ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, შერეულ გუნდურ ასპარეზობაში, საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

საქართველოს ნაკრებმა მერვედფინალში იტალია 4:1 დაამარცხა. ჩვენი ნაკრებიდან გამარჯვებები მძიმეწონოსანმა ირაკლი დემეტრაშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), გიორგი ლოლაძემ (73 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) მოიპოვეს.

სამწუხაროდ, მეოთხედფინალში უზბეკეთის ნაკრებთან 3:4 დავმარცხდით, რეპეშაჟში კი საფრანგეთის ნაკრები 4:3 დავამარცხეთ. ჩვენი ნაკრებიდან გამარჯვებები ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), ლაშა ბექაურმა (90 კგ, ორჯერ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (100+ კგ) მოიპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ლაშა ბექაური ტრავმირებული იყო, ოლიმპიადის 2-გზის გამარჯვებულმა ნატკენი ფეხით ფრანგი ძიუდოისტი გადამწყვეტ ბრძოლაშიც დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს გაამარჯვებინა.

საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის ჩინეთსა და იაპონიას შორის დამარცხებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

უზბეკეთი შენ რა ბაჰრეინი ხომ არ გგონია? ერთ ერთი უძლიერესია აზიაში იაპონიის შემდეგ და მსოფლიოშიც 3-4 ქვეანა თუ ჯობია

ზაზა წინა პასუხში დამავიწყდა და დავამატებ:სანამ სოფოს გააფრთხილებდა,მანამდე უზბეკს ჰქონდა გასასწორებელი,ეცადა კაი ხანს,მაგრამ კიმონოს უკანა ნახევარი,ქამრის ზემოდან დარჩა გადმოფენილი.მსაჯმა გაუტარა და ასე კაი ხანი აჭიდავა.შედეგად სოფოს საშუალება აღარ ჰქონდა,ქამარზე გადაევლო ხელი.სამაგიეროდ,სოფოს ორი შიდო მისცა ამის გამო და სხვადროს ასეთი რამე არ მახსოვს.ამას ობიექტური მსაჯობა როგორ უნდა დავარქვა?თუნდაც ლოლაძის ჭიდაობაში,4 წუთი შეტევაში იყო,მეტოქე არაფერს აკეთებდა და ერთი გაფრთხილებაც არ მისცეს,ჩვენ კი,ნაღდი იუკო არ ჩაგვითვალეს და აქეთ მისცეს გაფრთხილება.ნინო გულბანის ჭიდაობაშიც იყო სადავო მომენტები და საბოლოო ჯამში,წავაგეთ.როცა თითქმის თანაბარი მეტოქეები ჭიდაობენ,წვრილმანებს დიდი მნიშვნელობა აქვს,მსაჯზე კი,ბევრი რამე ხდება დამოკიდებული და მათაც გაგვწირეს.დამატებითი ბრძოლის წილისყრა,უკვე უიღბლობის საკითხი იყო.იქამდე,მსაჯობამ მიგვიყვანა
ბექაური
ორი დღის უკან მტკვარს გაატანეს და ეხლა კიდე გმირიაო.რა დაუნდობელი და არათანმიმდევრულები ვართ ქართველები ხშირად.ჩვენში დარჩესდა ძალიან მაგარია. თუშიმ სუნთქვასთან პრობლემა შემექმნა და შეიძლება ვერც ვიჭიდაოო ნათქვამი ქონდა.
ადამიანი
თუშიშვილს ტრავმა ჰქონდა, 9-ჯერ თქვეს წამყვანებმა

თუში თავს ცუდად გრძნობს და ჭიდაობა არ შეუძლიაო!ისე ითქვა,ტრავმა უნდა იყოს,არც ფსიქოლოგიური მდგომარეობაა გამორიცხული,თუმცა თუში როგორი კაპიტანია ვიცით და არა მგონია ცუდი განწყობის გამო ჭიდაობაზე უარი ეთქვა.
ჟორა
არ ვიცი რა მიზეზით არ იჭიდავა უზბეკეთთან თუშომ და გარანტირებული ქულა თავიდანვე დავუწერეთ. ასევე გასაკვირია სომხიშვილის მოძრაობები, უზბეკი მაგაზე 20 კილოთი მეტი მაინც იყო და კალიასავით დახტოდა ტატამზე, ეს კი რამ დააძინა? ლაშამ კი გაკვეთილი ჩაუტარა შინაურსაც და გარეულსაც, აჩვენა თუ როგორ უნდა იბრძოლო გუნდისთვის.
დათო777
ოღონდ მგონი თუშის უნდა ეჭიდავა უბეკეთთან.დემეტრაშვილს ტურობოევთან პირადში გუშინ ჰქონდა უკვე წაგებული და მგონი თუში ნაღდად მოუგებდა.ეგ შეხვდდრა რომ მოეგო ლოტოტრონი აღარ იქნებოდა საჭიროო.
aburjga
უნდა უყურო შეჯიბრს და მერე უნდა ილაპარაკო და წერო რეგრესია თუ რევრესი?! უზბეკეთთან უბრალოდ არ გაგვიმართლა დოლურამ! სულ ეს იყო!

ჯერ ერთი,ასე სუსტიც არ არის,მაგასაც აქვს მოგებული გუნდურებში და ოლიმპიურ თამაშებზეცაა გამოსული,სადაც ლიცენზიის მოპოვების გარეშ,არავი გაგიშვებს.მეორე,სოფო რომ არ გვყავდეს და მაგ წონაში საერთოდ არავინ გვყავდეს,გუნდურ ჩემპიონატებზე მონაწილეობას ვერ მივიღებდით.ადრე,ჩვენი გოგოები,ყველასთან მარცხდებოდნენ,მაგრამ ბიჭები გვყავდნენ მაგრები და დამატებით ბრძოლაში ბიჭებიდან რომელიმეს თუ ამოაგდებდა,უკვე გამარჯვების შანსი გვქონდა.რამდენიმე მედალი ასე გვაქვს მოგებული.დღეს ეთომ ყველა მოიგო,გულბანმაც მოიგო ერთი შეხვედრა და მსაჯები რომ არა,მეორეს მოგების დიდი შანსიც ჰქონდა.მთავარია,გოგოებიც თანდათან ოსტატდებიან,აგერ,მსოფლიოს ჩემპიონიც გვყავს და გაბზარული ნეკნი რომ არა,მეორედაც გახდებოდა და ლიდერის გვერდით,თანდათან სხვებიც ძლიერდებიან.ადრე,სამბისტ ელენე ქებაძეს ვაჭიდავებდით,დღეს სოფო გვყავს,რომელიც ძიუდოში ელენეზე უკეთესი მოჭიდავეა,თუმცა მასაც დიდი მადლობა,რადგან მისი გუნდში ყოფნით,ნაკრებმა მედლები ჩამოიტანა.ასე რომ ნებისმიერი ჩვენი მოჭიდავე გოგო,მხოლოდ მადლობას და პატივისცემას იმსახურებს და დამიჯერე,მათი შედეგები,კიდევ უფრო გაუმჯობესდება
გულშემატკივარი
უკვე უზბეკეთი გვიგებს. ეს მართლა სირცხვილია ძიუდოს ქვეყნისთვის
დათო777
შენ მგონი მეხსიერება გღალატობს სომხიშვილმა მოიგო იტალიასთან ევროპაზე გადამწყვეტი შეხვედრა.და მაგან გახადა გუნდი ჩემპიონი
ვააა ვაა
უზბეკეთან დავმარცხდით???? მაგათ მგონი ქართველი მწვრთნელი ყავთ, მაგრამ ვინც უნდა იყოს მწვრთნელი დიდი სიურპრიზია და ჩვენთვის რეგრესი, უზბეკებისათვის პროგრესი ქართველების ხარჯზე.
ზაზა
გენაცვალე ლაშა გულში.მაგარი ბიჭი ხარ.ცალი ფეხით მოუგო ფრანგს ორივე შეხვედრა.საქართველოს ნაკრები ყველა შეხვედრას 0-1 იწყებს.სომხიშვილი გინდ იყოს და გინდ არა.ყველა ტურნირზე პირველი წრიდან ვარდება.წელსაც რუსმა ძიუდოისტმა 7 წამსი მოუგო.ეხლაც უზბეკმა პატარა ბავშვივიტ ათრია.მოკლედ ტურისტად დაყავთ და ქვეყნებს ათვალიერებიებენ თორე მაგის მოგებული მე არ მახსოვს.კიმანოს ვერ გასწორების გამო რომ 2 შიდოს მოგცემენ დაანებო უნდა თავი.ძალიან მოუქნელია.ნაკრებს წარმატება.მჯერავს რომ ჩინეთს მოუგებენ,
zura222
აი ასეა მიდიან ჩვენი მწვრთნელები ჩვენ მეტოქეებთამ მწვრთნელებად და უკაკლავენ ჩვენი მოჭიდავეების სუსტ წერტილებს @@ როგორ უნდა წაეგო უზბეკეთთან(!!) ჩვენ ნაკრებს ???@@@
ძიუდო
უზბეკეთს ვინ წვრთნის არ დაგავიწყდეთ
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
პსჟ მზადაა შევალიე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაასხვისოს
ფლიკმა "ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ფეხბურთელის დამატება სთხოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 რუსთავი. ვისთვის გრძელდება, ვისთვის დასრულდა...
[VIDEO] პსჟ-ს უიღბლობას დასასრული არ უჩანს - კვარაცხელიას შემდეგ, როგორც ჩანს, დუეც მძიმედ დაშავდა
წიტაიშვილი სასტარტოში და "რაიო ვალეკანოს" მარცხი "ვალენსიასთან"
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინმა" ისევ წააგო
"ასეთი თავდადებული ხალხი არასდროს მინახავს" - მატამ იაპონიაში მომხდარი დაუვიწყარი ისტორია მოჰყვა
[VIDEO] მოურინიომ რონალდოს შესახებ დასმულ კითხვაზე საუბარი არ ისურვა და პრესკონფერენცია დატოვა
ახალი კონტრაქტი ბრაჰიმ დიასს - მაროკოელი "რეალში" კიდევ დიდხანს დარჩება
ყველაზე ცუდი შედეგი 2004/05 წლების სეზონის შემდეგ - "ბაიერნმა" 2 ქულასთან ერთად, 2 ლიდერიც დაკარგა
"საქართველოს ნაკრების დამარცხების შანსი გვაქვს" - რა თქვა ფარერების მწვრთნელმა წილისყრის შემდეგ
საქმეში კაკაც ჩართეს - "მილანი" ენდრიკის დამატებასთან უკვე ძალიან ახლოსაა
[VIDEOS] სანდროს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - "ლეიკერსმა" "საკრამენტო", "ორლანდომ" კი "ბრუკლინი" დაამარცხა
გარდაიცვალა ცნობილი, ვეტერანი ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე
ლოჩოშვილი "ბაიერნთან" წარმატებულად დაბრუნდა - "კიოლნმა" მიუნხენიდან ქულა წაიღო, თუმცა მოგებაც შეეძლო
აბუაშვილი შეცვლაზე შევიდა - "მეცმა" "ბულონს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | "სპაერი" ფლეი აუტს ვერ ასცდება, ფაცაციას სასწაული გოლი...
[VIDEO] ბუდუს გოლმა ვერ უშველა - "ჰაიდენჰაიმის" წარუმატებელი სერია გრძელდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 1-1 ტორპედო. არაფრისმომტანი ფრე
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
[VIDEO] ბექაურის სამწუხარო მარცხი ფინალში - საქართველოს ნაკრებმა ტაშკენტის გრან პრიზე ასპარეზობა ერთი მედლით დაასრულა
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] გრიგალაშვილი VS არბუზოვი, მაისურაძე VS მაიდოვი და ბექაურის ბრინჯაოს შანსი - ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
[VIDEO] ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია! ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა