ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-მ პენალტების სერიაში „არსენალი“ დაამარცხა.

„პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ოპტიმალური შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე. ლონდონელები კი დებიუტშივე ჰავერცმა დააწინაურა. აქედან მოყოლებული პსჟ შეტევებზე გადავიდა: კვარაცხელია რაიასთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ დაძაბულობა მაგალიაეშმა განმუხტა, კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ხელზე საკას მოხვდა - მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. „არსენალი“ თავს ჩვეულად უნარიანად იცავდა, ზონები გადაკეტილი ჰქონდა, სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა და პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

შესვენების შემდეგ თავიდან თამაშის სურათი არ შეიცვალა, ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად პარიზელები მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ. 62-ე წუთზე მოსკერამ საჯარიმოში ხვიჩა წააქცია და დემბელემ თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. ისევ გაექცა „კვარა“ მეურვეებს, დრიბლინგით წინ წაიწია, ბურთი ძელს გაარტყა და 83-ე წუთზე ლუის ენრიკემ ბარკოლათი შეცვალა. მერე ვიტინიამ ვერ უწია მიზანს, ტრავმირებული დემბელეს მაგივრად მოედანზე რამუში შევიდა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

პირველ ექსტრა ტაიმში მენდეშთან ბურთზე ბრძოლაში მადუეკე საჯარიმოში დაეცა, თუმცა არბიტრმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. ვიტინიაც დაშავდა, რომელიც ზაბარნიმ შეცვალა, ანგარიში არ შეიცვალა, პენალტების სერიაში კი პსჟ-მ გაიმარჯვა და ზედიზედ მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

ბუდაპეშტი. „პუშკაშ არენა“

პსჟ - არსენალი პენ 4:3 (ძირითადი და დამატებითი დრო 1:1)

გოლები: 0:1 ჰავერცი (6), 1:1 დემბელე (65, პენ)

რომანი
ყოჩაღ კვარა მიყვარხარ. მთელ საქართველოსაც ❤️❤️❤️🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪❤️❤️❤️. პ.ს. როგორც იქნა ვისწავლეთ ქართველებმა ჩვენის დაფასება. მადლობაააა კვარას ამ ყველაფრისთვის
Lelo
პსᲟ-Ში რო კვარაცხელია არ ᲗამაᲨობდეს Თასის მოგება კი არა მერვედფინალს ვერ გასცდებოდნენ, ᲩემფიონᲗა ლიგა კვარაცხელიამ მოაგებინა, ეს დასტურდება კვარას ᲗამაᲨიᲗ, მისი გატანილი გოლებიᲗ და საგოლე პასებიᲗ, მოპოვებული პენალტებიᲗ, ფინალში კვარამ იქონია გადამწყვეტი როლი და მან მოიპოვა პენალტი და ამან გადაწყვიტა ᲗამაᲨის ბედი, გული ორ რამეზე დამწყდა პენალტი ᲗვიᲗონ უნდა დაერტყა უეᲭველი Შეაგდებდა, და ის Ძელს მოხვედრილი კვარას რეიდის მერე უნდა გასულიყო. კვარა ნამდვილი გუნდის ლიდერია.
მირო
სამართალმა პური ჭამა.არტეტას არსენალის ანტიფეხბურთს,თავის ნახევარზე ავტობუსის ჩადგმას, პსჟ-ს მაღალი კლასის ფეხბურთია აჯობა,რა თქმა უნდა ხვიჩია დამსახურებით.გუნდი,რომელიც ფაქტიურად 4 ტაიმი იცავდა თავს,არ იმსახურებდა თასს.კვარამ შემოატრიალა უსამართლობა და ღირსეულად გაიმარჯვა.
იკა
ფინალი უკვე იყო: პსჟ-ბაიერნი 5-4
100%
გამარჯვების ფორმულა: ხ1.კ1. !
ლაშა
კვარამ გააკეთა წარმოუდგენელი იმ ტრამვის გათვალისწინებით რაც აწუხებდა და სირბილში ხელს უშლიდა. ვარჯიშზე სერიოზულად დაზიანდა. ფეხი რას უგავდა...
სიმართლე
ამას ჰქვია კვარამ პსჟ გამოაცოცხლაო.... Რაც ვერ გააკეთეს ,,სუპერ ვარსკვლავებმა,, მოიგო კვარამ....
ენძო
როგორც ბაიერნთან,ასევე ფინალში გუნდი უიმედოდ აგებდა,არ ჩანდა რა გზით შეეძლოთ თამაშის შემობრუნება და ხვიჩა მხსნელად ექცა პსჟ-ს.ვიცი შეფასებები გაგაბრაზებთ,მაგრამ არა უშავს,ჩვენ ხომ ვიცით ვინაა ამ სეზონის გმირი.მადლობა ხვიჩა გენაცვალე!

ხვიჩა უკვე ლეგენდაა , ფაქტობრივად მან დატოვა თამაშში პსჟ. არ იყვნენ დანარჩენები ავტობუსის გამრღვევი . ხვიჩას ვულოცავ . ჩვენც გაგვახარა . ძალიან ვგულშიმატკივრობდით .
zaza
მთელი თამაში კვარაცხელიას დაჭერა წარმოუდგენელია არსენალმა თავისი მაქსიმუმი დადო.ვულოცავ კვარაცხელიას და ყველა მის თაყვანისმცემლებს ამ გამარჯვებას დღეს კიდე ერთხელ დაამტკიცა რომ უდიდესი ფეხბურთელია.ტრამვა როარ მიეღო არგამოცვლიდა ენრიკე.სად იტკინა ისე ფეხი ეგრე სულრო გადატყავებული ქონდა.
ზაზა
ხვიჩას ლიგა, კიდე მოიგებს!
Achi
კვარას დამსახურებაა 90% რომ პსჟმ მოიგო და რა შეფასება დაუწერეს რავიცი რას ექცევა მეტი ყურადგება
გეგი
ყველას გილოცავთ ხალხო! ჩვენი ოქროს ბიჭის წარმატება არა მხოლოდ მისი წარმატებაა,ეს ჩვენი ქვეყნის წარმატებაცაა!
დაუნახავები - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "არსენალთან" მატჩში?
ედერსონს შეცვლის - თურქული მედიის მტკიცებით, მამარადაშვილი სტამბოლურ გუნდში გადავა
პსჟ - "არსენალი". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
პსჟ - "არსენალი". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
“კომო” ჩემპიონთან ლიგაზე საშინაო მატჩებს სხვა სტადიონზე გამართავს
ორი ესპანური ვარიანტი - ბერნარდოს ლა ლიგაში ეპატიჟებიან
ჟოზე დაბრუნდა - მოურინიომ “რეალთან” კონტრაქტი გააფორმა
საფრანგეთის ნაკრების მცველმა "ლივერპული" დატოვა და შეიძლება პსჟ-ში გადავიდეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 სპაერი. ...ეს იყო ამ თამაშის მთელი ფილოსოფია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 დინამო (ბთ). ლიდერი ისევ გაიქცა
17-წლამდელები რუმინეთში მიემგზავრებიან - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს
ფრანგი ჟურნალისტი: კვარაცხელია სტრატოსფერულია და ეპოპეა "არსენალთან" საუკეთესოდ უნდა დაასრულოს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-3 სამგურალი. ჩემპიონს ვიცე-ჩემპიონიც მიაყოლეს...
"გამაოგნებელი კვარაცხელია ასე დიდხანს რატომ დარჩა "ნაპოლიში" - გაკვირვებულია "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი
20 წ. | მესამედ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან
მარკის რიდი თურქულის სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის MVP გახდა
Le Parisien: ასეთ შემთხვევაში კვარაცხელია "ოქროს ბურთს" დაეუფლება
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
"მას ეს არ ეშლება"- პირლომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"ეს არის მიზეზი, რის გამოც ფეხბურთელებს არასდროს ვუმეგობრდები" - პეპ გვარდიოლა
"შარშან უფრო ძლიერები იყვნენ" - ვენგერმა პსჟ-ზე ისაუბრა
"გამაოგნებელი კვარაცხელია ასე დიდხანს რატომ დარჩა "ნაპოლიში" - გაკვირვებულია "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი
ფრანგი ჟურნალისტი: კვარაცხელია სტრატოსფერულია და ეპოპეა "არსენალთან" საუკეთესოდ უნდა დაასრულოს
საფრანგეთის ნაკრების მცველმა "ლივერპული" დატოვა და შეიძლება პსჟ-ში გადავიდეს
რატომ დაიწყება დღევანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალი უჩვეულო დროს - UEFA-მ განმარტება გააკეთა
"თუ "არსენალი" გაიმარჯვებს..." - ლონდონელთა ყოფილი ფეხბურთელი კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე
პსჟ - "არსენალი". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
დაუნახავები - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "არსენალთან" მატჩში?
Le Parisien: ასეთ შემთხვევაში კვარაცხელია "ოქროს ბურთს" დაეუფლება