პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის წინ, „ეკიპმა“ „ლივერპულის“ მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე სტატია გამოაქვეყნა.

"ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებში 29 მოგერიება ჰქონდა - ვინ არის ალისონის შემცვლელი გიორგი მამარდაშვილი? აი, ხუთი ფაქტი, რომელიც მასზე უნდა ვიცოდეთ.

„ლივერპულის“ პირველი ქართველი ლეგიონერია

„ვალენსიასგან“ 2024 წელს 30 მილიონ ევროდ შეიძინეს, ერთი სეზონით იჯარით „ღამურებში“ დატოვეს, 2025 წლიდან კი „წითლების“ ღირსებას იცავს. ამ სეზონში 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ბოლო 21 მარტს „ბრაიტონთან“ ჩატარდა. ის გიორგი ქინქლაძის, თემურ ქეცბაიას, ზურაბ ხიზანიშვილის, მიხეილ ყაველაშვილის და რატი ალექსიძის შემდეგ მეექვსე ქართველია, რომელიც პრემიერლიგის კლუბს წარმოადგენს.

„სეივებით“ ევროპირველობების რეკორდსმენია

გიორგის დებიუტი საქართველოს ნაკრებში (მწვრთნელი ვილი სანიოლი) 2021 წელს 20 წლის ასაკში შედგა. ევრო 2024-ზე ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე იყო. მაშინ საქართველო მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან 1:4 დამარცხდა. მის ანგარიშზე 4 დაპირისპირებაში 29 მოგერიება იყო, მათ შორის 21 ჯგუფურ ეტაპზე. ჩეხეთთან მისი 11 „სეივი“ ევროპირველობების ჯგუფური ეტაპების რეკორდია.

პრემიერლიგაში იმ იშვიათ მეკარეთა შორისაა, რომელიც ცაციაა

ამ სეზონში ინგლისის უმაღლეს დივიზიონში მხოლოდ სამი მეკარე თამაშობს მარცხენა ფეხით: მამარდაშვილი, რობინ რუფსი (სანდერლენდი) და ჯორდან პიკფორდი (ევერტონი). ეს გიორგის გარკვეულ პრობლემას უქმნის, რაც გამოსასწორებელი აქვს. ამის კომპენსაციას ექს-ვალენსიელი თავისი სიმაღლით (197 სმ) ახერხებს - ხელებს კარის ხაზზე ფრთებივით შლის.

ვინისიუსს ნიძლავი მოუგო

ლა ლიგის გასული სეზონის 30-ე ტურში „რეალის“ ძლევისას (2:1), ვინისიუსის დარტყმული პენალტი მოიგერია. მისი თქმით, ბრაზილიელს დაენიძლავა, რომ თერთმეტმეტრიანს არ გატანინებდა და 50 ევრო მოუგო. ეს ერთგვარი ანეკდოტია, რომელიც პენალტებისას ქართველის სიმარჯვეზე მეტყველებს. ესპანეთში უკანასკნელ 2 სეზონში ამ კომპონენტით 4 საუკეთესო მეკარეს შორის გახლდათ (მოგერიებების 50% 2023-2024-ში და 28.6% 2024-2025-ში).

გიორგის მამაც მეკარე იყო

მამის მსგავსად, 25-ნომრიანი მაისურით თამაშობს. მისი მამა, დავითიც პროფესიონალი მეკარე იყო. გიორგიმ 2025 წელს ინტერვიუში განაცხადა, რომ მშობლის მემკვიდრეობას აგრძელებს. მერსისაიდელთა რიგებში 25-ე ნომრით მეკარეთა შორის ბოლოს პეპე რეინა იყო - 2005-2013 წლებში 394-ჯერ ითამაშა".

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
ოფიციალურად: "ლივერპულის" კარს სეზონის ბოლომდე მამარდაშვილი დაიცავს
[VIDEO] გასაოცრად გარდასახულმა "ლივერპულმა" "გალათასარაი" "ნოკაუტში გაგზავნა" და 1/4-ფინალში პსჟ-ს შეხვდება
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
Rousing The Kop: შეწყვიტეთ მამარდაშვილის კრიტიკა - ის "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
დატოვებს მამარდაშვილი "ლივერპულს"? - ვითარებას ინგლისელი საფეხბურთო ექსპერტი განმარტავს
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
"ლივერპულმა" ალისონს კონტრაქტი გაუგრძელა - რას ნიშნავს ეს მამარდაშვილისთვის?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო