იტალიის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად ანდრეა პირლოს კანდიდატურის დაბლოკვას რუსულ მედიაში გამოხმაურება მოჰყვა. ლეგენდარული ფეხბურთელის ვარიანტს, ფედერაციის ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი და მისი მრჩეველი ლეონარდო ლობირებდნენ.

საბოლოოდ, პირლოს "სკუადრა აძურას" დამრიგებლად დანიშვნაზე უარი ფედერაციის პრეზიდენტმა ჯოვანი მალაგომ განაცხადა, რადგან ანდრეა ერთ-ერთი რუსული კაზინოს ელჩია. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მალდინიმა და ლეონარდომ თანამდეობები დატოვეს.

ვეტერანმა რუსმა ფეხბურთელმა ალექსანდრ მოსტოვოიმ "სპორტ-ექსპრესს" უთხრა, რომ ყველა ქვეყანას თავისი კანონები აქვს და ამ ფაქტში უცნაური არაფერია. მანვე აღნიშნა, რომ რა საჭიროა პირლო, როდესაც მოსტოვოი არსებობს და იტალიელებს საკუთარი თავი შესთავაზა.

მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი მფლობელის ლეონიდ ფედუნის ყოფილმა მრჩეველმა ფრანკო კამოციმ განაცხადა, რომ ევროპის მთავრობებმა ეს ფსიქიკური დაავადება უნდა დაასრულონ.

"სამწუხაროა, რომ გლობალურ სპორტსა და იტალიის იმიჯში დიდი წვლილის მიუხედავად, თქვენივე ფსევდოდემოკრატიული წყობილების მიერ, თქვენი ქვეყნის მხრიდან დისკვალიფიცირებული ხართ.

ეს უკვე მოხდა ათასობით რუსი სპორტსმენის, დირიჟორის, მუსიკოსის, მხატვრისა და რეჟისორის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება არ დაგეხმაროთ, ჩვენ გულწრფელ და ადამიანურ სოლიდარობას გიცხადებთ", - ეს კი უკვე იტალიაში რუსეთის ელჩის ალექსეი პარამანოვის სიტყვებია, რომელსაც "ტასი" ციტირებს.

უთანხმოება ასე დასრულდა - პირლოს სკანდალის შემდეგ, მალდინიმ და ლეონარდომ თანამდეობები დატოვეს
"რომა" უკრაინის ნაკრების თავდამსხმელს გაანათხოვრებს
"რომა" 21 წლის არგენტინელ ფორვარდს იმატებს
თუ ალვარესის ვარიანტი არ გამოვა - "ბარსელონა" თავდამსხმელის ძიებას აგრძელებს
"დილას" მწვრთნელი: მნიშვნელოვანია მაქსიმალურად კარგი შედეგი დავაფიქსიროთ
პსჟ აკლიუშს არ ეშვება
ხვიჩამ და პსჟ-მ დაიწყეს - ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად?
პსჟ შეიძლება კიდევ ერთმა შემტევმა დატოვოს
"რომა" უკრაინის ნაკრების თავდამსხმელს გაანათხოვრებს
რუსული ტოტალიზატორის ელჩობა ძვირად დაუჯდა - იტალიის ნაკრებს პირლოს არ ჩააბარებენ
The Sun: მამარდაშვილი "ლივერპულს" დატოვებს
"ნაგავი ხარ" - ნეიმარს ახალგაზრდა თანაგუნდელებთან პრობლემები აქვს
"ვილიარეალმა" "ბარსელონას" და პსჟ-ს ყოფილი მეკარე "მალიორკაში" გაანათხოვრა
"რეალი" დიომანდეს 100+ მილიონად შეიძენს
7-კაცა | სტაბილურად მერვე ადგილი
ბარკოლას პსჟ-დან წასვლა სურს - პარიზულმა კლუბმა "ლივერპულს" თანხა დაუსახელა
ისტორიაში პირველად - საქართველოში "ბარსელონას" კემპი გაიხსნა
"უმადურებო, მე რომ არა, "გალათასარაის" შესახებ არავის არაფერი ეცოდინებოდა" - ოსიმენი კლუბს შემოსწყრა?
[VIDEO] ლანჩხუთის "გურიამ" საქართველოს თასის 1/16 ფინალში თბილისის "დინამო" დაამარცხა და შემდგომ ეტაპზე გავიდა!
საქართველოს U18 ნაკრებმა შვედეთიც დაამარცხა და ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა
ასეთი რამ საუდის არაბეთშიც კი შეიძლება მოხდეს - რონალდოს გუნდი ფინანსურ კრიზისშია
"რეალი" არ ჩერდება - მოურინიოს გუნდი კიდევ ორი ვარსკვლავის დამატებასთანაა ახლოს
კარგი გარჯა დაუფასდა - ესპანელები დე ლა ფუენტეს კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