საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა, საფრანგეთის ქალაქ ვიშში მიმდინარე ექვსი ერის ფესტივალზე, ინგლისი მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში უზარმაზარ წნეხში ამყოფა, მაგრამ გამარჯვების ლელოს გატანა ვერ მოახერხა და მეტოქეს მხოლოდ გარდასახვებით ჩამორჩა - 31:35.

გიორგი ნემსაძის შეგირდებმა მეტოქეს 5 ლელო გაუტანეს, მაგრამ მხოლოდ სამი გარდასახეს, მაშინ, როდესაც ინგლისელებმა ხუთივე გარდასახვა გამოიყენეს. საგულისხმოა, რომ საქართველო დასკვნით 30 წუთში სრულად დომინირებდა, ხელდახელ ძალიან კარგად უტევდა და ამ პერიოდში 3 ლელო გაიტანა. ერთი ამდენის გატანა კიდევ შეიძლებოდა, თუმცა ტექნიკურმა წუნმა და უიღბლობამ ამის შესაძლებლობა არ მოგვცა.

მთლიანობაში, ეს იყო უზარმაზარი გამოცდილება, რომელიც საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მორაგბეებმა შეიძინეს. მათ ნახეს, რომ მსგავს გუნდებთან თამაში შეიძლება და როდესაც ეს ირწმუნეს, სანახაობასთან ერთად შედეგიც მიიღეს.

ინგლისმა მატჩის დებიუტში მოლით შემოგვიტია, ის ზედ ლელოსთან შევაჩერეთ, თუმცა რაქის გვერდით ძალისმიერი ლელო მაინც მივიღეთ. პასუხი მე-7 წუთზე გავეცით, როდესაც რეზი ცხვედიანი მეტოქეს მისსავე 22-თან კარგად დაუხვდა, ბურთი ხელიდან გამოსტაცა და ლელომდე დაახლოებით 25 მეტრი ირბინა. გარდასახვა არაზუსტი იყო და 5:7.

ბრიტანელები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და რამდენჯერმე მათი სახიფათო იერიში მოვიგერიეთ, თუმცა მე-16 წუთზე ფრთაზე ხაზი მაინც გაიჭრა, შემტევი სამ მბოჭავს გაექცა და ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა. 10 წუთში მაღალ ტემპში შეტევა მათი მესამე გარდასახული ლელოთი დასრულდა და უპირატესობა 16 ქულამდე გაიზარდა.

ტაიმის ბოლოს ბურთზე კონტროლი დავამყარეთ, ხელდახელ რამდენჯერმე კარგი შეტევა განვახორციელეთ, ინგლისელები დაჯარიმდნენ, რის შემდეგაც დერეფნიდან აგორებული მოლით შევუტიეთ და საბა მერებაშვილმა მეორე ლელო გაიტანა. გარდასახვა ისევ არაზუსტი იყო. სამწუხაროდ, ტაიმის გაწითლებულ დროზე ინგლისმა ჩვენი შეცდომის შემდეგ მეოთხე ლელო გაიტანა და შესვენებაზე 18-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 10:28.

მეორე ტაიმიც ინგლისელების შეტევით დაიწყო, რასაც მათი მორიგი ლელო მოყვა, თუმცა ამის შემდეგ საქართველომ ბურთზე კონტროლი დაამყარა და სრული უპირატესობა მოიპოვა, რასაც ლამაზი ლელოები მოყვა. 46-ე წუთზე საქართველომ ხელდახელ შეუტია, რამდენიმე მორაგბემ ძალიან კარგად ითამაშა, დამაგვირგვინებელ ფაზაში კი შებოჭილმა ლუკა შულაიამ ბურთი იაგო ღუდუშაურს გაატანა და მისი ლელო მათე მახარაძემ გარდასახა.

დაახლოებით 10 წუთში მახარაძემ ფეხით შესანიშნავი დარტყმა შეასრულა და 50/22-ზე გაახერხა. ამას დერეფნიდან ხელდახელ შეტევა მოყვა, ლუკა ჭაკუამ მეტოქე პაუზაზე დაიჭირა, ხაზი სუფთად გაჭრა და ლელო ძელებსშუა დაამიწა. მან გარდასახვა თავადვე შეასრულა. 64-ე წუთზე მეტოქეს კიდევ უფრო მივუახლოვდით. 5-მეტრიანი დერეფნიდან ჩამოყალიბებული მოლისა და რაქის შემდეგ, ბურთი ხაზზე გაიშალა, ჭაკუასა და შულაიას შესანიშნავი მოქმედებების შემდეგ კი, ოვალი სანდრო გამყრელიძეზე გავიდა და ბოჭვის მიუხედავად ის ლელოში შევიდა. ზუსტი გარდასახვის შემდეგ სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა - 31:35.

დარჩენილ 6 წუთში ლელოს გატანის რამდენიმე შანსი გვქონდა. ერთ-ერთ ეპიზოდში მწყობრიდან გამოსულმა ინგლისელებმა ჩხუბი აგვიტეხეს და სინბინითაც დაისაჯნენ. ამის შემდეგ ლელოში შესვლაც მოვახერხეთ, მაგრამ მსაჯმა წინ თამაში დააფიქსირა, ბოლო შეტევისას კი მეტოქის 22-ში, კონტაქტის შემდეგ წინ თამაში დაფიქსირდა და თამაშიც დასრულდა.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე ბოლო, მესამე თამაშს 11 აპრილს შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს. ის ჩვენი დროით 13 საათზე დაიწყება.

2026 წლის18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალი

II რაუნდი. 7 აპრილი.

საფრანგეთი. ვიში

საქართველო - ინგლისი 31:35 (10:28)

საქართველო

ხაზი: 15. გიორგი კუპრეიშვილი, 14. რეზი ცხვედიანი, 13. გოგა ბერიძე, 12. ბართლომე ხამაშურიძე, 11. ნიკოლოზ ლაგვილავა, 10. ატო ლიპარტელიანი, 9. ალექსანდრე გაგუა;

შერკინება: 1. საბა მერებაშვილი, 2. საბა გოგრიჭიანი, 3. გეგა გიორგობიანი, 4. ნიკოლოზ ხარებავა, 5. საბა ჯინჭველაშვილი, 6. გიორგი სუთიაშვილი, 7. ნიკა ჯანგულაშვილი, 8. მათე ბერუაშვილი (კაპ.).

მარქაფა: 16. სანდრო გამყრელიძე, 17. გიორგი ბერძენიშვილი, 18. იაგო ღუდუშაური, 19. გიორგი ქევანიშვილი, 20. ლუკა შულაია; 21. გიორგი ხონელიძე, 22. მიხეილ მგალობლიშვილი, 23. მათე მახარაძე, 24. ალექსანდრე მამაიაშვილი, 25. ლუკა ჭაკუა, 26. ნიკოლოზ ფანცულაია.

11 აპრილი

შოტლანდია - საქართველო (13:00 საქ. დრო)

ესპანეთი - უელსი

ინგლისი - იტალია

საფრანგეთი - ირლანდია

Rugby.ge

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | როტაციით და ცვლილებებით ინგლისთან
18 წ. | როტაციით ინგლისთან
U18. საქართველო - ინგლისი. "უმცროსი ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | შალვა მამუკაშვილი და მათე ბერუაშვილი მზადების შესახებ
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო
18 წ. | ინგლისთან რევანშამდე ცოტა დაგვაკლდა
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით