ევროპის ჩემპიონატის მეექვსე საშეჯიბრო დღის ბოლოს მედლები გაითამაშეს 86 კილოგრამ წონითი კატეგორიის ქალმა წარმომადგენლებმა. სამწუხაროდ, მედალოსანთა შორის არ აღმოჩნდა ნათია გადელია.

გადელიამ ასპარეზობა ატაცში (106), აკვრაში (131) და ორჭიდის ჯამში დაგროვილი 237 კილოგრამით დაასრულა და სამივე შემთხვევაში მეოთხე ადგილი დაიკავა.

წარმატებული დღე ჰქონდა სომეხ ძალოსანს ემა პოღოსიანს, რომელმაც ატაცში (107) ბრინჯაოს, აკვრასა (141) და ორჭიდის ჯამში (248) კი ოქროს მედლები დაისაკუთრა. გარდა ამისა, აკვრასა და ორჭიდში ევროპის ახალგაზრდული რეკორდებიც დაამყარა. ჩემპიონს ორჭიდის შედეგად კილოგრამით ჩამორჩა ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტი ლანა სოტიევა, რომელსაც ატაცში (112) ოქროს, აკვრაში (135) ბრინჯაოს და ორჭიდში (247) ვერცხლის მედლები ერგო. კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა ბრიტანელი მადიას ნზესო, რომელსაც სხვათა შორის, თავის დროზე, როდესაც კამერუნს წარმოადგენდა, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული, სამჯერ კი აფრიკის ჩემპიონი იყო. მედალოსანი გახდა სომხეთის კიდევ ერთი წარმომადგენელი. ლიანა გურჯიანმა ვერცხლის მედალი დაიმსახურა აკვრაში (135). იგივე წონა აქვს დაძლეული ლანა სოტიევას, მაგრამ ვინაიდან პირველმა 135 კილოგრამი გურჯიანმა აკრა, მედალიც მას დარჩა.

წყარო: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

ჟორა
ნათიას კარგი მომავალი აქვს და ვფიქრობ ოლიმპიადაზე უნდა მოხვდეს. რაც მთავარია ახალგაზრდაა და ბევრის მომატება შეუძლია. ცოტა უიღბლობა იყო თუ არა, სამეულში უნდა ყოფილიყო. აწეულ წონებში კი მცირე სხვაობაა, ასე, რომ მსოფლიოზე ყველაფერი შეუძლია გამოასწოროს.

ნათიამ იბრძოლა,რაც შეეძლო,მაგრამ ვინც მას გაასწრო,ჩანდა,რომ გუშინ მათ მეტი შესაძლებლობები ჰქონდათ და ბოლო მისვლაც რომ აეწია,ალბათ მედალს მაინც ვერ მისწვდებოდა.არადა ცოტა დააკლდა!არა უშავს,ჯერ ყველაფერი წინ აქვს და თავის ასაღებს,ნათიაც აიღებს.
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
სარეკორდო ტრანსფერი - ლუკა ვუშკოვიჩი პრემიერ ლიგაში ითამაშებს
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW