საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა, ხორვატიის ქალაქ სპლიტში მიმდინარე რაგბი ევროპის მეორე ეტაპის პირველ სათამაშო დღეს, ბ ჯგუფის ორი ლიდერი დაამარცხა!

პორტუგალია და საფრანგეთი 2023 წლის შემდეგ დამარცხებული არ გვყავდა, დღეს კი ეს სამწლიანი ციკლი წარმატებით შევცვალეთ. გიორგი ნოზაძის შეგირდებმა პირველ მატჩში პორტუგალიას 28:14, ხოლო მეორეში საფრანგეთს 17:12 მოუგეს და თასის ნახევარფინალში თამაში დაიბევეს.

პირველი თამაში პორტუგალიასთან გვქონდა, რომელმაც პირველ ეტაპზე მე-5 ადგილი დაიკავა. საქართველო ინიციატივას თავიდანვე დაეუფლა და უპირატესობას მთელი პირველი ტაიმი ფლობდა. ერთწუთიანი შეტევის შემდეგ, გიორგი ჯობავამ ხაზი გაჭრა და ლელოთი დაგვაწინაურა, გიორგი ბაბუნაშვილმა კი გარდასახა. ტაიმის ბოლოს, ცენტრში ჯარიმის გათამაშების შემდეგ, ზაურ ლუტიძემ სისწრაფეში მიიღო ბურთი, ხაზი გაჭრა და მისი ლელო ბაბუნაშვილმა კვლავ ზუსტად გარდასახა - 14:0.

მეორე ტაიმში პორტუგალიამ ერთი გარდასახული ლელო გაქვითა, თუმცა თამაში რომ განახლდა, ყველასთვის მოულოდნელად რაქიდან ოთარ მეტრეველმა შეუტია და თავისივე ლელო გარდასახა. მეტოქემ მატჩის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე სხვაობა კვლავ 7 ქულამდე დაიყვანა, თუმცა საპასუხო შეტევისას, ორჯერ კარგი კონტაქტის შემდეგ ბურთი ფრთაზე ჩავიტანეთ, სადაც საბა არჩვაძემ ფეხით ითამაშა, მას თავად მიყვა და ლელოში დაამიწა. მეტრეველმა გარდასახა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 28:14.

პირველი ეტაპის ფინალისტი საფრანგეთი მეორე მატჩში ლელოთი დაწინაურდა. მე-5 წუთზე ზურა ძნელაძე მბოჭავს ფიზიკური ძალის გამოყენებით დაუსხლტა და მისი საპასუხო ლელო გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახა. ტაიმის ბოლოს ძალიან კარგი შეტევა გვქონდა, რამდენიმე კონტაქტის შემდეგ, ბურთი ფრთაზე სწრაფად ჩავათამაშეთ და ლუკა ალიბეგაშვილმა ლელოთი ტაიმი 12:5 მოგვაგებინა.

მეორე ტაიმში საფრანგეთმა წონასწორობა აღადგინა და მატჩის ბოლოს რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. ჩვენი შეტევის შემდეგ წარმოქმნილ კონფლიქტს, სინბინით ჩვენი ორი და მეტოქის ერთი მორაგბე სინბინით შეეწირა. ხუთმა ქართველმა ერთით მეტ მეტოქეს ბურთი აართვა, ხელდახელ შეუტია, ბოლოს ფრთაზე ძნელაძემ მბოჭავი ფიზიკურად დაჩაგრა და გამარჯვების ლელო გაიტანა - 17:12.

ამ მოგებით საქართველომ თასის მეოთხედფინალში თამაში უკვე დაიბევა. დღეს ჩვენი გუნდი ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩს ლიეტუვასთან ჩვენი დროით 15:14 საათზე გამართავს. პირველ დღეს ლიეტუვას საფრანგეთმა 38:5, ხოლო პორტუგალიამ 26:0 მოუგო.

საქართველოს 7-კაცა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე სპლიტში (ხორვატია)

ზურა ძნელაძე, დავით ხუროშვილი, ნიკოლოზ რეხვიაშვილი, ოთარ მეტრეველი, ლუკა ალიბეგაშვილი, ლაშა ბარბაქაძე, საბა არჩვაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, ვაჟა მიქაძე, რევაზ ხარაზიშვილი, დავით კვრიკაშვილი, გიორგი ჯობავა, ზაურ ლუტიძე.

Rugby.ge

7-კაცა | სამი წლის შემდეგ - პორტუგალია და საფრანგეთი დამარცხებულია!
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გუნდმა ჩინეთში მონტენეგრო დაამარცხა
საქართველოს 18-წლამდელ ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ქეცბაიას ლიეტუველებმა დიდი გამარჯვების სტრატეგი უწოდეს - მან თორნიკე კვარაცხელია შეაქო
საქართველოს ნაკრებმა ჩინეთში, ჰაიკოუს Wuyuanhe Gymnasium-ში ივარჯიშა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ ხორვატიაში გაემგზავრა
7-კაცა | ხვალ მეორე ეტაპს ვიწყებთ
[VIDEO] ძლივს ვნახეთ ქართული კლუბის კარგი თამაში - ქეცბაიას "დინამომ" "ჟალგირისს" დამაჯერებლად მოუგო
0:4 - "დილა" სახლში "აპოლონს" ვერ გაუმკლავდა
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
ადეიემი "დორტმუნდიდან" "ბარსელონაში" გადავიდა
ხვალ კლოპს გერმანიის ნაკრების მწვრთნელად გამოაცხადებენ
"ყველა თეთრია - ჩვენი ნაკრებისადმი სიძულივილი ამითაა გამოწვეული" - არგენტინელი პოლიტიკოსი
პსჟ ზაბარნის შეძენას ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდებს სთავაზობს
[VIDEO] როგორ აღნიშნა ილია თოფურიამ ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონობა
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
TMW: "ატალანტა" დავითაშვილის შეძენას ამ შემთხვევაში შეეცდება
ნეიმარი თავისი კლუბის მატჩის დღეს პოკერის ტურნირს თამაშობდა
შეთანხმებას მიაღწია - როდრის კარიერის გაგრძელება "რეალში" სურს