ისრაელთან ვერმოგებული ამხანაგურის (2:2) შემდეგ, საქართველოს ნაკრები წლის მეორე მატჩს კაუნასში, ლიეტუვასთან ჩაატარებს - კვირას, ჩვენი დროით 17:00 საათზე.

ვილი სანიოლის მხრიდან შემადგენლობაში როტაციას ველით. წესით, მთავარმა მწვრთნელმა ახლა მათ უნდა დააკვირდეს, თბილისში ცოტა დრო რომ მიეცათ. ვნახოთ, ფრანგი მოკლე დროში რა დასკვნებს გამოიტანს დაპირისპირისპირებიდან, სადაც ნაკლები გუნდურობა თუ გააზრებული თამაში და მეტი ინდივიდუალურობა იყო - კაპიტნისა და ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესრულებით.

მეკარის ცვლილების საკითხი ყოველთვის განსხვავებულია, მაგრამ მოსალოდნელია, დრო ლუკა გუგეშაშვილმა მიიღოს (მესამე მეკარე დავით კერესელიძეა). ბოლო დროს საბერძნეთში ის თამაშობს. რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, წინ "მანჩესტერ სიტი" და პსჟ ელის.

ლაშა დვალის საქმეში ხილვა ნამდვილად გვაინტერესებს. თუკი სამომავლო გათვლებზე ვსაუბრობთ, მისი ხილვა ილია ბერიაშვილთან ერთად საინტერესო იქნება. ეგაა, არ ვიცით, სანიოლი რამდენი მცველით ითამაშებს. დვალი და ლოჩოშვილი ერთად მხოლოდ 3 უკანახაზელის პირობებში თუ იქნებიან.

გიორგი გოჩოლეიშვილმა და ირაკლი აზაროვმა აუცილებლად უნდა ითამაშონ, რომელი განლაგებაც არ უნდა ავირჩიოთ.

გიორგი ჩაკვეტაძის სასტარტოში ხილვა ისე მოგვენატრა, გვინდა იყოს, მაგრამ არ ვიცით, რამდენის სათამაშოდაა მზად. ბუდუ ზივზივაძე - ვისაც თბილისში არ უთამაშია და რაღაც წუთები აუცილებლად მიეცემა.

ლიეტუვის ნაკრები ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვებას ეცდება. რამდენიმე დღის წინ მათ მოლდოვას სტუმრად (2:0) აჯობეს. ივნისში ბალტიის თასზე ლატვიასთან დაპირისპირებაა, სექტემბრიდან კი "ერთა ლიგის" D ჯგუფში აზერბაიჯანი და ლიხტენშტაინი ელით.

საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვასთან ბოლოს 2018 წელს ითამაშა და ამხანაგურ მატჩში დიდი ანგარიშით (4:0) დაამარცხა. ქართველებიდან ვინც იმ დაპირისპირებში მონაწილეობდნენ, ახლა გუნდში მხოლოდ დვალი და ჩაკვეტაძე (სანაკრებო დებიუტი და გოლი ჰქონდა) არიან. ბოლო ოფიციალური მატჩები "ჯვაროსნებს" ცუდად ახსოვს, 2007 წელს ჯერ კაუნასში (0:1), შემდეგ კი შინ (0:2) წააგეს. კაუნასში ქართველებს დიდი ანგარიშითაც (4:0) გაუმარჯვიათ, სადაც გიორგი ქინქლაძის ბოლო მატჩი და ბოლო სანაკრებო გოლი ვნახეთ.

"ცელიეში" მოთამაშე არმანდას კუჩისი დღესისთვის გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. 21 წლის ნახევარმცველი, გვიდას გინეიტასი "ტორინოში" ასპარეზობს. "რიეკაში" მოთამაშე იუტას ლაცისკასი ეროვნულ გუნდში 68-ე მატჩს ჩაატარებს.

ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკრებში 22-ე გოლი გაიტანა, გიორგი მიქაუტაძე ჩამოიტოვა და შოთა არველაძეს ძალიან მიუახლოვდა. ვნახოთ, ეს ამბები როგორ გაგრძლედება.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა: გუგეშაშვილი - გოჩოლეიშვილი, ბერიაშვილი, დვალი, აზაროვი - მექვაბიშვილი, გ.მამაგეიშვილი, ჩაკვეტაძე - დავითაშვილი, მიქაუტაძე, კვარაცხელია.

დანაკლისით - საქართველოს ნაკრები კაუნასში გაემგზავრა
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
Daily Mail-ი კვარცხელიას "არსენალში" შესაძლო ტრანსფერზე ინფორმაციას ავრცელებს
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
18 წ. | შალვა მამუკაშვილი და მათე ბერუაშვილი მზადების შესახებ
U21. ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უკრაინა საქართველოსთან მატჩს ახალი მწვრთნელით შეხვდება? - შევჩენკომ რებროვის მომავალზე ისაუბრა
1 გოლი ჟირუსთან გათანაბრებამდე - მბაპე რეკორდსმენი სავარაუდოდ, მალე გახდება
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
ბურუქის სამსახურით სერია A-სა და ინგლისის პრემიერ ლიგაში დაინტერესდნენ
იქნება თუ არა მთავარი მწვრთნელი მომავალ სეზონშიც - "ლივერპულმა" სლოტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
კვარაცხელია: სექტემბრამდე დიდი დროა - ვეცდები, უფრო მეტად დავეხმარო ნაკრებს
კაცნაკლულმა საფრანგეთმა ბრაზილიას მოუგო
"ჯვაროსნების" მეტოქეების წარუმატებლობა - უკრაინას დიოკერეშმა სძლია, ჩრდ. ირლანდიას - იტალიამ
[VIDEO] მეტელკინამ და ბერულავამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს
[VIDEO] კვარაცხელიას დუბლი - საქართველოს ნაკრები ისრაელს ფრედ ეთამაშა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ისრაელს კვარაცხელიას გოლით ამარცხებს
კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
ისრაელთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21 | ახალგაზრდული ხვალ ლატვიას დაუპირისპირდება
კვარაცხელია: სექტემბრამდე დიდი დროა - ვეცდები, უფრო მეტად დავეხმარო ნაკრებს
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
წლის პირველი მატჩი! საქართველო ახალი კაპიტნით - ვინ ითამაშებს დაცვაში?
თუ კვარაცხელიას ტრანსფერი არ გამოვა - არტეტას და "არსენალს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვთ
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
ბრიტანეთში გავლენიანი წყარო ადასტურებს - "არსენალისთვის" ზაფხულში კვარაცხელია მთავარი სამიზნეა
დანაკლისით - საქართველოს ნაკრები კაუნასში გაემგზავრა
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
Daily Mail-ი კვარცხელიას "არსენალში" შესაძლო ტრანსფერზე ინფორმაციას ავრცელებს
"არსენალში" ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე კიდევ ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა ისაუბრა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ისრაელს კვარაცხელიას გოლით ამარცხებს
[VIDEO] კვარაცხელიას დუბლი - საქართველოს ნაკრები ისრაელს ფრედ ეთამაშა