ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

[VIDEO] 16 წლის კვარაცხელია საუკეთესო იყო - თბილისის "დინამოს" მომდევნო ეტაპზე გასასვლელად 120 წუთი ბრძოლა დასჭირდა

[VIDEO] 16 წლის კვარაცხელია საუკეთესო იყო - თბილისის "დინამოს" მომდევნო ეტაპზე გასასვლელად 120 წუთი ბრძოლა დასჭირდა

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, თბილისის „დინამო“ სახლში ლუქსემბურგის „მონდორფ ლე ბენს“ ფრედ ეთამაშა (1:1) და ორრაუნდიანი დაპირისპირება 3:2 მოუგო.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ თამაში 56-ე წუთზე კაკაშვილის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა 16 წლის კვარაცხელიამ გაამწვავა, რომელიც ლამაზი დრიბლინგით საჯარიმოში შეიჭრა, სადაც მცველმა წააქცია, მაგრამ ბას ცუდად დარტყმული პენალტი მეკარე მაჩადომ მოიგერია. მეტოქემ კი შემოგვიტია და ლორიას შეცდომის შედეგად ორი შეხვედრის ჯამში ანგარიში გაათანაბრა. მერე მასპინძლებს მომენტი ჰქონდათ - სანტოსის შორიდან დარტყმული ბურთი მცველისგან რიკოშეტით ხარიხას მოხვდა. ცოტა ხანში მოწინააღმდეგის დარტყმული კალანდაძემ დაბლოკა და ექსტრა ტაიმები დაინიშნა.

დამატებითი დროის დასაწყისში „დინამო“ აშკარა გოლისგან ლორიამ იხსნა, მერე თორნიკემ კვლავ განახორციელა რეიდი, დაარტყა კიდეც, თუმცა მეკარემ არ გაატანინა. 109-ე წუთზე ბა ორ მცველს გაექცა, საჯარიმოში მოცელეს, თერთმეტმეტრიანი ნინუამ გამოიყენა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც "ჟალგირისს" დაუპირისპირდება.

თბილისი. „მიხეილ მესხი“

დინამო (თბ) - მონდორფ ლე ბენი 1:1 (ძირ. დრო 0:1)

გოლები: 0:1 კუტიურე (86,), 1:1 ნინუა (109, პენ)

გამოუყენებელი პენალტი: ბა (65, დინამო)

დინამო: ლორია, კალანდაძე, სანტოსი (ციკოლია 120+1), ბა, ტეიშიერა, ფსალტისი (ქვარცხავა 85), ნინუა (უგრეხელიძე 115), ოსეი, კურდიჩი, კაკაშვილი (კვარაცხელია 56), ვაწაძე (ქარდავა 46)

• სანდრო

ხალხნო მორჩით ამ უაზრო კრიტიკას , ჯერ ერთი ქეცბაია სულ ორი თვის მოსულია გუნდდი და მე პურადად დიდ სხვაობას ვხედავ თამაშის ხარისხში , მეორეც მომეწონა ყველა ლეგიონერი რომელიც მის დროს შეუერთდა გუნდს , ვუღაცას თამაში ხანდახან არ წაუვა ამის გამო არ უნდა გავათახსიროთ და გადავუსვათ ხაზი , მესამე დინამო ახალგაზრდების გუნდია , ყველა ახალგაზრდა ძალიან ძალიან იმედის მომცემია, კვარა , კალანდაძე და ქვარცხავა ძალიან მომეწონა სამივე . წარმატებები ჩვენს ქვეყანას და ქეცბაიას !

• გლეხი

გაუშვით ეს გაზულუქებული ფეხბურთელები (90 წუთიც ვერ დარბიან) და მიეცით ქეცბას სრული თავისუფლება და დააყენებს კარგ გუნდს... უბრალო სოფლის ბიები რომ მოიყვანო იმათ უფრო დიდი მოტივაცი აქტთ ვიდრე ეხლა ამ დინამოს ფეხბურთელებს რამოდენიმეს გამოკლებით,,სახელებს არ ჩამოვთვლი...

• გიორგი

თორნიკეს კარგი თამაში იყო ნათელი წერტილი. სხვებს უნდა დავეთანხმო, ქეცბაიას სახე რო დავინახე ადამიანურად შემეცოდა.

• გიზოგ

ლორიამ თავისი ცხოვრების ალბათ 3/4 კარებში დგომით გაატარა და ახლა ავუხსნათ, რომ როგორც ნარდში ჩარი დუ გორდება ან შაში ჩარი თეორიიდან გამომდინარე მოთამაშე იღებს(კეტავს) კარს. ასე მახსოვს 1964 წლიდან მეკარეები კუთხურის დროს დგებიან შორეულ კუთხეში შტანგასთან, ხოლო ახლო კუთხეში აყენებენ მცველს. რათა ბოლომდე ქონდეთ ბურთის ტრაექტოორიის გაკონტროლების შაშუალება.

• დავით 67

არ მესმის ერთი რამ. ნაკრებში წარუმატებლობა სანიოლის ბრალია, აქ ქეცბა უბრალოდ მაგარია, მაგრამ ფეხბურთელები არ უვარგა და ამიტომ საცოდავია. რომ თანხმდებოდა ამ გუნდის გაწვრთნაზე არ იცოდა ვინ იყვნენ? ყველა ფეხბურთელებს და მწვრთნელი ხელშეუხებელია. სიმართლე ისაა რომ ქეცბაიას სამსახურით სხვა არავინ დაინტერესდა და ეს ვარიანტი აირჩია თვითონვე, სადაც უარი არ უთხრეს. ახლა კრიტიკას უკრძალავენ ზოგიერთები ზოგიერთებს. მისი პროგრესი ეხლა ისაა რომ ფეხბურთელებს დედას აღარ აგინებს. სხვა არაფერი

• kaka

ქეც მეცოდები მაგრამ უნდა გაუზლო ამადგან დააყენებ ფეხბურტელებს სენ მიაგწევ სენსას ჯიგარო................

• ვაჟა მასწავლებელი

ეს რა ყოფილა "ჭიჭე კვარა", მგონია "უთარაში კვარას" აჯობებს ახლო მომავალში. არც ერთი უშედეგო, ან ზედმეტი მოძრაობა არ გაუკეთებია გუშინ, ისე გაამწვავა თამაში. "უთარაში კვარადონა" 16 წ ასაკში როგორც მახსოვს ასეთი არ იყო, უფრო მორიდებული და შეუმჩნეველი იყო მოედანზე.

• goga

ამ თამაშით თუ ვიმსჯელებთ, 16 წლის ხვიჩას თორნიკე აშკარად ჯობია.

• გ

სამწუხაროა, რომ სამივე ქართულმა გუნდა წააგო. ეგეთი შემდეგ ეტაპზე გასვლის აზრსაც ვერ ვხედავ. სან მარინოს უმწეო გუნდთან წაგება დაუშვებელია. დინამომ ასევე ძირითადი დრო წააგო ლუქსემბურგის წარმომადგებელ უმდაბლესი კლასის კოლექტივთან, როემლიც ორ პასს ვერ აკეთებდა. პენალტით გვეშველა. ისე თამაშიდან არაფრის გამტანი არ ვიყავით. ეს დინამოს შემტევი ბა სრულიად უსარგებლოა, მარტო სისწრაფე აქვს. არც ხედვა, არ ტექნიკა, არც სწორად გადაადგილება. უაზროდ დაქრის მოედანზე. დინამოს შუაში სჭირდება ნორმალური ერთი ცენტრალური მცველი, საშუალო დონის კრეატივის ფეხბურთელი და საშუალო დონის გამტანი წინ. არ ვსაუბრობ ლაუტარო მარიტნესის დონეზე. ასტანაში და შერიფში რომ თამაშებოებნ, მაგ დონეს ვგულისხმობ

• Kai

ჭირიმ-ჭურომე კავარა-მეორე, ჩვენო ჭურვო

• Levani

გამოსავალი ერთია,ვინც დადიხართ სტადიონზე თქვენც ნუ წახვალთ ითამაშონ თავისთვის. აუცილებლად დაფინანსება შეუჩერეთ და მაგ ფულით ბავშვთა საფეხბურთო სკოლები გახადეთ უფასო. მორჩა და გათავდა. მაგათ ეთამაშონ ერთმანეთს დაკეტილ კარს მიღმა. ესაა 4 საუკეთესო გუნდი და ქვედა ლიგებში ნახეთ მეორე და მესამე ლიგაში რომ ლეგიონერები ჩამოყავთ ჩვენი ფულით. ან ის ლეგიონერები ვინ არიან საქართველოს 3-ე ლიგაში რო მოდიან ამ ყველაფრით უშიშროება უნდა დაინტერესდეს

• მსფლიო მიდის და ამათზე დროს რა გაკარგვინებთ?!

ამ ხალხს, ჩვენს ფეხბურთში ვინც ტრიალებს, იპოთეკები აქვთ გადასახდელი და სახელმწიფო დოტაცია ასათვისებელი. რომელი მათი ქმედებიდან გამომდინარეობს, რომ რომელიმეს ფეხბურთის განვითარება ადარდებს? თუ ამათზე დროის დაკარგვა არ გენანებათ, ყველაზე ადექვატურია ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრების მოქმედება.

• ბრავო კვარიტო ❤️

კვარაზე მეტი თუ არა ნაკლები არ იქნება კვარიტო. ნეტავ ხვიჩას და თორნიკეს კიდევ შუათანა ძმაც ყოლოდათ. დინამოს საშინელი დაბალი დონე აქვს. სამწუხაროდ უშანსოდაა შემდეგ ეტაპზე, განწიროლია ჟალგირისთან.ამდენი ლეგიონერიდან ვერცერთი ვერ აძლიერებს შემადგენლობას.

• თემო

საოცარი ისაა, ასეთი კომენტარები, რომ ნახო და დისლაიქებიც აქვს. დისლაიქების ავტორებო, დააკომენტარეთ რაში არ ეთანხმებით ამ კომენტარს? საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრი

• გაკვირვებული სამანიშვილის დედინაცვალი

ყველაზე საოცრება ისაა, რომ ეს კლოუნადა ჩვენს ხარჯზე ხდება. გავაუქმოთ ეს 'ფეხბურთის განვიტარების პროგრამა', რაში ვყრით ფულს? ახლა როგორც არის, როდესაც კლუბებს ვაფინანსებთ, ცხადია ხდება მკვდარი სულების გაფორმება და ეს ფული უშედეგოდ ქრება. ისე მაინც გავაკეთოთ, რომ ვინც ხორვატიაში გააკეთ წესიერი სახელმწიფო პროგრამა, ის ხალხი ვიქირაოთ. ქუთაისის ტორპედოს 'მესვეურთა' ცოლის დები რამდენ ხანს უნდა ვინახოთ, საკუთარი კარებიდან გოლების გამოტანას ვერ ასწრებენ ... დილა იყო და სან-მარინოსთან წააგო (!) მაგრამ აქ ზოგიერთ კომეტარს რომ ვკითხულობ, ხალხი სერიოზულად რომ არჩევს ამ კლოუნადას, იქნება პლებისციტი ჩავატაროთ, უმრავლესობას თუ მოსწონს 'ცოლისდების' ჩემპიონატი, მე ვინ მეკითხევა ...

• ლევანი

თორნიკე კი იყო საუკეთესო, მაგრამ დანარჩენი? გული გაგისკდება კაცს ისეთი დონეა... ნუთუ ასეთ ლეგიონერის პირობითად ვამბობ 8 ასეთი კაცის ტრანსფერს, იგივე თანხად 2 რომ გვეყიდა უკეთესი ხარისხის, დანარჩენი კი აკადემიიდან დაკომპლექტებულიყო არ აჯობებდა? ბართიშვილისნაირ ტალანტებს უფასოდ უშვებენ ფოთის კოლხეთისნაირ გუნდებში და მოყავთ სანტოსები,ბა და ვიღაც ტიპები... ამ ყველაფრის შემდეგ პოდკასტებში დაჯდება ეგ დოლიძეა თუ ვიღაც და პრტყელ-პრტყელი სიტყვებით გველაპარაკება

• თამაზი

ამ ბიჭის მინდორზე გამოჩენის შემდეგ დინამო სრულიად გარდაისახა. ბურთს რომ იღებდა სულ იმის მოლოდინში ვიყავი რაღაც საინტერესო უნდა მომხდარიყო. ყოჩაღ, ასე გააგრძელე <3 ხვიჩას თორნიკეს სახით სერიოზული კონკურენტი გაუჩნდა მარცხენა ფრთაზე.

სპორტული ბაზები კი შენდება,მაგრამ პროფესიონალი (ნამდვილი და არა კურსებგავლილი და პროფესიონალად დარქმეული) სად მოვძებნოთ?ქვეყანაში აღარც ბავშვები იბადებიან და როცა ფიზიკურად რაოდენობა აღარ არის,საიდანაც არჩევანი უნდა გააკეთო,გაგსაგებია,რომ შდეგები სულ უფრო გაუარესდება.მაშინ მართლაც ძალიან მაღალი დონის ბავშვთა მწვრთნელები გვჭირდება,მაგრამ საიდან მოვიყვანოთ,როცა ფიზკულტურის მასწავლებლებიც კი აღარ გვყავს?

• კახა

bravo! ამ თამაშში ეს ბიჭი იყო ნათელი წერტილი, ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელი გვეზრდება, კვარაზე ბევრად ნაკლები არ იქნება,ძალიან დიდი ტალანტია აშკარად, ბაჯაღლოა!“

• სკაუტი

მეტი შანსი ახალგაზრდებს და მეტი განვითარება. ფაქტია ეს ბიჭი თამაშობს და როგორ დავიჯერო კვარაცხელიას და ბართიშვილის გარდა არავინაა ამ ქვეყანაში რომ 16 წლიდან შეაჩვიონ უმაღლეს ლიგას და ასეთ თამაშებსაც. რათ გინდათ ბებერი ლეგიონერები პენსიას რომ აძლევთ სახო რომ მოიყვანა ტორპედომ, მასეთი ასაკიანი თუ გინდა დაუძახე ვოვა გუცაევს და სხვებს ლეგენდები არიან ახლაც აჯობებენ ბევრ ლეგიონერს. მიხედეთ მთელ ქვეყანაში ყველა ქალაქში რომ იყოს მინიმუმ 1 კარგი მოედანი თავის ფიტნეს დარბაზით და პროფესიონალი მწვრთნელებით (როლებსაც უნდა ხშირი გადამზადება და ლექციები) აი ნახეთ 5 წელიწადში თუ ზირას და მსგავს გუნდებს ლეგიონერების გარეშე როგორ ეთამაშონ.

• ტაშიიიი ....

ეგეთი რამე იყო, ერქვა სსრკ ჩემპიონატის მეორე ლიგის მეცხრე ზონა. თამაშების ყიდვა გაყიდვის და 'თავისიანების' დახმარების გარდა შიგნით არაფერი ხდებოდა. მსგავსად იყო მოწყობილი სსრკ ჩემპიონატიც: იძახიან, რომ როდესაც კიევის დინამოს ქოლები სჭირდებოდა, უკრაინის კომპარტია ავალებდა სხვა უკრაინულ გუნდებს (მეტალისტს, ჩერნომორეცს, დნეპრს, ზარიას, ...) მიეცათ, ხოლო როდესაც სპარტაკს სჭირდებოდა, დუსულ პროცინციულ გუნდებს ავალებდნენ. ამ თემას არ ეხება, მაგრამ სისრულისთვის, თვილისის დინამოს დაახლოებით თანაბარი ბალანსი ჰქონდა კიების დინამოსთან და (დაახლოებით) 16 მოგება vs 40 წაგება მოსკოვის დინამოსთვან. რატომ? ყველა დინამო შსს გუნდი იყო და შიგადაშიგ მოსკოველ ბოსებს კოჭს ვუგორებდით, თორემ კიევის დინამო შეუდარებლად ძლიერი და ტიტულოვანი გუნდი იყო ... მოკლედ, ეგეთი ჩემპიონატს თუ გავაკეთებთ, შეფციძლია პირაპირ 'ნოსტალგია' დავარქვათ :)

• სუხია

რაღაც არის მოსაფიქრებელი. სომხები და აზერები შერიგდნენ. ამ ქვეყნებიდან თითოდან 3-4 გუნდი რომ ვათამაშოთ და ჩვენიდანაც, თუნდაც კავკასიის თასი დავარქვათ, კარგი იქნება. ჟილკიანი თამაშები იქნება და ხალხიც ივლის სტადიონზე

• ქეცბაია

საწყალი რატოა, ფული აკლია,თუ ჯამრთელობა.ეხლა თამაშზე,გინესის რეკორდების წიგნში ვართ შესაყვანი პირველად ვნახე ცხოვრებაში შენიანი რომ გიშლის თამაში ხელს ხარაბაძე,და ბა, კვარაცხელიას წინააღმდეგ უნდა უშველონ ამ ბავშვს სასწრაფოდ თორე დიდ ფეხბურთელს დავკარგავდ.ქეცბაიას რა სახის გამომეტყველება ქონდა.გეგონებოდა სადმე დაკრძალვაზეაო.

• Roma

აქ წავიკითხე ფეხბურთის მცოდნე ხალხი არაა დასაქმებული ფეხბურთშიო და გითხრათ ვინც ფეხბურთი იცის თამაში მაინც სადაა დასაქმებული თუ მიხვდებით:D

• Roma

პრობლემა ისაა რომ ამათ ფეხბურთელები ქვიათ

• ალფა

სულ რო ნავთობმა წალეკოს კახეთი მაინც მსგავსი შედეგები იქნება, ძალიან მარტივი და გასაგები მიზეზის გამო. იმიტო რო მცოდნე ხალხი არ არის დასაქმებული ქართულ ფეხბურთში. არ იციან რას ჩალიჩობენ. ზოგი საერთოდ ფულს ათეთრებს. შესაბამისად ცალკეულად ნიჭიერი ფეხბურთელების და მწვრთნელისგან რამის გამოწურვის იმედზე ვრჩებით.

• ვოოტ

და რას ხედავ ამ ასაკში უსაშველოს?!... გინდა ჩამოგითვალო მაგ ასაკის ფეხბურთელები, ლუქსემბურგზე უკეთეს გუნდებთან რომ უვაჟკაციათ?!.. რაღა შორს წავიდეთ, თავად ხვიჩა რამხელა იყო, ხალხი რომ სტადიონზე მიატრიალა?!.. მთლად უკეთესსაც გეტყვი, 16 წლისა გამეფდა პატარა კახი და უკვე ომებით ჰქონდა მოვლილი ინდოეთ-ავღანეთები ნადირ შაჰის ლაშქრობებში... დიდი დავითი სულაც 15-ის გამეფდა და იმთავითვე ქვეყნის მაოხარ თურქთა რისხვად იქცა... რა ვიცი, არავისგან გამიგია, რა გაუჭირდა საქართველოს ისეთი, რომ 15-16 ნის ბიჭების საშველი შეიქნაო და 16 წლის ბიჭმა თუ ლექსემბურგთან გვიშველა, რატომ უნდა შევიცხადოთ?!... ღმერთმა ამრავლოს კვარაცხელიების გვარი და ჯიში, პირადად მე, მაგაში ქართული ნიჭის გამონათებას ვხედავ და ღმერთმა გვიმრავლოს ეგეთი "უასაკო" გმირები ქართველებს, ასაკიანებმა რა კრამიტებიც ვლეწეთ, აკი არც არავის ვუყოფთ და ვგონებ, არც კალთებს გვახევს ვინმე...

• აუუუუ

საწყალი? ხუმრობთ? თანამდებობას როცა თანხმდებოდა თავი სად ქონდა, მაშინ იგივე ფეხბურთელები უფრო მაგრები იყვნენ? დათანხმდი - მოითმინე კრიტიკა.

• lova

ეხლა მორჩა ყველა ქართული გუნდის თამაში და ქართული ფეხბურთი კომედიაა ჭ კი არა ყ

• ვაგლახ

ვისაც მოგეწონათ და არა უშავს, ძირითად დროშიც შეიძლებოდა მოგვეგო, და ა.შ. წერთ: გოლოცავთ მეგობრებო! ფარერების მეთევზეებთან დამარცხების შემდეგ, ამჯერად ძლევამოსიდად დაამარცხეთ ლუქსემბურგელი მწყემსები ... :) ChatGPT: Luxembourg’s top football league is not professional; it operates primarily as a semi-professional and amateur competition. ფერი ფერსა, მადლი ღმერთსა. მიხარია, რომ ამათი საცოდაობა ვინმეს სიხარულის მაგვარ გრძნობას ანიჭებს.

• გია

16წლის ბავშვის გადასარჩენი რომ იქნება გუნდი ხომ წარმოგიდგენიათ რა დღეშია საკლუბო ფეხბურთი

• დესმან ტუტუ (მადელას პადელნიკი, მაგათი მერაბ კოსტავა რა)

შენ თუ მოგწონს შემო ნელსონ, ძლივს გავიგეთ დანარჩენებმა რას იტანჯება ეს ხალხი 2 საათი რომ დარბის აქეთ იქეთ ....

• დდდ

ევროსარბიელზე ქეცბაიას კომპეტენციის შესაფასებლად ეს გუნდი ვერ გამოდგება, მაგრამ შეუძლებელია, არ იცოდეს, თუ რატომ სჯობს, პენალტი ვინც გამოიმუშავა, იმანვე დაარტყას - უბრალოდ, მასზე წნეხი ნაკლებია და სულაც პანენკათი რომ შეეგდო ბა-ს, პირადად მე ეს შეკითხვა მაინც გამიჩნდებოდა და მართლა მაინტერესებს - ერთი მაინც მიზეზი თუ არსებობს, რატომაც კვარაცხელიას გამომუშავებულ პენალტის უნდა ურტყამდეს ბა და ზახრუმა... ოღონდ იმას ნუ გვეტყვის, რომ ეს მას არ გადაუწყვეტია - არაა ბ-ნი თემური ისეთი დემოკრატი მწვრთნელი ( არცაა საჭირო) მისი ნებართვის გარეშე გუნდი პენალტს ურტყამდეს 0:0-ზე, აუტი თუ მოაწოდეს, ეგეც გასაკვირია... ვიცი, ჩემს შეკითხვას კუდები გამოებმება, მაგრამ მაინც ვიკითხავ - ვისი "მოხოდვა" გვირჩევნია, ბ-ნო თემურ, კვარაცხელიების თუ ბა-ბა-ნგიდების?!...

• Ardiles78

ერთადერთი სინათლის სხივი იმ წყვდიადში,რომელსაც დღევანდელი დინამო ქვია,არის თორნიკე კვარაცხელია.იმედს ვიტოვებ,ძმასავით კაშკაშა ვარსკვლავად გადაიქცევა და ნანატრ წარმატებეს მოგვიტანს

• რაბუ

ქეცბა ჟალგირისთან დააწყებინე ძირითადში კვარა ჯუნიორს

• Gia

საწყალი ქეცბა ამ ფეხბურთელების ხელში, ნინუა, კვარაცხელია ლორიას გარდა არცერთია დინამოს ღირსი

• დავით 67

მერე გამოდის ქეცბაია და ბიზნესმენებს მოუწოდებს ფული ჩადევითო ქართულ ფეხბურთშიო. სულ მილიარდები რომ ჰქონდეს კაცს ამ ჩემპიონატში ფულის ჩადება ვინ ჭკუადმყოფელს მოუვა თავში? ვერცერთმა ქართულმა გუნდმა ვერ მოიგო დღეს. ყოველ წელს ერთიდაიგივე მეორდება.

• პეპე

წარმატებები ქეც ჯიგარო მიაგწევ სენსაც დიდება უფალს

• გოგა

უბრალოდ ადამიანი ან უსაშველო ოპტიმისტი უნდა იყო ან კიდევ უნამუსო ამათზე რაიმე პოზიტიური დაწერო,ქუჩაში ან სუფრაზე კაცმა რომ შეურაცხყოფა მოგაყენოთ იუკადრისებთ და შეიძლება ხმალი იშიშვლოთ და თქვენ მთელ ქვეყანას რომ დაცინიხართ რას ან ვის დავაბრალოთ? რა ვიცი ასე უსისხლოდ და სამარცხვინოდ ითამაშო გუნდთან რომლის სახელწოდება არათუ ჩვენთან ალბათ ლუქსემბურგშიც არ ექნებათ გაგონილი,ყველაფერს აქვს ზღვარი უჯიგრობასაც უნიჭობასაც და უთავმოყვარებასაც მარა თქვენ ხომ არც ჯიგარი გაქვთ არც ნიჭი და არც თავმოყვარეობა არადა იმხელა თანხებს იდებთ ჯიბეში საშუალო ქართველი ვერც იოცნებებს

• Toko

როგორ ლანძღავდნენ ქეცბაიას ჯერ არ მორჩენილ თამაშში კაი რაა რა პონტია.მერე მეორე ბურთის დაჭერის ნაცვლად მოშორებები ვერ მოვიშალეთ გეგონება ლივერპულს ვეთამაშებოდით კაი რა ბიჭებო .ამ ფარჩაკ გუნდს ბოლო 10 წუთი იმენა ვაგრიალეთ მერე ამაზე ძლიერი გვხვდება და იქ რა უნდა ქნათ?შებერეთ ცივსისხლიანად ბოლომდე რაა

• რაბუ

რეალურად დინამოს ბევრი მომენტი ჰქონდა და მარტივად შეიძლებოდა ამ თამაშის დამთავრება. პრობლემა გამოიკვეთა იმაში რომ გუნდს არ ჰყავს ცივსისხლიანი ფორვარდი, შემსრულებელი.

• ზურაბ

ვისთან იწვალეთ, ვაი თქვენს პატრონს ...

• ნელსონ მანდელა

არაუშავს მთავარია შემდეგ ეტაპზე გავედით. პირეველ თამაშში დინამოს გაუმართლა ახლა კიდევ ამათ. ისიც ნუ დაგავიწყდებათ რომ ლუქსემბურგის გუნდები ამ წლების განმავლობაში არაერთხელ გავიდნენ ჯგუფურ ეტაპზე. ყველაზე პოზიტიური ის არის რომ გუნდს ეტყობა მწვრთნელის ხელი აგერ კვარა ჟუნიორი ჯერ 16 წლის არის და სანამ 18 არ გახდება უცხოეთში ვერ წავა და გუნდს დაეხმარა, კიდევ ის ფეხბურთელი თუ მოვლენ რომელიც ქეცბას უნდა კარგი გუნდი დადგება.

[VIDEO] კაცნაკლული "დილა" "ვირტუსთან" დამარცხდა, თუმცა მეორე რაუნდში გავიდა

[VIDEO] სირცხვილი - "ტორპედო" "ზირასთან" სახლშიც განადგურდა

"დილას" მწვრთნელი: ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ - ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის

20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა

"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით

20-წლამდელთა ნაკრებისთვის ესტონეთთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა

"ტუხელი გერმანიის ჯაშუშია?" - ინგლისში ნაკრების მწვრთნელით უკმაყოფილოები არიან

ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში

"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი

"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო

"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა

ოდიოზური მორგანი არგენტინის გამარჯვებამ გააღიზიანა და ახლა ესპანეთის იმედადღაა

"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს

"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია

"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს

ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს

"ამ მუნდიალისთვის ასე ვემზადებოდი" - მესიმ გაამხილა, როგორ ახერხებს 39 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაში ყოფნას

"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა

[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!

სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს

[VIDEO] ფეხბურთის "იმპერატორის" ახალი გეგმა მუნდიალთან დაკავშირებით - ჯანი ინფანტინოს მორიგი მოულოდნელი სვლა

"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი

თბილისის "დინამოში" კიდევ ერთი ახალწვეულია

"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა

კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია

[VIDEO] თბილისის "დინამომ" ლუქსემბურგში მოიგო - საბოლოო გამარჯვებული თბილისში გაირკვევა

Geo Team: თბილისის "დინამო" ევროტურნირების მატჩს "დინამო არენაზე" ვერ ჩაატარებს

თბილისის "დინამომ" გვინეის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა