ხორვატიაში მიმდინარე 18 წლამდელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა მეორე გამარჯვება მოიპოვა. პირველ ტურში ჩრდილოეთ მაკედონიის 13 ქულით დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს გაცილებით ძლიერი მეტოქე შეხვდა შვედეთის სახით, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში, 70:65 დაამარცხა.

ანატოლი ბოისას, ნიკა ბიწკინაშვილისა და ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა განსაკუთრებული მობილიზებით ჩაატარა მატჩის დასკვნითი წუთები, როცა თამაშის ბედი წყდებოდა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

მთელი შეხვედრა ძალიან დაძაბული და უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობდა. პირველი პერიოდი ფრედ, 21:21 დასრულდა. მეორე მეოთხედში კი საქართველოს ნაკრებმა ერთქულიანი უპირატესობა მოიპოვა და დიდ შესვენებაზე მინიმალური ლიდერობით გავიდა - 38:37.

მესამე პერიოდში შვედეთმა შეძლო თამაშის გამოსწორება და დასკვნითი 10-წუთეულის წინ უკვე სკანდინავიელები იყვნენ მინიმალური სხვაობით წინ - 56:55. ყველაფერი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა გუნდური თამაშით 15:9 მოიგო და ტურნირზე მეორე გამარჯვება მიითვალა.

საქართველოს ნაკრებს ულიდერა მათე ხატიაშვილმა, რომელმაც 22 ქულა, 10 შედეგიანი გადაცემა და 6 მოხსნა მოაგროვა. წინა მატჩის ბომბარდირი მათე ყავლაშვილი 14 ქულით გამოირჩა, ხოლო გიორგი დოხნაძის ანგარიშზე 10 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. ძმებმა ფაჩულიებმა ჯამში 12 ქულა მიითვალეს — საიდანაც 8 ქულა საბას, ხოლო 4 დათას ანგარიშზეა.

ჩვენს ჯგუფში გამართულ მეორე შეხვედრაში ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია 86:75 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები 2 ტურის შემდეგ D ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია და დღეს, მესამე ტურში, ჯგუფში გუნდების კენტი რაოდენობის გამო ისვენებს. საქართველოს ნაკრებს დასვენება უწევს 27 ივლისსაც, როცა ტურნირზე აბსოლუტურად ყველა გუნდი ისვენებს.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 28 ივლისს ბოსნია-ჰერცეგოვინის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

GBF.GE

Veto
ყოჩაღ ბოისას. მცოდნე და ჭკვიანი მწვრთნელია და კარგი შემადგენლობა. წინ ა დივიზიონისკენ წარმატებები!
სასიამოვნო და გასახარია
მით უფრო, 20 წლამდელთა ძალიან ცუდი შედეგისა და სამწუხარო წარუმატებლობის ფონზე. წარმატებები !
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
პსჟ-მ "აიაქსის" ბელგიელი გარემარბი 55 მილიონად შეიძინა
"რაიო ვალეკანოში" წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო - მისმა გუნდმა "სევილიასთან" წააგო
ლა ლიგაში საზონოვის დებიუტი შედგა - "ხეტაფე" "ალავესთან" დამარცხდა
ჩაკვეტაძის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზე" თასის 1/16-ფინალში გავიდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
"ლივერპულს" პსჟ-ს ორი შემტევის დამატება 200+ მილიონი დაუჯდება
აგენტების გამო პსჟ იაპონელ მეკარეს აღარ შეიძენს
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
ლუის ენრიკე სუპერთასზე შემადგენლობის შესარჩევად მეუღლეს დაეკითხება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "ჰერტასთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] შინაურის დანდობა არ იციან - პსჟ-ს ვარჯიშზე ახალწვეულებს ასე შეხვდნენ
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
გულიტი: პირადად მე, პატივს ასეთ ფეხბურთელებს ვცემ
"გვინდა და ასეც მოხდება" - მბაპემ "რეალის" გეგმებზე ისაუბრა
გაკპომ "ტოტენჰემთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
"18 თვის განმავლობაში ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი" - მუდრიკმა დისკვალიფიკაციის პერიოდზე ისაუბრა
[VIDEO] ოსიმენმა დუბლი შეასრულა და "გალათასარაის" ფანებს მოუბოდიშა
აბუაშვილის "მეცი" "გრენობლს" ფრედ ეთამაშა
დავითაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" ისევ გაიმარჯვა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
საქართველოს U18 ნაკრები ირლანდიასთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
U18. ზედიზედ მესამე გამარჯვება - საქართველოს ნაკრებმა ბოსნია გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ ხორვატიაში გაემგზავრა