ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!

პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!

ვეტერანი ბორჯღალოსანი პალიკო ჯიმშელაძე, თითქმის 20-წლიანი შესვენების შემდეგ ბორჯღალოსნებში ბრუნდება - ამჯერად მთავარი მწვრთნელის ასისტენტის რანგში.

50 წლის სპეციალისტი, რომელსაც როგორც მოთამაშის, ასევე მწვრთნელობის უდიდესი გამოცდილება უმაგრებს ზურგს, ეროვნულ ნაკრებთან ერთად ‘შავ ლომშიც’ იმუშავებს. ის ხაზის და შეტევის თამაშის გაუმჯობესებაზე იქნება პასუხისმგებელი.

პალიკო ჯიმშელაძე რაგბში 16 წლის ასაკში, ჭიდაობიდან მოვიდა და თამაში მშობლიურ ქალაქში, რუსთავში დაიწყო. ქართული კლუბებიდან ის მხოლოდ რუსთავის ‘ხარებსა’ და თბილისის ‘გუმარში’ თამაშობდა და ორივესთან ერთად გახდა საქართველოს ჩემპიონი - 1994 წელს ‘ხარებთან’, ხოლო 1996 წელს ‘გუმართან’ ერთად.

ის ბორჯღალოსანთა იმ თაობას მიეკუთვნება (მე-20 საუკუნის 90-იანი წლების), რომლებმაც პირველებმა შეაღეს ფრანგული კლუბების კარი და თავი როგორც სპორტული, ისე პიროვნული თვისებებით, იმდენად კარგად წარმოაჩინეს, რომ ქართველ მორაგბეებზე მოთხოვნა დღესაც არ განელებულა.

1998-იდან 2010 წლამდე, ის ‘კასტრის’, ‘გრენობლის’, ‘ორიაკის’, ‘ბობინის’, ‘არასისა’ და ‘შამბერის’ ღირსებას იცავდა.

1994 წელს საფრანგეთში გამართულ ჭაბუკთა მსოფლიო თასზე წარმატებული თამაშის შემდეგ, უნივერსალურ უკანახაზელს ეროვნულ გუნდში უხმეს. პალიკო ჯიმშელაძის სანაკრებო დებიუტი 1995 წელს ბულგარეთთან შედგა და მალევე იქცა გუნდის შეუცვლელ ფიგურად. ბორჯღალოსნების კვართით მან 57 თამაში ჩაატარა, გუნდს ჯამში 320 (9 ლელო, 61 გარდასახვა, 48 ჯარიმა, 3 არეკნი) ქულა შესძინა, რაც დიდი ხნის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებლად რჩებოდა.

2001 წელს, მან საქართველოსთან ერთად, რუმინეთის ძლევით პირველად მოიგო რაგბი ევროპის ჩემპიონატი (იმხანად ერთა თასი), 2005 წელს კი „მუხებს“ „ანთიმოზ ივერიელის თასი“ აართვა. ჯიმშელაძემ ბორჯღალოსნებთან ერთად ითამაშა პირველ და მეორე მსოფლიო თასებზე - 2003 და 2007 წლებში, თუმცა მანამდე, 2001 წელს იჩაუქა შვიდკაცა მსოფლიო თასზე.

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, პალიკო ჯიმშელაძე რაგბში დარჩა და მწვრთნელობა რუსთავის ‘ხარებში’ დაიწყო, შემდეგ წლებში კი ‘ჯიქს’, ‘არმაზს’, ‘იუნკერებს’ და ‘ბათუმს’ ავარჯიშებდა. მწვრთნელის რანგში, საკლუბო დონეზე, მას 4-ჯერ აქვს მოგებული საქართველოს ჩემპიონატი (3-ჯერ ‘ბათუმთან’ და ერთხელ ‘ჯიქთან’ ერთად), ერთხელ დაეუფლა ვერცხლის (ბათუმი), 3-ჯერ კი ბრინჯაოს (2- ჯიქი, 1 არმაზი) მედლებს. პარალელურად, ის 1 წელი ავარჯიშებდა საქართველოს 7-ქალა, ხოლო 10 წელი 7-კაცა ნაკრებს.

ბორჯღალოსნებში ახალ ამპლუაში დაბრუნებული პალიკო ჯიმშელაძე, გუნდს ივლისის ტესტებზე შეუერთდება, მოგვიანებით კი, პარალელურ რეჟიმში, ‘შავ ლომშიც’ გააგრძელებს მუშაობას.

“ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, გონზე მოსასვლელად 2-3 წელი დამჭირდა. ბორჯღალოსნებში 12 წელი გავატარე და ის ფაქტობრივად ჩემი ოჯახი იყო. ბიჭები, ვინც საფრანგეთში ვთამაშობდით, სანაკრებო შეკრებისას ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებდით და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ვვითარდებოდით. ყველა ემოცია, სწორედ საქართველოს ნაკრებს უკავშირდება” - ამბობს პალიკო ჯიმშელაძე და განაგრძობს:

“საქართველოს ნაკრების წევრობა, გნებავთ მოთამაშის და გნებავთ მწვრთნელის რანგში, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ეს დანიშვნა ჩემთვის ფაქტობრივად მეორე შანსის ტოლფასია. ბედნიერი ვარ, რომ ბორჯღალოსნების კვართის მორგება და საქართველოს ჰიმნზე დადგომა კიდევ ერთხელ მომიწევს, ახლა უკვე სხვა ამპლუაში და ახალი დიდი გამოწვევებით”.

Rugby.ge

• ექიზ

გილოცავ და ულოცავ საქართველოს ნაკრებს .

მიხარია!შვიდკაცა ნაკრებებთან მუშაობდა და სწრაფი,ხელდახელ რაგბის ბიჭებთან მიტანა შეუძლია.უკვე ესეც სასარგებლო იქნება.რა თქმა უნდა დიდ წარმატებებს ვუსურვებ. ნაკრების მწვრთნელობის ასისტენტზე გადაბარების პრაქტიკამ,სადაც იმ პრაქტიკანტმა,ჩვენი ბიჭებისა არაფერი იცოდა,რაგბი ევროპაზე დამარცხებამდე მიგვიყვანა და რეაქციად,სამწვრთნელო გუნდში ქართველი მწვრთნელების დამატება გახდა.მთავარი მწვრთნელი,ჯერაც არ მისულა ნაკრებში და ფედერაციამ რატომ გასწია ასეთი რისკი,არ ვიცი.ღმერთმა ქნას,ისეთი სპეციალისტი აღმოჩნდეს,რომლის გამოც ღირდა,ეს დამარცხება.

შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო

დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა

"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით

"არსენალი" ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს, ჩვენ დინასტიის შექმნა გვსურს" - მიკელ არტეტა

"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა

[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა

18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ

ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში

"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა

კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა

კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა

მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს

"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა

Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა

ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან

[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს

"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია

ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა

ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე

"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა

ჯიქი-ლელო სარასენსი 17:13 - ჩემპიონთან მოგება ჩემპიონობისთვის ბრძოლაა

ვეტერანმა მორაგბეებმა პრესკონფერენცია გამართეს [VIDEO]

საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები: ექსეტერში ბოლო ეტაპზე

საქართველოს 7-კაცა ნაკრები ტურის საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს

ჯიქი-ბათუმი 5:18 - ქარმაც ვერ შეაკავა

პალიკო ჯიმშელაძე: გამარჯვების დროც ახლოვდება