26 წლის ხორვატი საყრდენი ნახევარმცველი დინო სკორუპი "ტორპედოს" ფეხბურთელია, - იტყობინება კლუბის საიტი:

"დინო ბოლოს ბოსნიის მოქმედი ჩემპიონის, "ბორაცის" ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში იგი წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო და ქვეყნის ჩემპიონობის მოპოვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. საფეხბურთო კარიერა ხორვატიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბის, "ჰაიდუკის" აკადემიაში დაიწყო, რომლის სისტემაში ათ წელზე მეტი გაატარა და პროფესიონალურ ფეხბურთში პირველი ნაბიჯებიც სწორედ იქ გადადგა.

სკორუპი ხორვატიის უმაღლესი ლიგის შემდეგ გადაბარგდა ბოსნიაში, სადაც 2023/2024 წლების სეზონი ხორვატი ნახევარმცველისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. ბოსნიური "გოსკ გაბელას" მაისურით ჩატარებულ 30 შეხვედრაში მან 7 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა შეასრულა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. წარმატებული სეზონის შემდეგ სკორუპი "ბორაცს" შეუერთდა, ხოლო “ბორაციდან” ის რუმინულმა “სეფსიმ” გამოისყიდა.

ჩემპიონ "ბორაცის" რიგებში მან ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე მიიღო მონაწილეობა, კონფერენსლიგაზე კი ჯგუფური ეტაპი ითამაშა, რითაც საერთაშორისო ასპარეზზეც მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო. მას ასევე ხორვატიის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის გამოცდილება აქვს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2,5+1 სისტემით გაფორმდა".

სკორუპს 4 მატჩი აქვს ჩატარებული ხორვატიის 19-წლამდე ნაკრებში, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 300 ათასი ევროა.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
ბათუმის "დინამომ" 17 წლის მცველი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-1 დინამო (ბთ). პლაცდარმი უკეთესი გაგრძელებისთვის
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"მე ვხედავ მოხუც კაცს ყავარჯნებით, რომელსაც..." - რონალდოს დის ირონიული კომენტარი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
[VIDEO] მუნიოსმა კოლუმბიას პლეი-ოფის საგზური მოუტანა
ხორვატიამ ბუდიმირის გოლით პანამა დაამარცხა
[VIDEO] განამ ინგლისს ფრე გაუგორა
ბათუმის "დინამომ" 17 წლის მცველი დაიმატა
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება
კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-1 ტორპედო. ზედიზედ მესამე გამარჯვება, ზედიზედ მეორე მარცხი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1-2 გაგრა. გაგრელებმა "დილას" "ტორპედოც" მიაყოლეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 სპაერი. კითხვები ითხოვს პასუხებს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-3 დინამო (ბთ). ახალი იმპულსის აუცილებლობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-1 ტორპედო. ქეცბაიას პირველი მარცხი