საქართველოს 7-კაცამ 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი, ჰამბურგის ეტაპი მე-8 ადგილზე დაასრულა.

ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაშის მოგების შემდეგ, ფლეი ოფის სამივე შეხვედრა ბრძოლაში დავთმეთ. გუშინ 1/4-ფინალში იტალიასთან ორი ქულით ჩამორჩების (17:19) შემდეგ, ჩვენმა გუნდმა მე-5 ადგილის ნახევარფინალში გადაინაცვლა.

ესპანეთთან კარგი კონტრშეტევის შემდეგ დავით კვირიკაშვილის ძელებსშუა გატანილი ლელოთი დავწინაურდით და გარდასახვაც ზუსტი იყო. ტაიმის ბოლოს კაცნაკლულები დავრჩით, თუმცა კარგი შეტევები გვქონდა და მატის მოდებაძის ლელოთი დავწინაურდით. მაგრამ მეორე ტაიმში ლელო გავუშვით და გარდასახვაც ზუსტი იყო - 12:14.

მე-7 ადგილისთვის დიდ ბრიტანეთს შევხვდით და კარგი შეტევის შემდეგ მატის მოდებაძემ ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში ლაშა ბარბაქაძემ 5-მეტრიანთან ჯარიმა გაათამაშა, მცველი კონტაქტში დაჯაბნა და მეორე ლელო გაიტანა, თუმცა მეტოქემ ორივეჯერ გვიპასუხა და ძირითადი დრო 12:12 დასრულდა. დამატებით დროში კაცნაკლული დავრჩით, რითაც დიდმა ბრიტანეთმა ისარგებლა და ოქროს ლელოთი 17:12 გაიმარჯვა.

შედეგად, პირველი ეტაპი მე-8 ადგილზე დავასრულეთ. ჩვენი 7-კაცა რაგბი ევროპის მეორე ეტაპზე 24-26 ივლისს ხორვატიაში, სპლიტში ითამაშებს.

საქართველოს 7-კაცა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ჰამბურგში

ნიკოლოზ რეხვიაშვილი, ზურა ძნელაძე, გაგა ქევხიშვილი, ბექა სამსიანი, ლუკა ალიბეგაშვილი, დავით კვრიკაშვილი, ლაშა ბარბაქაძე, მატის მოდებაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, სოსო მათიაშვილი (კაპ.), ნიკოლოზ ნოქარაშვილი, ლაშა კაკაურიძე, საბა არჩვაძე.

Rugby.ge

Dato
მადლობა, პირველზე დავამთავრეთ ჯგუფი
თოკო
თუ არ ვცდები დაგროვილი ქულებით და სხვაობების ჯამით ვლინდება პლეიოფის თამაშები. საუკეთესო 8 გუნდიდან ყველაზე კარგი შედეგის მქონე ყველაზე ცუდს შეხვდება, შემდეგ მე-2-ე მე-7-ეს, 3-6: 4-5. როგორც ვხვდები იტალია ორ საუკეთესო მესამეადგილოსანში მოხვდა, ჩვენ კი პირველზე ან მეორეზე განვითესეთ კარგი შედეგის გამო. დასანანია, რომ კარგი ჯგუფური შედეგის მერე ასე დავმარცხდით, თუმცა გუნდის ჩამოყალიბების და ტრაექტორიის ნიშნები ჩანს.
Dato
თუ იცით ვინმემ ამიხსენით იტალია ჩვენ ჯგუფში იყო და ისევ იტალიას რატომ ვეთამაშეთ ჯგუფური ეტაპის მერე ეგრევე

ძალები დაახლოებით 10-11 წუთი გვკმაროდა,მერე კი თამაში გვეშლებოდა და საბოლოო ჯამი ვმარცდებოდით.სოსო მათიაშვილს ტრავმა აწუხებდა და დღეს ფაქტობრივად ვერ დაგვეხმარა.ფიზიკა 14 წუთამდე სამყოფელად თუ გავიუმჯობესეთ,ოთხეულზეც წარმატებით ვიბრძოლებთ.ვისთანაც ვითამაშეთ,თამაშში ვერავინ გვჯობნიდა და ეს ნაკლი თუ გამოვასწორეთ,მათ ყველას მოვუგებთ.ბოჭვიდან ბურთის ამოგდებას ორი ხელით ვცდილობთ და ცალი ხელით ამოგდება თუ აითვისეს ბიჭებმა,ისეთ უპირატესობას მოგვცემს,თამაშის სისწრაფეში,რომ დღევანდელი ფიზმომზადებითაც კი,რაც წავაგეთ,იმასაც არ წავაგებდით.რა თქმა უნდა ასე ადვილი არ არის შეჩვეულის გადაჩვევა და შეუჩვევლის დაჩვევა,მაგრამ თუ შევძელით,ძალიან დაგვეხმარება.
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
[VIDEO] იყო თუ არა მაკარიძის კარში დასანიშნი პენალტი და გასაუქმებელი ტიბუეს გატანილი? - "იბერია 1999"-მა "კოპენჰაგენთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ისტორიაში - კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა