გიორგი ჩაკვეტაძემ შეიძლება „უოტფორდი“ დატოვოს, - იტყობინებიან ინგლისური გამოცემები.

ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში ჟურნალისტმა უორენ ბიშოპმა Football League World-ში ჩაკვეტაძის შესახებ წერილი გამოაქვეყნა.

ავტორი აღნიშნავდა, რომ არაა გამორიცხული „უოტფორდმა“ ჩაკვეტაძე გაასხვისოს:

„მიუხედავად შეტევაში გავლენიანი მოთამაშის დაკარგვისა, „უოტფორდმა“ ჩაკვეტაძის გაყიდვიდან მნიშვნელოვანი თანხა უნდა მიიღოს, რაც რამდენიმე პოზიციის გაძლიერების საშუალებას მისცემს. გასულ სეზონში მან 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, თავისი უნარებით მეორე დივიზიონში მეტოქეთა რისხვა გახდა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი სამსახურით „ვულვერჰემპტონი“ და „ლესტერი“ დაინტერესდნენ.

სასარგებლო ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, კლუბმა მიღებული თანხა ფეხბურთელების შესაძენად გონივრულად უნდა დახარჯოს, რათა გუნდს პრემიერლიგაში დაბრუნების შანსი მიეცეს“.

მაშინ საფეხბურთო ექსპერტმა ჯასტინ ბიტიმ განაცხადა, რომ გუნდის გასაძლიერებლად ფულის დახარჯვაა საჭირო, ჩაკვეტაძე ყველაზე დიდი სატრანსფერო ღირებულების ფეხბურთელია, გაუკვირდება, თუ მომავალ სეზონშიც კლუბში დარჩება, თუმცა გულშემატკივრები ძალიან აფასებენ და ყოველივე საუკეთესოს უსურვებენ.

მას შემდეგ ერთ წელზე მეტი გავიდა და ახლა ოუენ უოლში the72-ში დაახლოებით იგივეს წერს: ჩაკვეტაძისთვის სეზონი წარუმატებელი გამოდგა და აუცილებელი ცვლილების გათვალისწინებით, უნდა გაყიდონ, რაც მოგების მისაღებად საუკეთესო ვარიანტია, რათა შემადგენლობის გასაძლიერებლად და პლეი-ოფში მოსახვედრად ბრძოლა შეძლონ.

ჩაკვეტაძე, ალბათ, ამჟამად ჩემპიონშიფში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, თუმცა გასულ სეზონში მისი ეფექტურობა მის შესაძლებლობებზე გაცილებით დაბალი იყო. ჩემპიონატის 29 მატჩიდან მხოლოდ 22-ში მოხვდა სასტარტოში. ქართველმა მხოლოდ 3 საგოლე გადაცემა გააკეთა და იმის აჩრდილი გახლდათ, როგორიც ერთი სეზონის წინ იყო. რათა მსგავსი სიტუაცია არ განმეორდეს, კლუბს ფინანსური მოგების მიღების მიზნით, ზაფხულში გიორგის გასხვისება მართებს.

გასული წლის ზაფხულში ჩაკვეტაძით „ვალენსია“ დაინტერესდა, „უოტფორდმა“ კი ქართველის სანაცვლოდ თითქმის 9 მილიონი ფუნტი მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ 2025/26-ის სეზონში ასპარეზობის შედეგად მისი ფასი უდავოდ შემცირდა, კლუბმა ჯერ კიდევ შეიძლება ფინანსური სარგებელი ნახოს. ჩაკვეტაძე „ვიკარიჯ როუდზე“ 2.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, ხოლო ახლა ნახევარმცველის ღირებულება ორჯერ უფრო მაღალია. ტექნიკური შესაძლებლობები გიორგის ევროპის საუკეთესო ლიგებში წარმატების საშუალებას მისცემს.

როგორც ჩანს, ამ ზაფხულში „უოტფორდი“ გაცილებით გამოცდილ ფეხბურთელებს დაიმატებს. თუ ქართველი გაიყიდება, „ჰორნეტსი“, სავარაუდოდ, მათით ისეთ ვარსკვლავებს შეავსებს, როგორებიც ნესტორი ირანკუნდა და ედოარდო ბოვე არიან“.

ჩაკვეტაძეს „უოტფორდთან“ კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 3.5 მილიონი ევროა.

ც
ჩაკვეტაძე საოცარი ნიჭის ფეხბურთელია. უბრალოდ ხასიათი აქვს ცოტა მერყევი ასე მგონია და სულ შეგონება და მხარდაჭერა სჭირდება იმ ხალხის, ვისაც სჯერა მისი და ხედავს მის ნიჭს. საოცარი ხედვა, საოცარი ტემპის ცვლილების გრძნობა, სივრცეების შეგრძნება და პასის სიზუსტე აქვს, როცა ფორმაშია. ხასიათზე თუა მთებს გადააბრუნებს. უაღრესად ნიჭიერი კაცია , მარა აკლია თითქოს ის მიზანსწრაფულობა და კონკრეტული ამოცანები, რაც უნდა დაისახოს ადამიანმა რომ მიილტვოდეს მიზნისკენ. ჩაკვეტაძეს სჭირდება ასე მგონია კარგი მწვრთნელი, ხასიათზე მუშაობა და რაღაც მოძველბიჭო, მონარკამანო სასტავებიდან სუფთა სპორტული თვითშეგნების ხალხთან მუშაობა და ყველაფერი გამოვა. მოკლედ ასე მგონია წრე არ ჰყავს შესაბამისი რა რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს. იქნებ გაიგონოს ამ კაცმა და თუ მოხვდა რომელიმე ნორმალურ გუნდში სულ თავიდან დაიწყოს ყველაფერი, მაშინ კვარას გვერდით საოცრებებს გააკეთებს ნაკრებში და გუნდშიც სულ წინ და წინ წავა. წარმატებები მას და მთელ ნაკრებს
sos
geo_team-ის ვიდეობში და ზოგადად სოც ქსელებში მასეთი შთაბეჭდილება დამიტოვა მეც!ჩაკვემაც და ქვილითაიამაც!

ჩაკვეს დიდი გულშემატკივარი ვარ,მარა არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს,თითქოს ყველაფერი ფეხებზე კიდია!
მიშა
გენტის და ბელგიელი ექმების დედა კვდარი და ცოცხალი და ა,შ მაგ ნაგვებმა და ნაბიჭვრებმა რა ფეხბურთელს დაუნფგიეს კარიერა,რომ არა ბელგიელი უვიცი და უცოდინარი ექიმები და გენტის სამედიცინო სტაფი, ეს ბიჭი კვარასავეთ რომელიღაცა ტობ გუნდში იკაშკაშებდა,,,იმ გენტის გახეული განდილების გადამკიდე მწვალობს მეორე ლიგის დამთხვეულ და მაჩანჩალა გუნდში ნაგავ გუნდში,,ამის გამო გენტი და ბელგია ზუსტად ისე მეზიზღება როგორც ნაგავი პუტინა და რუსეთი,,,,ღმერთმა ქნას ჩაკვე შენც გაგიღიმოს ბედმა დატოპ ლიგის კარგ გუნდში გადახვიდე,,, გენტის და ბელგიელი ექიმების დედაც
papai
არადა რა კლასნია, ერთი სიამოვნებაა მაგის ყურება... საწუხაროდ განვლილი კარიერის გამო დიდი გუნდი ჩაკვეს აღარ აიყვანს.
FaBro
ესპანური პრიმერას რომელიმე შუაადგილოსანის რიგებში მუდმივი პრაქტიკა ამ ეტაპზე იდეალური იქნებოდა. ესპანური ფეხბურთი იდეალურად ესადაგება მის სათამაში სტილს. გიორგის ცარიელი სივრცეების მოძებნა და მათი ათვისება კარგად შეუძლია, იდეალურია დაცვის ხაზის სწრაფად გაჭრაში და ბურთის ამოტანაში ცენტრს მაღლა, კონტრ-შეტევებზე ბურთის სწრაფად წამოღება და გამამწვავებელი გადაცემის გაკეთება შეუძლია, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი უნარია და კლუბებს მისი კალიბრის ფეხბურთელი დიდ სარგებლობას მოუტანდა. ვალენსია არ იქნებოდა ურიგო ვარიანტი, იმის გათვალისწინებით, რომ ღამურებმა წინა სეზონი მე-9 პოზიციაზე დაასრულეს და სულ ცოტა დააკლდათ ევროტურნირების ზონაში მოსახვედრად, თუმცა მსგავსი ფეხბურთელი არც სელტას, ბეტისს ან თუნდაც იმავე ვილიარეას აწყენდა, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ეს უკანასკნელი დანი პარეხომ დატოვა და გამთამაშებლის პოზიცია გუნდში ფაქტიურად ვაკანტურია. ვილიარეალს კი ყავს ხარისხიანი ნახევარდაცვის ცენტრალური ხაზი, თუმცა სწორედ ისეთ კომპონენტებში მოიკოჭლებენ, როგორებიცაა ბურთის სწრაფი წაღება და გამამწვავებელი გადაცემები ხაზებს შორის. არც გეიე, არც კომესანია და მითუმეტეს არც პარტეი ასეთი ყაიდის ფეხბურთელები არ არიან და ვილიარეალს, რომელიც მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს ჩაკვეს ტიპის ფეხბურთელი ძალზედ მოუხდებოდა. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ვილიარეალისთვისა და ვალენსიასთვის არაა უცხო ქართველი ფეხბურთელები, ასე რომ ყველაფერი შესაძლებელია...
ბიძინა
ვერ დადგა ეს ბიჭი საშუალო დონის ფეხბურთელი. ტრავმებმა არ მისცა საშუალება
უვიცი
ჩაკვემ იტალია უნდა ცადოს, სამწუხაროა ალბათ სუპერვარსკვლავის კარიერის გაკეთება გაჭირდება, თუმცა ყველა მონაცემი ჰქონდა ამისთვის.
გიორგი
ჩაკვეს და კიტეიშვილს ესპანეთი დახატავდათ!
მირო
ჩაკვეტაძეს არ უმართლებს.ტრავმებმა გაუნახევრა შესაძლებლობები.ფაქტიურად სრულ სეზონს ვერასდროს ატარებს.პირველ ტრავმამდე რომ იყო,იმ დონეს ალბათ ვერასოდეს დაუბრუნდება.
L.J.
Udineze daxatavda tan orive gunndi ert kacss ekutvnis,mosula gacvla gamocvla,italiashi achbemebs tabis maksimums mjera!!!
fsiuuuu
ჩემი მოკრძალებული აზრით ჩაკვესთვის იტალია იქნება იდეალური
სამართალი
ჩაკვეტაძე აგვისტოში 27 წლის ხდება. დროა სტაბილურად აჩვენოს კლასი ხვიჩა თებერვალში 25 წლის გახდა.
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"უოტფორდმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ზედიზედ მეხუთე მარცხი - "უოტფორდი" ჩემპიონშიფის ბოლო ტურში 0:4 განადგურდა
ჩაკვეტაძე იტალიურ გუნდში გადავიდა
ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უდინეზემ" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას სავარაუდოდ, იტალიის სერია A-ში გააგრძელებს
[VIDEO] ჩიქოვანმა "უოტფორდში" პირველი გოლი გაიტანა