საქართველოს ნაკრებისთვის შედეგიანი გამოდგა ატაცი საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე მედლების მოპოვებით დაიწყო, თუმცა იყო ის, რაც სამწუხაროდ ხშირად ხდება სპორტში - ტრავმა, რომელმაც ჩემპიონობის მოპოვების შესაძლებლობა დააკარგვინა საქართველოს ნაკერების წევრს.მასპინძლებისთვის კარგად დაიწყო 60 კილოგრამ წონითი კატეგორია, სადაც საქართველოს ნაკრები ორი ძალოსნით - გოდერძი ბერდელიძით და რამინ შამილიშვილით იყო წარმოდგენილი.

ბერდელიძემ, რომელმაც შარშან ამავე რანგის ასპარეზობაზე ატაცში ბრინჯაოს, აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა, ჩემპიონობისთვის შეუდგა ასპარეზობას. წარმატებითაც დაიწყო.

ატაცში 125 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალიც დაიმსახურა,ატაცში 122 კილოგრამის დამორჩილებით კვარცხლბეკის მესამე საფეხური დაიმსახურა შამილიშვილმა, რომელსაც 2025 წლის ევროპის პირველობაზე აკვრასა და ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედლები ჰქონდა მოპოვებული.სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებისთვის ცუდად დაიწყო ასპარეზობები აკვრაში. ოქროს მედლის მოპოვების კანდიდატმა, გოდერძი ბერდელიძემ პირველი მისვლისას 146 კილოგრამის დაძლევისას მარჯვენა მხარი ამოიგდო და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ორჭიდში სამეულამდე კილოგრამი დააკლდა შამილიშვილს, რომელიც 146 კილოგრამით მეექვსე იყო აკვრაში, ორჭიდში დაგროვილი 268 კილოგრამით კი მეოთხე.ორჭიდის შედეგების გათვალისწინებით ჩემპიონობა მოიპოვა ბულგარელმა ანგელ რუსევმა, რომელიც ატაცში (120) მეექვსე იყო, აკვრაში (155) კი პირველი.274 კილოგრამით ვერცხლის მედალი ერგო სომხეთის წარმომადგენელ გარნიკ ჩოლაკიანს, რომელსაც ატაცში (124) მეორე შედეგი ჰქონდა, აკვრაში მესამე (150).ატაცში (121) და აკვრაში (148) დაკავებული მეოთხე ადგილებით, ორჭიდში (269) ბრინჯაოს მედლამდე დაწინაურდა თურქი იგიტ ერდოგანი. ასევე მედალოსანი გახდა კიდევ ერთი ბულგარელი დენის დანევი, რომელსაც აკვრაში (151) ვერცხლის მედალი ერგო.

წყარო: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე 13 ქართველი იასპარეზებს
ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა: პლეი ოფის წყვილები ცნობილია
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
შერმადინის 16 და რიდის 31 - ქართული ლეგიონის ამბები
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლიონთან" მატჩში?
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კიტეიშვილის მე-17 გოლი და "შტურმის" ფრე უახლოეს მდევართან
[VIDEO] ქვილითაიამ ლიგა 1-ში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ტრავმირებული მამარდაშვილი შეცვალეს
"ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება" - ენრიკემ საფონოვის პროგრესსა და ძირითადი მეკარის სტატუსზე ისაუბრა
ორი მთავარი სამიზნე შეტევაში - პსჟ-მა ტრანსფერებზე მუშაობა უკვე დაიწყო
თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, სულამანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ჟოზეს დიდი დაბრუნება? - მოურინიომ შესაძლოა, "რეალი" კიდევ ერთხელ ჩაიბაროს
[VIDEO] "ძმაო, მე ქართველი ვარ!" - დვალიშვილმა სეხუდოს რუსულ მიმართვას პასუხი გასცა
მუნდიალს კიდევ ერთი ვარსკვლავი გამოაკლდა - გნაბრი გერმანიის ნაკრებს ვერ დაეხმარება
[VIDEO] "რუსეთი ოკუპანტია" - თბილისში ქართველმა გულშემატკივრებმა რუსი სპორტსმენის დაჯილდოვებისას ჰიმნს უსტვინეს
"სოსიედადმა" "ატლეტიკო" დაამარცხა და ესპანეთის თასის მფლობელი გახდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 რუსთავი. ისინი ჩემპიონატს სიცოცხლეს უნარჩუნებენ...
დავითაშვილის "სენტ-ეტიენის" ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია კორსიკაში შეწყდა
[VIDEO] "ნაპოლიმ" სახლში "ლაციოსთან" მარცხი განიცადა
რამდენ წუთს მიიღებს ხვიჩა და ლივერპულის დერბი გიორგის