როდესაც მადრიდის "რეალის" გარშემო ბოლო წლებში დატრიალებულ სკანდალზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ გუნდმა, რომლის სავიზიტო ბარათიც თასებისკენ სწრაფვაა, ზედიზედ ორი უტიტულო სეზონი ჩაამთავრა. კლუბის მიერ არჩეულმა სტრატეგიამ სრული კრახი განიცადა, რასაც მოჰყვა სამწვრთნელო წმენდაც. მადრიდელებმა თანმიმდევრულად გააცილეს კარლო ანჩელოტი, იტალიელი სპეციალისტი, რომლის სახელსაც "რეალის" უახლესი ისტორიის ყველაზე ბრწყინვალე თავები, მათ შორის ის დაუვიწყარი ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფები უკავშირდება..ამის შემდეგ იყო ჩაბი ალონსო და ალვარო არბელოა, რომელთა მცდელობებიც წარუმატებლად დასრულდა.

იმისათვის, რომ სრულად გავიაზროთ, თუ რატომ დასჭირდა ფლორენტინო პერესს ასეთი რადიკალური ზომების მიღება, თვალი უნდა გავუსწოროთ იმ კოშმარსაც, რომელიც კატალონიური გრანდისგან მიიღო. მოგეხსენებათ, ეს ორი გუნდი ერთმანეთის დაუძინებელი მტრები და მარადიული მეტოქეები არიან, თეთრებისთვის "ბარსასთან" მარცხი ქულების დაკარგვაზე ბევრად მეტია და ზუსტად იმავეს ვიტყვი "ბლაუგრანაზეც". "ელ კლასიკო" ხომ უბრალოდ მატჩი არასდროს არ ყოფილა, ის იდეოლოგიური ომია, ჯერ კიდევ 1902 წლიდან და შემდეგ ფრანკოს მმართველობიდან…

2024-25 წლის სეზონში „ბარსელონამ“ „რეალი“ ყველა ტურნირის გათვალისწინებით ზედიზედ ოთხჯერ დაამარცხა. 2025 წლის 11 მაისს, „მონჟუიკზე“, მადრიდელებმა კილიან მბაპეს ბრწყინვალე ჰეთ-თრიკის მიუხედავად, რაფინიას დუბლისა და ერიკ გარსიასა და ლამინ იამალის გოლების წყალობით, 3-4 დათმეს შეხვედრა. იმავე წლის 26 ოქტომბერს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“, მბაპეს გოლითა და ბელინგემის ბოლო წუთზე შესრულებული გოლით რევანში შედგა (2-1), მაგრამ ზოგად სურათს ამან მაინც ვერ უშველა. ორმა უტიტულო წელმა აჩვენა, რომ გუნდს რაღაც მნიშვნელოვანი აკლდა.

აშკარაა, რომ კლუბს უბრალოდ კარგი ლიდერი სჭირდება. არა ისეთი „დიქტატორი“, სოციალურ ქსელებში რომ თვეებია ღიმილს და მითქმა-მოთქმას იწვევს, არამედ დისციპლინის მქონე მწვრთნელი. ფლორენტინო პერესმაც ზუსტად ამ პრინციპით იმოქმედა და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჟოზე მოურინიო დააბრუნა. იგი „რეალში“ 2026 წლის ივნისში, სამწლიანი კონტრაქტით დაბრუნდა, ზუსტად 13 წლის შემდეგ, რაც მისი პირველი ლეგენდარული სტარტი შედგა (2010–2013). სწორედ მან შეძლო ლიგის მოგება რეკორდული 100 ქულით.

პორტუგალიელი სწორედ იმისთვის ბრუნდება, რომ გუნდს დისციპლინა და მებრძოლი ხასიათი დაუბრუნოს, რომელზეც წლების განმავლობაში იდგა სამეფო კლუბის დიდება. თუმცა, სიტუაციას ისიც ამძიმებდა, რომ გასახდელში მდგომარეობა აირია, გუნდიდან ექვსი წამყვანი ფეხბურთელი მწვრთნელს უბრალოდ აღარ ესაუბრებოდა. ასევე ფედერიკო ვალვერდესა და ორელიენ ჩუამენს შორის მომხდარი სკანდალური ჩხუბის შედეგად, ურუგვაელი ნახევარმცველი ტრავმირებული და საავადმყოფოში გადაყვანილიც კი იქნა… ამიტომ საჭირო იყო ადამიანი, რომელსაც ამ პრობლემების მოგვარება შეეძლო და კლუბმა მოურინიო აირჩია.

