ინფრასტრუქტურის სამინისტროს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მასშტაბური პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყანის მასშტაბით 54-მდე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის პროექტირება-მშენებლობის პროცესები მიმდინარეობს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, ინფრასტრუქტურის მინისტ რევაზ სოხაძესთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად კახეთის ექვს მუნიციპალიტეტში მიმდინარე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობის პროცესს გაეცნო. ლევან კობიაშვილთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტები სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტამ კახა ჭუმბურიძემ და ტექნიკურმა დირექტორმა, გოჩა თამაზაშვილმა დაათვალიერეს.

თელავში, ახმეტაში, ყვარელში, წნორში, გურჯაანსა და საგარეჯოში მიმდინარე თითოეული პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო მოედანი, აშენდება 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, სპორტსმენებისთვის განკუთვნილი გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახი და დამატებითი ტექნიკური სათავსოები.

ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა თელავის უეფას III კატეგორიის სტადიონის პროექტის ავტორებთან, რომლებიც 4500 მაყურებელზე გათვლილ ახალი სტადიონის პროექტირებას ახორციელებენ.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): „მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში მონაწილეობს. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესა და მუნიციპალური განვითარების ფონდს.

სწორედ საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით ინფრასტრუქტურის სამინისტრო სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მასშტაბურ პროგრამას ახორციელებს. ამ პროგრამის ფარგლებში შენდება თანამედროვე სტანდარტების სტადიონები, რომლებიც UEFA-ს მოთხოვნების სრულად გათვალისწინებით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აქტიური ჩართულობით იქმნება.

ბოლო წლებში საქართველოში განხორციელებულმა მნიშვნელოვანმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის მყარი საფუძველი შექმნა. ამასთან, ეროვნული ნაკრების წარმატებამ ფეხბურთის მიმართ საზოგადოების ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა და კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში განხორციელებული ინვესტიციები ქვეყნის მომავალში ჩადებული ინვესტიციაა.

სამოყვარულო და მასობრივი ფეხბურთის განვითარება და ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შექმნა ჩვენი მთავარი ფუნდამენტია. შესაბამისად, დღეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მხოლოდ ახალი სტადიონების მშენებლობას არ ნიშნავს — ისინი ქმნის გარემოს, სადაც უფრო მეტ ბავშვსა და ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა, თანამედროვე პირობებში ივარჯიშოს, განვითარდეს და საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინოს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში ბავშვთა, ქალთა, სამოყვარულო და მასობრივი ფეხბურთის კიდევ უფრო განვითარებაში, რაც საბოლოოდ ქართული ფეხბურთის მდგრადი პროგრესისა და საერთაშორისო წარმატებების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იქნება.“

კახეთში ვიზიტამდე, მხარეებმა იმერეთის რეგიონში, ქალაქ გორსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებს მშენელობა მოინახულეს.

GFF.GE

ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
[PHOTO] "ბედნიერი მამა" - რონალდომ ხუთივე შვილთან სურათი გამოაქვეყნა
"ილიასთან შეხვედრამდე სულ სხვა ადამიანი ვიყავი, მან შემცვალა" - თოფურია მუნდიალის გმირ ფერან ტორესს შეხვდა
"ტორპედო" უკმაყოფილო გულშემატკივრებს შეხვდება
ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
ქართველი არბიტრის ტრიუმფალური ზაფხული: მარინა შალამბერიძემ ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მესამე ფინალში იმსაჯა
სავინიოს "ტოტენჰემში" გადასვლა უნდა - ბრაზილიელის წაყვანა რობერტო დე ძერბის სურს
"ბაიერნი" კეინთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს იწყებს
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
[VIDEO] ამჯერად 0:3 - "დილა" "აპოლონთან" კვიპროსშიც დამარცხდა
[PHOTO] ა, კაცი - კუკურელიას დე ლა ფუენტე უკვე ზედ ახატია
"მანჩესტერ სიტიმ" გვარდიოლს კონტრაქტი გაუგრძელა
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს სათავეში მანჩინი ჩაუდგება
კიეზამ "ლივერპულში" დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩებზე
ოფიციალურად: საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დანიშნეს
ფიოლერი: არგენტინის მსგავსად მოთამაშე გუნდი არ მჭირდება - ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს
მნიშვნელოვანი გაძლიერება "ლეიკერსს" - კალიფორნიელები გაცვლას ამზადებენ
დუბაი გაჩერებას არ აპირებს - შენგელიას შემდეგ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველიც დაიმატეს
ტერ შტეგენის "აიაქსში" ტრანსფერი ჩაშლის პირასაა
კვლავ ნიდერლანდებში - დუშან ტადიჩი ახალ გუნდში გადავიდა
ინგლისში ახალი წესი დაამტკიცეს - რა შემთხვევაში მოუწევს ფეხბურთელს მოედნის დროებით დატოვება
ჯოშუა ზირკზე იტალიის ჩემპიონატს უბრუნდება