მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური გახდა საკითხი, თუ ვინ მოიგებს 2026 წლის “ოქროს ბურთს”? ჩვენი ინტერესი გასაგებია, ძალიან გვსურს, პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღოს. იმ წელს, როცა მუნდიალი ტარდება, თითქოს ფეხბურთელს, ვინც იქ არ თამაშობს, “ოქროს ბურთის” ნაკლები შანსი აქვს, მაგრამ ახლა სიტუაცია სხვაგვარია. მივყვეთ დეტალურად.

მსოფლიო ჩემპიონატზე რამდენიმე ფეხბურთელის შთამბეჭდავი გამოსვლა ვნახეთ, მაგრამ ტურნირმა ვერ გამოავლინა ის ერთადერთი, ვისი კანდიდატურაც გამოიკვეთებოდა.

როდრი – მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელს ტრავმის გამო ცუდი და არასტაბილური საკლუბო სეზონი ჰქონდა;

მესი – ლიონელმა შესანიშნავი მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატარა, მაგრამ იქ საუკეთესოს სტატუსის არქონა და დაბალი დონის, აშშ-ის ლიგაში თამაში ლეგენდარული ფეხბურთელის შანსებს ამცირებს;

მბაპე – მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირისთვის მსოფლიო ჩემპიონობა იქნებოდა ის, რაც უპირობო ფავორიტს აქცევდა. რადგანაც მბაპე არც ესპანეთის მოქმედი ჩემპიონია და ჩემპიონთა ლიგასაც შედარებით ადრე დაემშვიდობა, მისი შანსები დიდი ნამდვილად არაა;

კეინი/ოლისე – ჰარი გამტანი იყო ყველა ტურნირზე, სადაც უთამაშია, მაგრამ ვერც ჩემპიონთა ლიგაზე და ვერც მსოფლიო ჩემპიონატზე მან გადამწყვეტ მომენტში საკუთარი სიტყვა ვერ თქვა და ტურნირებს ნახევარფინალში დაემშვიდობა. დაახლოებით იმავეს (გოლების გარდა) ვიტყოდით “ბაიერნის” კიდევ ერთ ფეხბურთელზე, ფრანგ ოლისეზე (სანიოლის ფავორიტობის მიუხედავად). აღსანიშნავია, რომ უშუალო დაპირისპირებებში ისინი კვარაცხელიამ დაჯაბნა;

დემბელე – “ოქროს ბურთის” მოქმედი მფლობელი კვლავ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, ისევ მოიგო შიდა ასპარეზზე და მსოფლიო ჩემპიონატზე 6 გოლით სოლიდური იყო, თუმცა უსმანის შანსები დაბალია;

იამალი – ტრავმირებულ იამალს იდეალური მუნდიალი არ ჰქონია და ჩემპიონთა ლიგაზეც ვერ თქვა განსაკუთრებული, გადამწყვეტი სიტყვა;

ხვიჩა კვარაცხელია – ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ფეხბურთი, ჩემპიონთა ლიგა “კვარამ” იდეალურად ჩაატარა, განსაკუთრებით კი პლეი-ოფის ანუ გადამწყვეტი ეტაპი. იმ ფონზე, როცა ამ ტურნირზე მასზე უკან მდგარმა ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატზეც ვერ წარმოჩინდნენ ისე(მაგალითად, ვერ გახდნენ ტურნირის საუკეთესო), “ოქროს ბურთის” უპირობო ფავორიტები ყოფილიყვნენ, ხვიჩას შანსები რეალურად ისევ მაღალია.

ობიექტურად, რაც ქართველის შანსებს ამცირებს, სანაკრებო წარუმატებელი წელი (2024 წელი მაინც იყოს) და საფრანგეთის ჩემპიონატის წლის გუნდში ვერ მოხვედრაა(დიდი დოზით როტაციის გამო). მთავარია, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ქართველია, ვინც პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზის მაღალ საფეხურზე აუცილებლად იქნება. პერსპექტივა აქვს “ოქროს ბურთზე” (26 ოქტომბერს ჩატარდება) გამარჯვებასაც და დაველოდოთ!..

ჟორა
იცი თუ არა, რომ კვარა წელს საფრანგეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში არ შეიყვანეს? ეს იმიტომ რომ ჩემპიონატის პირველ ნახევარშო გადაღლილი იყო, ვერ მოასწრო დასვენება და მოსამზადებელი პერიოდის გავლა და ფაქტიურად ჩააგდი სეზონის პირველი ნახევარი. ეს ჩვენ გვავიწყდება ქართველებს თუ არა იმათ არ ავიწყდებათ?

ელდარჯან შენ შეგახტა ტანიას ვანია. მოუშორებლად.
alexandre
1 კომენტარია და ისიც დისლაიქი. სასაცილოდ არ მყპფნის, რა დონეზე უნდა გძულდეს საქართველო და ქართველები.
alexandre
მშვენიერი სტატიაა. მხოლოდ ეგაა, რომ ნამეტნავად სუბიექტურ პოზიციადანაა განხილული (არ ვამბობ არაობიექტური). შენ პირს შაქარი და ძალიან გაგვახარებს ყველა ჭეშმარიტ ქართველს, სულ გაბრექილი, თავაწეული ვივლი!!! ყველა ვარიანტში ხვიჩა ძალიან მაღალ პოზიციაზე იქნება და მომავალში უფრო გაიბრწყინებს - ამის იმედი მაქვს. ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვართ ოქროს ბურთთან. ეეეჰ, 1982 წელს ყიფო რომ წაეყვანათ მსოფლიოზე, აი მაშინ ნაღდათ რეალური იქნებოდა ამ ჯილდოს მიღება...
დ
დამისახელეთ თუნდაც ერთი ფეხბურთელი, ვინც კვარაზე უკეთ ჩაატარა ამ წლის თამაშები.
giga
2 საკითხი უნდა გავარჩიოთმ იმსახურებს თუ არა და მისცემენ თუ არა. რადგან ქართველები ოპტიმისტები ვართ, იმსახურებს-ზე კიდევ შეიძლება კამათი. მიცემით, არ მისცემენ. მე როგორც მესმის, ოქროს ბურთი ხშირად ბიზნეს პროექტია და რომ მისცემენ ვინმეს, რაიმე ხეირი უნდა მოჰქონდეს - მაგალითად გაზრდოს ამერიკის ჩემპოინატის პოპულარობა(მესის შემთხვევაში) ან კიდევრ აიმე ეგეთი შედეგი მოჰქონდეს, რომ რაიმე ბიზნესს სადმე ხელს უწყობდეს. ან მესის და რომალდოს რომ აძლევდნე რიგ-რიგობით, ეგ (თუ არ მეშლება) იდეა ის იყო, რომ ასეთი 2 დიდი თამაშობს ერთ ჩემპიონატში და ერთს 500მლნ გამომწერი ყავს და მეორეს 400მლნ, და ასე შემდეგ. კვარაცხელიასთბის მიცემას რა ხეირი მოავს ვინმესთვის, სარეკლამო კონტრაქტებზე ან კიდევ რა მეზე, ვერ ვხედავ. საფრანგეთის ჩემპიონატში არც ფილია იმდენი და პსჟ-ს გარდა არცერთი რომ არ თამაშობდეს ლიგაზე, არ მგონია დიდად ვინმეს ეწყინოს.
ქართველი
ხვიჩა კვარაცხელიას ოქროს ბურთი წელსაც ეკუთვნის და მომავალი 10 წლის განმავლობაშიც წინასწარ, იმიტომ რომ მაგაზე მაგარი ფეხბურთელი არც არის და 10 წლის განმავლობაში ვერც დაიბადება!!!
l
ოქროს ბურთი ყიველთვის სუბიექტურია. და უნდა გაუქმდეს. ხვიჩა მსოფლიობდეც არ სახელდებოდა პირველ ხუთეულში. არადა რაც მაგან ლიგაზე ქნა. ეგ რო მესის ექნა ეხლა თავს გადაგვჭამდენ მაგის ქებით და უკვე გადაცემდენ ოქროს ბურთს :)
ელდარი
ხვიჩას რუბინის დროინდელი ვიდეო თუ გაქვთ ნანახი, სკამზე როა გაწოლილი და რუსულ სიმღერას მღერის ? ))) ჰოდა, ოქროს ბურთს ვერა და "ზალატოი გრამაფონს" უეჭველი დაითრევს, ერთხელაც იქნება ))))

ხვიჩა კვარაცხელიას ამ სეზონში ოქროს ბურთი ობიექტურად არ ეკუთვნის. სადაც მართლა საუკეთესო იყო იქ დამსახურებულად გახდა მვპ (ჩემპიონთა ლიგა). სამაგიეროდ ლიგა 1-ში ჰქონდა საშუალოზე დაბალი დონის სტატისტიკა: ჩატარებულ 28 მატჩში 8 გოლი 4 ასისტი. ამას, ისიც ემატება, რომ ის ვერ გავიდა მთავარ სანაკრებო ფორუმზე - მსოფლიო ჩემპიონატზე. ვერ გავიდა კი არა ახლოსაც არ ყოფილა, თურქეთთან განადგურდა, ესპანეთთან არანაირი შანსი ჰქონდა და ძალიან დაბალი დონის ბულგარეთთანაც კი 1 მატჩი წააგო
მომენატრა მოედანზე კვარა ❤️
ევროპის სუპერ თასზე 12 აგვისტოს პსჟ - ასტონ ვილას შეხვედრაში უნდა იფრინოს და საბოლოვო სიტყვა უნდა თქვას კვარამ დაჯილდოვებამდე. შანსი მართლაც არის თუმცა არც იმდენი როგორი ანალიზიც დადეთ. (სწორი ანალიზია, მაგრამ სხვა ბევრი ფაქტორებიცაა)
დავით
ჩვენ, როგორც ერმა თუ ასე გავაგრძელეთ, რომ ჩვენი ყველაფერი საუკეთესო გვეგონოს და რეალობას თვალი არ გავუსწოროთ, როგორც საზოგადოება მუდმივად წარუმატებელი ვიქნებით. რა თქმა უნდა, ჩვენს ბიჭს ვგულშემატკივრობთ და უნდა გვჯეროდეს, რომ ოქროს ბურთს უახლოეს მომავალში აუცილებლად მოიგებს, მაგრამ რეალისტები რომ ვიყოთ, წელს მბაპე და კეინი უფრო იმსახურებენ. პატრიოტიზმი არ არის თვალის დაბრმავება, როცა გასაკრიტიკებელია, პირველ რიგში შენიანი უნდა გააკრიტიკო. "მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო" - ბრძანა დიდმა ილიამ.
ობიექტურად
ობიექტურად მბაპემ ვერაფერი უნდა მოიგოს. 2018 წლის მერე დიდი არაფერი მოუგია. ცნობილი ფაქტია, რომ გუნდი სადაც მბაპე თამაშობს მარცხდება ყველა დიდ ტურნირზე. არც ისაა უბრალო დამთხვევა, რომ რაც პსჟ-დან წავიდა, პსჯ-მ 2 ჩემპიონთა ლიგა მოიგო და მადრიდის რეალმა პირიქით, ჩემპიონთა ლიგა კი არა, ვერც ესპანეთის თასი და ვერც ჩემპიონატი მოიგო. ყველაზე მეტი გოლები გააქვს, კი ბატონო, განსაკუთრებით სუსტი გუნდების რისხვაა, მაგრამ ეს გოლები მის გუნდს ჩემპიონატების მოგებაში არ ეხმარება. 19 წლის კუბარსიმ ფეხი არ გაანძრევინა.
მოითმინეთ
ვერ მიიღებს კიარა ტუზივით დაუჯდა ყველაფერი მსოფლიოზე არიყო ხალხი მაგრამ კი აიღეს ოქროს ბურთი მაგალითად ბესტი.ან კი ეკუთვნის მაგრამ არმიცემენ რას ნიშნავს ეგრე არც უეფა აღიარებდა რომ ნდომოდა.ეგკიარა გამოკითხვაში მეექვსე პოზიცია ეკავა.და აგერ ლიგის საუკეთესო გახდა ხო ფაქტია.თან იმასაც ხოაქ მნიშვნელობა როგორი გავლენა ქონდა გუნდზე და თამაშზე მონსტრია რასაც ქვია.მომავალში კიდე რა იქნება არავინ იცის თუ მოიგო ესხო მარტო კვარაცხელიას გამარჯვება ხოარ იქნება.ქვეყნის გამარჯვებაც იქნება.
duta
ნუ მაზგადრონობ
Заза
ხვიჩა ძაან მაგარი ფეხბურთელია და ეკუთვნის უბრალოდ მსოფლიოზე ვერ ითამაშა, და მე ვფიქრობ მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელობა მბაპეს ეკუთვნის ეს ჩემი პირადი აზრია, მიუხედავად ის ბევრს არ უყვარს და ტიტულები ამ წელს არ მოუგია 3 დიდი ტურნირის ბომბარდირი გახდა ჩემპიონთა ლიგის, ესპანეთის ჩემპიონატის, მსოფლიო ჩემპიონატის მეტი რაღა გააკეთოს
ეს
ახალი ტატუებით გაიგიჟებდა თავს და როგორ არ გამოჩნდება, გამოჩნდება.
ახლა
ღვთისომ როგორც ყოველთვის,ძალიან ლოგიკური არგუმენტაცია დადო, მაგრამ....აი, ამ მაგრამშია საქმე.

ოღონდ ქართული ფეხბურთის კატასტროფულ მდგომარეობაზე არაფერი თქვას არავის და ათას აბსურდულ თემებს გამოაგორებთ პერიოდულად, აგერ გუშინ ჩვენმა ჩემპიონმა უშანსოდ წააგო ერთ-ერთ უსახურ გუნდთან და ვინმემ კითხვა რომ არ დასვას ეგრევე გამოაგდეს კვარას გაცვეთილი თემა, თანაც ვითომ ანალიზით - ის რომ საფრანგეთის ჩემპიონატი რომ ჩააგდო და ნაკრებშიც ნული ირყო არაფერი!! თურმე მთავარი ლიგის ფინალში მოპოვებული პენალტია....
Ardiles78
მგონი,ხვიჩამ სუპრთასზე რომ გაიბრწყინოს 12 აგვისტოს "ვილასთან", ბევრს თავსაც შეახსენებს და შანსებსაც გაიზრდის.ვუსურვებ წარმატებას!
ბადრი
იმსახურებს, მაგრამ არ მისცემენ, მსოფლირზე რომ არ იყო იმიტომ. ჩვენთვის გულდასაწყვეტია.
თამაზ
ნუ გიყვართ ბუზის სპილოდ გადაქცევა. კვარაცხელიას ოქროს ბურთს არ მისცემენ და ეს მშვენივრად იცით. რაღა საჭიროა ეს ტყუილი აჟიოტაჟი?
"რაიო ვალეკანოში" წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო - მისმა გუნდმა "სევილიასთან" წააგო
[VIDEO] იეგოიანის საგოლე პასი ჩემპიონთან - "ექსელსიორმა" მარცხი განიცადა
ლა ლიგაში საზონოვის დებიუტი შედგა - "ხეტაფე" "ალავესთან" დამარცხდა
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
პსჟ-მ "აიაქსის" ბელგიელი გარემარბი 55 მილიონად შეიძინა
"რაიო ვალეკანოში" წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო - მისმა გუნდმა "სევილიასთან" წააგო
ლა ლიგაში საზონოვის დებიუტი შედგა - "ხეტაფე" "ალავესთან" დამარცხდა
ჩაკვეტაძის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზე" თასის 1/16-ფინალში გავიდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
"ლივერპულს" პსჟ-ს ორი შემტევის დამატება 200+ მილიონი დაუჯდება
აგენტების გამო პსჟ იაპონელ მეკარეს აღარ შეიძენს
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "ჰერტასთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] შინაურის დანდობა არ იციან - პსჟ-ს ვარჯიშზე ახალწვეულებს ასე შეხვდნენ
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
გულიტი: პირადად მე, პატივს ასეთ ფეხბურთელებს ვცემ
"გვინდა და ასეც მოხდება" - მბაპემ "რეალის" გეგმებზე ისაუბრა
გაკპომ "ტოტენჰემთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
"18 თვის განმავლობაში ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი" - მუდრიკმა დისკვალიფიკაციის პერიოდზე ისაუბრა
[VIDEO] ოსიმენმა დუბლი შეასრულა და "გალათასარაის" ფანებს მოუბოდიშა
აბუაშვილის "მეცი" "გრენობლს" ფრედ ეთამაშა
დავითაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" ისევ გაიმარჯვა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
კეინმა მიმდინარე მუნდიალზე ტუხელის მუშაობა შეაფასა
"ხანდახან ცოლს ვეუბნები, ეცადე, ზოგჯერ სახე საჯაროდ გამოაჩინო, ის კი ამას მპასუხობს..." - დემბელემ მეუღლის შესახებ ისაუბრა
L'Équipe: ოლისემ ინგლისთან მატჩის შემდეგ გასახდელში იტირა
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
სურს თუ არა პსჟ-იდან “ალ-ჰილალში” გადასვლა - დემბელემ საუდის არაბეთის კლუბს გადაწყვეტილება აცნობა
[VIDEO] ენრიკემ ამ განცხადებით პსჟ-იდან "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტი დაასახელა? - რა უთხრა ესპანელმა ვარჯიშზე ფეხბურთელებს
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ვიტინია: "ოქროს ბურთი" პსჟ-ს სამი ფეხბურთელიდან ერთ-ერთმა უნდა მოიგოს
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
“ოლისესგან 20 თვის გოგონა მყავს” - “ბაიერნის” ვარსკვლავი სკანდალში გაეხვა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
უარი საჩუქარზე - იამალმა ჩეჩენი ბლოგერისგან "ბუგატი" არ მიიღო
"ბაიერნი" კეინთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს იწყებს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ასტონ ვილასთან" მატჩში?
"გთხოვთ... "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - დუემ თანაგუნდელი გამოარჩია
"კვარავაჯოს" გზა ოქროს ბურთამდე: თანამედროვე ქართული ზღაპარი
ზაფხულის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი? - პსჟ შესაძლოა, ერთ-ერთმა ლიდერმა დატოვოს
"ოქროს ბურთის" მოგების ფავორიტია, შესანიშნავი ფეხბურთელია და ვერ შევაჩერეთ" - ემერიმ მატჩის შემდეგ კვარაცხელიაზე ისაუბრა
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
სიომინი: ხვიჩა სუპერთასზე საუკეთესო იყო - "ოქროს ბურთზე" მისი შანსები ძალიან მაღალია
"მანჩესტერ სიტი" როდრის დაკარგვას შეეგუა - "ქალაქელებმა" ესპანელის შემცვლელი შეარჩიეს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
ცნობილი გახდა კვარაცხელიას ახალი აგენტის ვინაობა
"გუნდში "ოქროს ბურთის" კანდიდატი ჰყავს და მის ნათქვამს ვერ ვიგებ" - ბიძინა ბარათაშვილი ოლისეს შესახებ სანიოლის განცხადებაზე
"ყველაფერი შეიცვალა, ამის გამო გარეთ იშვიათად გავდივარ" - როდრი
Le Parisien: ასეთ შემთხვევაში კვარაცხელია "ოქროს ბურთს" დაეუფლება
ფრანგები უპირობო ფავორიტები და კვლავ მესის მაგიის იმედად? - 1/4-ფინალების PREVIEW
დუბლიორი ხვიჩასთვის - პსჟ "აიაქსის" გარემარბს დაიმატებს
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
ეს უმაღლესი კლასია - "ცხოვრება ვარდისფერ ფერებში" ხვიჩასგან!..
"მერე რა, რომ მუნდიალზე არ ითამაშა?! იამალზე და კეინზე უკეთესი იყო და "ოქროს ბურთს" ხვიჩას მივცემდი" - ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა კვარაცხელიას მხარდაჭერა გამოუცხადა
"კვარაცხელიას მარჯვენა ფეხი ვერცხლისწყლისგანაა ჩამოსხმული" - ფრანგი ჟურნალისტი ხვიჩას ტექნიკით აღფრთოვანებულია
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"რა განსხვავებაა სიმეონესა და გვარდიოლას შორის?" - როდრიმ განმარტა
[VIDEO] 15 გოგონასთან ერთად - ოლისეს დიდებული დასვენების კადრები გავრცელდა
"გვინდა და ასეც მოხდება" - მბაპემ "რეალის" გეგმებზე ისაუბრა
"რეალის" საქციელი აღმაშფოთებელია, როდრის მთელ მსოფლიოში პატივს სცემენ, რასაც ვინისიუსზე ვერ ვიტყვი" - გარი ნევილი
მბაპეს რეკორდები - საფრანგეთს და "რეალის" ფორვარდს ვერ აჩერებენ
მადრიდის "რეალის" დიდი გეგმები - როდრიმ და დიომანდემ "სამეფო კლუბთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმეს
დეშამი: ბევრი მბაპეს დიქტატორად მიიჩნევს
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?