მოგეხსენებათ, თორნიკე შენგელია კარიერას "ბარსელონადან" "დუბაიში" გააგრძელებს. ამის შემდეგ, საამიროების თითოეული ნაბიჯი ქართველი გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანია.

დღეს, გავრცელებული ინფორმაციით, "დუბაის" რიგებს ოფიციალურად 29 წლის მამადი დიაკიდე შეუერთდა. გვინეელმა ცენტრმა გასულ წელს "ბასკონიას" მაისურით ჩატარებულ 37 შეხვედრაში საშუალოდ 8.4 ქულა, 4.2 მოხსნა და 1.2 დაფარებას აგროვებდა. შესანიშნავად ირჯება "საღებავში", სადაც ზუსტი ორქულიანების მაჩვენებელი 66.2%-ზე მეტი იყო, ხოლო დაფარებებით მეხუთე ადგილზე გახდლდათ.

რეალურად, სტატისტიკით თამაშზე გავლენის გადმოცემა რთულია. გასული სეზონის დასასრულს დიაკიტე ზოგადად ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მაღალი გახდა. ბოლო 12 მატჩში საშუალოდ 14 ქულას, 5.9 მოხსას აგროვებდა, რითაც 18.3 ქულიანი ეფექტურობა გააჩნდა, ორქულიანს კი 70.7%-ით ისროდა. აღსანიშნავია, რომ ევროლიგაში კარიერის საუკეთესო შეზვედრა დიაკიტემ სწორედ "დუბაის" წინააღმდეგ ჩაატარა. 31-ე ტურში გვინეელმა ცენტრმა გუნდს 27 ქულა, 12 მოხსნა დააგროვა, მარგი ქმედების მაჩვენებელი კი 37 გახლდათ.

რაც შეეხება დასავლურ კარიერას, ამერიკაში ჯერ ვირჯინიის უნივერსიტეტში თამაშობდა, 2019 წელს კოლეჯის ჩემპიონობაც მოიპოვა, აქედან 2 წელში უკვე "მილუოკი ბაქსის" შემადგენლობაში გაიმეორა იგივე. სხვადასხვა პერიოდში უთამაშია "ოკლაჰომა სითი თანდერის", "კლივლენდ კავალიერსის", "სან ანტონიო სპურსისა" და "ნიუ იორკ ნიქსის" რიგებში.

რაც შეეხება "დუბაის" გასული სეზონის შედეგს, სადებიუტო ევროლიგურ კამპანიაში, პლეი-ოფისთვის ბოლომდე იბრძოლა, 19 მოგებითა და ამდენივე წაგებით მე-11 ადგილზე გავიდა, საუკეთესო ათეულამდე 2 მოგება დააკლდა... ახალი გუნდის თავკაცი ხავიერ პასკუალი იქნება, თორნიკესთან და დიაკიტესთან ერთად საამიროების გუნდში შეხვდებით ძანან მუსას (საშუალოდ 14.3 ქულა დუბაის შემადგენლობაში), ელი ოკობო (11.5 ქულა "მონაკოში"), მაკინლი რაიტი (12.7 ქულა საშუალოდ), კლემენ პრეპელიჩი (სანდო სამქულიანის მსროლელი), ფილიპ პეტრუშევი (11.6 ქულა), დევის ბერტანსი (სანდო სამქულიანის მსროლელი), დუეინ ბეკონი (16.2 ქულა).

[VIDEO] ისტორიაში მეოთხედ - "ოლიმპიაკოსი" ევროლიგის ჩემპიონია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
[VIDEO] "ბარსელონამ" და "ბასკონიამ" ევროლიგის ისტორია დაწერეს - სამი ოვერტაიმი და გიჟური მატჩი
კვლავ ნიდერლანდებში - დუშან ტადიჩი ახალ გუნდში გადავიდა
თუ ალვარესის ვარიანტი არ გამოვა - "ბარსელონა" თავდამსხმელის ძიებას აგრძელებს
"დილას" მწვრთნელი: მნიშვნელოვანია მაქსიმალურად კარგი შედეგი დავაფიქსიროთ
პსჟ აკლიუშს არ ეშვება
ხვიჩამ და პსჟ-მ დაიწყეს - ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად?
პსჟ შეიძლება კიდევ ერთმა შემტევმა დატოვოს
"რომა" უკრაინის ნაკრების თავდამსხმელს გაანათხოვრებს
რამ გაახსენა - შვაინშტაიგერმა გერმანიის ნაკრების წარუმატებლობა გვარდიოლას დააბრალა
რუსული ტოტალიზატორის ელჩობა ძვირად დაუჯდა - იტალიის ნაკრებს პირლოს არ ჩააბარებენ
The Sun: მამარდაშვილი "ლივერპულს" დატოვებს
"მერე რა, რომ არ ვითამაშებ?" - მოურინიომ კამავინგა კლუბიდან წასვლაში ვერ დაარწმუნა
"ნაგავი ხარ" - ნეიმარს ახალგაზრდა თანაგუნდელებთან პრობლემები აქვს
"არ ვაპირებ ისევ წავაგო, ისევ მე გავნადგურდე და ხალხი მშვიდად იყოს, თავის სკამებს უფრთხილდებოდნენ" - ეთერ ლიპარტელიანი
"ვილიარეალმა" "ბარსელონას" და პსჟ-ს ყოფილი მეკარე "მალიორკაში" გაანათხოვრა
"რეალი" დიომანდეს 100+ მილიონად შეიძენს
7-კაცა | სტაბილურად მერვე ადგილი
ბარკოლას პსჟ-დან წასვლა სურს - პარიზულმა კლუბმა "ლივერპულს" თანხა დაუსახელა
ისტორიაში პირველად - საქართველოში "ბარსელონას" კემპი გაიხსნა
"უმადურებო, მე რომ არა, "გალათასარაის" შესახებ არავის არაფერი ეცოდინებოდა" - ოსიმენი კლუბს შემოსწყრა?
კარგი გარჯა დაუფასდა - ესპანელები დე ლა ფუენტეს კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