ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩების დროც მალე დადგა. ჩვენი მთავარი ინტერესი ამჯერად ინგლისისკენაა, სადაც "ლივერპული" პსჟ-ს უმასპინძლებს - დღეს, 23:00 საათზე. მოგეხსენებათ, პირველი დაპირისპირება პარიზელებმა (2:0) მოიგეს.

ლივერპულელებს საკუთარ მოედანზე არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაუტარებიათ და ჩამორჩენის გაბათილება მოუხერხებიათ, მაგრამ შეუძლია თუ არა ეს დღევანდელი ფორმისა და შემადგენლობის გუნდს?! გასათვალისწინელებია, რომ ლუის ენრიკეს ბიჭები კონტრშეტევებზე შეუჩერებლები არიან და მოსაგებად "დაგეშილი" მასპინძლების დასჯა შეუძლიათ. "ლივერპულის" ერთ-ერთი მთავარი იმედი სწრაფი გოლი უნდა იყოს.

ხვიჩა კვარაცხელია კვლავ ეცდება, გიორგი მამარდაშვილის კარი აიღოს. "კვარას" უკვე პრეტენზია აქვს, სეზონის საუკეთესოებისთვის იბრძოლოს, ამას თავადაც გრძნობს და ამისთვის არაფერს დააკლებს. თავისი დასამტკიცებელი "მამარდასაც" აქვს, კრიტიკოსებს სათქმელი რომ არ დაუტოვოს.

სტუმრად ლივერპულელებმა საგოლე შანსი საერთოდ ვერ შექმნეს, "ენფილდზე" კი სხვა სიტუაცია უნდა იყოს. ბოლო ინგლისურ მატჩში მოჰამედ სალაჰი კარგად გამოიყურებოდა. კაცი, ვისაც პარიზში დრო საერთოდ არ მიეცა. მშვენიერი იყო რიო ნმუგოჰა, თუმცა 17 წლის ფეხბურთელი ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში სასტარტოში რამდენად იქნება, გადაჭრით თქმა რთულია.

ბოლო დროს პსჟ სტუმრად ისე იგებს, გოლსაც არ უშვებს (ნიცა და ჩელსი) და ვნახოთ, ამჯერად რა იქნება.

ბარკოლას ოპერაცია აღარ დასჭირდა და ლუის ენრიკეს გუნდს ის უფრო მალე უბრუნდება, ვიდრე რუისი. სავარაუდოდ, ლივერპულელთა მარჯვენა მცველად ამჯერად სობოსლაი ითამაშებს და რამდენად მოახერხებს ის ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერებას, ერთად ვნახავთ.

მთავარი მსაჯი იტალიელი მარიანი იქნება, "კვარასთვის" კარგად ნაცნობი და იღბლიანი.

სავარაუდო შემადგენლობები

ლივერპული: მამარდაშვილი - სობოსლაი, კონატე, ვან დაიკი, კერკეში - გრავენბერხი, მაკ ალისტერი - სალაჰი, ვირტცი, ნგუმოჰა - ეკიტიკე;

პსჟ: საფონოვი - ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში - ვიტინია, ზაირ-ემერი, ნევეში - დუე, დემბელე, კვარაცხელია.

დღეს, 23:00 სთ

ატლეტიკო - ბარსელონა (პირველი მატჩი 2:0).

ოთხშაბათი, 23:00 სთ

ბაიერნი - რეალი (2:1); არსენალი - სპორტინგი (1:0).

“პრიშჩიკიანი" თინეიჯერი
როგორ იქნება და კვარა ხუთს გაიტანს და მამარდა 15 უეჭველ საგოლეს მოიგერიებს.პენალტების სერიაში კიდევ მთავარი გმირი იქნება მამარდა!
Dato
უხვგოლიანი თუ იქნება მამარდაშვილი გმირი , როგორ იქნება?
“პრიშჩიკიანი" თინეიჯერი
მეგობრებო,ყველა ერთხმად ვგულშემატკივრობთ დღეს დამატებით დროს და ძალიან უხვგოლიან თამაშს,ჩვენი ბიჭები ორივე გმირებად უნდა დარჩნენ იტორიაში!
[VIDEO] როგორ დამთავრდება პსჟ "არსენალის" ფინალური მატჩი - სახომ და პარიზული გუნდის სხვა ფეხბურთელებმა პროგნოზები გამოთქვეს
პორნომსახიობი საფონოვს "არსენალთან" ყოველი მოგერიებისთვის "ცხელ ღამეს" დაჰპირდა - მას ფეხბურთელის მეუღლემ უპასუხა
UEFA-მ ევროპული ტურნირების ფინალებზე მსაჯთა ვინაობა დაასახელა
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მხარდაჭერით, საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა სპორტული გუნდი 2027 წლის “ძლიერთა თამაშებისთვის” ემზადება
ალონსოს ახალი მეკარე სჭირდება - "ჩელსის" ბევრი კანდიდატი ჰყავს
ვლაჰოვიჩი და "მილანი" შესაძლებელი ხდება - სერბი შესაძლოა, "როსონერიში" ვიხილოთ
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
მხოლოდ 1 წელი იმუშავა - ინძაგი "ალ-ჰილალს" დატოვებს
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ლივერპულში" მამარდაშვილის კონკურენტი შესაძლოა, 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე გახდეს
კონტე "ნაპოლიდან" მიდის - "პარტენოპეიში" ყოფილი მწვრთნელი ბრუნდება
10-წლიანი ერა სრულდება - გვარდიოლა "სიტიდან" მიდის
[VIDEO] როგორ დამთავრდება პსჟ "არსენალის" ფინალური მატჩი - სახომ და პარიზული გუნდის სხვა ფეხბურთელებმა პროგნოზები გამოთქვეს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
ლუის ენრიკემ ალვარესის დამატება მოითხოვა - პსჟ-ს შეტევაში ცვლილებები მოხდება
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
[PHOTO] უკრაინის ნაკრების ახალი მწვრთნელი მეუღლესთან ერთად ლვოვში იცხოვრებს
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
Rousing The Kop: "ლივერპულს", შესაძლოა, მამარდაშვილის დაკარგვასთან შეგუება მოუწიოს, ვიდრე ის ისეთი პრობლემა არ გახდება, რომელსაც ვერ მოაგვარებენ
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
დიდი მატჩი კვარაცხელიას მონაწილეობით! - ხვიჩა თუ ჰარი?
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
ლუის ენრიკემ ალვარესის დამატება მოითხოვა - პსჟ-ს შეტევაში ცვლილებები მოხდება
[VIDEO] როგორ დამთავრდება პსჟ "არსენალის" ფინალური მატჩი - სახომ და პარიზული გუნდის სხვა ფეხბურთელებმა პროგნოზები გამოთქვეს
"ლივერპულში" მამარდაშვილის კონკურენტი შესაძლოა, 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე გახდეს
ითამაშებს მამარდაშვილი "ბრენტფორდთან" და აცილებენ თუ არა ალისონს?
პსჟ-ს მომავალ სეზონში ახალი მეკარე ეყოლება?
"მსაჯმა" თანაბარი და ძალიან ლამაზი დაპირისპირება გააფუჭა" - ალვარო არბელოა
[VIDEO] "ხვიჩა ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია" - რა არჩევანი გააკეთა გავიმ კვარაცხელიას ვარსკვლავებთან შედარებისას
ყველა ხელაიფის მსგავსი ვერ იქნება - "არსენალის" თანამშრომლები კლუბის სიწუწკემ გააღიზიანა
ეს უმაღლესი კლასია - "ცხოვრება ვარდისფერ ფერებში" ხვიჩასგან!..
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
[VIDEO] ასეთი დაცვით მამარდაშვილი ვერაფერს გახდებოდა - "ლივერპული" სტუმრად "ასტონ ვილასთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ასტონ ვილასთან" მატჩში?
სლოტი იხტიბარს არ იტეხს - რას აპირებს "ლივერპული" ზაფხულში?
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება