საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში საკუთარ მოედანზე ისრაელს დაუზავდა - 2:2.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში სამი დებიუტანტი - ბერიაშვილი, გადრანი და გ. მამაგეიშვილი დააყენა. ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, ძირითადად მარცხენა ფლანგიდან უტევდნენ, პირველი მომენტი მხოლოდ 31-ე წუთზე შექმნეს, მაგრამ მეტოქის მეკარის და მცველის შეუთანხმებელი მოქმედებით ვერ ისარგებლეს. აქედან მოყოლებული მასპინძელთა იერიშები უფრო მწვავე გახდა, კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ ლოჩოშვილმა ბურთი ხარიხას გაარტყა, ცოტა ხანში კი კვარაცხელიამ თავის საფირმო სტილში გაიტანა. პირველი ტაიმის დასასრულს შანსი მოწინააღმდეგესაც მიეცა, თუმცა ხალაილის დარტყმული ბურთი ბერიაშვილმა დაბლოკა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრები გააქტიურდნენ, რამაც შედეგი ვერ გამოიღო, ხოლო სწრაფი კონტრშეტევისას ჩვენი გუნდის ახალმა კაპიტანმა ულამაზესი გოლით დუბლი შეასრულა. ისრაელმა ისევ შემოგვიტია, ორი გოლი გაგვიტანა და ანგარიში გაათანაბრა. საქართველოს ნაკრები ბურთს ვერ იჭერდა, თამაშს ვერ აკონტროლებდა, ნახევარდაცვა საერთოდ გამოთიშული იყო. სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - მიქაუტაძის, მექვაბიშვილის და გადრანის ნაცვლად მოედანზე გულიაშვილი, მამუჩაშვილი და კვერნაძე შეუშვა. თუმცა, ამით არაფერი შეიცვალა.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 29 მარტს გასვლაზე ლიეტუვასთან ჩაატარებს.

თბილისი. „მიხეილ მესხი“

საქართველო - ისრაელი 2:2

საქართველო: მამარდაშვილი, ლოჩოშვილი, ბერიაშვილი, გადრანი (კვერნაძე 75), წიტაიშვილი, მამაგეიშვილი, მექვაბიშვილი (მამუჩაშვილი 75), გაგნიძე, კიტეიშვილი (დავითაშვილი 56), კვარაცხელია, მიქაუტაძე (გულიაშვილი 75)

გოლები: 1:0 კვარაცხელია (36), 2:0 კვარაცხელია (54), 2:1 მიზრაჰი (60), 2:2 განდელმანი (64)

ზაკო
საერთოდ აღარ იგრძნობა ის მუხტი და ცეცხლი რაც ევროზე ჰქონდათ, აქ უკვე მარტო სანიოლის ბრალი აღარაა, ეტყობა ქართველებს მენტალიტეტის პრობლემაც გვაქვს რასაც ბოსკამპი გაჰკიოდა თავის დროზე
გია
იგივე პრობლემა,რაც წინა თამაშებში.პრესინგი და უსუსურები ვხდებით
Lelo
Რა შეცვლები გააკეთა საერთოდ, ან რა ტაკტიკით დაიწყო, 5 მცელით, თან არც მამაგეიშვილი და არც წიტაიშვილი მცველები არ არიან, ახლა დაცვას დააბრალებენ გადრანი და ბერიაშვილი კარგად თამაშობდნენ, აქ უბრალოდ ცენტრალური ნახევარდაცვა არ იყო საერთოდ, გუნდი 3 პასს ვერ აკეთებს, კვარაცხელიას დონის ფეხბურთელი თავის ადგილზე უნდა ათამაშო ანუ მარცხნივ, სანიოლი გაუშვით სანამ გვიან არ არის, გუნდი და ანტი ფეხბურთს თამაშობს, ეს კი მწვრთნელის ამბავია. Მაგალითად ისრაელის მწვრთნელი საკმაოდ მაღალი დონის სპეციალისტი ჩანდა და მის გუნდს ეტყობოდა კიდეც მწვრთნელის ხელი. საქართველოს ნაკრები ამ თამაშში კი არა კარგა ხანია უმწვრთნელოდ თამაშობს, აბა კიტეიშვილი და მიქაუტაძის გაყვანა შეიძლება როცა მოგება გინდა?? Არანაირი კომბინაციები, არაფერი არანაირი ტაქტიკური ჩანაფიქრი, გუნდი შეშინებული თამაშობს სანიოლის ხელში უკვე მერამდენე თამაშია, სანიოლი უნდა წავიდეს სანამ დროა გაიგებთ ეს. Დებიუტანტებზე მინდა ვთქვა გადრანი და ბერიაშვილი კარგი მცველები არიან, უბრალოდ გუნდის სათამაშო მექანიზმია მოშლილი უკვე კარგა ხანია, ეს არის და ეს ამიტომ მოდიოდა დაცვაზე დიდი დაწოლა, ნახევარმცველები ვერ იგებდნენ რა უნდა ეკეთებინათ მოედანზე, ეს მწვრთნელმა უნდა დაალაგოს მაგრამ სანიოლი ამის დამლაგებელი არაა. Მცველები კი არიან საკმაოდ კარგები, კიდევ ვიძახი გადრანი და ბერიაშვილი კარგი მცველები არიან აქ ნახევარდაცვა პრობლემა რომელმაც თამაშის ორგანიზება უნდა შეეძლოს, ამას კი მექვაბიშვილი ნამდვილად ვერ შეძლებს და საერთოდ მექვაბიშვილი არ არის ნაკრების დონე, ასევე როგორც გაგნიძე არ არის შეტევის წამომწყები ნახევარმცველი, ის თავის პოზიციაზეა ძალიან ძლიერი ანუ ჩამშლელად ეს მწვრთნელმა არ უნდა იცოდეს? მე თუ ვიცი ეეს! Მაგრამ სანიოლი ამ სფეროს მოწყვეტილია კარგა ხანია ეს კარგად გამოჩნდა დღეს კიდევ ერთხელ.
Achi
Arsad arari magi mwvrtneli wamsvleli Sanam mtlianad Banda ar cava sruli am sityvis mnishnelobit saniolis wasvla ar ushvelis marto axali Unda yvelaperi tavisi mwvrtnelis tanashemweebiturt da ara qartveli arc erti da mashin rame gamova imitom rom jigruli ponti ariqneba da am nakrebs sheswevs dzala mixedva Unda torem

სანიოლის მუშაობის რა ეტყობა გუნდს? ან სანიოლის სათამაშო ფილოსოფია ვინმემ ოდესმე დაინახეთ? ცალ-ცალკე ინდივიდუალურად რას წარმოადგენენ ჩვენი ფეხბურთელები ისედაც ვიცით და საკლუბო დონეზე აჩვენებენ. ამათ ერთ გუნდად შეკვრას რომ ვერ ახერხებს მწვრთნელი ... იჯდეს ეს ნაკრების სათავეში, მისი ბოსები ფედერაციაში და ველოდოთ ინდივიდუალურად რა გამოუვათ ჩვენს ბიჭებს.
rrr
დაცვა ნოლი, ნახევარდაცვა ნოლი( კიტეს გასვლის მერე) და რა ქნას სანიოლმა მარტო კვარათი?
ფეხბურთი
ეს ბიჭები თავთავიანთ კლუბებში ბრწყინავენ, ხოდა ამ ვიღაც ვინია თუ პუხი, ნუ მოვასპობინებთ ამ ახალგაზრდებს
გიგო პაპა
სანიოლი ჯერ კიდევ ევრომდე იყო გასაშვები, შემდეგ ევროს მერე მაინც. ჩააგდო შესარჩევი და ამათ ახალი კონტრაქტი გაუფორმეს სასწრაფოდ, რომ მერე არავის მოეთხოვა გაშვება. ისრაელთან რომ 5 მცველით ათამაშებ და თანაც სახლში, გერმანიასთან ან იტალიასთან ხომ უნდა ათამაშო 6 მცველით მაინც? ვინღა ამოიტანს ბურთს, მაგასაც ხვიჩა გააკეთებს? ძუნძულით თამაშს ვერ მოიგებ. ისრაელს რომ ვერ დააპრესინგებ და თითქმის მთელი მეორე ტაიმი საკუთარ ნახევარზე გაატარებ, წასულია შენი საქმე. ამათთან გასვლაზე უეჭველი დიდი ანგარიშით წავაგებდით. ხვიჩა ყოველთვის ვერ გვიშველის. მექვაბიშვილი, გაგნიძე, მამუჩაშვილი, ალბათ მამაგეიშვილიც, უკეთეს შემთხვევაში სკამის ფეხბურთელები მგონია. ამდენი უაზროდ მოგერიებული ბურთი, ამოსატანადაც ხვიჩა ჩადიოდა. წიტაიშვილი მუშაა, შედარებით არა უშავდა. დაცვა კი ხელს უფრო უშლიდა ერთმანეთს, ვიდრე ეხმარებოდა. პრიბალტებს ალბათ მოვუგებთ, დაიწყება ისევ დითირამბები და წავალთ ისევ ახალ უაზრო წრეზე. არადა ამ ბიჭებიდაც კი შეიძლება ბევრად მობილური გუნდის გაკეთება.
გიას
სანიოლის ... მაგრამ შენ ვინ გინდა საქართველოს ნაკრების მწვრთნელად და იმ მწვრთნელის მეთაურობით ესენი რამის მომგებები იქნებიან?გჯერა???
ზაზა
ერთი რამე გამომრჩა სტადიონის ადმინისტრაციავ რა უბედურებაა ბალახის საფარის ხარისხი, ყველას ფეხი უცურავდა, არ დარჩენილა ფეხბურთელი ორივე მხრიდან ვისაც ფეხი არ აუსრიალდა, მეკარეების ჩათვლით. კარგით რა ბიჭო, თუ არ იცით მორწყვა და მოვლა მინდვრის, დაგუგლეთ მაინც.
ამატაკი
კარგი ბატონო, თავი დავანებოთ შედეგს და თამაშის ხარისხს, მაგრამ ზოგიერთი ქმედების ახსნა ვერანაირად ვერ ხერხდება: პირველი და ყველაზე განსაცვიფრებელი - 4 შეცვლა. თითქოს ახალ გუნდს ვაშენებთ, თითქოს უნდა გინდოდეს რაც შეიძლება მეტი ნახო საქმეში და აგერ ბატონო...მეორე საკითხი - აზაროვი და გოჩოლეიშვილი. რა გახდა ისეთი, რით ვერ დაიმსახურეს ამ ბიჭებმა რამდენიმე წუთი, რატომ არ უნდა განიხილებოდენ პერსპექტივაში მაინც ფლანგებზე გაუგებარია. მესამე- მართალია ჩემდა სამწუხაროდ ვერ ვადევნებ საკმარისად თვალს ეროვნულ ჩემპიონატს, მაგრამ რა ისეთი უბედურება გვჭირს რომ პრობლემურ შუა ხაზში ერთი ახალი ბიჭიც კი ვერ მოიძებნა, ერთიც! ნუთუ ისევ მამუჩაშვილის იმედად უნდა ვიყოთ! უშუალოდ თამაშზე საუბარი სამწუხაროდ მიჭირს, ჩემთვის ისევე როგორც თითოეული თქვეთაგანისთვის (გულშემატკივრისთვის) მტკივნეულია მომენტებში უმწეო ნაკრების ხილვა. მადლობა უფალს, რომ მიუხედავად ყველაფრისა მაინც გვიბოძა საამაყო და სანუგეშო, დიდი ქართველი ფეხბურთელების ღვაწლისა და ნიჭის გამოვლინება- კვარაცხელია!
Pacacia
Mamard male heni dro nakrebhic damtavrdeba golis garage argamodixar xvela guitars. Xopilixo gabelia tu itamahebda mcvelebi hectomit.
Givi-ს
გივი ჩვენ ვართ გივიიი...სანიოლი წავიდესო და იქვე იძახი მიქაუტაძდმდე პასი ვერ მიჰქონდათო...ე.ი. სანიოლი რო წავა მერე მისცემენ მიქაუტაძეს პასს? და ვინ ბიჯო ვინ მისცემს? სანიოლი უშლის პასი არ მისცეთ მიქაუტაძესო? და შენ დარწმუნებული ხარ სანიოლი რო წავა ესენი იფრენენ? ვაი და უი შენ თუ ასე გჯერა
იკა
რეგრესი, რეგრესი. მწვრთნელს მადლობა და უნდა საფრანგეთში წავიდეს, თუ უნდა დარჩეს სამუდამოდ აქ. ახალი ვილი გვინდა ახალ ფეხბურთელებთან ერთად
Gio
Sircxvili
გია
ჩაკვეტაძეს ტრამვა თუ ჰქონდა რატომ გამოიძახეს ან თუ არ ჰქონდა ვარჯიშზე მიიღო თუ რა მოხდა?
ღერძი ?
იყო კი "ღერძი" ? სად დაინახეთ ეს "ღერძი" ? ბურთი საერთოდ ვერ დაიჭირეს და ზონებს შორის კავშირი საერთოდ არ იყო ! სამწუხაროდ, არანაირი ღერძი არ იყო/ყოფილა. ამ ნაკრებს "ღერძი" არ აქვს ...
გიო
სანიოლ მადლობა , მაგრამ...................
პატრიოტი1994
მამაგეიშვილმა მიუხედავად იმისა რო სხვა პოზიციაზე თამაშობდა კარგი შთაბეჭდილება დატოვა . ცენტრში უნდა დააყენოს თავის პოზიციაზე
ბს
საშინელება! კვარა უკვე იძულებული იყო საყრდენის და ხანდახან ცენტრალური მცველის პოზიციაზე ეთამაშა. ეს რა უბედურება გვჭირს. და კიდევ ვერავინ ვერ მიხვდა რომ კვიტაიშვილს რაღაც დაემართა საგოლე შეტევის დროს და სასწრაფოდ შეცვალეს. ვინმემ მაინც მოიკითხეს რა ჭირს. კომენტარები აზრზე არ არიან და სხვა ჟურნალისტები არ არიან რომ მატჩის მერე მაინც მოიკითხონ და დაწერონ? ყველაფერში როგორ ჩასვრილები გავხდით ამის დედაც. უყურეთ ახლა ფიგურ სრიალს
გია
არ არის ჩაკვეტაძე არ არის ფანტაზია ნაკრებში, ფეხბურთელების 70% არის ეროვნული ლიგის დონე სამწუხაროდ
ზაზა
ამ "ნაკრებს" ერთი ქართული ფილმის სახელი, მცირე კორექტირებით, მოუხდება - "ერთი შარვალი და ათი კაბა!"
რა უმადურები ხართ
ძალიან კარგად ითამაშეს, პროგრესია, 95 წუთი გაძლეს მოედანზე, ირბინეს, ხანდახან ბურთსაც შეეხო ბავშვები. კვარამ ორჯერ გაიტანა. რა გინდათ ვერ გავიგე
Levani
ვერ ვუყურე. პირველი არხი არ ყიდულობს ტრანსლაციას ემიგრანტებისთვის. სტრიმებით ვწვალობთ. ვინმე ვარგოდა ახლებიდან?
ფსკერი
ამ ნაკრებს არ იმსახურებსო სანიოლი ისე იძახით გეგონება 60 მილიონიანი ხალხი გვიდგას ყველა პოზიციაზე. კვარაცხელიას გარდა ყველა დაბალი დონის ფეხბურთელია, არც კიტეიშვილი და ამჟამად არც მამარდაშვილი არ შეესაბამებიან საშუალოზე მაღალ დონეს. ალისონს ჯობია და სლოტი რატო არ ათამაშებსო აღშფოთებულია ქართველი ვითომ ფანები, არადა ფაქტია 2024-ის ევროს მერე აშკარა რეგრესი აქვს.
Xxxxx
ჩვენების ფონზე ისრაელის ნაკრები როგორი ტექნიკური გუნდი ჩანდა)))თუ ხვიჩას არ ჩავთვლით რათქმაუნდა.
ფარნა
ცუდი თამაში ქონდათ წიტაიშვილს და გაგნიძეს, მაგრამ ამან ლამის ორივე ბოლომდე მოედანზე დატოვა და კიტეიშვილი გამოაცალა ნახევარდაცვას. დაცვის ფლანგებზე შესაბამისი პოზიციის ფეხბურთელების გარდა ყველას რატო ათამაშებს, რა დავაშავეთ. გაუშვით სანიოლი და მწვრთნელი მოიყვანეთ.
გ.ხ.
მართლა მთელი გულით მადლობა ვილი, მაგრამ მგონი წასვლის დროა. მარტში უკეთესი ნაკრები იქნებაო. უკეთესი კი არა უარესია (მადლობა ხვიჩას რომ არ შევრცხვით)
Givi
გუნდს არ ეტყობა რომ ვითარდება, უფრო კარგი მწვრთელია საჭირო, სანიოლი ვერ ქაჩავს, მიქაუტაძე გყავდეს და პასს ვერ აძლევდე საჯარიმოში საცოდაობაა, თვითონ ჩამოდიოდა და ცენტრიდან ცდილობდა რაღაცის შექმნას... მემგონი ჯობია ეხლავე გაუშვან და შემოდგომაზე იქნებ უკეთესი გუნდი ვნახოდ.
ზაზა
ძალიან მეცოდება, ხვიჩა და გიო მიქაუტაძე ნაკრებში რომ არ გაუმართლათ, აი მართლა საცოდააობა ასეთი დონის ფეხბურთელებს ასეთი თანაგუნდელები ყავდეთ ნაკრებში. ბერიაშვილი ძალიან სუსტია, ნელი, უზუსტო პასები, პოზიციებს ხშირად კარგავს. ვერც გადრანია დიდი ბედენა. ლოჩოს ძაან აქვს მომატებული, თუმცა მომენტებში ეგეც სცოდავდა, თუმცა მთლიანობაში კარგი იყო. ნუ ნახევარდაცვა სრული კატასტროფა, სამწუხაროდ მე კიტეიშვილის ნორმალური თამაში ჯერ ვერ ვნახე ნაკრებში,მექვაბიშვილზე საერთოდ არაფერს არ ვამბობ, ვინ დააბრალა ფეხბურთელობა არ ვიცი. გაგნიძე სრულიად ამოვარდნილი იყო დრო და სივრციდან, წიტაიშვილიც ვერაა სტაბილური, ჟილკიანი ბიჭია მაგრამ რაღაც აკლია. მამაგეიშვილი არ იყო ცუდი, როგორც კი ნაკრები გადეწყო მეორე ტაიმის შუიდან უფრო ათამაშდა. ზურიკოც ვერ იყო მთლად დამაჯერებელი, კვერნაძე ყოჩაღი ბიჭია, მგონია უფრო მეტი დრო უნდა მიეცეს და უფრო მეტი ნდობა გამოუცხადონ. ჟორჟი და ხვიჩა კი სულ სხვა დონეა. ვილი სანიოლს რაც შეეხება, სრული დილეტანტი, მაგრამ იხტიბარს არ იტეხს და გონია რომ ყველაფრის მცოდნეა, ასე მალე როგორ დაგვემსგვასა ქართველებს ეგ კაი კაცი :)) ეჰჰ არ ვიცი წარმატებები ჩვენს ბიჭებს კეთილი იმედებით
მწვრთნელი გლდანოს ნაგავსაყრელზეა
სტაფიანად
გ.ხ.
პირველი ტაიმის შემდეგ კრიტიკული კომენტარი დავტოვე, ვფიქრობდი, ხომ არ ვიჩქარეთქო. მეორე ტაიმი სრული კატასტროფა აღმოჩნდა. რომ არა კვარა ამ თამაშსაც ვაგებდით. იმათ მგონი პენალტიც არ დაუდეს(არ გამოჩნდა განმეორებაზე). მეორე ტაიმში ბურთი თავზე დაგვახიეს
A
არც სანიოლია მწვრთნელი, არც გაგნიძე, მექვაბა, მამაგეიშ,მამუჩა,მამარდა ფეხბურთელები, მამარდას გამომეტყველების კაცი ვერასდროს გახდება ვარსკვლავი, რა ლივერპული, ხეტაფეც მეტია კიდე,მოკლედ 4 კაცის გარდა ჭ ლიგაა რა
ქობულეთიდან
ალალი მადლობა სანიოლს იმისთვის რა სიხარულიც გვაჩუქა, თუმცა წარსულით ვერ ვიცხოვრებთ! ამ კაცმა აშკარად ამოწურა თავი ამ გუნდში, ფაქტია რომ ძირეულად უნდა შეიცვალოს რაღაც.მარტო ხვიჩათი ვერ გავალთ ფონს, ერთმა საშუალოზე საშუალო ისრაელის ნაკრებმა ლამის დაგვიმალა ბურთი, ასე გაგრძელება უბრალოდ აღარ შეიძლება.
niko
ასეთი არა მებრძოლი ნაკრები როგორიც საქართველოს ნაკრებია სხვა არ არსებობს, უფრო სუსტი ფეხბურთელებით დაკომპლეთებული ნაკრებები დისციპლინით და ბრძოლით აბალანსებენ. აგერ რუმინეთმა თურქეთში იბრძოლა 1-0 წააგო, ჩვენები ბურთის დასაბრუნებლად ფეხს არ ანძრევენ, ამ მწვრთნელმა მერამდენე შესარჩევი უნდა ჩააგდოს რომ რაღაცას გადახედოს ფედერაციამ. ცხვირში ამოგვადენენ ლუქსემბურგი და ჭ კლასის გუნდების ტურნირით ევროპაზე გასვლას და იქ უბრალოდ საოცარ გამართლებას და ნაჩუქარ თამაშს, ასაკორბივი ნაკრებები ყველასთან აგებენ, ისლანდია,ყაზახეთი, ლიტვა და ასე შემდეგ, ასეთი შედეგი რომ არის რაღაცას ხომ უნდა გადახედოთ, მოამზადეთ ეს ბავშვები ნორმალურად თორემ სანამ კვარაცხელია საქართველოში თამაშობდა ის თაობა აზერბაიჯანთან აგებდა, ამდენი ნიჭიერი ბავშვი გყავთ, ბელორუსებსაც რომ ყავდეთ იმათი მწვრთნელები კარგ შედეგს დადებდნენ უფრო საფეხბურთო ქვეყნებზე აღარ ვამბობ.
gzp
ვინმეს მართლა ეგონა რომ მოიგებდნენ? კარგი ინგარიშია ამხანაგურ!
llcl
მწვრთნელის გარეშე მოთამაშე გუნდისთვის მშვენიერი შედეგია! მადლობა კაპიტანს!
ლევანი
არა, არა, ეს არ არის ფეხბურთი, ეს არის სირცხვილი. სურვილი ერთია, რეალობა კიდევ სხვაა, შეცვალეთ მწვრთნელი, როდემდე, ვუყურებდი და ძალიან, ძალიან მრცხვენოდა. ეს ფეხბურთი არ არის!
რაგბის ფანი
სანიოლი კვარას უნდა უმადლოდეს, აქამდე რომ არ გაბუნძულებულა ნაკრებიდან. ტიპმა 2-0 ანგარიშზე ერთი ხელის მოსმით დაშალა ნაკრების ღერძი.
Geo
5-3-2…. ra iyo es? vaisi ro iyo Chakve ugebda, dxes xvicha! Sadaa dacvidan scrafi gadasvla tavdasxmashi? Vili wadi ra, shen ki ara Dishams ushveben ! Ususuri tamashi, 5 wutshi ori miixes karshi! zeg 8-1-1 atamashe gunds! vai shen tavs Vili !!!
დაცვა ? ნახევარდაცვა ? თავდასხმა ...
და ხვიჩა კვარაცხელია ! მარტო ხვიჩა "გაზაფხულს ვერ მოიყვანსო" ! :(
გიო
კატასტროფა.
AA
გაუშვით ეს უპატრონო მწვრთნელი, თორე დაბერდა ნაკრები და მერე თუ გინდა კლოპი მოიყვანე, გინდა ჯღარკავა... არ ეტყობოდა ამ თამაშს არც ტაქტიკა, არც არაფერი. ერთადერთი მამუჩაშვილი გამოსცადა ☺️☺️🤣
ჯარისკაცი
სოფლის გუნდი, მწვრთნელის გარეშე, რომელსაც ჰყავს კვარა. კობი, იაშკა, მუჯირი, მოკითხვები ჯარიდან.
Levan
ერთი კაცის გუნდი
გია
აბა, სანიოლის აპოლოგეტებო, მაგარი მწვრთნელია ხომ სანიოლი?.. ეროვნულ ჩემპიონატში უფრო გამართული ტაქტიკით თამაშობენ ჩვენი გუნდები...

ხვიჩა ფენომენი..დანარჩენი ჯოგი
hahaha
სანიოლს ებარებოდეთ
ბოკინიო
დიდი მადლობა ვილის. მიუხედავად იმისა რომ სულ ოპრიმისტი ვარ. ვილიმ ნაკრებში თავი ამოწურა. მარლობა და წარმატებები. კიტეს გარეშე ნახევარდაცვა ნოლია. კიტე გავიდა და ორი შეგვიგდეს. კვარა კვარაა. ბერიაშვილს კარგი პასის კულრურაა აქვს და იმედია ნაკრებს გამოადგება.
საცოდაობა
კრიმინალია ამ ნაკრების სანიოლის ხელში ყოფნა!
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ისრაელს კვარაცხელიას გოლით ამარცხებს
ისრაელთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
წლის პირველი მატჩი! საქართველო ახალი კაპიტნით - ვინ ითამაშებს დაცვაში?
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ისრაელს კვარაცხელიას გოლით ამარცხებს
ისრაელთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"რეალის" ყოფილ მწვრთნელს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს
თუ დე ძერბის ვარიანტი არ გამოვა - "ტოტენჰემს" კიდევ ერთი კანდიდატი ჰყავს
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
მსოფლიო ჩემპიონატზე გუბანოვამ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
"ლანსის" განცხადება პსჟ-ს მოთხოვნაზე: ყველაზე მდიდარი კლუბის ინტერესებს არ დავექვემდებარებით
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
კვარაცხელია: დაბრკოლებები უნდა გადავლახო და სწორი გადაწყვეტილებები მივიღო
ჰაუს ჯერ ნდობა აქვს - "ნიუკასლი" მთავარი მწვრთნელის გაშვებას არ აპირებს
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
არბელოამ ყველა მოხიბლა - ის "რეალის" მწვრთნელად შესაძლოა, მომავალ სეზონშიც ვიხილოთ
მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა - "ბილბაოს" სავარაუდოდ, ტერზიჩი ჩაიბარებს
წლის პირველი მატჩი! საქართველო ახალი კაპიტნით - ვინ ითამაშებს დაცვაში?
"ჰამბურგი" გამოსყიდვას არ გეგმავს - გოჩოლეიშვილი სავარაუდოდ, "შახტარში" დაბრუნდება
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო
"იმედია, 90 წუთის განმავლობაში განგაშის სირენა არ ჩაირთვება" - ისრაელის ნაკრების მწვრთნელის და ფეხბურთელის პრესკონფერენცია
საქართველოს ნაკრები ინგლისელმა მწვრთნელმა დატოვა
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ახალი კაპიტნით - საქართველოს ნაკრები ისრაელთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
კვარაცხელია: კაპიტნობა დიდი ტვირთია - იმედი მაქვს, ისე გავაკეთებთ ყველაფერს, როგორც გვეკადრება
ისრაელთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ისრაელს კვარაცხელიას გოლით ამარცხებს
წლის პირველი მატჩი! საქართველო ახალი კაპიტნით - ვინ ითამაშებს დაცვაში?