წარმოშობით ქართველ და რუსეთის სახელით მოასპარეზე გროზნოს "ახმატის" 28 წლის შემტევ გიორგი მელქაძეს რუსეთის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა.

მან კრასნოდარში ნიკარაგუასთან ამხანაგურ დაპირისპირებაში ბოლო 24 წუთი ითამაშა, შეხვედრა კი მასპინძლის გამარჯვებით 3:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ მელქაძე რუსულ მედიას ესაუბრა და დებიუტით ძალიან ბედნიერი გახლდათ.

"ძალიან გახარებული ვარ. შესანიშნავი გრძნობაა, როდესაც ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო ხარ და აღიარებას განიჭებენ. ნიკარაგუასთან, რომ ვითამაშებდი, ამის შესახებ არავის უთქვამს.

მეტოქე იმაზე 100%-ით უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდით. ტრიბუნაზე ფანტასტიური ატმოსფერო იყო. ერთი სიტყვით, ყველაფერი უმაღლესი დონისაა - სტადიონი, საწვრთნელი ცენტრი და გულშემატკივრები", - თქვა მელქაძემ.

შეხსენებისთვის, 2022 წელს მელქაძე სურვილს გამოთქვამდა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ეთამაშა. აი, რას ამბობდა მაშინ ის:

"საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვფიქრობ და მსგავსი აზრი დაახლოებით 24 წლის ასაკში გამიჩნდა, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ჯერ საუბარი არ მქონია. კარგ ფორმაში ვარ, ფეხბურთელს კი კარგ ფორმაში ყოფნა და მაღალ დონეზე ასპარეზობა რამდენიმე წელი შეუძლია. სწორედ ამიტომ მინდა, რომ ამ პერიოდში ნაკრებში ვთამაშობდე, შესაძლოა, საქართველოს ნაკრებშიც".

მელქაძე 2024 წელს ერთი სეზონით ფოთის "კოლხეთში" ასპარეზობდა, თუმცა მას საქართველოში თამაში ძალიან ცუდად ახსოვს და რამდენიმე კვირის წინ Championat-თან ინტერვიუში საქართველოს ჩემპიონატზე და აქ არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

"საქართველოში უნდა იცხოვრო, ივარჯიშო და ჭამო, რათა ფეხბურთელმა მიხვდე, თუ სად იმყოფები. იმ პირობებში სხვაგვარად იაზრებ და აფასებ, თუ რა გქონდა მანამდე. და ახლა როცა "ახმატში" რომელიმე ფეხბურთელი დაიწუწუნებს, მე მაშინვე ვეუბნები: "გინდა საქართველოში გაგიშვა?"

საქართველოში საფეხბურთო პირობებიც საშინელია. საშინელი მინდვრებია. არიან ქართველი ახალგაზრდები, რომლებსაც პოტენციალი აქვთ, მაგრამ სურვილი და მისწრაფება იმ დონეზე ვერა. თუმცა რომც გამოჩნდეს ასეთი ფეხბურთელი, იმ პირობებში ძალიან გაუჭირდება.

რუსეთში თამაშის მერე წავედი საქართველოში, ფოთის "კოლხეთში". მაგრამ იქ ერთი წელი ძალიან დიდი დროა. ეს საკმარისი აღმოჩნდა, რათა ყველაფერს მივმხვდარიყავი. მერე დავბრუნდი და აგენტის გარეშე მივწერე სხვადასხვა კლუბებს. ვკითხულობდი, ვის შეეძლო ჩემი გასინჯვა. "ახმატი" დამთანხმდა და აი, აქ ვარ.

საქართველოში შეგნებულად წავედი. ეს იყო ცხოვრების სკოლა, საკუთარი თავი გამოვცადე. ჩემში მოხდა მენტალური გარდაქმნა. ფიზიკურად არ შევცვლილვარ, მხოლოდ ერთი წლით დავბერდი” - აცხადებს მელქაძე რუსულ პრესასთან.

ზურა
ეთამაშე ნიკარაგუას და ნაურუს რა პრობლემაა :)
ა, "ნაღდი" ქართველი !
საინტერესოა მორიგე წესით ქართველის რუსად, "რუსეთის თავგამოდებულ პატრიოტად" გარდაქმნა... ერთია კიდევ, რატომ ხდება, რომ რუდეთისადმი სიყვარულის დამტკიცებისთვის საქართველოს და აქ არსებული ვითარების და რაიმე ნაკლის, თუ ჯერჯერობით მოუგვარებელი საკითხების, თუნდაც რეალურის, პედალირებულად და ხაზგასმით "არგუმენტირება" ?! რითაა ახლა ეს მელქაძე , ახალქალაქში დაბადებულ წაუკიანზე უკეთესი ? ის ქართველი მაინც არაა არ მინდა ვინმეს გული ბატკინო, მაგრამ მე პირადად, ამ ანტიქართველი კადიროვის ჩეჩნეთში გადაბარგებული "ბედნიერის" ქართველი ნათესავ/ახლობლების ადგილას ყოფნას " არ ვინატრებდი" ... საქართველოს და მის ყველა პატრიოტს გაუმარჯოს ! უამრავი არაქართველია საქართველოში, ასეთ/ამ მელქაძეზე უკეთესი "ქართველი" !
lasha
ნუ ჩვენზე რასაც წერს სიმართლეა სამწუხაროდ. საქართველოში იმდენად სავალალო ვითარებაა ფეხბურთში რომ საერთოდ ეროვნული ნაკრები ამ შედეგსაც რო დებს არის საოცრება და გინესის რეკორდებშია შესატანი
Ჟჟჟ
Საფეხბურთო პირობებით და სტადიონებით გასაგებია ჩამოვრჩებით რუსებს، მარა ჭამაში რას გვიწუნებს კი، მარა რუს ღორებზე უარესს ვჭამთ რამეს?
უკან ევროპაში - ხოსელუს კატარული თავგადასავალი სრულდება
UEFA-მ "ცრვენა ზვეზდა" სტადიონზე გამეფონილი წმინდანის ბანერის გამო დააჯარიმა
დარჩება მუნდიალის შემდეგაც? - სკალონიმ არგენტინის ნაკრებში თავის მომავალზე ისაუბრა
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
უკან ევროპაში - ხოსელუს კატარული თავგადასავალი სრულდება
"რუსთავმა" "კავკასია" სირენის თანხლებით დაამარცხა, "ბათუმმა" "ქუთაისს" ბოლოსწინა წამზე სძლია
მოულოდნელი დაბრუნება - 78 წლის ასაკში როი ჰოჯსონმა ინგლისური გუნდი ჩაიბარა
დარჩება მუნდიალის შემდეგაც? - სკალონიმ არგენტინის ნაკრებში თავის მომავალზე ისაუბრა
სილვას "ბარსელონაში" სურს - ტრანსფერზე გადაწყვეტილებას დეკო მიიღებს
ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა - "ბარსელონას" უმნიშვნელოვანეს მატჩებში რაფინია გამოაკლდება
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალში" ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე კიდევ ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა ისაუბრა
სიმეონეს და "ატლეტიკოს" ისტორია გრძელდება - "ჩოლო" წასვლას არ აპირებს
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
Daily Mail-ი კვარცხელიას "არსენალში" შესაძლო ტრანსფერზე ინფორმაციას ავრცელებს
საბო: უკრაინის ნაკრებში ჩლუნგები და საშინელი ზაბარნი არიან
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
[VIDEO] U21. მსაჯმა თამაში გააფუჭა - საქართველოს კაცნაკლულმა ნაკრებმა ლატვიასთან ქულები გაიყო
18 წ. | შალვა მამუკაშვილი და მათე ბერუაშვილი მზადების შესახებ
დანაკლისით - საქართველოს ნაკრები კაუნასში გაემგზავრა
პსჟ-ის კაპიტანი მშობლიურ გუნდში - მარკინიომა თავისი გეგმები გაამხილა
ბათუმის "დინამო" "სპარტაკის" ყოფილი თავდამსხმელის დამატებას აპირებს
მელქაძე: მოქალაქეობის შეცვლა? მე რუსეთის ნაკრებში თამაში მსურს
"გავიგე მშობლიურ სოფელში დიდ ეკლესიას აშენებს" - გიორგი მელქაძე ხვიჩაზე საუბრობს
"სიმელოტით შეიძლება" - მელქაძეს, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა, იგუაინთან შედარებაზე ესაუბრნენ [VIDEO]
კავაზაშვილი: მელქაძისთვის საქართველოს ნაკრებში მოხვედრა ემოციური აღმასვლა იქნება
"საქართველოში საფეხბურთო პირობები საშინელია და საშინელი მინდვრებია. არიან ქართველი ახალგაზრდები, რომლებსაც პოტენციალი აქვთ, მაგრამ..." - გიორგი მელქაძე