მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ნორვეგიამ ბრაზილიას 2:1 მოუგო და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში.

დებიუტში ბერგმა გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. ბრაზილიამ შეტევებით უპასუხა, საჯარიმოში კუნია აიერმა წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა, გიმარაეშის დარტყმული კი ნიულანდმა მოიგერია. თამაში თანაბარი იყო, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

58-ე წუთზე კუნია ენდრიკმა შეცვალა, რომელიც მალე ვინისიუსმა ნიულანდთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა მან ბურთი მიზანს ააცილა. შემდეგ ნიულანდმა კიდევ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. 68-ე წუთზე ანჩელოტიმ მოედანზე ნეიმარი შეუშვა. 79-ე წუთზე სკელერუპის მიერ ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთზე ჰოლანმა მაგალიაეშს დაასწრო და თავურით დალაშქრა ალისონის კარი. 86-ე წუთზე ნიულანდმა კარში რიკოშეტით წასული ბურთი საოცარ ნახტომში მოიგერია. მერე ჰოლანმა დუბლი შეასრულა. კომპენსირებულ დროში ნეიმარმა თერთმეტმეტრიანით ანგარიში შეამცირა და ნორვეგიამ გაიმარჯვა.

ნორვეგია 12 ივლისს, მეოთხედფინალში, მექსიკასა და ინგლისს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ისტ რატერფორდი. „მეტლაიფ სთედიუმი“

ბრაზილია - ნორვეგია 1:2

გოლები: 0:1 ჰოლანი (79), 0:2 ჰოლანი (90), 1:2 ნეიმარი (90+10, პენ)

გამოუყენებელი პენალტი: გიმარაეში (14, ბრაზილია)

- ჰოლანმა მიმდინარე ტურნირზე 7 გოლი გაიტანა და მესისთან და მბაპესთან ერთად ბომბარდირია.

- ჰოლანის ანგარიშზე ეროვნულ გუნდში 54 მატჩში 62 გოლია.

- გიმარაეში ბოლო 40 წელიწადში პირველი ბრაზილიელი ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალებზე პენალტი ვერ გამოიყენა.

- ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატებზე ბურთის ფლობის საკუთარი ანტირეკორდი განაახლა - 34%.

ფეოლა
ანჩელოტიმდე ვის კრამიტებს აუტეხეს ლაწალუწი რო?
912
ყველა მხრიდან ატენეს პენალტები მაგრამ არ გამოუვიდათ
გეგი
ვინმეს იმედი ჰქონდა რომ ბრაზილია რამეს იზამდა?რა ანჩელოტი რის ნეიმარი ღადაობთ?ყველაზე უსუსური ნაკრები რაც კი ისტორიაში ჰყოლია ბრაზილიას აი ეს არის და სანამ ანჩელოტი იქნება სულ ასე იქნებიან.
ცირკი და სკანდალი - თეთრი სახლიდან ზარის შემდეგ, ამერიკელ ფეხბურთელს წითელი ბარათი გაუუქმეს
"ყველაფერი თქვენი თვალით დაინახეთ. ამის სათადარიგოთა სკამიდან ყურება უფრო რთული იყო" - შერკი
[VIDEO] "ამის გამო, მბაპეზე მაგრად გავბრაზდი" - პარაგვაელთა მეკარე მარცხის შემდეგ
დუმფრისი "ინტერიდან" "რეალში" გადავიდა
"ალეგრისთვის ხელშეუხებელია" - დე ბრუინი "ნაპოლიში" რჩება
[VIDEO] საფრანგეთმა ექსტრემალურ პირობებში ექსტრემალურ პარაგვაის სძლია და 1/4-ფინალში მაროკოს დაუპირისპირდება
7-კაცა | მე-5 ადგილისთვის ესპანეთს ვეთამაშებით
"დილაში" გერმანელი მცველი ითამაშებს
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე სტუმრად ურუგვაის მოუგო
[VIDEO] მაროკომ კანადას მოუგო და მეოთხედფინალში მეტოქეს ელოდება
გენერალური რეპეტიცია ესპანეთის წინ: ჯიკიჩმა შემადგენლობა უცვლელი დატოვა
ჰოლანი: ბრაზილიასთან განსაკუთრებული შეხვედრა იქნება
მექვაბიშვილმა შეიძლება ლევანდოვსკისთან ერთად შეუტიოს
დოვბიკი მიქაუტაძის თანაგუნდელი აღარ გახდება? - უკრაინელი შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს
კლოპმა დაადასტურა - "ლივერპულის" ყოფილი თავკაცი გერმანიის საფეხბურთო ასოციაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
მეექვსე მწვრთნელი რონალდოს პერიოდში - "ალ-ნასრი" პოსტეკოღლუს ჩააბარეს
კვლავ ბათუმის "დინამოში" - სანდრო ალთუნაშვილი საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა
UEFA-მ FIFA-ს შემოღებულ წესზე უარი თქვა - მსაჯები ევროტურნირებზე მუნდიალისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ
ქოჩორაშვილი და დავითაშვილი კლუბშიც ერთად? - რას წერს Central 90 ზურიკოს "სპორტინგში" შესაძლო ტრანსფერზე
"ძალიან რთული მეტოქეა" - კაბო-ვერდე მესიმაც კი აღიარა
[VIDEO] კოლუმბიამ განა დაამარცხა და შვეიცარიას დაუპირისპირდება
[VIDEO] კინაღამ სასწაული მოხდა. მესის რეკორდები - არგენტინამ კაბო-ვერდეს ძლივს მოუგო
7-კაცამ ჩემპიონატი ბელგიისა და იტალიის ძლევით გახსნა
[VIDEOS] დემბელეს ჰეთ-თრიკი - საფრანგეთმა გადახალისებულ ნორვეგიას სძლია და ჯგუფიდან ქულათა მაქსიმუმით გავიდა
[VIDEO] ჰოლანის დუბლი - ნორვეგიამ ერაყს მოუგო
[VIDEO] ჰოლანის გოლით ნორვეგიამ კოტ-დ'ივუარს სძლია და 1/8-ფინალში ბრაზილიას შეხვდება
პრობლემები და უპირატესობები პლეი-ოფში - შესაძლო მეოთხედფინალები
ჰოლანი: ბრაზილიასთან განსაკუთრებული შეხვედრა იქნება
ატყდა დავიდარაბა - ჩილავერტმა საფრანგეთს აფრიკის ნაკრები უწოდა
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
ჰოლანმა რქებიანი ჩაფხუტი დაიხურა - როდრიგომ ბრაზილიასთან დასვენება ურჩია
[VIDEO] 5-გოლიანი დრამა - ჰოლანის დუბლით ნორვეგიამ პლეი-ოფი გაინაღდა