ამ ფონზე, ვინისიუს ჟუნიორის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი და მისი შესაძლო წასვლაც კი აღარ არის ისეთი კატასტროფა, როგორიც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, მით უმეტეს, როცა საქმეში პორტუგალიელია, რომელსაც „რეალი“ ძალიან უყვარს და ახალ პროექტს აგებს. ამბიციებს კი ისიც უსვამს ხაზს, რომ კლუბი პარალელურად მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მქონე როდრის დამატებასაც გეგმავს.

ზაფხულის ყველაზე დიდი ინვესტიცია იან დიომანდეს ტრანსფერი გახდა, რომლის სანაცვლოდაც კლუბმა 120 მილიონი გაიღო. იანი გულშემატკივრების ფავორიტია და მასზეც დიდ იმედებს ამყარებენ, განსაკუთრებით მისი ისტორიის გამო… 19 წლის ბიჭმა, რომელსაც ბავშვობაში ბუცების ფული არ ჰქონდა და პლასტმასის სანდლებით თამაშობდა, და რომელსაც თავისმა 10 წლის დამ, თავის დროზე აგენტმა და ერთადერთმა გულშემატკივარმა მსოფლიოს საუკეთესოობა უწინასწარმეტყველა, ახლა „რეალში“ თავისი პირობა უნდა შეასრულოს.

ფლანგის გასაძლიერებლად მოყვანილი ენერგიული და აგრესიული მცველი მარკ კუკურეია (55 მილიონი) მოურინიოს ხისტ მოთხოვნებში იდეალურად ჯდება. ფიზიკურად ძლიერი მარჯვენა მცველი დენზელ დუმფრისი (20 მილიონი) თავისი გამოცდილებითა და ბრძოლისუნარიანობით მადრიდულ დაცვას საიმედოობას შემატებს. ეკონომიკურად ყველაზე ჭკვიანური კი იბრაჰიმა კონატეს უფასოდ დამატებაა, რადგან ძლიერი ცენტრალური მცველის უფასოდ აყვანა დაცვის ცენტრის ფანტასტიკური გაძლიერებაა იმ ფონზე, როცა უკანა ხაზი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში არასტაბილური იყო. ამასთანავე, კიდევ ერთი საჩუქარი ბაზრიდან ნახევარმცველი ბერნარდო სილვაა, ისიც უფასოდ. არავინ არიცის გაამართლებს თუ არა აღნიშნული ცვლილები, მაგრამ ფაქტია, რომ მადრიდი რაღაც დიდისთვის ემზადება.

ორი უტიტულო სეზონი, მთავარ მტერთან, „ბარსელონასთან“ განცდილი მტკივნეული მარცხები, დათმობილი ორი ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული უშედეგო თამაშები ისაა, რამაც მადრიდი დაასუსტა და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ახალ სეზონში შეცდომის უფლება უბრალოდ აღარ დაუტოვა…რაზეც "მადრიდისტებიც" დამეთანხმებიან. როდესაც ევროპაში შენს მიერ წლების წინ დამყარებულ სტანდარტებს ვეღარ სწვდები, როცა ტრადიციული "რემონტადების" მაგივრად ბოლო წუთების მარცხები გხვდება წილად,ხვდები, რომ დიდი ცვლილები და კრიტიკაც გარდაუვალია.

თუმცა, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ამჟამად რაღაც გრანდიოზული მზადდება. სამეფო კლუბის გულშემატკივრებს კი ერთადერთ რამეს შეგახსენებთ: მოწყენის დრო ნამდვილად არ გაქვთ, რადგან წინ სეზონია ჟოზესთან ერთად, სადაც „რეალი“ ან საკუთარ დიდებას დაიბრუნებს, ან... სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს და არც უნდა არსებობდეს…

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა მარიამ ვაშაკიძემ

კიეზა
ამდენი ტრანსფერი კი არა როდრი რომ ანჩელოტისთცი ეყიდა ამ ბებერს ძუნწს..უტიტულოდ არ დარჩებოდა რეალი..არბელოა და ალონსო რომ ამ ეტაპზე რეალის დონე არაა მგონი მათაც კატგად იციან..რეალი და მისდამი მოთხოვნების დონე არც ლევერკუზენია და არც ფულემი..არც საცდელი პოლიგონი..მოურინიოს ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს..ტიტულებიც.მაგრამ ჩელსის შემდეგ არსად არაფერი ღირებული ვერ გააკეთა.თუმცა პერესს ჯიბეზე მოშნად კი გააღებინა ხელი..იმედია ლაღ ფეხბურთს მაინც ათამაშებს რეალს
დავითი
რატომ 2 უტიტულო სეზონი? 24-ში მოიგეს ესპანეთის სუპერთასი, უეფას სუპერთასი და ინტერკონტიტენტალური თასი. 25-26-ის სეზონი კი ბატონო, უტიტულოდ ჩაამთავრეს.
Gio
Dekembramde ver gaqachavs maurinio
ტრიბუნა A
ჟოზე შეძლებს რეალს ძველი დიდება დაუბრუნოს
Gio
Ert welshi gaushveben
რობერტო კარლოსმა ისლამი მიიღო - თურქული მედია ლეგენდარული ბრაზილიელის გადაწყვეტილებაზე
ბენზემა და სალაჰი ერთ გუნდში? - ფრანგ ფეხბურთელს თურქეთში უხმობენ
კონფერენს ლიგაზე “დინამოს” შემარცხვენელი “ჟალგირისი” უკრაინას ფინანსურად დაეხმარება
კეინს "ოქროს ბუცი" გადასცეს
"ინტერი" "ლივერპულის" ნახევარმცველს შეიძენს
"რომამ" 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა
"ნაპოლიმ" 22 წლის იტალიელი ვინგერი დაიმატა
პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
ოფიციალურად - როდრი "ბარსელონაში" გადავიდა
თეკლა ძამუნაშვილი სერბეთის სუპერლიგაში ითამაშებს
კონფერენს ლიგაზე “დინამოს” შემარცხვენელი “ჟალგირისი” უკრაინას ფინანსურად დაეხმარება
საუდის არაბეთის გუნდის გულშემატკივრები "შახტარის" ფეხბურთელის შეძენის წინააღმდეგი არიან
"იუვენტუსმა" "ტოტენჰემის" მეკარე ინათხოვრა
ინძაგის ბენზემას თავისი გუნდიდან მოშორება სურს
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა
სენეგალის ნაკრების მწვრთნელად ვიეირა დანიშნეს
"მას ყველაფერი აქვს, მეტი რა გინდათ ფეხბურთელისგან?!" - მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტის აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიას უნდა მისცენ
"მამარდაშვილმა ეს აღიარა" - ქართველი მომავალ სეზონშიც "ლივერპულის" მე-2 მეკარე იქნება
"ბაბუა ამაზე ყოველთვის ოცნებობდა" - ნიკოლაი გიორგობიანმა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
"ლიონიდან" კიდევ ერთი ლიდერი გაუშვეს - ფოფანა კარიერას იტალიაში გააგრძელებს
შოტლანდიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ტრანსფერი მალე უნდა მოგვარდეს - "სევილია" "სპორტინგს" ქოჩორაშვილის სანაცვლოდ გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს
"ამას მოურინიოსგან არ ველოდი" - ფედე ვალვერდე
"ეს ომია - ფეხბურთელები განებივრებულები არიან" - მოურინიომ კასილიასთან კონფლიქტზე ისაუბრა
მადრიდის "რეალის" უჩვეულო ქმედება და დიდი კომპრომისი - ვინისიუსის მომავალი გადაწყდა
"გვინდა და ასეც მოხდება" - მბაპემ "რეალის" გეგმებზე ისაუბრა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
"შევჩენკოს დამატება არასდროს მინდოდა" - მოურინიომ უკრაინელის ტრანსფერი გაიხსენა
"რეალი" ფეხბურთელებს ორჯერ არ ურეკავს" - მოურინიომ როდრის ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
რეკორდი - "რეალმა" თავდამსხმელი "სტრასბურგს" მიჰყიდა
"ასეთი ფიზიკური ფორმა მის სტანდარტებს არ შეეფერება" - მოურინიომ "რეალის" ახალწვეული გააკრიტიკა