედერაციასა და საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოს შორის. ანუ წინასწარდაგეგმილად, ფედერაციის ჩართულობით და ანტიდოპინგური სააგენტოს შემწეობით, ვთამაშობდით დოპინგიანი მოთამაშეებით. რამდენი წელი და რამდენი ხანი არ ვიცი, მაგრამ მოდი სერიოზულად მივუდგეთ ამ თემას და გავიაზროთ თუ რა დანაშაული მიუძღვის ამ ყველაფერს საქართველოს, მისი რაგბის, სპორტის და იმიჯის დაზიანებისთვის!!! ეს რაგბსაც ცდება რადგან ის სააგენტო სხვა სპორტის სახეობებისთვისაც არსებობს.
რაგბის ფედერაციის განცხადების სიმულირება
ხალხო, რაგბი დიდი ოჯახია და გვერწმუნეთ, ბიჭებზე და ჩვენზე მეტად არავინ განიცდის მარცხს. თქვენ ვინ ხართ ან ვინ გეკითხებათ? ჩვენზე მეტად ხო ვერ შეწუხდებოდით?! ვიცით ყველა მიზეზი და შიგნით, ოჯახშივე მოვუვლით ყველაფერს 10-ზე. და არ გვჭირდება გარედან არავის აზრი. რაგბიზე, ისევე როგორც მიცვალებულზე, ან კარგი უნდა თქვა ან არაფერი. ასე რომ, ვიღაცეებმა ახლა რომ წამოყავით თავი და დაიწყეთ ფუსფუსი, კლავიატურის ლომებო, ენა ჩაიგდეთ და იყავით ჩუმად. ამ დოპინგზე კიდევ, ამ BBC-ის მსგავს გამოძიებებს რომ ენდობით. არ იცით, რომ არ უნდათ ჩვენი 6 ერში შეყვანა და ყველა ერთად ამხედრებული გვებრძვის?? არ იცთ რომ რაგბიშიც დიიფსთეითია და 24 საათი ჩვენ რა გაგვიფუჭონ? აგერ დისლექსიანმა ბიჭებმა, გვარი კარგად ვერ წაიკითხეს და შემთხვევით სინჯარები აერიათ და სხვაში მოშარდეს და ამაზე ამხელა ამბავი აგვიტეხეს, ვერ ხედავთ თქვე არასწორებო?? თქვენი კრიტიკით თქვენ ქართულ რაგბს ებრძვით მაგრამ ჩვენ დავბრუნდებით! ფული მეტი გვინდა! რაგბი დიდი ოჯახია! რაგბი ჩვენი თამაშია! პატივისცემით! რაგბის ფედერაცია
Geo
Movsulvart🤦🏻♂️
maxo
პოლიტიკას რომ მიაბამ სპორტს და ზომდერებად რო გადააქცევ რას ველოდით
lasha
ყველა სფეროს მოედო ჭაობი. აქ ღირსება კი არა ფულის შოვნა გახდა ცხოვრებისეული კრედო. გადახედეთ თუნდაც თბილისის დინამოს. 1-ხელ ვერ შეძლო ჯგუფში შესვალ. ლიგას ვინ დაეძებს . ევროპის ლიგა მაინც. როგრო დავიჯეროთ რომ ისე დაჩჩანაკდა ქართული საფეხბურთო გენი რომ ერთი ნორმალური კლუბის შექმნა ვერ ხერხდება თავი რო არ მოგვჭრას ყველგან. მარა არ უნდათ. ამათ კლუბები ჭირდებათ ფულის სათეთრებლად. სხვა ფუნქცია არ აქვს. ან ნაკრები აიღეთ. 3 შესარჩევი ციკლი ჩააგდო სანიოლმა და ფედერაციის პრეზიდენტი მადლობებეს უხდის კმაყოფილი ვარ შედეგითო. ასე იქცეოდა ვაისის შემთხვევაშიც. დარწმუნებული ვარ მანდაც ფულის თემაა. გარიგება ატკატები

მარკო ბორტოლამი აცხადებდა,მატჩს კარგ ფორმაში და თავდაჯერებულები ვხვდებითო და მორაგბეებმაც დაადასტურეს.პირველ ხუთ წუთში,უკვე ყველანაირი შეცდომა გვქონდა დაშვებული,რაც კი რაგბში არსებობს და ზოგიერთი,უკვე რამდენჯერმეც.ალბათ თავდაჯერება და კარგი ფორმა ასე ესმის ბატონ ბორტოლამს.თამაშის შემდეგ,ის უკვე შეცდომებზე ალაპარაკდა და უკვე ცხადია,რომ მთავარი შეცდომა მისთვის ნაკრების მინდობაა.სირცხვილის შეგრძნება არ ჰქონია ამ კაცს და იმ კაცს,ნაკრების მთავარ მწვრთნელად რომ გამოგვიცხადეს,ჯერ თვალით არ გვინახია,თავის ნაცვალად ეს კაცი გამოგვიგზავნა და ნაკრები უკვე ბრბოდ გადააქცია,ამის შემდეგ როგორ უნდა ვენდოთ?!არც მხოლოდ ეგ მგონია მიზეზი,რადგან მორაგბეებს თამაშის ხალისი არ ეტყობოდათ და მაგასაც თავისი მიზეზი უნდა ჰქონდეს.ეჭვი მაქვს,რომ შავი ლომის რომელიმე ევროპულ ტურნირზე თამაშის შესაძლებლობა გამოირიცხა და ბიჭებმაც ყოველგვარი მოტივაცია დაკარგეს.მართლაც რა აზრი აქვს,მთელი წელი მხოლოდ წელიწადში სამიოდე თამაშისთვის ვარჯიშობდე და როგორ უნდა შეინარჩუნო სათამაშო ფორმა,ასეთ პირობებში,ასეთ „მწვრთნელთან“?რაც შავ ლომთან და ნაკრებთან ბორტოლამი მოვიდა,მთლიანად მოშლილია სათამაშო დისციპლინა და ესეც ადასტურებს,რომ მან მთლიანად ჩაშალა გუნდთან მუშაობა.ყველაზე საშიში მაინც ის მგონია,ნაკრებში განხეთქილების შეტანა ხომ არ მოახერხეს,მავანმა ძალებმა.საამისო დაინტერესება რომ აქვთ,შიგნითაც და გარეთაც,ეს საიდუმლო არ არის,რადგან საქართველოს წარმატებულობა არსად არ აწყობთ,სანამ ეს მთავრობა არსებობს.
გელა
ეს არ არის შემთხვევითი მარცხი.პორტუგალიელები თამაშობდნენ,ჩვენები ბუღრაობდნენ.მათმა მწვრთნელმა აშკარად აჯობა ჩვენსას,განსაკუთრებით მეორე ტაიმში.და საერთოდ,რატომ ველით სპორტში წინსვლას,როცა ქვეყანაში ყველაფერი უკან მიდის?ნახეთ რა ხდება სპორტის ყველაზე წარმატებულ სახეობაში-ძიუდოში.მადლობა მთავრობას,მადლობა პარტიას-ბევრი სპორტსმენისთვის ეს ცხოვრების კრედოდ იქცა
მერაბი
ფაქტი ჯიუტია - რეგრესი! ამ დროს ჩვეულებრივად ცვლიან ყველას, ფედერაციის ჩინოსნებს, მწვრთნელს, საწვრთნელო შტაბს. გავაანალიზოთ, რამ გამოიწვია შედეგების ვარდნა, გზების ძიება, რათა ძველ სტატუსს დავუბრუნდეთ. არაფერი ახალი, დაცდილი მეთოდია.
ოთო
ჩემის აზრით პრობლემა უფრო დიდია, ვიდრე ეს თამაში, ანდა დოპინგ ტესტის ჩაგდება. ვინც თვალს ადევნებს ქართულ რაგბს მისთვის თვალშისაცემია ქართული რაგბის რეგრესი. 2015 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე მიღწელი (ოფლით და შრომით) წარმატება, გარდამტეხი მომენტი უნდა ყოფილიყო ქართული რაგბის ისტორიაში. თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ, არაპროსფესიონალების ხელში ჩავარდნილმა რაგბს კავშირმა, (სადაც ბოგინებს ნეპოტიზმი და კორუფცია) შედეგი გამოიღო და მივიღეთ ის რასაც ვხედავთ! 18წლამდელების და ბავშვთა რაგბის მდგომარეობა კატასტროფა. ნაკრების თამაში(მაგას თუ შეიძლება თამაში უწოდო) უბრალოდ უკომენტაროდ. ეროვნული ჩემპიონატი სამოყვარულო დონე. შავი ლომი ფრანჩაიზი გაურკვევილი და მოუგვარებელი სიტუაცია. საცოდაობაა იმის ყურება, ძველი კავშირის და ძველი ლეგენდარული მორაგბეების შრომით და თავდადებით მოპოვებულ რეპუტაციას, როგორ ანიავებს ეს კავშირი.
სვანი
მსაჯმა თუ რამე შეცოდა, მაგაზეც მადლობა გვაქვს სათქმელი. რო მოეგოთ მოგებით კმაყოფილები ხმასაც არავინ ამოიღებდა... არადა დიდი ხანია "იქეთკენ" მივექანებით და შველაა საჭირო
ბორია წიფურია
კარგა ხანია ვწერ რომ სანამ ბათუ კევლიშივლი და მისი ლოლოს მაფია მაისაშვილის თავმჯდომარეობით რაგბს არ მოშორდება და ბიზინეის უკა ნალის მლო კვნელნი არ მოშორდებიან რაგბს მანამდე წინსვლა არ იქნება. 20 წლიანები დოპიგს იღებდნენ 3 წლის წინ ცატარებულ ჩემპიონატის სანაკრებო შეკრებაზე მოსახვედრად და ერთ` ორი ბიჭი უფსამდა მთელ გუნდს. სევე მოხდა ეგეც პირველ ნაკრებში, თანნ შარიქაძე თავს იმართლებდა სხვას მოვუფსიო და მე ჩავვარდიო. ეგეც დანანშაულია. უკანა ხაზი ნოლია ისევ რადგან გუნნდს 10 ომერი არჰყავს ორი უსუსური 10 ნომერი გვყავს. ბურთ საერთოდ ვერ გადის ხაზზე და როდესაც გადის უკვე გაჭედილები არიან. ნინიაშვილიც ვერ იყო დონეზე და 11 ნომრად არ უნდა ათამაშონ. 15ზე ისევ. ერთ რაქი ვერ მოიგეს არადა მათ ყველგან ბურთი ამოგვაცალეს.მოლშიც ვერ ივარგეს. არა და ჯანით სავსე ბიჭები არიან წინა ხაზში და ყველა საფრანგეთში თამაშობს. გფრანგი მწვრთნელი არ ჩამოსულა ჯერ და ეს იტალიელი და ქართველი მწვრთელები წვრთიან გუნდს ეხლა. ს ფრანნგი მწვრთნელი ზაფხულში ჩამოდის. ამას ისევ კოკერილი დაეტოვებინათ, მაგრამ თუ მაისაშვილი ერევა საქმეში შორს ვერ გავფრინდებით. სად არის აფციაური უკანა ხაზში? ან რატომ არ დაუძახეს თაფლაძეს? შანამ უკანა ხაზი თამაშს ვერ ისწავლის თანამედროვე რაგბს ვერ ვითამაშებთ და ამ ჯაჯგურშიც უკვე გვიგებენ ყველა. შაშინლად ითამაშა გუნდმა რუმინნეთთან და ესპანეთთანაც, მაგრამ რადგან მოიგეს არავინ ყურადღება ხარვეზებდ დაცვაში არ მიაქცია. ძოგი ისე თამაშობს და ისეთ ჩეცდომებს უშვებენ თითქოს გუშინ ისწავლეს თამაში და წესებში ჯერ ვერ ერკვევიან. ის ფიჯელები რომ თამაშობენ შიდა ჩემპიონატძე სჯობს ისენი გამოვიძახოთ ნაკრებში ზოგიერთს ვერავინ აჩერებს დიდ 10ში და იქნებ რიმინეთ იტალიასავით მივცეთ მოქალაქეობა და გამოვიყენოთ სანამ ხინკალ ხაჭაპურის ჭამით მოსუქებიან და სირბილი დაეზარებათ. ღირსები იყვნენ წაგების და წააგეს და ეს წაგება იმ ფედერაციის და ხალხის ბრალია რომელთაც რაგბის საძმო დაანგრია და ტყემალზე მჯდომი მოლაყაფე დააყენეს პრეზიდენთად და ეხლა რუსეთგამოზრდილი, თერგდალეული კაჭარავა. გამოფხიზლდებით იმედია ამ წაგების შემდგომ და ყოჩაღ პორტუგალია 14 კაცით თავზე გვაჯდნენ და დამსახურებულადაც მოიგეს!!!
ეჰჰჰჰ
არ მიყურებია თამაში, მაგრამ ასეთი რამეები ხშირად მიუთითებს ხოლმე გუნდის შიგნით არეულობაზე, მაგალითად მწვრთნელის 'ჩუმ' საბოტაჟზე, და ა.შ. და ვინც უყურა, რაიმე მსგავსს ხომა რ ჰგავდა?
ttt
საშინელება, ეს რაგბის თამაში არ არის, რეგრესია ყველაფერში აბსოლუტურად, - შერკინება, მოლი, ხაზი, ხელით თამაში, დაცვა ხომ საერთოდ, ყველაფერში გვაქვს რეგრესი. რაც მთავარი აღარ იგრძნობა ის ჯიგარი რითაც ასე ვიწონებდით თავს. რის ექსვსი ერი ამ დონეზეც გვიჭირს თამაში ხომ ხედავთ
ბოკინიო თოკოს
ყველაფერს ვუყურებ! დიდი გულზე იმიტომ ვარ რომ მჯერა:) თუ უყურებთ და ესეთი მცოდნეები ვართ თუ ხართ. მწვრთნელის გარეშე ვთამაშობთ რამდენი ხანია. კრიტიკა და ლანძღვა სხვადასხვაა! აშკარად ჩასაფრებულის პოზიციიდანაა ხალხი ვერ ამჩნევთ?! ამდენი კომენტარი ამ საიტზე ევროპაზე რო გავედით მას შემდეგ არ მინახავს:))) თან ანხევარზე მეტს კიდე ბლოკავენ:))
maximus
რა უნდა მოთხოვო ნაკრებს რომელსაც მწვრთნელი არ ყავს ეკონომიის მიზნით(ფული მოჟოშკეს), გუნდს ამზადებს ვიღაც გაურკვეველი თანაშემწე, რა უნდა მოთხოვო ფედერაციას რომლის ბოსი პარლამენტში კანონებს იღებს, რა უნდა მოთხოვო მოთამაშეებს რომლებიც დოპინგ სკანდალში ფიგურირებენ.მოკლედ სრული მარაზმია რაგბში. ასეთი საზიზღარი თამაში ჩვენი ნაკრების მე არ მახსოვს, უჯიგრო, ქაოტური, არავითარი კომბინაცია არც ფანტაზია, დერეფანი არა, რაქი არა, გარდასახვა არა, შერკინება ძველებურად არა, ერთი მოლი და ისიც ამ კოლმეურნე ნაკრებებთან და ასე გვინდა გრანდებთან თამაში. რუმინეთის დონეზე დავალთ და მერე იქვე ახლოს სხვა კოლხოზნიკი ნაკრებებიც მოგვიგებენ. ჩაო 6 ერი და საერთოდ რაგბი ჩვენი თამაში არ არის, აგერ გამოჩნდა რა დონეზე ვართ. გულითადი მოკითხვა ფედერაციას...
დათიკო
სასწრაფოდ რაგბის ფედერაციას მინიმუმ 10 მილიონი უნდა მივასხათ, თორემ ცუდადაა საქმე.....
ლუკა
სიმართლე ისაა, რომ სპორტული ფედერეციები იქცა პარტიულ საარჩევნო შტაბებად. კორუფცია და ნეპოტიზმია ყველგან, ინდივიდუალური ნიჭის წყალობით რაღაცას ვახერხებთ, მაგრამ რეგრესია რეალურად თითქმის ყველა სპორტის სახეობებში, განსაკუთრებით იქ სადაც მეტი ფინანსებია, უკუშედეგს ვიღებთ ფულით, რადგან წესიერ და პროფესიონალ ადამიანებს ყრიან და მოჰყავთ ნაგავი და უსაქმური ხალხი. პარლამენტში რა ესაქმება ამდენ სპორტსმენს? 1-2 მესმის სპორტის კომიტეტში იყოს წარმოდგენილი, მაგრამ ნახევარი პარლამენტი?
დათო
და რა კომენტარი უნდა გააკეთოს ფედერაციამ? მიიჩქმალება რა, ვერ ვბახეთ მთელმა ერმა რაც მოხდა? მიჩქმალული რაცაა - იმაზე ვისაუბროთ. თავში ავარდნილ შარიქაძეს როა აყოლილი მთელი ნაკრები, ეხლაც კი - ეგაა პრობლემა...
zaza
ექვს ერში რომ აღარ მიგვიღენ იქ მორჩა ყველაფერი ძალიან დაბალი დონის ტურნირია რომ მოეგოთ იტყოდნენ რამოხდა მერეო წააგესდა ატყდა რაგბის ჰეითერების ზეიმი.კალათბურთზე გამახსენდა უკრაინასთან წაგების მერე რა წიოკი იყო ჰეითერების მხრიდან თუ ამოაყირავენ იტალია მსოფლიოზე მერე ჩაწყნარდებიან დროებით.არადა ისეთი დაბალი დონეა ყურებაც არმოგინდება და ამ სიტუაციაში განვითარებაზე საუბარი ზედმეტია.
TV
Vax me
koba
ვაი სირცხვილოოო
გიორგი
აი ნახავთ თუ გამოვა ვინმე ფედერაციიდან და გააკეთებს კომენტარს. არასოდეს არ მოხდება. ისევე მიიჩქმალება ყველაფერი როგორც ბევრი სხვა რამე ამ წყალწაღებულ ქვეყანაში
gio-goli
კიდევ ერთხელ გვიჩვენეს მაგალითი როგორ უნდა წააგო არწასაგები თამაში და მსაჯი ბოლოს ხო საერთოდ პორტუგალიელი მეგონა. სირცხვილია ესე უნიათო და უდისწიპლინო თამაში
Lasha
კაპიტანი რომ გამოაკლდა ფიჯისთან თამაშის წინ ნაკრებს და ძალიან წყნარად რომ მიიჩქმალა ის ამბავი, აი მაშინ იყო პანიკა ასატეხი. აწი კარგი დროსია. იმედია, რუმინეთის გზას არ გავუყვებით.
ვაჟა
მალიარი ხარ ბიჭო?
სიმართლე
რაც არგერგებათ არ შეგერგებათ თქვენ იყავით ზუსტათ სინათლის სტადიონი რომ წართვით ფეხბურთელებს აქაოდა რაგბი ჩვენი თამაშიაო შეიგნეთ და გაიგეთ რაგბი ვერასოდეს წინ ვერდადგებ ვერც ფეხბურთზე ვერ კალათბურთზე თქვე ძალით გაპიარებულებო არ დაბლოკოთ სიმართლე მწარეა
თოკო
ბოკინიო თუ ძმა ხარ, რაგბის მარტო ჩვენი ნაკრების თამაშს უყურებ? აქ არაფერი ისეთი არ მომხდარა რაც მოსალოდნელი არ იყო, საშინლად ვთამაშობთ მთელი ტურნირის განმავლობაში. ამათი ქებით მხოლოდ დათვურ სამსახურს აკეთებ და მეტს არაფერს. ღმერთმა ქნას მსოფლიოზე შედეგი დავდოთ მაგრამ ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ წლევანდერი ექვსი ერის ერთი თამაშიც არ გაქვს ნანახი. ამ ფორმაციის იტალიასთან რის ხარჯზე ხარ დიდ გულზე? ეგენი თამაშობენ რაგბს და ჩვენ ვთამაშობთ დარტყმა/ახურვა სვარკას და კარგი ფიზიკური მომზადების და ჟილკის ხარჯზე ვიგებდით გუნდებს. დაგვიდგა გუნდი რომელიც რაგბს თამაშობს და აისახა შედეგზე :) დღეს ვინც კრიტიკულად უყურებს ნაკრებს სწორედ იმას სურს წარმატება და ვინც ხოტბას ასხავს ამ ანტი-რაგბის ისაა ზუსტად ჩასაფრებული. სისტემატიური ხასიათი აქვს ჩვენ ასეთ უსუსრ თამაშ და ბურთი გვაქ და რა ვუყოთ არ ვიცით. აი უბრალოდ დაიწყეთ ყურება რა რაგბის და მიხვდებიატ რონჩვენ სხვა რაღაცას ვთამაშობთ. ან რა დამსახურებებზეა ლაპარაკი 2022 წლის მერე რა გავაკეთეთ ასეთი. არავის არ ეგონოს რო უმოტოვაციოდ გამოვედით ან მეტოქე არ დავაფასეთ რომელსაც ბოლო 6 წლის მანძილზე ორჯერ წაგებას გადავურჩით. ოპტიმალური შემადგენლობა გვეყენა ჩვენ და იმათ მარკეშიც აკლდათ და სტორტიც - ორი უძლიერესი ფიგურა.
საქართველო
ყველგან რეგრესი გვაქვს!
ბოკინიო
აუ ატყდა კრიახი:)) კაკანებენ ჩასაფრებულებივით! ბიჭო ესე ერთი ხელის მსომით როგორ ივიწუებთ ყველაფერდ! წააგეს არაუშავს 50 ჯერ რომ მოიგებ ერთი და იგივე ტურნირს ჟილკას რატო თხოვთ?! წინ მსოფლიოა! უმწვრთნელოდ ვითამაშეთ ეს თამაშები. მაგას არ აქვს მნიშვნელობა? მსოფლიოზე განახებენ თუა "ბანდა"! მე მაინც მიყვარხართ!
ზურა
ველოდები პოდკას " აბრაგანს"
გეო
დეგრადაცია არის და დეგრადაციაც, მაგრამ 14-კაციანი პორტუგალია ისე გჯობნიდეს, რომ ჩაკეტილი ჰყავხარ საკუთარ ნახევარზე - ეს უკვე მარაზმის მწვერვალია.
Ქართველი
Სირცხვილიაააა!!!!!

