ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იაპონია

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იაპონია

27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, საქართველო მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლებს. 2017 წელს თბილისსა და ქუთაისში გამართულმა ჩემპიონატმა, დღემდე ჩატარებულ ტურნირებს შორის, მსოფლიო რაგბისგან საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

წელს ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა 12-იდან 16-მდე გაიზარდა და შედეგად, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ქომაგს 20-20 უმაღლესი დონის თამაშის ხილვის შესაძლებლობა ექნება. ერთმანეთს შეერკინებიან მსოფლიო რაგბის 16 წამყვანი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებები, რომლებიც დაკომპლექტებული არიან იმ ამომავალი ვარსკვლავებით, რომლებიც მომავალში არაერთ დაუვიწყარ წუთს გვაჩუქებენ - უკვე კაცთა რაგბში!

2008 წელს დაარსებულმა 20-წლამდელთა ჩემპიონატმა, ელიტურ რაგბს უკვე გამოუწრთო 500-ზე მეტი უმაღლესი დონის მორაგბე. მათგან რამდენიმე ათეული მოთამაშე, საკუთარი ჯადოქრობით სამუდამოდ იპყრობს ქომაგთა გულებს და კვირიდან კვირამდე ამყოფებს მათ მუდმივი მოლოდინის რეჟიმში, რათა კიდევ ერთხელ იხილონ თავიანთი კუმირის მორიგი გაელვება.

მომავალი ვარსკვლავების ახალი ტალღა, 16 ქვეყნის ჯამში 500-მდე მორაგბე, საერთაშორისო ასპარეზზე პირველად სწორედ ქართველი ქომაგის წინაშე, თბილისსა და ქუთაისში გაიბრწყინებს! არ გაუშვა ხელიდან ეს შესანიშნავი შესაძლებლობა!

იაპონია

იაპონიის-ს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მეშვიდედ თამაშობს. ის ბ ჯგუფში ახალ ზელანდიასთან, იტალიასთან და შოტლანდიასთან მოხვდა.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს იაპონია ქუთაისში, “აია არენაზე” გამართავს და 27 ივნისს, 15:30 საათზე ახალ ზელანდიას; 2 ივლისს 20:30 საათზე იტალიას; ხოლო 7 ივლისს 15:30 საათზე შოტლანდიას ეთამაშება, რის შემდეგაც, ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით, შესაბამის ფლეი ოფში (ნახევარფინალი და ფინალი) გადაინაცვლებს.

მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იაპონიამ საუკეთესო შედეგი 2015 წელს აჩვენა, როდესაც იტალიაში მე-10 ადგილი დაიკავა. ორჯერ - 2008 და 2009 წლებში (როდესაც ჩემპიონატი 16-გუნდიანი იყო), ის ბოლოსწინა მე-15 ადგილზე გავიდა. ექვსი ტურნირის ჯამში, იაპონიას ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 30 თამაში აქვს ჩატარებული, საიდანაც მოიგო სამი, 27-ში კი მარცხი განიცადა.

იაპონიის-ს 20-წლამდელთა ნაკრებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა 2008 წელს ჩაატარა და საფრანგეთთან 17:53 დამარცხდა. ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით კუნძულელებმა 2024 წლის მსოფლიო რაგბის ალაფაზე (მეორე დივიზიონი) ჰონკონგი დაამარცხეს - 105:20, თავად კი 20-წლამდელთა ოკეანეთის ჩემპიონატის ფარგლებში, ახალ ზელანდიასთან დამარცხდნენ - 0:75. უშუალოდ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე იაპონია სარეკორდო სხვაობით ასევე ახალ ზელანდიასთან დამარცხდა (2018 წელს 0:67), თავად კი 2009 წელს ურუგვაის სძლია 54:17.

რაგბი იაპონიაში პოპულარობით მესამე გუნდური სახეობაა. ქვეყანაში 3600-ზე მეტი კლუბი და 126 000-ზე მეტი მოთამაშეა რეგისტრირებული, რაც ყველა სპორტის სახეობას შორის, მეოთხე მაჩვენებელია.

ცნობილია, რომ ჩვენი წელთაღრიცხვით დაახლოებით 600 წლიდან, იაპონიაში რაგბის მსგავსი თამაში - კემარი დაინერგა, რომელიც ქვეყანაში ჩინეთიდან შევიდა. ირმის ტყავისგან დამზადებული ბურთი - მარი, გუნდებს ნიშნულამდე ისე უნდა მიეტანათ, რომ ის ძირს არ დავარდნილიყო. ბოლო წლებში იაპონიაში კემარი აღდგა და მას ტრადიციულ ფორმებში გამოწყობილი მოთამაშეები თამაშობენ.

რაც შეეხება რაგბს, იოკოჰამაში პირველი თამაში 1866 წელს ფიქსირდება. თავდაპირველად მას ევროპელი მეზღვაურები და ჯარისკაცები თამაშობდნენ, ადგილობრივები კი 1899 წლიდან ჩაერთვნენ. მე-20 საუკუნის 20-იან წლებში, იაპონიაში რაგბის პოპულარობა სწრაფად გაიზარდა და რეგისტრირებულ კლუბთა რაოდენობამ 1500-ს, ხოლო მოთამაშე რიცხვმა 60-ათასს გადააჭარბა, რაც შოტლანდიის, უელსისა და ირლანდიის ერთიან მაჩვენებელზე მეტი იყო.

ზუსტად 100 წლის წინ, 1926 წელს (30 ნოემბერს) იაპონიის რაგბის კავშირი დაარსდა. ეროვნულმა ნაკრებმა, რომელსაც ადგილობრივი ყვავილის საპატივცემულოდ „საკურა“ ეწოდება, პირველი თამაში 1932 წელს კანადასთან გამართა და 9:8 დაამარცხა. 94 წლის განმავლობაში, „საკურებმა“ ყველაზე დიდი სხვაობით ჩინეთი დაამარცხეს - 155:3 (2002 წელს), თავად კი ახალ ზელანდიასთან დამარცხდნენ 1995 წლის მსოფლიო თასზე ბლუმფონტეინში (სამხრეთ აფრიკა) – 17:145.

1987 წლიდან, იაპონიამ ყველა მსოფლიო თასზე ითამაშა. აღსანიშნავია, რომ დღემდე ის აზიის ერთადერთი წარმომადგენელია, რომელსაც მსოფლიო თასზე უთამაშია (2027 წელს მას ჰონკონგი შეუერთდება). პირველ შვიდ ჩემპიონატში (2011 წლამდე) „საკურებმა“ მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგეს (ზიმბაბვესთან 1991 წელს) და ორი ფრედ დაასრულეს. 2015 წელს კი ჯგუფური ეტაპის სამი თამაში მოიგეს, მაგრამ მეოთხედფინალში ვერ გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ წელს მათ სამხრეთ აფრიკა 34:32 დაამარცხეს, რაც დღემდე ერთ-ერთ უდიდეს სენსაციად ითვლება.

2019 წელს იაპონიას მსოფლიო თასზე საუკეთესო შედეგი ქონდა - ჯგუფური ეტაპის ოთხივე თამაში მოიგო (მათ შორის ირლანდიასთან 19:12 და შოტლანდიასთან 28:21) და პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად, გავიდა 1/4-ფინალში. 2023 წლის ჩემპიონატზე გუნდმა ორი გამარჯვება იზეიმა.

არსებობის ისტორიაში, იაპონიას მსოფლიო რაგბის რეიტინგში საუკეთესო შედეგი 2019 წელს ჰქონდა, როდესაც მე-7 ადგილამდე აღზევდა. მოცემულ მომენტში ის 74.09 ქულით მე-12 ადგილს იკავებს.

Rugby.ge

რა ახლოს ვიყავით მოგებასთან - მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უელსთან დამარცხდა

20 წ. | ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელი - საქართველო

20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან

კარაგერს ესპანეთის ნაკრები არ მოსწონს

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალისტების ვინაობა ცნობილია

7-ქალა | მოლდოვაში ორიდან ორი

20 წ. | ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელი - საქართველო

27 ივნისს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება

თბილისის "დინამოში" კიდევ ერთი ახალწვეულია

პსჟ მალე ორი შემტევის გარეშე დარჩება

განელი შამანი: მთლად გულის სიღრმეში ძლიერ მიყვარს პუტინი - რუსეთისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნისათვის ყველაფერს გავაკეთებ

შენგელია ნაკრებს ხვალ შეუერთდება - როდის გამოცხადდება მამუკელაშვილი?

თბილისის "დინამომ" გვინეის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა

"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ

ჩუბინიძემ "ბორნმუთთან" პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა

ეკვადორში ზეიმია - პრეზიდენტმა დასვენების დღე გამოაცხადა

იაპონელთა მწვრთნელი: ბრაზილიის ისევ დამარცხების იმედი გვაქვს

"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა

ახალი რეკორდი პრემიერ ლიგაში - "სიტიმ" ელიოტ ანდერსონი შეიძინა

"პროფესიონალები ასე არ იქცევიან" - კინმა ალვარესი გააკრიტიკა

თურქეთი მუნდიალს 98-ე წუთზე მოპოვებული გამარჯვებით დაემშვიდობა - პარაგვაიმ და ავსტრალიამ ფრედ ითამაშეს

[VIDEOS] იაპონია ბრაზილიას, ნიდერლანდები კი მაროკოს დაუპირისპირდება - F ჯგუფის ბოლო ტური

მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ამომავალი მზის ქვეყნის მორაგბეებს მზე დაუბნელეს [VIDEO]

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი იაპონიასთან 5 ქულით წააგეს