26 წლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე "უოტფორდიდან" "უდინეზეში" გადავიდა.

ჩაკვეტაძემ სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივების შესაძლებლობით გააფორმა. ტრანსფერი ადვილად განხორციელდა, ვინაიდან ორივე კლუბის მფლობელი პოცოების ოჯახია.

"ჩაკვეტაძე უნივერსალური ფეხბურთელია, საქართველოს ნაკრებში საკვანძო მოთამაშეა და ჩვენი გუნდის გაძლიერება შეუძლია. დადგა დრო "ბიანკონეროში" ახალი თავგადასავალი დაიწყოს. კეთილი იყოს შენი მობრძანება, გიორგი!", - წერს უდინური კლუბის საიტი.

ჩაკვეტაძე "უოტფორდში" 2023 წლიდან თამაშობდა. transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 3.5 მილიონი ევროა. "უდინეზემ" გასული სეზონი სერია A-ში კოსტა რუნიაიჩის ხელმძღვანელობით მეათე ადგილზე დაასრულა.

ტრიბუნა A
კეთილი და პატიოსანი!
გიორგი
წარმატება, გიორგი!
გიორგი
ყველა წარმატებულმა ფეხბურთელმა მიქაუტაძის გარდა ეროვნულ ჩემპიონატში აიდგა ფეხი შეიძლება არ მოგწონდეს დონე ჩემპიონატის და ასეც არის მაგრამ აქ ბევრი რამ არის კერძო საკუთრებაში მყოფი გუნდების ფინანსურ შესაძლებობებზე დამოკიდებული ასე რომ მთავარი მიზანი უნდა იყოს ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა და ასპარეზის მიცემა რაც წაადგება ნაკრებს წარმატებების მოპოვებაში დანარჩენი ისეთი არაფერი ხდება რაც სხავა ევროპულ ლიგებში რომ არ ხდებოდეს
100%
ზიკო დაავიწყე უდინელებს გიო, მაგრად გამიხარდა. რატომღაც მგონია ეს, დასაწყისია დიდი კარიერის.
გიზოგს
რა თქმა უნდა უდინეზეს 2-ჯერ მოაგებინებს ჩემპიონთა ლიგას
ABARA
ბოლო მომენტამდე მქონდა იმის იმედი, რომ რომელიმე ესპანური კლუბი მიიწვევდა, რადგან ვფიქრობ ყველაზე მეტად ესპანურ ფეხბურთს მოერგებოდა გიორგის სტილი. სერია A მძიმე და სპეციფიური ჩემპიონატია, შემტევებისთვის იქ თავისუფალი სივრცეები ცოტაა და შეტევებიც ძირითადად სტატიკური პოზიციიდან მიმდინარეობს, ნაკლებია სწრაფი კონტრშეტევები, სადაც ვფიქრობ გიორგი საუკეთესოდ წარმოაჩენდა თავს. უკეთესი ვარიანტიც შეიძლებოდა მოკლედ, თუმცა რას ვიზამთ... ამ ეტაპზე უოტფორდში დროის კარგვას ნამდვილად ჯობს უდინურ ჯლუბში გამოსვლა. იმედია ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრებს ადგილს, რაც უმთავრესია ჯანმრთელად იქნება და არაერთხელ გაგვახარებს გულშემატკივარს.
რატი
ღმერთო ტრამვები აშორე ამ ბიჭს და კვარას გაახსენებს იტალიას
გიგო პაპა
ეგრე რა! ტყუილად დაკარგა ბოლო ერთი წელი ინგლისში. ეხლა შეუბერავს იტალიაში და გოლებითაც გაგვახარებს.
გიზოგ
გიორგი, შენ ნამდვილად შეგიძლია კვარას შედეგები გაიმეორო იტალიის ჩემპიონატში. გილოცავ ახალ გუნდში გადასვლას და დიდ წარმატებებს გისურვებ!!!!
nika
არაფერი სასირცხვილო მანდ არაა, სპორტია და ბევრი დეტალი ახდენს გავლენას კარიერაზე, ვისთან მოხვდები, მწვრთნელი როგორი ხასიათის იქნება, მფლობელს რა მიზნები აქვს დასახული, ფიზიკურად როგორ იქნები, სტაფი როგორი შეხვდება, გუნდელები როგორ იმუშავებენ — შეიძლება ბევრიც იშრომო და მაინც რაღაც ერთმა უიღბლობამ გადაწონოს ყველაფერი. კარგად გამოუვა ყველაფერი თუ ნაკლებად, ჩაკვე სასირცხვილო ვერ იქნება — რადგან მაღალ დონეზე აქვს აყვანილი თავისი საქმე — სასირცხვილო არიან ის ხალხი, ქართული ჩემპიონატი დღემდე ფარერებისა და მწყემსების დონეზე ქვემოთ რომ ჩამოიყვანეს, ხალხის ბიუჯეტს რომ ხრავენ და თავისი საქმის გაგნებაში რომ არ არიან, მაქსიმუმ კუშები შეათანხმონ. ეგენი არიან სასირცვილოც და დასასჯელიც
alexandre
გიორგი, გილოცავ. უდინეზე მშვენიერი გუნდია. დარწმუნებული ვარ შენ ბრწყინვალედ ითამაშებ. სულ წარმატებული იყავი, მრავალჯერ გაიხარე და გაახარე შენი სამშობლო, ყველა ქართველი გულშემატკივარი.
ირაკლი17
შეუბერე ჩაკ! დარწმუნებული ვარ დაგლიჯავს გიო.
შუშის ბიჭი გიო
ვნატრობ 1-2 სეზონო სერიოზული ტრამვა აღარ მიიღოს. იქნებ სასწაული მოხდეს. წარმატება გიოს.

გიორგისათვის კლუბის და ლიგის შეცვლა,აუცილებელი იყო.რა თქმა უნდა პრემიერ ლიგა გვერჩია,მაგრამ არც სერია ა არის ცუდი და თუ როგორმე გაიხსნა,აქედან ყურადღების მიქცევა და უკეთეს კლუბში გადასვლაც უფრო ადვილი იქნება.ჩვენ,ყველამ ვიცით მისი შესაძლებლობების შესახებ,მაგრამ არ ვიცით,რის საშუალებას აძლევს,ტრავმის შემდგომი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.უდინეზე უფრო მაღალი დონეც არის და თავის შემოწმების საშუალებაც.თუ ჯანმრთელობამ გაქაჩა,უფრო მაღლა ასვლაზე ფიქრიც შეუძლია.
ვაჟა მასწავლებელი
აბა შენ იცი, ხომ იცი რასაც ველით შენგან? არ შეირცხვინო თავი, გაუფრთხილი კვარას დანატოვარს და დატოვე შენი კვალი იტალიაში!
"სენტ-ეტიენი" დავითაშვილის იტალიურ კლუბში გადასვლას აბრკოლებს - Geo Team-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჩაკვეტაძეს ნაკრებში მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა
ჩინებული ამბავი: საზონოვმა და კვარაცხელიამ შეიძლება ისევ ერთ ჩემპიონატში ითამაშონ
[VIDEO] ინგლისმა ბელინგემის დუბლით ნორვეგიას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი: საქართველო შვეიცარიასთან დამარცხდა
მშვიდობით თუ ნახვამდის? - კურტუამ კომენტარი გააკეთა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საქართველომ უკრაინასთან მარცხით დაიწყო
"იქამდე იქნება საუკეთესო, სადამდეც თავად გადაწყვეტს" - სკალონიმ მესიზე ისაუბრა
"საფრანგეთის რატომ უნდა გვეშინოდეს? მათ ბოლო ორი მატჩი მოვუგეთ" - ლამინ იამალი
უარი 50 მილიონზე - ვემბანიამამ "სპურსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ჩელენჯ თასი | ბრიტანელებთან თბილისში, ტოპ 14-ის გუნდებთან საფრანგეთში
ჩინებული ამბავი: საზონოვმა და კვარაცხელიამ შეიძლება ისევ ერთ ჩემპიონატში ითამაშონ
[VIDEO] გაჭირვების ტალკვესია - ესპანეთი მომდევნო ეტაპზე ისევ შეცვლაზე შესულმა მერინომ გაიყვანა
[VIDEO] ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები პოლიციის კორდონის გარღვევას და ქართველ მებრძოლებთან დაპირისპირებას შეეცადნენ - ინციდენტი RAF-ის პრესკონფერენციაზე
"დილას" მწვრთნელი: ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ - ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის
[VIDEO] აზრის გიგანტი: კასპარიანმა განაცხადა, რომ აშშ ორ ქვეყანას ეთამაშა - ბოსნიას და ჰერცეგოვინას
"გაყარეთ მაროკოელები ევროპიდან უკან აფრიკის უდაბნოში" - ნიდერლანდელი დეპუტატი აღშფოთებულია
"შავი ლომი" 12 მოთამაშით გაძლიერდა - მათგან ორი ლეგიონერია
დეშამი: ბევრი მბაპეს დიქტატორად მიიჩნევს
შეთანხმებასთან ახლოს - კლოპი გერმანიის ნაკრებს 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაწვრთნის
მბაპეს რეკორდები - საფრანგეთს და "რეალის" ფორვარდს ვერ აჩერებენ
მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა
ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
Geo Team: გიორგი ჩაკვეტაძე ბაჰრეინთან მატჩს გამოტოვებს
ოფიციალურად - გოგლიჩიძე ზაფხულამდე "უოტფორდში" ითამაშებს
"უოტფორდმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
ჩაკვეტაძის 62 წუთი და "უოტფორდის" ზედიზედ მესამე მარცხი
ჩაკვეტაძეს ნაკრებში მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
გოგლიჩიძე დიდი ალბათობით, კარიერას ინგლისში გააგრძელებს
ზედიზედ მეხუთე მარცხი - "უოტფორდი" ჩემპიონშიფის ბოლო ტურში 0:4 განადგურდა
[VIDEO] "მილანის" ფანებმა რაფაელ ლეაოს დაუსტვინეს
"ჩაკვეტაძე გასული სეზონის აჩრდილი იყო - ტექნიკური შესაძლებლობები გიორგის ევროპის საუკეთესო ლიგებში წარმატების საშუალებას მისცემს" - ინგლისური მედია
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას სავარაუდოდ, იტალიის სერია A-ში გააგრძელებს
"ნაპოლიმ" "უდინეზეს" სძლია და სერია A-ში მეორე ადგილი დაიკავა