ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა გასვლაზე "ბაიერნთან" ფრედ 1:1 ითამაშა და ვინაიდან პირველი შეხვედრა 5:4 ჰქონდა მოგებული, ფინალში გავიდა, სადაც 30 მაისს "არსენალს" დაუპირისპირდება.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი სპორტული გამოცემები ქართველის მიმართ აღფრთოვანებას ვერ მალავენ, რადგან მას მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჰქონდა. sports.ru-მ სოციალური ქსელებიდან "ბაიერნის" გულშემატკივრების კომენტარები ამოკრიფა, სადაც ისინი ხვიჩას შესახებ საუბრობენ და მის შესანიშნავ ასპარეზობას უსვამენ ხაზს.

- Miasanrot_92, Reddit (r/fcbayern), 05/06/2026: "ხვიჩა უბრალოდ რობოტია. პირველ მატჩში დუბლი შეგვისრულა, ახლა კი მესამე წუთზე ასისტი მიითვალა. ის ფეხბურთელი არ არის, ის გერმანული გუნდების განადგურების მანქანაა".

- Der_Kommissar, Twitter/X, 05/06/2026: "მე ის მძულს (კვარაცხელია). არა, მე აღფრთოვანებული ვარ. არა, ისევ მძულს. როგორ შეიძლება ერთდროულად ასე ძალიან გიყვარდეს ფეხბურთი და ასე ძალიან იტანჯო ერთი ლურჯფორმიანი კაცის გამო?!".

- HolgerBadstuberFan, BayernZone, 05/06/2026: "პსჟ-მა მასში 80 მილიონი გადაიხადა?! - უფასოდ წაუყვანიათ! ასეთი გონებამახვილური თამაში დამატებით ანაზღაურებას მოითხოვს. ლაიმერს მომავალ სეზონამდე მასზე კოშმარები დაესიზმრება".

- french_connection_psg, Instagram, 05/06/2026: "ხვიჩას დღევანდელი სტატისტიკა "ბაიერნისთვის" სახეში სილის გარტყმაა. 11 მოგებული დუელი, 6 წარმატებული დრიბლინგი, 8 შეხება მეტოქის საჯარიმოში, საგოლე ქმედება პლეი-ოფის ზედიზედ 7 შეხვედრაში... ვინმემ შეაჩერეთ!".

- FootyStatsHub, Twitter/X, 05/06/2026: "ძვირფასო ჩრდილოეთ ლონდონო, თქვენი "არსენალი" შემდეგია. ამ ბიჭს მეტოქეებისთვის წყალობა არ აქვს. ახლახან ვნახეთ, როგორ გაანადგურა მან "ბაიერნი". წარმატებებს გისურვებთ მის დამარცხებაში".

- TacticalTim, BBC Sport Comments, 05/06/2026: "ის ერთადერთი მიზეზი იყო, რის გამოც პირველი ტაიმის შემდეგ ტელევიზორი არ გამოვრთე. მაშინაც კი, როდესაც ჩვენი დაცვა იშლებოდა, მისი სირბილების ყურება მტკივნეული იყო, მაგრამ ლამაზი".

- MunchenKindl, Bayern Munchen Subreddit, 05/06/2026: "ეს ნამდვილად მოხდა?! - "ბაიერნის" დაცვა ტურისტების ჯგუფს, ხვიჩა კი მათ გიდს ჰგავდა".

- UliHoenessSaidWhat, BlogTalkRadio, 05/06/2026: "კვარაცხელია თამაშის წინ მცველების სულებს იპარავს თუ უბრალოდ "დემონის“ რეჟიმია"? - მთელი მატჩის განმავლობაში მათთან რაც უნდოდა, იმას აკეთებდა. ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ვინგერია".

- FootyAddict, Daily Mail Comments, 05/06/2026: "ეს სეზონის ყველაზე რთული თამაში იყო", - თქვა მან. ეს იმ მოთამაშის სიტყვებია, რომელმაც უბრალოდ დაგვანგრია. დიდი პატივისცემა მას, მაგრამ ეს ძალიან შეურაცხმყოფელია".

- BavarianMachine, kicker.de Kommentare, 05/06/2026: "ხალხი ოლისეზე საუბრობს. მაიკლი მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ მოედანზე დღეს ერთი კაცის შოუ ვიხილეთ, რომელმაც "ალიანს არენა" უბრალოდ ჩაახშო".

- Transfermarkt_User_87, Transfermarkt Community, 05/06/2026: "მისი მარცხენა ფეხი ბროლისგან არის დამზადებული? ყოველ ჯერზე, როდესაც ურტყამს, ეს უბრალოდ ხელოვნებაა".

- NeuerTheSweeper, Sky Sport DE Komentare, 05/06/2026: "მისი პროგრესი პსჟ-ში გასაოცარია. ის ნეაპოლში ვარსკვლავი იყო და აქ ლეგენდად იქცევა. მას რონალდოსა და მესის მსგავსად, განსაკუთრებული თამაშებისთვის "სპეციალური მოსასხამი" აქვს".

- EuroFootieNews, YouTube კომენტარები, 05/06/2026: "ჩვენ მას პატივი უნდა მივაგოთ. დიახ, წავაგეთ. მაგრამ ის, რაც ამ ბიჭმა გააკეთა... ეს უმაღლესი დონის ფეხბურთია. მტკივნეულია აღიარება, მაგრამ ეს შესანიშნავი იყო".

- OptaJoe_Obsessed, Twitter/X, 05/06/2026: "არსენალის" წინააღმდეგ ფინალი ეპიკური იქნება. თუ ხვიჩა ბენ უაითსაც ისეთივე დღეში ჩააგდებს, როგორც ეს ლაიმერს უქნა, სალიბას მთელი სივრცეების დაფარვა გაუჭირდება. ფსონს ვდებ ხვიჩაზე, რომ ფინალში 2 გოლს გაიტანს".

- ArsenalNYC_Sniper, Discord Football Channel, 05/06/2026: "არა გაბრაზებული, არამედ შენი ქმედებებით შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. უბრალოდ ქუდი უნდა მოიხადო გენიოსის წინაშე. მან ის გააკეთა, რაც სხვას არავის შეეძლო - 90 წუთი "ალიანს არენა" გააჩუმა".

- PeacefulBayernFan, BigSoccer Forum, 05/06/2026: "უბრალოდ, შეგახსნებთ: ბევრი ამბობდა, რომ სპალეტის სქემის გარეშე ის ტოპ ლიგაში ვერ ითამაშებდა. ახლა კი ის ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგის ფინალის სათამაშოდ მიდის. მოძულეებო, გრცხვენოდეთ".

- TacticalEnrique, L'Equipe-ის ანალიზი, 05/06/2026: "საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუძლია იამაყოს. ის არა მარტო თამაშობს, არამედ ისტორიას ქმნის. ზედიზედ მეორე ფინალი...".

- RefereeObserver, Football Italia Forum, 05/06/2026: "ის "ოქროს ბურთს" ახლავე მარტო იმიტომ იმსახურებს, თუ როგორ შესანიშნავად უმკლავდება ზეწოლას. მიუნხენში 75 000 გულშემატკივირს წინაშე გამოდიხარ, პირველი მატჩი 5:4 გაქვს მოგებული და 3 წუთში ასისტს აკეთებ... ფანტასტიკური ტვინის მოთამაშე".

- NeutralFan4Life, 433 Instagram კომენტარი, 05/06/2026: პარიზის მეფე გარდაიცვალა. დიდხანს იცოცხლე, მეფე ხვიჩა! ჩვენ მეორე თასისთვის მივდივართ!".

myquiz

"შეუჩერებელი, მეტოქეებისთვის კოშმარი და იდეალურია, მაგრამ კვარაცხელიასგან განსაკუთრებულად შთამბეჭდავი სწორედ ეს ფაქტია" - Goal ხვიჩას შესახებ
"დაინახეთ, კვარაცხელია ბოლო წუთებზე რას აკეთებდა?!" - პსჟ-ის პრეზიდენტი ქართველი ფეხბურთელით აღფრთოვანებულია
ანრი: კვარაცხელია და დემბელე - ეს ნებისმიერი დაცვისთვის კოშმარია
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 დინამო (ბთ). იპოვეთ ორი განსხვავება...
[VIDEO] კვარაცხელიას პასით პსჟ დემბელემ დააწინაურა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-1 მეშახტე. ზედიზედ მეორე გამარჯვება, ზედიზედ მეორე მარცხი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-1 იბერია 1999. ლიდერი ისევ გაიქცა...
"ბაიერნი" - პსჟ. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
მბაპე რონალდო არ არის - კილიანის "რეალიდან" წასვლის მოთხოვნას ათმა მილიონმა გულშემატკივარმა მოაწერა ხელი
ფოდენი რჩება - ინგლისელი "სიტისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს
პირადი კონტრაქტი შეთანხმდა - ალისონი "ლივერპულიდან" წასვლაზე ერთ ნაბიჯშია
გადაწყვეტილება მიღებულია - "ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჰოილუნს გამოისყიდის
ინტერესი გრანდების მხრიდან - რამუშმა შესაძლოა, პსჟ დატოვოს
სასტარტოში არ იქნება - მბაპე "ელ კლასიკოს" სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს
ინტერესი MLS-იდან - სალაჰს კარიერის გაგრძელების ბევრი ვარიანტი აქვს
"დააფასეთ არტეტა" - ანრიმ "არსენალის" მწვრთნელს გაწეული სამუშაო მოუწონა
ურთიერთობა მაინც გაუფუჭდათ? - კონტესა და "ნაპოლის" გზები იყრება
პსჟ თუ "ბაიერნი" - OPTA-ს სუპერკომპიუტერმა გამარჯვებული იწინასწარმეტყველა
"პსჟ-ს სუსტი დაცვა ჰყავს - ფინალის ბილეთს მოვიპოვებთ" - ბავარიელები გამარჯვებაში დარწმუნებული არიან
სნეიდერი: "არსენალი" და "ატლეტიკო" მოედნიდან უნდა გაეყვანათ - "ბაიერნი" - პსჟ ფინალია
ცნობილი გახდა, ვინ შეიძლება შეცვალოს პსჟ-ში ოსიმენმა
"არსენალი" ფინალშია - ვინ იქნება ლონდონელთა მეტოქე?
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
[VIDEO] კვარაცხელიას მეთექვსმეტე საგოლე მოქმედება - პსჟ-მ "ბაიერნის" ბარიერი გადალახა და ფინალში გავიდა!
გამოიცანით, ვინ მიიღო საუკეთესო შეფასებები "ბაიერნთან" მატჩში - და პაჩო რა შუაში იყო?
კვარაცხელია: დავამტკიცეთ, რომ ყველაფერი შეგვიძლია
ანრი: კვარაცხელია და დემბელე - ეს ნებისმიერი დაცვისთვის კოშმარია
"სასაცილო და აბსურდულია" - ბავარიელები წარუმატებლობას მსაჯს აბრალებენ
"დაინახეთ, კვარაცხელია ბოლო წუთებზე რას აკეთებდა?!" - პსჟ-ის პრეზიდენტი ქართველი ფეხბურთელით აღფრთოვანებულია
"შეუჩერებელი, მეტოქეებისთვის კოშმარი და იდეალურია, მაგრამ კვარაცხელიასგან განსაკუთრებულად შთამბეჭდავი სწორედ ეს ფაქტია" - Goal ხვიჩას შესახებ
"მხოლოდ 15 შეხვედრა განსაჯა და ასეთი დონის მატჩზე დანიშნეს" - "ბაიერნში" მსაჯობით უკმაყოფილონი არიან