ანალიტიკური საიტებისგან განსხვავებით, ინგლისურმა გამოცემებმა პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში (0:2), „ლივერპულის“ მეკარის გიორგი მამარდაშვილის თამაში უფრო ობიექტურად შეაფასეს, რაც ცოტა არ იყოს გასაკვირია. ქართველზე უფრო დაბალი ქულები „წითლების“ სხვა ფეხბურთელებმა მიიღეს.

Liverpool Echo (6 ქულა): „მთლიანობაში მშვიდ პირველ ტაიმში, დემბელეს შორიდან დარტყმული მოიგერია. შესვენების შემდეგ გარდა კარიდან ბურთის გამოტანისა, არა დარჩენოდა რა“.

This Is Anfield (6 ქულა): „ყურადღებით და ხელებით კარგად თამაშობდა. დამაჯერებლად მოქმედებდა, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდა, როდესაც აუცილებელი იყო, გამოსვლებზე მუშტით იგერიებდა მაღალი ჩაწოდებებისას ბურთს. შეხვედრის ბოლოს დემბელეს გოლისას ბურთი გვიან დაინახა, თუმცა, შესაძლოა, მეტის გაკეთება შეეძლო“.

Rousing The Kop (4 ქულა): „ზაირ-ემერის ერთი-ერთზე გასვლისას დასწრებაზე კარგად გაისარჯა, შემდეგ დემბელეს დამატებაზე არ გაატანინა, მაგრამ ზედმეტად არაზუსტი გახლდათ გადაცემებისას, როდესაც მეტი მოეთხოვებოდა“.

Liverpool World (6 ქულა): „პირველ ტაიმში ერთი კარგი „სეივი“ ჰქონდა, მაგრამ ფეხით თამაშისას დამაჯერებლად ვერ გრძნობდა თავს. მეორე ტაიმში ეს კომპონენტი გამოასწორა, თუმცა შეიძლება, მატჩის დასაწყისში ცოტა მეტად თავდაჯერებულობა სჭირდებოდა“.

liverpool.com (7 ქულა): „ორი გოლის გაშვების მიუხედავად, ქართველმა პირველი დაპირისპირება კარგად ჩაატარა. კვლავ ფხიზლად უნდა ყოფილოყო. დიდ სცენაზე თვითდაჯერებულად და „სუფთად“ გამოიყურებოდა, თუმცა გაშვებული გოლებისას ვერაფერი მოახერხა“.

Porto
მამარდას ერთადერთი, რაც დააკლდა ამ თამაშებში არის სათამაშო პრაქტიკა, რასაც თვითონ ვერ გააკონტროლებს!! რეგვენი სლოტი ბოლოს თასის თამაშებშიც არ ათამაშებდა! მამარდა ძალიან დიდი მეკარე გახდება!! აგერ ნოიერი რეალს ნახევარფინალს ჩუქნის მაგრამ მხოლოდ მაგას არავინ არ დააბრალებს წაგებას!!! ორ თამაშში გოლი კი არა ერთადერთი მომენტი ქონდა ლივერპულს!!! რა პსჟს მოუგებდნენ?!! მამარდა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გახდება, როგორც კი სათამაშო პრაქტიკა ექნება! ამაყად გიო!! მთელი ქვეყანა შენს გვერდით ვართ!!
ეგეც დაგეწერათ მედიაში.
მამარდას ბრალია გოლი რომ ვერ გაიტანა ლივერმა 2 თამაში.
zaza . . . (გზაგზა)-ს
აგერ, liverpool.com-ის ორიგინალი ტექსტი. წესით, ინგლისური კი უნდა იცოდე. Player ratings Giorgi Mamardashvili (7). A good performer in the first leg, even though he was beaten twice, the Georgian needed to be alert once again here. He looked confident and clean on the big stage, but couldn't do anything with the goals that beat him.
კოტე
დაანებეთ თავი ამ ბიჭის დაკნინებას, არ უთამაშია ნამდვილად ცუდად. ჩელსიმ 8 გოლი გაუშვა პსჟ-თან მაგრამ მეკარეზე არავის დაუწერია რომ ცუდად გაისარჯა. არავინ საუბრობს ლივერპულის საშინელ დაცვის ხაზზე და შეტევითი პოტენციალის ნაკლებობაზე, ამას დამატებული არაკომპეტენტური მწვრთნელი. გუნდი რომელიც ერთ გოლს ვერ იტანს შენდეგ მეკარეს დააბრალო უფრო მარტივია.
Achi
Cudad namdvilad ar utamashia am or tamashi super tamashi iqneboda dues rekosheti da dembeles shoreuli ro aexo rac martalia martalia magram drota ganmavlobashi sheechveva tanagundelebs da upro kargad aarchevs pozicias. Ravi besti an xar da an es gaqvs ise ver gaxdebi da gios memgoni aqvs magram cota sheechveva chirdeba etyoba
Givi
მეცინება ზოგიერთის კომენტარზე, მამარდას უნდა მოეგო გამოდის, როცა ორ თამაშში გოლიც ვერ გაიტანა ლივერპულმა, სიმართლე არის ის რომ მთელი წელი სკამზე იჯდა და უცებ სიტისთან და პსჟ თან რა უნდა ექნა?? მე თუ მკითხავთ კიდევ მაგრად ითამაშა, განსაკუთრებით საფრანგეთში...
zaza-ს
კაია ჯაგა გოროდი? დარწმუნებული ხარ რო ლივერპულში ცხოვრობ? დღეს დილით როგორ მოასწარი პრესისთვის თვალის გადავლება? დილის 5 საათზე იყიდე გაზეთები და 8 საათზე აქ შემოხვედი რომ აზრები გადმოგეფრქვია?)))
zaza
ეს ინგლისური პრესის შეფასება კი არა ამ საიტის ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფია.20 წელი ლივერპულში ვცხოვრობ.დღეს დილით გავეცანი პრესას და არაფერი მაგდაგვარი არ წერია.პირიქით ყველა გამოცემა მამარდაშვილის არადამაჯერებელ თამაშზე წერს.მიდით აბა დაბლოკეთ სიმართლე
Guka
ორ თამაშში გოლს რომ ვერ გაიტანს გუნდი, მეკარს რაიმე რა ნამუსით უნდა დააბრალო
დათო მამარდაშვილი
უნდა გავძუყნო ჩემი ბიჭი,სულ პანჩურებს ვურტყამ მაგ ლენგერას!
მუწუკიანი ლაწირაკი
ხვიჩა გმირი იყო,მაგრამ მამარდამ აშკარად იმედები გააცრუა!
ჟორა გაბრიჭიძე
კაცი სათადარიგოდან პირდაპირ ცეცხლში გადაეშვა და რა თქმა უნდა დამაჯერებლობა აკლია. ათამაშეთ 8-10 მატჩი და დამაჯერებლობა მერე მოთხოვეთ.
Forzza
რანაირად იყო თავდაჯერებული? მამარდას ჭირდება სათამაშო პრაქტიკა!! პსჟ-სთან მოუმზადებელმა და ფორმიდან სრულიად ამოვარდნილმა ითამაშა!!! ზოგადად ბევრად უკეთესი მეკარეა, მაგრამ საფონოვთან შედარებაც არ შეიძლებოდა ამ ორ თამაშში!! სამწუხაროდ ძალიან სუსტად ითამაშა! და ორივე თამაშში მისი არადამაჯერებელი თამაშის გამო არ შედგა ნამდვილი ბრძოლა! პირველ თამაშში წინ გამოსულს გადაახტა ამ თამაშში 15% ქონდა ზუსტი პასები და ამას გარდა დემბელემ ეთიოპიიდან გაუტანა! მოკლედ სათამაშო პრაქტიკა ჭირდება!!
პეტუხი კრიშტიანუ
იმდენი თქვენ რა გითხარით,ეგ რომ თვითდაჯერებული იყო!
ლუის ენრიკე: ბარკოლაზე შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი არ შემიძლია გითხრათ
კვარაცხელიასთან და დემბელესთან ერთად შეუტევს - პსჟ-ს ახალი თავდამსხმელი ეყოლება
ალისონი მიდის თუ რჩება და ვინ ჩადგება "ასტონ ვილასთან" კარში? - სლოტმა კითხვაზე უპასუხა
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
თსუ-ს იოლი გასეირნება ტყიბულში: სტუდენტები ფინალს მიუახლოვდნენ
[VIDEO] მესი შეუჩერებელია - არგენტინელის დუბლი და საგოლე პასი MLS-ში
[VIDEO] კვარაცხელიამ პსჟ "ლანსთან" დააწინაურა
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა - "ვილიარეალმა" "სევილიასთან" წაგება მოახერხა
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
Rush The Kop: უკეთესი იქნება, თუ ალისონი "ლივერპულში" აღარ ითამაშებს - მამარდაშვილი კვლავ ძირითადში იქნება?
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა "სევილიასთან" 20 წუთში
პსჟ "რეალის" და "ატლეტიკოს" ვარსკვლავების შეძენას გეგმავს
"დილას" მწვრთნელად ლევან კორღალიძე დანიშნეს
ერაყის ნაკრების 5 ფეხბურთელს აშშ-ში მუნდიალზე საასპარეზოდ ვიზა არ მისცეს
ორი რეკორდი დამყარდება - ადვოკაატი დაბრუნდა და მუნდიალზე ისტორია გადაიწერება
2 დასახული მიზნიდან ვერცერთი შეასრულა - "მარსელს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
სამართალდამცავები სიფრთხილის მაქსიმალურ ზომებს იღებენ - პსჟ ჩემპიონობას თანალაქელებთან მატჩის შემდეგ ვერ იზეიმებს?
გარიგება შედგა - სერხიო რამოსმა ლა ლიგის კლუბი იყიდა
ნოიერი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს და შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზეც ვიხილოთ
15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ერევნის განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა
"თუ საჭირო იქნება, მზად ვარ" - სუარესი შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზე ვიხილოთ
ქვიზი: შეამოწმე, რამდენად კარგად იცნობ პსჟ-ს ისტორიას?
Rush The Kop: უკეთესი იქნება, თუ ალისონი "ლივერპულში" აღარ ითამაშებს - მამარდაშვილი კვლავ ძირითადში იქნება?
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლანსს" გაუტანა და პსჟ-სთან ერთად მეორედ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლანსთან" მატჩში?
"კვარაცხელიას ლიგა 1 საერთოდ არ აინტერესებს - მაინც გაიტანა" - რიოლო თავისას არ იშლის
"სრული ნდობა მამარდაშვილს - იაფფასიანი მეკარის გამო არასტაბილურობის შექმნა საჭირო არ არის" - ინგლისური გამოცემა
ყველა ხელაიფის მსგავსი ვერ იქნება - "არსენალის" თანამშრომლები კლუბის სიწუწკემ გააღიზიანა
ალისონი მიდის თუ რჩება და ვინ ჩადგება "ასტონ ვილასთან" კარში? - სლოტმა კითხვაზე უპასუხა
კვარაცხელიასთან და დემბელესთან ერთად შეუტევს - პსჟ-ს ახალი თავდამსხმელი ეყოლება
ლუის ენრიკე: ბარკოლაზე შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი არ შემიძლია გითხრათ
ცნობილი გახდა, რატომ მიდის ალისონი "იუვენტუსში" - დეტალები გახმაურდა
ნდობა მამარდაშვილს - ქართველი დიდი ალბათობით, მომავალი სეზონიდან "ლივერპულის" პირველი მეკარე იქნება
კარში მამარდაშვილი, შეტევაში გაფურჩქვნის ასაკში მყოფი ბარკოლა - როგორი იქნება ინგლისური მედიის აზრით, გარდასახული "ლივერპული"