ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!

ბათუმის ‘ბათუმმა’ ქუთაისის ‘არესს’ 38:6 აჯობა და 2025/26 წლების სეზონის crocobet დიდი 10-ის ჩემპიონი გახდა. ზღვისპირელებისთვის ეს ზედიზედ მეორე ჩემპიონობაა, სულ კი თასი მეექვსედ აღმართეს, რითიც თბილისის ‘ლელოს’ გაუტოლდნენ და მოპოვებული მედლების რაოდენობით მეორე ადგილზე გადაინაცვლეს.

‘ბათუმი’ აქამდე საქართველოს ჩემპიონი 1999, 2002, 2019, 2022 და 2025 წლებში გამხდარა. შარშანდელმა ჩემპიონმა ტიტული მიჯრით მეორედ მოიპოვა. ქუთაისის ‘არესმა’ კი, რომელიც 2015 წელს დაარსდა, მედლების მოპოვება ისტორიაში პირველად მოახერხა.

ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ გამართული შეხვედრის დებიუტში ქუთაისელებმა შეცდომა დაუშვეს, რითაც გიორგი მარგალიტაძემ ისარგებლა და მე-4 წუთზე დაფიქსირებული ლელოთი ანგარიში გახსნა. ვაჟა მიქაძე გარდასახვიდან ზუსტი იყო. მე-12 წუთზე სოლომონი რაუნგე სინბინით დაისაჯა და ‘არესი’ კაცნაკლული დარჩა, მიქაძემ კი მონაგარი ჯარიმით გაზარდა.

3 წუთში ყვითელი ბარათი უკვე ბათუმელთა ფრთა პიტერ ვილიამსმა მიიღო და სანდრო ფურცხვანიძემ ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, 28-ე წუთზე კი მორიგი ჯარიმით სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანა. 33-ე წუთზე მასპინძელთა ფაზური შეტევის შემდეგ ვილიამსმა ერთი-ერთზე მცველს აჯობა მარცხენა ალამთან ლელო გაიტანა, რომელიც რთული პოზიციიდან მიქაძემ გარდასახა, ხოლო ტაიმის ბოლოს რეზი ჯინჭველაშვილმა ხაზი გაჭრა, რასაც მარგალიტაძის მეორე ლელო მოყვა და მიქაძის გარდასახვის შემდეგ პირველი ტაიმის ანგარიში დაფიქსირდა - 24:6.

მეორე ტაიმში ‘არესმა’ სიტუაციის შეცვლა სცადა, თუმცა ‘ბათუმმა’ 30 წუთის განმავლობაში თავი კარგად დაიცვა, დასკვნით 10 წუთში კი კიდევ ორი ლელო გაიტანა. 70-ე წუთზე ზურა ნინიძემ გადაცემა ჩაჭრა, ლელომდე დაახლოებით 50 მეტრი ირბინა და მისი ლელო ბუბა ნოზაძემ გარდასახა, ხოლო 5 წუთში კიდევ ერთი თერნოვერი თორნიკე გაბელაიას ლელოთი დასრულდა და ნოზაძემ გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 38:6.

ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი მარგალიტაძე გახდა, რომელიც ნამატჩევს საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ აბაშიძემ დააჯილდოვა. საქართველოს ვიცე-ჩემპიონ ქუთაისის ‘არესს’, ისტორიაში პირველი ვერცხლის მედლები ქალაქების - ქუთაისისა და ბათუმის მერებმა, შესაბამისად დავით ერემეიშვილმა და გიორგი ცინცაძემ გადასცეს.

საქართველოს ჩემპიონი ‘ბათუმი’ ოქროს მედლებით აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკანიანმა და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ დააჯილდოვეს. ‘ბათუმის’ კაპიტან ვანო ფუტკარაძეს, crocobet დიდი 10-ის ახალი თასი, რომელიც ქართული რაგბის მეგობარის, ნიკა ხვედელიძის დიზაინითა და ავტორობით დამზადდა, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დავით კაჭრავამ გადასცა.

Rugby.ge

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა

crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად

"ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა

სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"

გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება

იეგოიანის სრული მატჩი და "ექსელსიორის" მორიგი წარუმატებლობა

დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!

ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე

საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-2 დინამო (ბთ). ასკურავას გოლი-შედევრი - ლიდერი შეუჩერებელი აღარ არის

კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონეს" წაუგებელი სერია შეწყდა

გულიაშვილი შეცვლაზე შევიდა - "რასინგმა" "მალაგას" სძლია

ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-3 ტორპედო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვათ...

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!

დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა

18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან

კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს

ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს

ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა

თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს

"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ

"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად