სუპერლიგის ფინალური სერიის მეორე მატჩმა მოულოდნელი სცენარით ჩაიარა. ბათუმმა დამაჯერებლად, 91:63 მოუგო თსუ-ს, სერიაში ანგარიში გაათანაბრა (1:1) და მოედნის უპირატესობა მოიპოვა, რომელიც აქამდე თბილისელთა მხარეს იყო. ახლა სერია ზღვისპირეთში გადაინაცვლებს და თუკი გუნდებმა ბათუმშიც გაიყვეს მოგებები, ყველაფერს მე-5, სუპერფინალური მატჩი გადაწყვეტს, რომელიც 31 მაისს, თბილისი არენაზე გაიმართება.

მატჩის ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს, რომ ბათუმმა თითქმის ყველა კომპონენტში აჯობა მეტოქეს. ზღვისპირელებმა საწყის წუთებზევე მოიპოვეს სოლიდური უპირატესობა, რომელიც ხელიდან აღარ გაუშვიათ. თსუ-მ მატჩი საინტერესო ექსპერიმენტით დაიწყო - სასტარტო ხუთეულში გამთამაშებლად მალკოლმ დრამრაიტი მოგვევლინა. მართალია, ამერიკელი ლეგიონერი შეტევებს ცუდად არ უძღვებოდა, თუმცა თბილისელთა თამაშს სიმწვავე, მარილი და სიზუსტე აკლდა.

ბათუმელებმა მეტოქის არასტაბილურობით მომენტალურად ისარგებლეს. დავით ლომიძის შორეულმა სამქულიანმა სტუმრები წინ გაიყვანა (8:9), რასაც გიორგი ოჩხიკიძის შედეგიანი რეიდი და მაირინ ტომასის ზუსტი საჯარიმოები მოჰყვა. თსუ-ს შეტევაში სრული ქაოსი დაეწყო - გიორგი ტურძილაძისა და ალექსანდრე ფევაძის აცილებულ სროლებს ბათუმელები დაცვაში მოხსნებითა და სწრაფი კონტრშეტევებით პასუხობდნენ. ლომიძის კიდევ ერთმა ზუსტმა სამიანმა და ოჩხიკიძის ორქულიანმა პირველივე პერიოდში ორნიშნა უპირატესობა დააფიქსირა - 8:18.

აი ასე მოიპოვა თავიდანვე 10-ქულიანი ფორა ბათუმმა. პირველი პერიოდი ზღვისპირელებმა დამაჯერებლად — 26:15 მოიგეს. მეორე მეოთხედში თსუ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლექსო ლაფანაშვილმა მოედანზე ძირითადი გამთამაშებელი კვენტინ ჰარდრიქტი და გამოცდილი გიორგი ცინცაძეც შემოიყვანა, მაგრამ სტაბილურად მოთამაშე ბათუმი მაინც ვერ გატეხეს. დიდ შესვენებაზე სტუმრები ხელჩასაჭიდი უპირატესობით (47:33) გავიდნენ, რასაც სოლიდურობა ლევან ბაბილოძის ბოლო წამს ჩაგდებულმა სამქულიანმა მისცა — 47:33.

კალათბურთში ცნობილი გამოთქმაა: რომელი გუნდიც იგებს მესამე პერიოდს, ის იგებს თამაშსო. თუმცა, ეს ფორმულა ამ მატჩში არ გამართლდა. მესამე ათწუთეული ერთადერთი იყო, რომელიც თსუ-მ მოიგო, ისიც მინიმალური სხვაობით - 17:16. თბილისელებისთვის იმედის მომცემი პერიოდის ბოლო წუთი გამოდგა, როდესაც ზედიზედ ჩაგდებულმა 5-მა ქულამ თსუ-ს რეალური შანსი მისცა და გადამწყვეტი პერიოდის წინ ჩამორჩენა 13 ქულამდე (63:50) შეამცირა.

თუმცა, სასწაული არ მოხდა. დაიწყო გადამწყვეტი ათწუთეული და ბათუმმა ჩვეული, სტაბილური თამაში განაახლა. თსუ-ს სროლები საერთოდ არ წაუვიდა, რაშიც ლომიძის, ოჩხიკიძისა და შიდა ხაზის აქტიური და აგრესიული დაცვის ხელიც ერია. ბოლო პერიოდში სხვაობამ კარგა ხანს 13-17 ქულის ფარგლებში იტრიალა, თუმცა საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე უპირატესობამ 20 ქულას გადააჭარბა. მატჩის ბოლო წუთზე კი მთლად კატასტროფული და ფინალური სერიისთვის შეუფერებელი სხვაობა დაფიქსირდა - „სტუდენტებმა“ შეხვედრა 28 ქულით წააგეს. თუ როგორი გაკვეთილი იქნება ეს თსუ-სთვის - კარგი თუ ცუდი - ეს უკვე მომდევნო შეხვედრებში გამოჩნდება.

ბათუმის წარმატების საწინდარი სტაბილურობა იყო ყველა რგოლში. ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი ოჩხიკიძე თითქმის ყველა შეტევის ორგანიზატორი იყო და პასს არ უგვიანებდა წინახაზელებს, თსუ-ს დაცვაში ხვრელის პოვნისას კი თავად უტევდა. ფარქვეშ ერთმანეთს ეფექტურად ენაცვლებოდნენ აკაკი დვალიშვილი და გეგი ბაქრაძე, რომლებსაც ზურგს უნივერსალი მაირინ ტომასი უმაგრებდა.

გამარჯვებულებს 26 ქულითა, 12 მოხსნითა და 6 პასით მაირინ ტომასმა ულიდერა. 16 ქულა დავით ლომიძის აქტივშია, ხოლო კარსონ ბაშამმა და აკაკი დვალიშვილმა გუნდს 11-11 ქულა შემატეს. ორმაგი დუბლი გაიფორმა გიორგი ოჩხიკიძემ, რომელმაც 10 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 9 ქულა ჩააგდო ლევან ბაბილოძემ, 8 – გეგი ბაქრაძემ. თსუ-ს რიგებში ყველაზე შედეგიანი 17 ქულით კურვოსიე მაკკოლი გამოდგა, 14 ქულა მიითვალა კვენტინ ჰარდრიქტმა, ხოლო მალკოლმ დრამრაიტმა და გიორგი ტურძილაძემ 8-8 ქულა მოაგროვეს.

ფინალური სერიის შემდეგი, მესამე შეხვედრა ბათუმის სპორტის სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს გაიმართება, ხოლო მეოთხე მატჩს ზღვისპირეთი 28 მაისს უმასპინძლებს.

GBF.GE

ისტორიული ბრინჯაო: ტყიბულის "ორბმა" სუპერლიგაში საპრიზო ადგილი მოიპოვა!
თსუ-მ სუპერლიგის ფინალური სერია რთული გამარჯვებით გახსნა
ბათუმის გმირობა და ფინალის ისტორიული საგზური: მოქმედი ჩემპიონი ტახტს ემშვიდობება
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
ენცო "ჩელსის" ტოვებს - არგენტინელს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
უკრაინის ნაკრების მცველი ბუნდესლიგის გუნდში გადადის
ისტორიული ბრინჯაო: ტყიბულის "ორბმა" სუპერლიგაში საპრიზო ადგილი მოიპოვა!
ალექსანდრე იაშვილი: ერთა ლიგაზე რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვებაა
მიდის თუ რჩება - დემბელემ პსჟ-ში თავის მომავალზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის შეძენის სურვილი ამერიკულ და დანიურ კლუბებს აქვთ
"თუ ის შრომას გააგრძელებს, აუცილებლად გამოვიძახებთ" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
"ევროპაში დაბრუნება? საკმარისად ვერ გადამიხდიან" - "ალ ნასრის" ყოფილი მწვრთნელი
უარი პსჟ-სა და "არსენალს" - ალვარესმა "ატლეტიკოს" სასურველი კლუბი დაუსახელა
აი, კაპიტანი - რომერო "ტოტენჰემის" ნაცვლად, რომელიც შეიძლება პრემიერლიგიდან გავარდეს, "რივერ პლეიტის" მატჩს დაესწრება
თსუ-მ სუპერლიგის ფინალური სერია რთული გამარჯვებით გახსნა
ტუხელის მოულოდნელი გადაწყვეტილება - ფოდენი და პალმერი ინგლისის ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდნენ
[VIDEO] დუბლი და ნანატრი ტიტული - რონალდოს "ალ ნასრი" ჩემპიონი გახდა
"მეცი" აბუაშვილს კონტრაქტს გაუფორმებს
გულიაშვილი აპრილში "რასინგის" საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1-0 სამგურალი. ერთი შეცდომის ფასი
"მამარდაშვილს სხვა გუნდში მომავალი აქვს" - "ლივერპულში" ქართველის პერსპექტივას განიხილავენ
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 დინამო (ბთ). შეცდომების გამოყენების ნიჭი
მანჩინი ოცნებობს, კონტე ფავორიტია - იტალიაში ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
თსუ-მ "კერავნოსს" 17 ქულა გაუბათილა, მაგრამ ბოლო წუთებზე ბრძოლაში დამარცხდა
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ანდრონიკაშვილის 20 და ჯინჭარაძის 18 ქულა - თსუ "ვარეზესთან" დამარცხდა
თსუ კვიპროსში "კერავნოსთან" დამარცხდა
თასის გათამაშების ფინალში თსუ-მ "ივერიონი" დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში