თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს, ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. სამწუხაროდ, ლაშა ბექაური (90 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა.

გრიგალაშვილმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ტცკაევი დამატებით დროში იუკოთი დაამარცხა. ფინალში გრიგალაშვილი რუს ტიმურ არბუზოვთან დამარცხდა და კონტინენტის პირველობაზე ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ლუკა მაისურაძემ ნახევარფინალში რუმინელი ალექს კრეტი ვაზარით დაამარცხა, ფინალში კი სერბ ნემანია მაიდოვს დამატებით დროში სძლია. მაისურაძემ ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი კარიერაში მეორედ მოიპოვა.

რაც შეეხება ლაშა ბექაურს, სამწუხაროდ, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მეორე რაუნდში ხელის ტრავმა მიიღო, რაც მის ჭიდაობაზე აისახა. ლაშა ნახევარფინალში მაიდოვთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ფრანგ მაქსიმ გაელ ნგაია ჰამბუმ სძლია.

ამრიგად, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალია, ამ შედეგით საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილს იკავებს.

პაატა
ლუკას ვულოცავ, მსოფლიოდანაც ოქრო წამოგეღოს!!! ვეღარ გავიგე გუჯეჯიანი რა ტაქტიკით აჭიდავებს ტატოს… ასე მგონია რომ ამხელა დოზით ტაქტიკურმა ჭიდაობამ ტატოსნაირი ტალანტის განვითარება შეაფერხა და რაღაც ერთფეროვანი ჭიდაობის სტილზე დაიყვანა, არადა რამხელა დიაპაზონის ძიუდოისტია. ეს პრობლემა განსაკუთრებით არბუზოვთან გამოჩნდა, აი რა მნიშვნელობა ქონდა ვითომ ტაქტიკურ ჭიდაობას?! ერთხელ ხომ წააგო მაგით და ეხლა საერთოდ დაჩაგრა ამ რუსმა:( არ ჯობდა ეჭიდავა რისკიანად და ეფექტურად, ბოლო ბოლო იბრძოლებდა მაინც! ფინალში ასეთ მარცხს ნაღდად ჯობდა
Gio
სამწუხაროდ ტატომ მოუკლო ოლიმპიადის შემდეგ, ასე მოუვიდა თავის დროზე ჭრიკიშვილს, ღმერთმა ქნას ვცდებოდე.
ალექს
როგორი შრომისმოყვარეა ლუკა და ნამდვილად მისაბაძი ყველასთვის. ნამდვილი ჩემპიონი! ტატოს რაც შეეხება- რაც იჭიდავა ფინალამდე ბრინჯაოც წარმატება იქნებოდა. ზედიზედ მესამედ წააგო არბუზოვთან და ყოველ ჯერზე უფრო ადვილად იგებს რუსი.
დათო
ამ ორბუზოვს კახეთის სეტყვა თუ გაიფენს დაბლა თორემ ამის მომგები არავინ ჩანს,უბრალოდ მთელი ათი თავით მაღლა დგას ყველა დანარჩენზე,ტატო ასე დაჩაგრო მართლა წარმოუდგენელია მაგრამ ფაქტია,ამაზე არის ნათქვამი თავს ზემოთ ძალა არ არისო,მიულოცოთ ყველას დღევანდელი წარმატება,ოქრო და ვერცხლი ევროპაზე ბევრი დიდი ქვეყნისთვის არათუ ერთ საჭიდაო დღეს არამედ მთელი ტურნირის განმავლობაში საოცნებო შედეგია
ბექაური
სამწუხაროდ მარტო ოლიმპიადაზე ჭიდაობს თავის მაქსიმუმს.
ტუკო რამირესი
რამდენიმე წლის წინ ტატო ისე შემოიჭრა, რომ მეგონა, ერთი 10 წელი მაინც ბეჭდაუდებელი იქნებოდა...
Nick
ლუკას ვულოცავ და წარმატებები მომავალშიც! კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს! ბექაურმა ტრავმიანმა იჭიდავა და აქამდე მოსვლაც კარგი შედეგია, ეს ბიჭი ჯანმრთელი ლომივითაა. ტატოს წაგება ძალიან საწყენია მაგრამ საინტერესოა არბუზოვის დოპინგის შედეგები, ასეთი ძალა რავიცი, თან ტატოსთან, თანაც კანიკოვსკის დისკვალიფიკაციის შემდეგ კიდევ მეტად საეჭვოა.
სიმართლე
ბექაურს ეტყობა თავში აუვარდა/თავბრუ დაეხვა წარმატებებისგან. როგორც ამბობენ "ზოგი ჭირი მარგებელია" ანუ მიწაზე დააბრუნა შექმნილმა რეალობამ. იმედია, სამომავლოდ გაითვალისწინებს და შესაბამის დასკვნებს გამოიტანს
მამუკა ბათუმი
გრიგალაშვილმა ვერცხლი კი არ მოიგო არამედ ოქრო წააგო, და ძალიან საწყენია ბექაური რომ დაგვრჩა უმედლოდ 😪
მამუკა ბათუმი
გრიგალაშვილმა ვერცხლი კი არ მოიგო არამედ ოქრო წააგო, და ძალიან საწყენია ბექაური რომ დაგვრჩა უმედლოდ 😪
[VIDEOS] გრიგალაშვილი VS არბუზოვი, მაისურაძე VS მაიდოვი და ბექაურის ბრინჯაოს შანსი - ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
"პატრიარქს შევპირდი, რომ ეს ოქროს მედალი მის სახელზე იქნებოდა" - ეთერ ლიპარტელიანი
[VIDEOS] არიის! - ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
კვერნაძის მეათე საგოლე მოქმედება - "ფროზინონემ" მოიგო და მეორე ადგილზეა
ლოჩოშვილის სრული მატჩი - "ნიურნბერგი" "არმინიას" ფრედ ეთამაშა
[VIDEOS] გრიგალაშვილი VS არბუზოვი, მაისურაძე VS მაიდოვი და ბექაურის ბრინჯაოს შანსი - ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
"მიზნის მიღწევისგან შორს არ ვართ" - კოულ პალმერი
ვინ გაწვრთნის "რეალს"? - ორი მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა
ფარერის კუნძულები - საქართველო | მატჩისწინა ვარჯიში ტორსჰავნში
კომისარი რატიშვილი – ქართველი ფიბა ევროპის თასის ფინალზე
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-2 ტორპედო. აუტსაიდერს მოგება შეეძლო...
გულიაშვილმა გაიტანა - "რასინგი" სან-სებასტიანში 2:0-ს იგებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 დილა. შეცვლამ დროზე მოუსწრო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 1-1 მეშახტე. დებიუტანტის ღირსეული ქულა
7-ქალა მონაკოს ტურნირზე ითამაშებს
WU19 | საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულა
არანაირი გარანტიები - "ბარსელონა" ფლიკს მოკლევადიან კონტრაქტს სთავაზობს
[VIDEOS] ორი ოქროს შანსი - ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ!
რუსთავმა ბათუმთან წააგო და სუპერლიგაში დასარჩენად კასპის გრიფინს შეხვდება
"დავრჩები თუ არა "ბარსელონაში"? - ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა
"გუნდსა და გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი" - ედუარდო კამავინგა
[VIDEO] არმან ცარუკიანი თვითმფრინავიდან გააგდეს
ევროპა ლიგის ნახევარფინალში ორი ინგლისური გუნდი გავიდა
[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] მაისურაძე ოქროსთვის, ინანეიშვილი ბრინჯაოსთვის...
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
[VIDEO] გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის სამწუხარო მარცხი ფინალში - საქართველოს ნაკრებმა ტაშკენტის გრან პრიზე ასპარეზობა ერთი მედლით დაასრულა
ბექაური და თუშიშვილი ტოკიოს გრანდ სლემს ჩაეხსნენ
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] დომინანტურად - ლაშა ბექაური აბუ დაბის გრანდ სლემის ჩემპიონია!
ბექაური ოქროსთვის, დემეტრაშვილი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - აბუ დაბის გრანდ სლემის მესამე დღე
[VIDEO] ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე - ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა
[VIDEOS] გრიგალაშვილი VS არბუზოვი, მაისურაძე VS მაიდოვი და ბექაურის ბრინჯაოს შანსი - ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
ლიპარტელიანის ოქროს შემდეგ პირველობას 3 ქართველი შეუტევს