მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ტური დასრულდა. ამ დონის ტურნირზე ყველა მაქსიმალურადაა ჩართული და ცდილობს, არაფერი გამორჩეს. ყველაფერი ეს მსჯელობასა და ანალიზს მოითხოვს, მომავლის კონტურებით.

ვინ გაგვიცრუა იმედი?

პირველი ტურისგან განსხვავებით, როცა მისი თამაშით აღფრთოვანებული ვიყავით, ახლა ყველაზე დიდი იმედგაცრუება ინგლისის ნაკრებისგან მივიღეთ. მაშინაც დავწერეთ, რომ ინგლისელებს ორ სტილში თამაში შეეძლოთ, მაგრამ რაც განასთან ვნახეთ, ეს არც პრაგმატულობით შედეგის მიღწევის უნარია და არც სხვა რამ. ტუხელის გუნდს აკლდა ფანტაზია, მრავალფეროვნება და დაცვაში მწყობრად მოთამაშე მეტოქის გატეხვის უნარი. არადა, პლეი-ოფში ასეთი მეტი მოწინააღმდეგე იქნება. გასაგებია ჰარი კეინის ფორმა, დონე და მნიშვნელობა, თუმცა გუნდის ერთ ფეხბურთელის კარგ თამაშზე ამ დოზით დამოკიდებულება, თუკი ის მესი არაა, კარგის ნიშანი ვერ იქნება.

რაც პოზიტივი გამოჩნდა, საკამა და რაშფორდმა მეტი დრო უნდა მიიღონ, თუკი მწვრთნელი თავის ახირებებში არ გაიხლართება. ტუხელს გუნდში არაბეთში მოთამაშე ტონი ჰყავს, რომელიც სხვა დროს სად უნდა გამოიყენოს, თუ არა მაშინ, როცა თამაშის სცენარი შესაცვლელია და გოლი გასატანი, რთული სათქმელია. იმავეს თქმა "ასტონ ვილას" ფორვარდ უოტკინსზეც შეიძლება.

თუ იმედგაცრუებაზე ვსაუბრობთ, ეს თურქეთის ნაკრები გამოდგა. მონტელას გუნდმა მართლაც ვერ დაიჭირა ის ემოციური მომენტი, რის შესახებაც ვთქვით და რაც ასე სჭირდებოდათ. საბოლოოდ კი თურქები არდასა თუ ჩალჰანოღლუს აფეთქებაზე დამოკიდებულები გახდნენ, მათმა შემტევებმა კი, მაგალითად, აქტეროღლუმ, საშუალო კლასიც ვერ გვაჩვენეს.

ჯერჯერობით ბელგიის ნაკრები ცუდად გამოიყურება. ჯგუფიდან გასვლას ბოლო ტურში მაინც შეძლებენ, მაგრამ ერთი შეხედვით სუსტ ჯგუფში ეს საკმარისი არაა.

ვის აღმაფრენასაც ველოდით...

პირველი ტურის შეჯამებაში როგორც ვთქვით, ესპანეთის ნაკრების რესურსი დიდია და მიუხედავად დიდი ანგარიშით გამარჯვებისა, ის ჯერ კიდევ ბოლომდე არ გვინახავს.

მეორე ტურმა აჩვენა, რომ ოლმოს ამ გუნდში დიდი ფასი გააჩნია და პირველ მატჩში მის ნაცვლად გავის გამოჩენა ცოტა უცნაურიც კი იყო.

"ფურია როხას" კარგად ჰქონდა ათვისებული ერთი მეთოდი - კონკრეტულ ფლანგზე კონცენტრირება და ამით საპირისპირო ფრთაზე სივრცეების გახსნა, რასაც დიდებულად იყენებდნენ.

იამალი და უილიამსი ჯერ კიდევ არ "დაქოქილან" და ესპანელები ისეთ გუნდს ჰგვანან, პიკს ფინალისკენ რომ მიაღწევენ.

აღმაფრენა გამოუვიდა პორტუგალიის ნაკრებსა და რონალდოს, მათი თამაში სასიამოვნო საყურებელი იყო. რა იქნება უფრო რთულ მეტოქესთან, ერთად ვნახავთ, ახლა კი რაც გამოჩნდა, მწვრთნელს ფეხბურთელებთან კარგად ჰქონდა გაანალიზსბული ვითარება, გამოხმაურებები, ლიდერ რონალდოსთან დამოკიდებილებების მნიშვნელობა და ამან შედეგი გამოიღო.

რბოლა

შესაძლოა, ჯგუფური ეტაპი დაძაბული არაა, მაგრამ დაძაბულობა ბომბარდირებს შორის შედგა.

ჯერ ლეო მესიმ გადაწყვიტა, არა მხოლოდ კლოზეს რეკორდი დაემხო, მეტზეც ეფიქრა და მისით კიდევ ერთხელ დავმტკბარიყავით; ამასობაში, არგენტინელს კილიან მბაპე არ ჩამორჩა, ვინც მუნდიალებზე განსაკუთრებული შედეგიანობით გამოირჩევა; ამასობაში, ერლინგ ჰოლანდი ამ მარაქაში დიდებულად გაერია და მეტოქეებს შიშის ზარს სცემს; რონალდო პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც მეექვსე მუნდიალზე გაიტანა; თავისი თამასა ვინისიუსსაც უჭირავს, ბოლო ამოვარდნის მიუხედავად, ამ რბოლას ჰარი კეინი აიცილებლად შეუერთდება და პლეი-ოფში ყველაფერი ახალი ძალით გაგრძელდება.

პლეი-ოფი

გერმანიის ნაკრებმა თითქოს ცოტა ხანი დაფიქრდა, უღირდა თუ არა ბრძოლა პირველი ადგილისთვის, მომავალი ბადიდან გამომდინარე, საბოლოოდ კი მაინც გადაწყვიტა, გაემარჯვა. შესაძლო მეტოქეების არჩევა თითქოს ყოველთვის ხდება და უმეტეს შემთხვევაში, კარგად არ მთავრდება.

თუკი საფრანგეთის ნაკრები ნორვეგიასთან ბოლო ტურში არ წააგებს, პირველზე გავა და მერვედფინალში გერმანიასთან გადაკვეთა ელის(ჯერ 1/16-ფინალს უნდა გაიარონ). ესპანეთის ნაკრებს პირველ ადგილზე განვიხილავთ, შესაბამისად ფინალამდე ისიც მათ გზაზეა, ამიტომაც იქნებ ფრანგებს ერჩივნოთ კიდეც, ამ მხარეს ნორვეგიელები "შემოუშვან."

ბადის ორივე მხარისთვის ძალიან საინტერესოა, ჯგუფში როგორ გადანაწილდებიან ბრაზილია და მაროკო, ასევე ნიდერლანდები და იაპონია. პლეი-ოფში ეს საკმაოდ დიდ განსხვავებას იძლევა.

ბადის მეორე მხარიდან რაც ვიცით, არგენტინისა და დიდი ალბათობით, ინგლისის ნაკრებები აქ მთავარ ამინდს შექმნიან. თუკი პორტუგალიას პირველობა და უფრო იოლი გზა სურს, კოლუმბია უნდა დაამარცხოს.

საინტერესო მესამე ტურს ველით -პლეი-ოფამდე!

[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
[VIDEO] მუნიოსმა კოლუმბიას პლეი-ოფის საგზური მოუტანა
ხორვატიამ ბუდიმირის გოლით პანამა დაამარცხა
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
ბათუმის "დინამომ" 17 წლის მცველი დაიმატა
გეგმა მესის შესაჩერებლად - იმუშავებს "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის შემუშავებული ტაქტიკა?
7-ქალა | სამი ცვლილებით მეორე ეტაპზე
შენგელიას 25 ქულა და 30-იანი მარგი ქმედების კოეფიციენტი - "ბარსელონა" დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა
სერხი რობერტო "კომოდან" წამოვიდა და თავისუფალი აგენტია
რონალდო: მესიმ ყველა დანარჩენს აჯობა
რაისმა თავისი საქმე გააკეთა - მორგან როჯერსი "არსენალს" უახლოვდება
მესი "ნოუ კამპზე" "ბარსელონას" ფორმას კიდევ ერთხელ მოირგებს? - შესაძლო მატჩზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება
უარი სუპერ შეთავაზებაზე - "გალათასარაიმ" ოსიმენი არ გაყიდა
გარიგება შედგა - იანის ანტეტოკუნმპო "მაიამი ჰიტში" ითამაშებს
[VIDEO] J ჯგუფში ბევრი კითხვის ნიშანია - ალჟირმა იორდანიას დაუქამბექა
[VIDEO] უამინდობით გამოწვეული ორსაათიანი შესვენება, მბაპეს დუბლი და საფრანგეთის ადვილი გამარჯვება ერაყთან
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 სპაერი. კითხვები ითხოვს პასუხებს...
საქართველოს ნაკრებმა იურმალაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
[VIDEO] დიდ არს ლეო! რეკორდები, ანტირეკორდიც - არგენტინამ ავსტრიასაც მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-0 რუსთავი. ლიდერის ტვირთი მძიმე აღმოჩნდა
დიდი სკანდალი არგენტინაში - იმის გამო, რომ მესის მამის გარდაცვალებაზე ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, ჟურნალისტი სამუშაოდან გაათავისუფლეს
"დისტანციურად გამოძახებულია" - ბრაზილიის პრეზიდენტმა ნეიმარს მწარედ დასცინა
[VIDEO] ბრაზილიამ ჰაიტი მარტივად დაამარცხა
"მესისთან თამაში სურდა" - კაზემირო მაიამის "ინტერში" გადავიდა
"უმადურები და აღუზრდელები" - რონალდოს დები ბობოქრობენ, ჯორჯინაც
რაფინია შეცვალეს - მისი ტრავმა ქრონიკულია
ყველაფერი მსოფლიოზე: ფავორიტები, დრო, სენსაციის მოლოდინი და პსჟ-ის ფეხბურთელები
"რაფინიასთვის მუნდიალი დასრულდა" - ესპანელი ჟურნალისტი
[VIDEO] დრო იყო, ასე აღნიშნავდა იამალი ესპანეთის მარცხს
ჰარი კეინმა მორიგი რეკორდი დაამყარა
[VIDEO] ალისონს დაშვებული შეცდომის შესახებ კითხვა არ ესიამოვნა და ინტერვიუ შეწყვიტა
[VIDEO] იამალის სადებიუტო გოლი, ოიარსაბალის დუბლი - ესპანეთმა საუდის არაბეთი გაანადგურა
[VIDEO] კაბო-ვერდე ეძახე და ესპანეთს ფრე გაუგორა
"ეს ბევრჯერ მომხდარა, შემდეგ კი კრიტიკოსები გაუჩუმებია" - ოუენს რონალდოს იმედი აქვს
[VIDEO] დიდ არს ლეო! რეკორდები, ანტირეკორდიც - არგენტინამ ავსტრიასაც მოუგო
მესი "ნოუ კამპზე" "ბარსელონას" ფორმას კიდევ ერთხელ მოირგებს? - შესაძლო მატჩზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
რონალდო: მესიმ ყველა დანარჩენს აჯობა
[VIDEO] ის არ დადის, ის დაფრინავს - მესიმ ალჟირს ჰეთ-თრიკი შეუსრულა
გეგმა მესის შესაჩერებლად - იმუშავებს "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის შემუშავებული ტაქტიკა?
[VIDEO] აკი რონალდოს გოლის გატანა დაავიწყდაო - პორტუგალიამ უზბეკეთს უპრობლემოდ მოუგო
[VIDEO] განამ ინგლისს ფრე გაუგორა
ინგლისმა კოსტა-რიკას უპრობლემოდ სძლია
"მე ვხედავ მოხუც კაცს ყავარჯნებით, რომელსაც..." - რონალდოს დის ირონიული კომენტარი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
[VIDEO] რონალდოს პორტუგალიამ კონგოს ვერ მოუგო...
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დიდებულ მატჩში ინგლისმა ხორვატიას სძლია
ნახევრადშიშველი ხორვატი ლამაზმანი ინგლისს გაბრდღვნით დაემუქრა - ვინ გამოვიდა გაბრდღვნილი?
მუნდიალის 1-ლი ტური: მესის დიდება, რონალდოს ბრალეულობა და დემბელეს უკან დახევა
ზინედინ ზიდანმა საფრანგეთი არად ჩააგდო და მესის მიერ დამწუხრებული შვილის დამშვიდება მოუწია
"ვიცოდით, რომ ძველებურად ვეღარ თამაშობდა, ამიტომ..." - კონგოელი ფეხბურთელი რონალდოსთან დაპირისპირებაზე
"გუნდური მოთამაშე რომ იყოს, გვერდზე გადგებოდა და ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალებას მისცემდა" - ბოატენგმა რონალდო გააკრიტიკა
"ფიფა არგენტინას მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა" - მიიჩნევს "ატლეტიკოს" ყოფილი თავდამსხმელი