მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში მასპინძელი აშშ-ს ნაკრები ბელგიასთან 1:4 დამარცხდა.

მე-9 წუთზე ანგარიში დე კეტელარემ ანგარიში გახსნა. 31-ე წუთზე აშშ-ს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ტილმანმა საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა. 33-ე წუთზე დე კეტელარემ დუბლი შეასრულა.

მეორე ტაიმში უფრო აქტიური კვლავ რუდი გარსიას გუნდი იყო. 57-ე წუთზე ვანაკენმა აშშ-ს ნაკრების მეკარის, ფრისის შეცდომით ისარგებლა და ცარიელ კარში გაიტანა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი რომელუ ლუკაკუმ დააფიქსირა.

ბელგიის ნაკრები ტურნირის მეოთხედფინალში, ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 10 ივლისს გაიმართება.

სიეტლი. „ლიუმენ ფილდი“

აშშ - ბელგია 1:4

გოლები: 0:1 დე კეტელარე (9), 1:1 ტილმანი (31), 1:2 დე კეტელარე (33), 1:3 ვანაკენი (57), 1:4 ლუკაკუ (90+3)

დავით 67
ილია ვერ იტყვის სიმართლეს და მხოლოდ შენ მართლის მთქმელი რა. დანარჩენი ყველა მშიშრები. არაფერს ვამტკიცებ მე პირადად. სწორედ ილიას კომენტარს ველოდები. რომ მომჯობინდება ის ყველაფერს იტყვის, მე მხოლოდ მისი მჯერავს.
დავით 67
მე პირიქით ვიტყოდი. შესანიშნავი ჩემპიონატია და კარგადაც ატარებს ამერიკა. სხვანაირად არც შეიძლება მოხდეს. ტრამპი ამერიკა არ არის. კონსტიტუციაა გარანტი ქვეყნის. მიუხედავად ტრამპის სამარცხვინო ქმედებისა ამ ქვეყანას არაფერი დაუშავდება მთლიანობაში. ვინც ჩემპიონატზეა იქ ყველა კმაყოფილია. ბილეთის სიძვირე გახნით მატჩში იყო და ნახევარფინალები და ფინალია ძვირი. უსაფრთხოების ზომები დაცულია უმაღლეს დონეზე. ამას რატომღაც არავინ აღნიშნავს. ბელგია სჯობდა და გავიდა კიდეც,არც იყო სხვა მცდელობები, რომ ძალად გაეყვანათ აშშ, როგორც 1978ში გაათრიეს არგენტინა. ფეხბურთს თან ახლავს კორუფციაც პროტექციაც და ა.შ.მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებად ეხება არასაფეხბურთო ქვეყნებს, მითუმეტეს ამერიკას
ცნობის ფურცელი
გომოცემულია ფიფას სპეციალური განკარგულება აშშ-ს და ბელგიის ნაკრებებს შორის დაფიქისრებული შედეგის საჯარო რეგისტრაციაში ცლილების შეტანის შესახებ: კერძოდ, გაუქმდეს არსებული ჩანაწერი აშშ-VS ბელგია 1:4 და ყველა საჯარო ისვრცეში დარეგისტრირდეს ჩანაწერი აშშ-VS ბელგია 4:1. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება

ძალიან კარგი ქართული მხატვრული ფილმია„ღიმილის ბიჭები“,სადაცსადაც ახალგაზრდა ბიჭი და მღვდელი განიხილავენ,ფაშისტური გერმანიის თავდასხმა,საბჭოთა კავშირზე.გერმანელები ვერ გაიმარჯვებენ,ამბობს მამაო და ბიჭის შეკითხვაზე,რატომო,პასუხობს:„სიმართლე არა აქვთ და იმიტომ“!სიმართლე არ ჰქონდათ ამერიკელებს და ამან,ბელგიელები,რომლის ოქროს თაობის რამდენიმე წარმომადგენელი,კიდევ თამაშობენ ამ ჩემპიონატში,ისე შეჰკრა და გააერთიანა,რომ ამერიკელების სიმპათიურ ნაკრებს,შანსი აღარ ჰქონდათ.არც ამერიკის ნაკრებს ვერჩი,მართლაც კარგი ნაკრები ჰყავდათ,არც ბალოგუნს,რომელსაც მართლაც შემთხვევით მოუვიდა საწითლე დარღვევა,მაგრამ კანონი კანონია და კანონზე ასე ძალადობა მის ჩამდენებს არ უნდა შერჩეთ და იმედია პასუხისგებაც მოუწევთ.ჯერ ირანი,ახლა ეს ამბავი,ბილეთებზე უზარამაზარი ფასები,სარეკლამო „წყლის პაუზები“ და შეიძლება ითქვას,რომ ამერიკა სამარცხვინო ჩემპიონატს ატარებს. ბელგიელების მთავარი პრობლემა,ძლიერი ფეხბურთელების არ ყოლა კი არა,მათგან ერთიანი გუნდის შექმნა იყო. ტრამპის და ინფანტინოს ამ სამარცხვინო საქციელმა,სწორედ ნაკრების წევრების ერთ მუშტად შეკვრა გამოიწვია და იქნებ ამ ერთიანობამ,ბელგიას ჩემპიონატზე სავალი გზა,კიდევ უფრო გაუხანრძლივოს კიდეც.ესპანეთი ძალიან ძლიერია,მაგრამ ბელგიელებსაც საკმაოდ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ და წარმატების ტალღაზე,იქნებ ესპანელებიც გაამწარონ.
დემბელეს დედა თამთა
და ყოველივე ამის შემდეგ, მართლა გგონიათ რომ თოფურია-გეიჯის ჩხუბი პატიოსნად ჩატარდა? თუ ასეა, მიამიტები ყოფილხართ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ვერც ილია ვერ იტყვის სიმართლეს ვერასოდეს.
არმენა
ბალოგუნიანი? ა ეს ვაფშე ჩვენი ყოფილა აშშ-მ რატო წაიღო?
კოტე
არ გაგიკვირდეთ, რომ ხვალ გაიღვიძოთ და გაიგოთ, რომ ესპანეთს აშშ ხვდება, ბევრს თუ იხტუნავებენ ესენი
გიგა
ყოჩაღ ბელგიას ამერიკას რომ მიუჩინა თავისი ადგილი ფეხბურთში.
მოცლილი
ფრიად კმაყოფილი ვარ,ბელგიამ რომ მაინც დაამარცხა ამერიკა დიდი ანგარიშით.ახლა რაღას იტყვის ტრამპი,ცირკი რომ მოაწყო:მე სპორტის წესები კარგად ვიციო,თან წითელი ბარათი რა იყო,არ ვიცოდიო. საწყალი ინფანტინიო გამოჭერილი ჰყავს-მაინც ტყუილად გააუქმებინა წითელი ბარათი.ახლა ინფანტინიოს გადადგომას მოითხოვენ.თან ფიფამ უეფას გაუგზავნა 13 პუნქტიანი სისულელე,სადაც შავზე თეთრს ამტკიცებენ... იქნება გერმანიის ნაკრებიც დააბრუნონ უკან,ძალიან გამიხარდება :-) :-).
ვანო
დარეკავს ტრამპი და აღმოჩნდება ბელგიის ნახევარ გუნდს დოპინგ ტესტი ჩაუვარდა
გოგა
კარგია, რო ამათ ჭკუა ასწავლეს, ტრამპის პონტში, თორემ ნაკრებს არაფელა ვერჩი
ჟორა წყაროზია
გაიმარჯვა ფეხბურთმა!
ნიკა
ტიპმა წითელი ბარათი გააუქმებინა ფიფას, და გჯერათ რომ თოფურიასთან აშშ დამოუკიდებლობის დღეს ყველაფერი წესების დაცვით იყო?
Geo
კალათბურთს მიაწექით ბიჭებო და ხოკეის! სოკერი არაა თქვენი სპორტი არააა!))
ჟორა
მშვენიერი პასუხი ფიფასა და ტრამპის ადმინისტრაციას.კი ვწერდი ბალოგუნი მარადონა და მესი ა არ არის და მაგის გულისთვის თავს ნუ ირცხვენთთქო.
გუგა
ბელგია, თითქოს, თამაშიდან თამაშამდე უმატებს, თუმცა ესპანეთი მოუწყობს ნამდვილ გამოცდას.
Ardiles78
ტრამპი ალბათ 3 მოგებამდე თამაშს მოითხოვს,პლეი-ოფია ბოლო-ბოლო
ესპანეთმა ფავორიტად მიჩნეული საფრანგეთი დაჯაბნა და ფინალში გავიდა
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
პსჟ სასწრაფოდ იაპონელ მეკარეს და საფრანგეთის ნაკრების მცველს შეიძენს
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20-წლამდელთა ნაკრებმა EHF-ის ჩემპიონატი მონტენეგროსთან მარცხით დაიწყო
"შიში მესისთან დაკავშირებით სასაცილოა, არგენტინა როგორ აპირებს მუნდიალის ნამდვილი სუპერვარსკვლავი შეაჩეროს?" - პირს მორგანი
ხორვატიის ნაკრებს კვლავ ბილიჩი ჩაიბარებს
გრინვუდი "ფენერბაჰჩეს" 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება
ურუგვაის ნაკრები დიეგო ფორლანმა ჩაიბარა
"პატარა ერების დიდი ოცნებები: მუნდიალი, რომელმაც ეჭვები გააქარწყლა"
შალამბერიძის ზედიზედ მეორე ფინალი და პირველად – მთავარი მსაჯის ამპლუაში
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები: U16 გოგონათა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა
"ინგლისის ნაკრები იგივეა, გონჯ ქალიშვილს რომ უთხრა - "შესანიშნავი ხარ" - ამერიკელი საფეხბურთო მიმომხილველი
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
არგენტინელთა მცველი: ტანჯვის გარეშე მოგება არ შეგვიძლია
"აფრიკული გუნდი ცუდად იქცევა - საფრანგეთში არცერთი ფრანგი არაა" - დეშამის ნაკრებს ისევ აკრიტიკებენ
მარადონას და ფოლკლენდის კუნძულების გამო შურისძიების დრო დადგა. "ვინც არ ხტუნავს - ინგლისელია" - არგენტინამ გამარჯვება იზეიმა
[VIDEO] კაცნაკლულმა აშშ-ს ნაკრებმა ბოსნია დაამარცხა
ცირკი და სკანდალი - თეთრი სახლიდან ზარის შემდეგ, ამერიკელ ფეხბურთელს წითელი ბარათი გაუუქმეს
[VIDEO] დრამა - ბელგიამ სენეგალს თითქმის წაგებული მატჩი შემოუტრიალა და მერვედფინალში გავიდა
მშვიდობით თუ ნახვამდის? - კურტუამ კომენტარი გააკეთა
იბრაჰიმოვიჩი: აშშ-ს მუნდიალის მოგება შეუძლია
"ეს ორი ადამიანი ფეხბურთის აზრზე არაა" - კლოპმა ინფანტინო და ტრამპი გაკრიტიკა
თურქეთი მუნდიალს 98-ე წუთზე მოპოვებული გამარჯვებით დაემშვიდობა - პარაგვაიმ და ავსტრალიამ ფრედ ითამაშეს
[VIDEO] აზრის გიგანტი: კასპარიანმა განაცხადა, რომ აშშ ორ ქვეყანას ეთამაშა - ბოსნიას და ჰერცეგოვინას
[VIDEO] გაჭირვების ტალკვესია - ესპანეთი მომდევნო ეტაპზე ისევ შეცვლაზე შესულმა მერინომ გაიყვანა
"ესპანეთთან ამიტომ დავმარცხდით" - რუდი გარსია