ხომ ნახეთ მსაჯი? განსაკუთრებით მეორე ტაიმში და კიდევ უფრო კრირიკულ მომენტებში - როგორ გვაჯარომებდა. ყველაზე მეტად ალბათ ბოლო შეკინებაშ არ დაჯარომება და ბურთოს გატანის მოთხოვნა მოგწეონებოდათ. აი პორტუგალიას მალე 6 ერში დაამატებენ მე-7 ედ ან ესპანეთსაც მერვედ. ჩენ მე-12-შიც ვერ მოვხბდებით. და შეიძლება ეს დასაწყისია ეგ ვთქვი და ეგ მოხდა..

ეგ ასისტენტია,ეტყობა დაზვერვაზე გამოუშვა!
გიორგი!
ლოგიკური დასასრული იმის, რაც უკვე დიდი ხნის წინ დაიწყო. ქართულმა რაგბიმ კრახი განიცადა და ეს დღეს ოფიციალურად დადასტურდა. ეს არ იყო ფეხის დაცდენა. ეს იყო იმ მარაზმის შეჯამება, რაც ბოლო თამაშებში ვნახეთ. შემართება საკმარისი არ არის! ასე წავაგეთ იაპონიასთან და ახლაც.

რატომ უნდა ჰგონებოდათ თავი ქუდში,ზაალ?რომელიმე თამაში,ნორმალურთან მიახლოებულად მაინც ითამაშეს?ყოველ თამაშში,უამრავი შეცდომა ჰქონდათ,ვინ რას აკეთებდა აზრზე არ იყო და ფინალშიც ასევე გააგრძელეს.უკანა ხაზი,საერთოდ გაქრა,ერთი მარაო ვერ გავშალეთ ფლანგიდან ფლანგამდე უშეცდომოდ და ამის პატრონებს,თავი ქუდი როგორ უნდა ჰგონებოდათ?გამარჯვების წყურვილი აღარ იგრძნობა,მათ თამაშში და ესაა გულის გასახეთქი.
არა და რამდენი ხანია ...
უკვე საკმაო ხანია გაიძახ-ის/ოდა რაგბის ქართველი გულშემატკივარი, რომ "ურემი ბრუნდებ(ოდ)ა . . . ჰოდა, გზა ახლა მაინც თუ ჩანს ? "გზას" თუ ხედავს ვინმე ? მე, პირადად ვერ ვხედავ, შეიძლება იმიტომ, რომ არ ვარ ამ საქმეში კომპეტენტური. მაგრამ ერთი უდავოა, რაც ვფიქრობ საქმისთვის არ ვარგა: ფედერაციის პრეზიდენობა "შეთავსებით" არ შიძლება ! არ შეიძლება არცერთ სახეობაში ! არცერთში ! P.S. ჩვენისთანა პატარა ქვეყანაში სპორტის გაჯერება პოლიტიკით - არ შ ე ი ძ ლ ე ბ ა ! არა და, უფრო მეტად სპორტში პოლიტიკის შემოტანა, როცა ფედერაციის პრეზიდენტები იმავ დროს მოქმედი პარლამენტარები და პოლიტიკური პარტიის წევრები არიან, შეუძლებელია !

ჯაჯგური მაინც რომ ყოფილიყო,რა გვიშავდა!შიშით ველოდებოდით ამ მატჩს და გამართლდა,ჩვენი შიში.შერკინების გარდა,ყველა კომპონენტში ვაგებდით და არც დიდი საბრძოლო აღმაფრენა გვეტყობოდა.ხელით ვერ თამაშობ,ფეხით ვერ თამაშობ,საკუთარ ზონაში 50 მეტრიან დარტყმებს ატარებ,კარში წესივრად ვერ არტყამ და შეტევაში ერთ გარღვევას ვერ აკეთებ!15 წლის წინ,მერაბ კვირიკაშვილი მაინც გვყავდა,ძლიერი და ზუსტი ფეხი რომ ჰქონდა,ამ ახალი მწვრთნელის ხელში კი,ნინიაშვილიც გავაქრეთ,მოედნიდან.სახარე ხბოს,სასკორავში შეეტყობაო,ნათქვამია,ჩვენ კი,ახალმა მწვრთნელმა და ჩვენმა ფედერაციამ,მისი ასისტენტი გამოგვიგზავნა,სტაჟირებისათვის და მშვენიერი სტაჟირებაც გაიარა.იტალიის ნაკრები რა დონეზე ავიდა,ჩვენ კი,უკვე ჭაობში ჩაგვაგდეს,საიდანაც ამათ ხელში ვერ გამოვალთ.არ ვიცი,რა ნახეს,იმ ახალ მწვრთნელში,ნახევარ წელზე მეტი ხნით რომ უნახავენ ადგილს,მაგრამ მისი ასისტენტის ხელში,რაც შეგვეძლო,ისიც რომ გავანიავეთ,ფაქტია.ასაკობრივში წავაგეთ,ეროვნულ ნაკრებში წავაგეთ,არც ერთი ეს წაგება არ იყო შემთხვევითი,დასახურებულად წავაგეთ და ასაკობრივების აფრიკასთან თამაშიც ხომ ვნახეთ და ამას სათამაშო კლასში ტოტალური უკუსვლა თუ არ ჰქვია,მაშინ არ ვიცი.სათამაში ექსპერიმენტი გამიგია,მაგრამ სამწვრთნელო ექსპერიმენტი,მგონი ქართული ნოუ ჰაუა და ბარაქალა მის მომფიქრებლებს!ამ ზაფხულს,ახალი მწვრთნელი ინებებს და მობრძანდება ნაკრებში,ერთი წელი მასაც დასჭირდება ნაკრების გასაცნობად და მსოფლიოს თასზე,ვინძლო იტალიის დამარცხება კი არა,ჯგუფში ერთი გამარჯვების მოპოვებაც სანატრელი გაგვიხდეს.ქართული რაგბის განვითარებაში რაღაცაა შესაცვლელი,დიდი რაგბიდან ვხედავთ რომ ფაქტობრივად მოგვკვეთეს და სტაგნაციისათვის გაგვწირეს.სტაგნაცია უკვე დაწყებულია და ჩვენ რაგბს,ქვეყნის შიგნით მისი განვითარებით თუ არ მივხედეთ,მალე ესპანეთიც უკან მოგვიტოვებს.სადოპინგო სკანდალიც ისე აგორდა,რომ აშკარად იქაც რაღაცაა დამპალი და მიუხედავად იმისა,რომ პროვოკაციების აშკარა ნიშნებია,ჩვენც თუ სუფთები ვიქნებოდით,ასე ადვილად ვერ გააბამდნენ,სპორტსმენებს მახეში.ყველაფერი წესრიგში რომ ყოფილიყო,წესით ვერც ვერავის უნდა გაებედა,მთელი ერთი გათამაშების მწვრთნელის ასისტენტზე მიგდება.ეგეც ხელმძღანელობის არასერიოზულ მიდგომაზე მეტყველებს.კარგია,ახალი სარაგბო მოედნების და სკოლების მშენებლობა,მაგრამ იმ სკოლაში და მოედანზე რას და როგორ თამაშობენ,ისაა მთავარი!რაგბში ძალიან ბევრი ბავშვი მოდისო,ვეღარ ავუდივართო და ამის შემდეგ,ეგ ნაკადიც დაიშრიტება,სავარაუდოდ.
თემო
არც მილტონ ჰეიგსმდე და არც მას მერე ნაკრებს ნორმალური მწვრთნელი არ ყოლია, მოაშორეთ ეს ფრანგი მწვრთნელი და მოიყვანეთ კარგი ან თუნდაც საშუალო დონის მწვრთნელი, თორემ მსოფლიოზე კი არა აგერ ხომ ხედავთ ამ ფინალამდეც ძლივს მოვედით. რაც შეეხება ბანდას სათავეში, მაგასაც ვეთანხმები ესეც მოსაშორებელია
ირაკლი
ეგრეა, ეგრე! ფსკერამდ ედავედით. ეხლაა დრო თუ ვინმეს რამის შეცვლა უნდა და ერთი ადგილი აქ!
saakadze
ჰიმნის დროს ეტყობოდათ, რომ ძალიან ნერვიულობდნენ
პაატა
მარტო ეროვნულის კი არა, ასაკობრივების და ზედ კიდევ შავი ლომის, მოკლედ ქართული რაგბის მთავარი შეფი/მწვრთნელების მწვრთნელი და რავი ბუღალტრების ბუღალტერი არის ბატონი ლევან მაისაშვილი… ხოდა სანამ კონკრეტულად ეგ ადამიანი და ზოგადად ფედერაციის ეს უგვანო შემდაგენლობა იქნება იქნება სათავეში, მანამდე უკუსვლა გარანტირებული გვაქვს. ესაა მწარე სიმართლე, რომლის დაჯერება არავის სურს. მაგ ბანდამ დააქცია ქართული რაგბი! ეხლა დაწერენ აი იტალია და უელსი… მოკლედ აზრი არ აქვს რა, ყველაფერში უკუსვლა
BOSS
ეს არის ზუსტი ნიშანი იმისა რომ რაგბში ყველაფერი უკან მიდის ბოლო 7-8 წელია.მენეჯმენტი ნოლი-შედეგიც ნოლი.ის განუკითხაობა რაც ფედერაციაში ხდება მოედანზე ზუსტად აისახება
დათო
რა უნდა ვთქვა გაბრაზებული ვარ ყველაზე აიმით გვინდა იტალიას მოუგოთ? საცოდავი თამაში იყო რაგბი შემაზიზღეს.
გოგა
მორაგბეებმაც გვასახელეს…
გიორგი
ეტყობოდა სადაც მიდიოდნენ თამაშიდან თამაშამდე. ექვსი ერი კი არა ეს ტურნირი არ მოენატროთ მალე თუ ესე გააგრძელეს
Gio
რუმინეთის გზას ვადგავართ, სამწუხაროა ძალიან , იკარგება ის რაც წინა თაობებმა მოიპოვეს წვალებით, რეგრესი გრხელდება , 6 ერის მამები ალბათ უკვე დაფიქრდებიან პორტუგალიის მეშვიდე ერათ მიღებაზე, ჩვენ კიდე ვჩეჩქვოთ შვეიცარიის მოყვარულთა გუნდი
ინტრიგანი
უდოპინგოდ ძნელია გამარჯვება, ბიძია…! ნეტა რაც ბოლო წლებში მოვიგეთ, ისიც არ წაგვართვან :(
დააT
ასე ხდება როცა არ დაგვიფასდა წლების განმავლობაში პროგრესი და არ მიგვიღეს 6 ერში, ამის გამო ვეღარ განვითარდნენ ბიჭები. კარგი იქნება თუ რუმინეთივით არ დაეცემა ჩვენი დონე. ლელოებით 3:1 მოვიგეთ და თამაში წავაგეთ? ჯუდოში ოლიმპიადაზე ვაზარით იგებდა სულამანიძე და ყვითლებით აახის ოქროს მედალი. ეს ფანტაზიორობა რომ ახასიათებთ ჯუდოს და რაგბის პოპულარობით და მასობრიობით ამიტომაც ვერ აჯობებენ ფეხბურთს და კალათბურთს. კარგი იქნება თუ გვეტყვიან ვინ ჩავარდა დოპინგზე და ვინ გაუნადგურა კარიერა ამ ბინძურ სქემაში ყველაზე სუფთა მერაბ შარიქაძეს.
SOS
შარიქაძე მაგრად დაგვაკლდა. ბოლო ჩვენი ჯარიმის კარში არ დარტყმამ და არასწორმა გადაწყვეტილებამ წაგვაგებინა თამაში. თორე ისე ბევრია სამუშაო ნაკრებში რომც მოგვეგო.
A
ამას ქვია ბანდა, და ასე იყი ყველა თამაშში, რუმენეთის 30 ქულაზე ჩანდა პორტუგალუა რომ მოგვიგებდა, 6 ერი კი არა, რიგითი ბანდა გუნდი გახდა, მოგებულ თამაშებშიც იგრძნობოდა დაბალი კლასი
თოკო
არანაირი "ჟილკა" (როგორც მორაგბეები ეძახით) არ არი საკმარისი როცა ესეთი უფანტაზიო, ულაღო რაგბს თამაშიბ. თვითონ თამაშისას ნეტა იღებენ სიამოვნებას? ჯერ კიდევ ბავშვებს უნდა ასწავლოთ მწვრთნელებო რომ პირველ რიგში თამაშით უნდა ისიამოვნონ, ინტერვალები მოძებნონ, კომბინაციები დაამუშავონ, ხელის, ფეხის ტექნიკა განავითარონ, ინტელექტუალური დავალებები შეათავსონ ჯახთან და გაიზრდებიან მორაგბეებად და არა საზარბაზნე ხორცად. სამწუხაროდ (ჩვენთვის რა თქმა უნდა) დღეს რაგბმა გაიმარჯვა და არა სვარკამ. სპორტისთვის კარგი დღეა
ჯელა
მიდით აბა ჰე გაუშვით ქართული სპორტის ძველი ბაიათები.ყველამ თამაში ისწავლა და გაძლიერდაო.ყველამ თუ ისწავლა თქვე დალოცვილებო რაც იცოდით ის რაღა ჭირმა და ოხრობამ დაგავიწყათ.არცერთ კომპონენტში არ გვიჯობნია.კაცნაკლულებმა ქულები აიღეს.კაცი გაგვისინბინეს და ნახევარ წუთში თამაშიც მოგვიგეს.სირცხვილია რა.ვეთანხმები ერთერთი კომენტარის ავტორს.აღარაა რაგბი ჩვენი თამაში აღაარ(((
irakli81
სამწუხაროდ ქართულ რაგბში ისეთი მდგომარეობაა ვინ ვის ბოთლში ფსამს ვერ გაიგებ. ეს არ იყო შემთხვევით ფეხის დაცდენა, ეს ლოგიკური მარცხი იყო. ფაქტია ჩვენი ჯაჯგურა სტილი უკვე ამ დონეზეც ვეღარ ამართლებს,შეტევა და კომბინაციური თამაში თუ არ ვისწავლეთ მარტო შერკინებაში მიწოლით არაფერი გამოვა. ხელდახელ თამაშით და ბურთაობით, მარტო პორტუგალია კი არა კიდე ბარე ორი გუნდი გვჯობია რაგბიევროპაზე.
ევროპა არა კვატი
აღარ იწუხებენ თავს, უჯიგროდ თამაშობენ, ესენი მარტო გერმანიას , ნიდერლანდებსა და შვეიცარიას უგებენ!!!
Guderian
გუშინ ექვსი ერის თამაშებს ვუყურე, განსაკუთრებულად საფრანგეთი ინგლისი,საერთოდ სხვა განზომილებაა, ამათ ხომ ვერ ისწავლეს ხელით თამაში, დროული გადაცემა, ფანტაზია და იმპროვიზაცია 0, რეგრესზე მეტია, არსდა ყველაზე დიდი ფინანსები რაგბში ჩაიდო, ინფრასტრუქტურა, ბავშვთა რაგბი, მაგრამ ეს თაობა აშკარად ჩავარდნილია, ამათ არაფერი ეშველებათ, ბოლო გარდასახვა რომ ააცილეს, გულში გამკრა, რომ ამ პორტუგალიასაც ვერ მოუგებდნენ და სიმართლე ითქვას არც იმსახურებდნენ, ისეთ შეცდომებს უშვებდნენ, რავი ეზოს რაგბში აღარაა ეგრე. მინდოდა კიდეც წაეგით, იქნებ ხმა ამოიღონ და სიმართლეს შეხედონ, აღიარონ, რომ გუნდი ღრმა კრიზისშია, ვულოცავ პორტუგალიას, ალალია მაგათზე. 20 წლამდელები რომ არა და მათი იმედი, ვიფიქრებდი რუმინეთის გზას მიუყვება ქართული რაგბი
ზაალი
საწყენია თუმცა გამოსაფხიზლებლათ საჭირო. თავი ქუდში ეგონათ ბიჭებს. მოკლედ გავაჯობეს და ეგარი
სიმართლე
ესაა, რაც გვჭირს ყველაფერში... არასტაბილურობა. არ თქვათ ახლა, ამდენი მოვიგეთ და ამის ფონზე ეს არაფერიაო, თუმცა ასე არაა. თუ ხარ ძლიერი, სულ უნდა ამტკიცო, რომ ხარ; მით უმეტეს ამ დონის გუნდებთან.
დდდ
ჩვენ კომენტატორებს რომ ჰკითხო - სენსაცია დაფიქსირდაო... არადა, ყველაფერში გვაჯობეს, - ხელითაც, ფეხითაც, თავითაც და შემართებითაც... გვაჯობეს მარქაფითაც და გვაჯობეს ტაქტიკურადაც. ერთადერთი შერკინებაში ვჯობდით და სწორედ შერკინებიდან გავუკეთეთ ისეთი საჩუქარი, რომელზეც ვერც იოცნებებდნენ და კბილებით ჩაებღაუჭნენ. ფეხბურთი რომ იყოს, ნამდვილად იფიქრებდა კაცი, რომ უნიჭოდ გაყიდული თამაში იყო მაგრამ რაგბია ეს ოხერი, გასულ საუკუნეში ჩარჩენილი ქართული რაგბი...
მაიცა რა
აბჟანდაძეს ბრალია, უპასუხილმგებლოდ ეკიდება გარდასახვების შესრულებას, ისე ითამაშეს ზოგადად ეკ იდათ ყველაფერი თითქოს
ზურაბ
მართალი ხარ, მილიარდელს რო არ დახარჯა ფული მოიგებდნენ :):):) უმადურობის პიკი ქვია შენს კომენტარს
ჯორჯო ბიძია
რეგრესი სახეზეა,უფანტაზიო ვითომ ჯანზე აზყობილი თამაში, კომენტატორი დავჩეჩქვოთო მარტო იმას გაიძახოდა, 6 ერი არა კვატი, ისიც ზედმეტია ამ გადმოსახედიდან სადაც ვართ!!! ჩავიწევთ 15 ადგილამდე რეიტინგში..
Gia
გუნდს აქვს აშკარა რეგრესი, ვერა და ვერ ჩამოაყალიბეს გუნდის ძირითადი ბირთვი. შედეგიც სახეზეა
ილიკო ს.
სამაგიეროდ რაგბის ფედერაციის შეფი კარგ კანონებს იღებს. წინა შეფიც მაგარი იყო. ავოეეეეე!
gzp
თუ გავითვალისწინებთ იმ სკანდალებს (დოპინგ) რაც მაგ ფედერაციაში ხდება შედეგი არ არის გასაკვირი. სადაც მილიარდელის ფულმა გაეკარა ყველაფერმა ჩაისვარა.
ზურა
კი გენაცვალე. მახსოვს
O.K.
არაუშავს, ცივი შხაპი ხანდახან საჭირო და სასარგებლოა.. მხარდაჭერა ბიჭებს..
ლევანი
აღარ არის რაგბი ჩვენი თამაში, აღარ. ღრიალის გარეშე ვერ ვუყურებდი ხოლმე, ახლა? სადღაა ის ჟილკა, რითაც ყოველთვის ვამაყობდით, აღარ არის. წადით ეხლა ბიჭებო და ფული ითვალეთ, მთავარი ხომ ეგაა, არაა?
ზუკა
რა ახალი მწვრთნელი, ხალხო? მაისაშვილი ნიშნავს ყველას მას,მერე რაც ვითომ წავიდა. ძალიან კარგი რომ წააგეს! მაგრამ მაინც არავინ შეიფერთხავს ყურს, ეგაა საშინელება. თორემ ეს მაისასვიკი თავისი გუნდიტ, მომყოლებით და ამ ვითომ მაგარი მვრტნელებით საბოლოოდ ამოსაძირკვია. ფუფფ. მერე ამბობენ, ხალხო რატომ არ დადის ჩვენ თამაშებზეო. ამიტომ!!!! ამ თამაშის წაგებაში ხომ არ არის საქმე? აქეთ მოვდიოდით მეტოდყრად. რომელინე თამაში თამაშს ჰგავდა?
გელა
სრული კატასტროფა.საშინელი თამაში.განვითარების მაგივრად საშინელი რეგრესია.
zaza
მთელ შესარჩევში არ იყო დამაჯერებელი ჩვენი ნაკრები, ისევ უდისციპლინობის გამო წავაგეთ. ყველაზე ცუდი წაგება კი არ არის თამაშის ხარსისხი რომელიც ვერ და ვერ გაუმჯობესდა! ვნახოთ ახალი მწვრთნელი რას იზამს, ეხლა ექვსი ერს ჩვენს გარდა პორტუგალიაც მოითხოვს და არცთუ უსაფუძვლოდ! მოლით თამაშის გარდა სხვა კომპონენეტში პორტუგალიამ დაგვჯაბნა!
აბა თუ დაბეჭდავთ
მადლობა მაისაშვილს აქამდე რომ მოგვიყვანა.. მადლობა კოდევ ერთხელ . ამოს დაქაჩვას წლები დაჭირდება..დააბრუნეთ და ბ ლიგაშიც ვიქნებით
Nick
ყველა სხვა ნაკრების სწრაფი პროგრესის ფონზე ჩვენი ნაკრების გაიყინა. ან როდის უნდა გვყავდეს სტაბილური დამრტყმელი? კვირიკაშვილის შემდეგ მუდამ ეს პრობლემაა, თითქოს ამ "არაფრის მომცემი" გარდასახვით დღეს თამაშ მინიმუმ არ წავაგებდით
დავით 67
ამ წელს ყველა სპორტში რეგრესი აქვს საქართცელოს.6 ერში არ გვიღებენო,ბევრი უკმაყოფილებას გამოთქვამს. არ არის ნაკრები იმ დონის და გინდა რომ ქნა
რეზო
რუმინეთთან თამაშის მერე დავწერე იტალიასთან მომავალ წელს კი არა პორტუგალიასთან რა გვეშველება მეთქი. აგერ ბატონო თქვენი დისლაიქები. ეტყობოდა ჩვენ ნაკრებს რომ გუნდი აღარ არის. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით
ალექსანდრე
ეტყობა არ ვარგა ახალი მწვრთნელი
ნიკა
ხხხხხ....თფუუუუუუ!...
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
"ბორჯღალოსნები" | თოდუა მე-14-ე ტიტულს შეუტევს
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
ზედიზედ მეშვიდედ! - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია სრულად დაჯაბნა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგო [VIDEO]
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის