ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოასთან გასამართი შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა.

მონტევიდეოში ურუგვაისთან 41:34 გამარჯვების შემდეგ, ჩვენმა გუნდმა ჩილეში გადაინაცვლა, სადაც 11 ივლისს, ჩვენი დროით 23 საათზე, ვინა დელ მარიში სამოას შეერკინება. თამაში „ესტადიო საუსალიტოზე“ გაიმართება.

პიერ-ანრი ბრონკანმა ჩილესთან მოგებული მატჩის შემდეგ 23-კაციან განაცხადში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ახალი მოთამაშეა, ორმა კი პოზიცია შეიცვალა.

გუნდის კაპიტანმა დავით ნინიაშვილმა, რომელმაც ურუგვაისთან ცენტრში ითამაშა, ფულბეკის პოზიციაზე გადაინაცვლა, ხოლო მეორე ცენტრი გიორგი კვესელაძე ფრთაზე დადგება. მათ ნაცვლად ცენტრში თორნიკე კახოიძე და გიორგი შველიძე შეწყვილდებიან. კახოიძე მარქაფიდან დაწინაურდა, შველიძეს კი მონტევიდეოში არ უთამაშია.

უცვლელია ღერძი, სადაც თამაშს ვასილ ლობჟანიძე და ლუკა მატკავა იწყებენ. ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა აკაკი ტაბუცაძემ.

ნინიაშვილისთვის, რომელსაც 24 წელი 14 ივლისს უსრულდება, ეს 50-ე სანაკრებო მატჩი იქნება. აქამდე მის ანგარიშზე 114 ქულაა. 106-ე კეპს მოიხვეჭს 29 წლის ვასილ ლობჟანიძე, რომელიც საქართველოს ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდენობით მე-4 ადგილზეა.

ორი ცვლილებაა შერკინების ხაზშიც. თამაშს იწყებს ინგლისის ვიცე-ჩემპიონი, ბურჯი ბაჩუკი ჭუმბაძე, რომელიც ერთი კვირის წინ მარქაფაში იყო. ასევე მარქაფიდან დაწინაურდა მეორეხაზელი გიორგი ჯავახია. კვლავ დამწყებთა შორის არიან ბურჯი გიორგი ახალაძე, კვაჭი ნიკოლოზ სუთიძე, მეორეხაზელი მიხეილ ბაბუნაშვილი და მესამეხაზელები - ბექა შვანგირაძე, ლუკა ივანიშვილი და თორნიკე ჯალაღონია.

სამი ახალი სახეა მარქაფაში. ურუგვაისთან არ უთამაშიათ და ახლა შეცვლაზე არიან კვაჭი ვახტანგ ჯინჭარაძე, მესამეხაზელი იოანე იაშაღაშვილი და მგეზავი თედო აბჟანდაძე. კვლავ თადარიგში არიან ბურჯი ნიკა აბულაძე, მეორე ხაზელი ლადო ჩაჩანიძე, მესამე ხაზელი ილია სპანდერაშვილი და ჰავბეკი მიხეილ ალანია. მონტენეგროში დამწყებთა შორის იყო და ახლა მარქაფაშია ბურჯი ალექსანდრე ქუნთელია.

ბრონკანმა მარქაფაში ამჯერადაც 6 მორკინალი და ორი ხაზის მოთამაშე გაამწესა.

ერთი კვირის წინ ერთა თასის პირველი შეხვედრა გამართა სამოამაც და მანაც ბონუს ქულით გაიმარჯვა. წყნარი ოკეანის კუნძლელები ჩილეში ჰონკონგს შეხვდნენ, 10 ლელო გაუტანეს და 66:19 დაამარცხეს.

მსოფლიო რაგბის ერთა თასი. II რაუნდი

ჩილე. ვინა დელ მარი. „ესტადიო საუსალიტო“. 23:00 (საქ. დრო)

საქართველო - სამოა

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (კაპ.), 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი შველიძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. გიორგი კვესელაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე, 2. ნიკოლოზ სუთიძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გიორგი ჯავახია, 6. ბექა შვანგირაძე, 7. ლუკა ივანიშვილი, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე, 17. ნიკა აბულაძე, 18. ალექსანდრე ქუნთელია, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. ილია სპანდერაშვილი, 21. იოანე იაშაღაშვილი; 22. მიხეილ ალანია, 23. თედო აბჟანდაძე.

თოკო
კვესელაძეს 2019 წლის მსოფლიო აქვს ფრთაზე ნათამაშები, მაგ მსოფლიომდე 3-ჯერ ითამაშა ფრთაზე ნაკრებში და გრენობლშიც ამ სეზონში სამჯერ ფრთაზე დაიწყო. შველიძემ რაც რაგბი ევროპა ითამაშა ყველგან ძირითადიდში იყო...

ახალი მწვრთნელი,უკანახაზელებს,სხვადასხვა პოზიციაზე ათამაშებს,ალბათ ცდილობს,აუცილებლობის შემთხვევაში,განსხვავებულ პოზიციაზე თამაშის გამოცდილება ჰქონდეთ.მისაღები გადაწყვეტილებაა,ქულების დაკარგვად თუ არ დაგვიჯდება.წარმატებას და კარგ თამაშს ვუსურვებ ჩვენ ნაკრებს,ამ აუცილებლად მოსაგებ შეხვედრაში.
ნინი
საინტერესოა, კვესელაძე მგონი პირველად თამაშობს ფრთაზე. ასევე შველიძე ოფიციალურ თამაშში პირველადაა ძირითადში. ჭუმბაძეც სასტარტოში სიახლეა, ისევე როგორც ვახტანგ ჯინჭარაძე შემადგენლობაში.სასიხარულოა თედო რომ გამოჩნდა და დამტვრეული არაა. ნინიაშვილიც თავის ადგილზე დაბრუნდა, ეხლა ეს ვარიანტიც სცადა ბრონკანმა. წარმატებებს ნუსურვებ ჩვენს ნაკრებს, მოგება გვჭირდება (აუცილებელიცაა ტიერ 2-ის ყველა გუნდთან) თან რაც არ უნდა იყოს სამოა ზალიან დიდი ტრადიციების გუნდია, პირველის გარდა ყველა მსოფლიოს მონაწილეა, მეოთხედფინალებშიც გასულია და 17 მოგება აქვს ტიერ 1 -ის გუნდებთან, მათ შორის 2023 ში გასვლაზე იაპონიასთან და 2024 წელს იტალიასთან სახლში. ყველას გისურვებთ საქართველოს ნაკრების გამარჯვებას და თუ გამოვიდა ლამაზ თამაშსაც:)
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
როსის ბედი საქართველოსთან შედეგზე გადის - უნგრელებმა შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი დაითხოვონ
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
უნგრეთი - საქართველო. რთული მატჩის მოლოდინი და მეტოქის მწვრთნელი გადაყენების საშიშროების წინაშე
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
ჟირუ ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
ზაბარნი შეიძლება "ლივერპულში" ზამთარში გადავიდეს
[PHOTO] "საქართველო ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება" - უკრაინის ნაკრების ფეხბურთელის მეუღლე ჩვენს ქვეყანას ეწვია და ფოტო გამოაქვეყნა
[VIDEO] "ხვიჩამ მატჩის მიმდინარეობისას ეს მითხრა და გამეცინა" - რაზე გაეხუმრა კვარაცხელია უკრაინელთა მცველს
"ამას არ მოვითხოვ, მაგრამ გულახდილად ეს შეგვიძლია ვთქვათ..." - როტენმა კვარაცხელია გააკრიტიკა
რონალდომ ეროვნულ ნაკრებთან ერთად არ ივარჯიშა - პორტუგალიელის საქციელი ფედერაციამ განმარტა
ივან რაკიტიჩმა "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
"საქართველომ ვერ შეძლო, მეტოქემ არც მოინდომა, მაყურებელმა საათნახევარი დაკარგა" - უკრაინელი ექსპერტები იმედგაცრუებული არიან
"შავმა ლომმა" სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონს სძლია
19-წლამდე ნაკრები 2 და 5 ოქტომბერს ლატვიას დაუპირისპირდება
"თითქოს ფრე ჩვენც გვაწყობდა და ქართველებსაც - А დივიზიონში "შეძრომა" არ გვჭირდება" - კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი თამაშით გაწბილებული დარჩა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ერთი ინგლისური გრანდიდან მეორეში - სუბიმენდის სამსახურით "ჩელსი" ინტერესდება
მოურინიომ პორტუგალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი "რეალის" გამო განაცხადა
მეოთხედ იტალიის ნაკრების ისტორიაში - ძმები ესპოზიტოები "სკუადრა აძურას" ისტორიაში შევიდნენ
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო