კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში თბილისის „დინამო“ გასვლაზე „ჟალგირისთან“ 2:7 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

თბილისში 0:3 წაგების შემდეგ, ლიეტუვური კლუბის პრეზიდენტმა ანდრიუს ტაპინასმა თქვა, რომ დასაკარგი არაფერი ჰქონდათ და მოწინააღმდეგეს ყელში უნდა სწვდომოდნენ. სამწუხაროდ, ასეც მოხდა.

ხელოვნურსაფარიან მოედანზე მასპინძლებმა თავიდანვე შემოგვიტიეს, კალანდაძემ საჯარიმოში გოლუბიცკასი წააქცია, პეტკოვიჩმა კი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ბურთი კარს გადააცილა. მერე ჩვენი გუნდის დაცვა ისევ ჩავარდა და ბელენკიმ „ჟალგირისი“ დააწინაურა. სტუმრებმა პირველივე მომენტი გამოიყენეს - მეკარე სარკაუსკასთან პირისპირ გასულმა კვარაცხელიამ ვერ გაიტანა, თუმცა სანტუშმა დალაშქრა მეტოქის კარი.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე „ჟალგირისი“ ისევ გადმოვიდა იერიშებზე, დინამოელთა შეცდომებით ისარგებლა და ორწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაგვიტანა. ქეცბაიას შეგირდები ბურთს ვერ იჭერდნენ, საკუთარ საჯარიმოს იყვნენ მიჯაჭვული და ამ რთულ სიტუაციაში შეცვლაზე შესულმა ვაწაძემ შორიდან დაამწუხრა სარკაუსკასი. თუმცა, მალე პეტკოვიჩმა და ბელენკიმ დუბლები შეასრულეს და ორი შეხვედრის ჯამში ანგარიში გათანაბრდა. ბოლოს მიხაილოვიჩმა გაიტანა, ბელენკიმ ჰეთ-თრიკი მიითვალა და თავისი გუნდი მესამე რაუნდში გაიყვანეს.

ვილნიუსი. „LFF სტადიონასი“

ჟალგირისი - დინამო (თბ) 7:2

გოლები: 1:0 ბელენკი (25), 1:1 სანტუში (40), 2:1 პეტკოვიჩი (59), 3:1 ტეიშეირა (61), 3:2 ვაწაძე (72), 4:2 პეტკოვიჩი (74), 5:2 ბელენკი (82), 6:2 მიხაილოვიჩი (88), 7:2 ბელენკი (90)

გამოუყენებელი პენალტი: პეტკოვიჩი (9, ჟალგირისი)

დინამო (თბ): ლორია, ფსალტისი (ური 22), კურდიჩი, კალანდაძე, სანტუში, ოსეი, კაკაშვილი (ვაწაძე 70), ნინუა, ტეიშეირა, კვარაცხელია (ტკალია 60), ბა

თემური
სამარცხვინო წაგება! ხო ხდება ეგრე (გავიხსენოთ რა ანგარიშით წააგო ბრაზილიამ გერმანიასთან)! მაგრამ ჩვენთან, ამ შემთხვევაში რა მოხდა? ტოტალიზატორი? მოედნის საფარი? ჩვენი ფეხბურთელების დონე თუ უპასუხისმგებლობა? არ ვიცი, მაგრამ გვეშველება კი? გვეშველება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ თუ სწორ დასკვნას გავაკეთებთ, სწორ გეგმას შევიმუშავებთ და ამ გეგმით წავალთ "პასუხისმგებლობით"! მკაცრი "მომთხოვნელობით"!
გია
მთავარი სწორი მიდგომა და პროფესიონალიზმია რაც როგორც დემოკრატიულ ქვეყნების დიდ უმრავლესობას აქვს და ტოტალიტარული ქვეყნების გარკვეულ რაოდენობასაც რაც ჩვენთან უცხო ხილია დალოცვილებო მესხი მეტრეველი ბარქაია ვოვა ყიფიანი ვიტალი ტოტალიტარულ ქვეყანაში დაიბადნენ და კარიერაც აქ დაასრულეს მაგრამ მათი პროდესიონალიზმი პროფესიის იგივე ფეხბურთის სიყვარული და ჩვენი ქვეყნის პატივისცემა არავისზე ნაკლები არ ქონიათ ეხლა კი ერთიც მეორეც მესამეც და ხალხიც სულ ფეხებზე კიდიათ
დათო
პარტიულო ნოა არარატი ტობოლი ყარაბახი კაირათი შვეიცარიის ალპებიდანაა თუ საფრანგეთის რივიერიდან?მაგ აყვავებულ და გადაფურჩქნულ ლიტვას ტოტალიტარული სერბეთი რომ პანღურით გამოაგდებს ვის ან რას დავაბრალოთ? დემოკრატია რომ იყოს საწინდარი სპორტულ შეჯიბრებებში მაშინ არგენტინა ბრაზილია იგივე იუგები და საბჭოთა კავშირი არათუ ჩემპიონები არამედ გაგონილიც არავის არ უნდა ჰქონდეს აღარაფერს ვამბობ კომუნისტურ ჩინეთზე რომელმაც ოლიმპიადებზე უკვე მედლების მხრივ არათუ გაფურჩქნულ დემოკრატიებს არამედ სიტყვისა და თავისუფლების აკვნის დამრწევ ინდიელთა გადამრჩენელ შტატებსაც გადაასწრო
გივის ამომრჩეველი
ეს დაფინანსება რომ პირველ რიგში საარჩევნოდ ხმების მოსაზიდად იყო გათვლილი, ამას თუ ხვდება ვინმე? მართლა გგონიათ რომ ქართული ფეხბურთის ასაყვავებლად იყო გამოყოფილი?))) ევროპაზეც რომ შემთხვევით გავედით, ხომ არც ამის გჯერათ? ჰოდა, გააგრძელეთ ასე. დღეს ფეხბურთში ჩაისვრიან, ხვალ კალათბურთში და ზეგ კიდევ ძიუდოში. საერთო ჯამში კი კიდევ კაი ხანს ვიქნებით მაჩანჩალის როლში. იქნებიან თითო-ოროლა კვარასნაირი გამონათებები ხანდახან და ამით დავკმაყოფილდებით.
დიდება პარტიას, დიდება ლენინს
როგორც რუსეთს აწყობს ისე მიდის ქვეყანა. რა ფედერაცია, რაის სპორტის მინისტრი? რომელი დინამოს ღირსება? ან ფიფიას ვინ კითხავს რამეს? კაცი რომ ყოველ წელს აყვავებას გპირდებათ, აი ცოტაც გვაცალეთ და ნახავთ როგორ გავბრწყინდებითო და მერე რომ უარესი გვემართება, როდემდე უნდა გვჯეროდეს? რამდენი წელი უნდა მოტყუვდეთ. აქ რაც კითხვები დაისვა, ვერც(ან არ გაგცემთ) კობიაშვილი გაგცემთ პასუხს და ვერც მინისტრი. სხვები სხვა სფეროებიდან გპასუხობენ? მიმართეთო პრეს-ცენტრსო. ჰოდა, მიმართეთ მარია ზახაროვას, ან მანამდე შეიძლება თვითონაც გამოვიდეს და შეაქოს ჩვენი მთავრობა. მკვდარია ქვეყანა, პულსი არ ესინჯება, ქართველი აღარ დარჩა ქვეყანაში და ის გიკვირთ, დალაგებული და დემოკრატიული ქვეყნის გუნდმა როგორ გადაახია თავზე ბურთი ოდესღაც ტიტულოვან დინამოს. კარგით რა....
იურა
გაგიხარდა?
არსად არ შეხვიდე, იყავი ჭაობში
დავბრუნდეთ იქ რეფორმებამდე, სანამ რეფორმები არ იყო კოეფიციენტი კარგი გვქონდა მე 40 მდე ადგილზე ვიყავით შემოდგომა გაზაფხულზე უკეთესი შედეგი გვქონდა,
ფიფიას
გადაარქვით სახელი და მერე რაც გინდა ის ქენით
ილია
იმ დაუმსახურებელმა 3-0 მა სახლში რომ გაგვიმართლა ეიფორიაში ჩაგვაგდო,რეალობას მოგვწყვიტა.ბევრი შიშობდა ამის გამო,გარდა საქმეში მყოფი ხალხისა.
ჯაბა
სირცხვილია ამათ თბილისის დინამო ერქვას
გაგა
გვარდიოლა რომ მოუყვანო ამათ რამეს უშველის?
გიო
არ ვიცი რავთქვა უბრალოდ სირცხვილია არადა ყველაზე კარგი პირობები ამათ აქვთ ბაზა აკადემია 60 000 სტადიონი საქართველოს ჩემპიონატში ყველაზე მაღალი ხელფასები პრემიები ბონუსები და ერთადერთი რაც მოეთხოვებათ ის არის რომ ფეხბურთი ითამაშონ და ესე სამარცხვინოთ არ წააგონ კი შეიძლება წააგო დიდი ანგარიშითაც წააგო მაგრამ ასე უსისხლოდ უაზროდ ითამაშო არ ვიცი სამარცხვინოა
G
სირბილი რო ეზარებათ ფაქტია,დაკარგავენ ბურთს და სხვას ეძახიან მიხედეო,17ნომერი იყო ლეგიონერი იმას კაცი ჩამოიყვანს?კაი რა თავმოყვარეობა არ აქვთ,კიდიათ გულშემატკივარი,მთავარია მაყუთი დაითრიონ,ალბათ ტოტალიზატორს თამაშობენ და მოგვაგებიონ ჩვენც
გურამი
შიგევროპულად კი არ წააგეს, შენ რომ შიგევროპელს ეძახი იმან დაგახია ბურთი თავზე ზუსტად, შენ წააგე ორ ფეხზე დგომით და შენი ილუზიებით, რომ იმას ჯობიხარ! იქნებ მიხვდეთ რამეს
დათო
კომენტარებს გადავხედე და არ შემიძლია არ დავწერო.ლორიაზე ენა როგორ გიბრუნდებათ ვინმეს? ან საერთოდ ფეხბურთის აზრზე არ ხართ და ან რაღაცა პირადულია, თორე ერთადერთი ვისაც არაფერი გაემტყუნება ლორიაა. პირიქითაც, მაგრაი ბურთებიც აიღოდ, უმეტესად მეორე მესამე დამატებით უტანდნენ. დაცვა არ გვყავდა საერთოდ და საჯარიმოდნ თავისუფლად არტყვდნენ რადენჯერნმე და ლრიას რაღა უნდა ექნა. ვინც ლორიას ამტყუნებთ მართლა კი ხართ იმ ფეხბურთის ღირსი რაც გვაქ.
გიზოგ
ბატონო გულშემატკივარო, კარგად, ყოველ შემთხვევაში ობიექტურად, რომ გეყურებინა თამაშიშთვის, დაინახავდით, რომ „პატარა კვარა“-ს ერთი მომემენტი ქონდა კარგი თამაშის დასაწყისი და მას მერე გაუჭირდა თამაში, დაცვის დროს ყველა ორთაბრძოლა წააგო და სისწრაფეშიც კი ბურთიანი მეტოქეები სჯობნიდნენ. და საერთოდ 16 ყმაწვილი მხოლოდ დამატებაზე უნდა გაიყვანო 25-28 წლიან მამაკაცებთან საბრძოლველად.
გულდათუთქული გულშემატკივარი
ფეხბურთელებო არ გრცხვენიათ?! როცა იბრძვით და მარცხდებით არავის მოუბრუნდება ენა რომ გაგაკრიტიკოთ. პირიქით, მადლობასაც კი გეტყვით თავდადებისთვის, მაგრამ წაგებაც არი და წაგებაც. თქვენ კაი არ გრცხვენიათ, მაგრამ მთელ საქართველოს, რომ ამხელა სირცხვილს გვაჭმევთ ჩვენ რა დავაშავეთ?! ან მშობლებს როგორ უნდა ჩახედოთ თვალებში ან ნაცნობ-მეგობრებს?! საერთოდ არ გვინდა ეს უმაქნისი ლეგიონერები. ტყუილა ფულის ყრაა. მაგას ჯობია მაქსიმალურად ვეცადოთ ჩვენი ქართველი ახალგაზრდები შევინარჩუნოთ და მათზე ვხარჯოთ ფული. დინამო არ არის უბრალოდ ჩვეულებრივი კლუბი, ეს ქართული ფეხბურთის ტრადიცია და ღირსებაა და არ შეიძლება მის სახელს ესე ვექცეოდეთ. ლეგიონერები ამას ვერასოდეს გააცნობიერებენ და ვერც ისეთი დონის ლეგიონერების შეძენას შევძლებთ რომლებიც საკუთარ სახელს უფრთხილდებიან.
ბაგრატიონი
ასეა ასე. იტენეთ ფულები ჯიბეებში, იტენეთ და იტენეთ. 3-4 წელიწადში, გიბრალტარი, სან-მარინო, ანდორა, რეიტინგით ავლენ მაღლა, საქ. ერთი გუნდიც სახვეწარი გაუხდება ევრო ტურნირებზე. მე ჩამოვალ კორეადან და მე გავიტან ხოლმე გოლებს ან რომელიმე ბირჟადან წამოიყვანეთ რომელიმე და ის ათამაშეთ. ფუუ... თქვენი..... ამაზრზენი ფეხბურთელები ხართ.
O.K.
სირცხვილი.. მაგათ ფსიქოლოგი ვეღარაფერს უზამს, ფსიქიატრია საჭირო.. ქეცბამ რაო კომენტარი გააკეთა?
გიო
სანამ ეს ფედერაცია მოვიდოდა და ჩატარებდნენ ამ ე.წ რეფორმებს ჩემპიონატის კალენდარის შეცვლა გუნდების შემცირება ფონდი და აშ რომლებიც იდეაში მოიაზრებოდა რომ ვითომ კონკურენცია უნდა გაზდილიყო გუნდებს შორის პლიუს ფორმაში უნდა შეხვედროდნენ გუნდები ევროტურნირებს და ფონდს უნდა მიეხედა ხელფადებისთვის და დახმარებოდა გუნდეს და ეს რეფოემაცია მოიტანდა შედეგს გავიდა 10 წელი 11 წელი და იმაზე გაცილებით უარესი შედეგი გვაქვს ვიდრე ამ რეფორმებამდე გვქონდა მე მახსოვს ქართული კლუბები გორის დილა ზესტაფონი დინამო გაცილებით უკეთესად ასპარეზობდნენ არც მაშინ ბრწყინავდნენ მაგრამ ევროპა ლიგის პლეიფში ყოველ წელს ერთი გუნდი მაინც გადიოდა იგივე ზესტაფონი გორია დილა დინამო და 37 ადგილზე ვიყავით ევეოპის ჩემპიონატებში თან მაშინ არ იყო კონფერენც ლიგა და რაც ეს ფედერაცია მოვიდა და მიიღეს ეს ცვლილებები საერთოდ ფსკერზე ჩავეშვით და ერთი ეტაპის გადალახვაც უკვე ვეღარ ხერხდება აქედან გამომდინარე ვინ არის დამნაშავე ხომ მარტივი მისახვედრია ფედერაცია რათქმაუნდა ფედერაცია არის ქვეყანაში ფეხბურთის მმართველი ორგანო და აშკარაა რომ ვერ მართავენ ამ ფეხბურთს შედეგწბიდან ჩანს 10 წელია
Gurulo
ადრე, დაბალი კვალიფიკაციის მწვრთნელები სხვას თუ ვერ ასწავლიდნენ,იმას მაინც ეუბნებოდნენ :,,ვინც გულით არ ითამაშოს იმის დედაო,, ახლა მაგასაც ვერ ეუბნებიან ,თვითონ ფეხბურთელები ამბობენ :,,ჩემი დედაო,,
გიზოგ
ლეღვის ფოთლობასაც კი თავის დრო აქვს, გასაგებიაა?
გია
0-7 დილამ ივაჟკაცა.მაგარი ჩემპიონატი გვაქვს
გიზოგ
იმაზე რას სიტყვით ბატონო, რომ ერთერთი მწვრთნელი, რომ ჩივის 5 დღეში 3 თამაში ჩავატარეთო. განა კალენდარის სწორად შედგენასაც ფინანსები და ძვირად ღირებული ინფრასტრუქტურა სჭირდება? ბატონმა კობიაშვილმა ან აამუშაოს ფედერაცია ან ...... არაერელ გამიგონია, ჩვენთან ჩემპიონატი დამთავერებულია, მათთან(მეტოქეზეა ლაუბარი) კი არაო.
გიორგი
სირცხვილია. სირცხვილია. სირცხვილია.
Vava vova
შიგევროპულად წააგეს
ფეოლა
სერომ თქვა ასპროცენტიანი, ყველა ქართული გუნდი მხოლოდ ერთ ტაიმს თამაშობს (მეორეს ვერ ქაჩავენ) და საჭიროა ფსიქოლოგიც
სტუმარი
ლეღვის ფოთოლი, როგორ მოდაშია!
ზურა
ძინამო ტბილისი. ლოგოზე წითელი ვარსკვლავი არ დაგეკარგოთ.

სპარტაკის ფეხბურთელები ამტკიცებდნენ,სავარაუდოდ დოპინგი ჰქონდათ მიღებული,თვალებიც შუშისა ჰქონდათ და ისე დარბოდნენ მეორე ტაიმში,თითქოს თამაში ახლა დაიწყესო.მგონი „ფუტბოლ ჰოკეიდან“ მახსოვს.
გიზოგ
მართალი ბრძანდებით ბატონო სერგო, მაგრამ ვინ უნდა გააკეთოს ეს საქმე, აქვს სურვილი ვისაც ეს ეხება?

ჩვენ ვიშალოთ ნერვები და ერთის სპონსორი კროკობეთია, მეორესი ბეტსსონი. რაც არ უნდა "ცუდი გუნდი" იყოს დინამო, უფრო მეტად უკლასო ჟალგირისი 7 გოლს ვერ გაუტანს - 4 ბოლო 18 წუთში! ასეთ ქამბექს მენტალურად და კლასით სუპერ გუნდებიც კი იშვიათად ახერხებენ, არათუ ჟალგირისი - პენალტის გაფუჭების და 2 გოლის გაშვების შემდეგ. ასე რომ ისეც და ასეც ერთი დიდი ჭაობია ქართული ფეხბურთი.
zura222
დიდი ხანია ამდენი არ მიცინია, გზააბნეული ბატებივით რო დარბოდა მთელი დინამო DDD
დავითი
1. ეს დინამოს ფანები რატო დადიან შავი ფორმით რა უბედურებაა?! ან გუნდის ფორმა ჩააცვით ან ნაკრების თემაში მაინც ვერ გაიგებ ვისთან არიან და რა უნდათ! და ამასთან გულშემატკივრობაში თბილისშიც ჩახადეს ლიტველმა ფანებმა და იქ ხო აყურებინეს როგორ უნდა ქომაგობა! 2. კონცენტრაცია მობილიზების დიდი პრობლემაა ზოგადად ქართულ ფეხბურთში, მომგებიან პოზიციაში ყოფნა წყენთ ამათ, ეს ბურთის დათმობა რა უაზრობაა ხო უნდა ნახოთ რა ემართებათ ასეთ დროს და 3. სანამ ნაცნობობით, ფულით და ნეპოტიზმის სხვა ხერხებით დააკომპლექტებთ დინამოს, მანამ გექნებათ ეს სიტუაცია!
კაი ერთი
რა საზღვარი? პირიქით, ფიფია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ასე მოხდეს, მარა თქვენ მაგას ვერ მიმხვდარხართ და რაღაზე უნდა გქონდეთ პრეტენზია?
ავთანდილი
შემოდგომა - გაზაფხულის ფორმატზე ვერ გადავლენ, იმიტომ რომ სტადიონების და გაზონების მოვლაზე ფული უნდა ხარჯონ, მერე თვითონ რა ჭამონ? არ ჯობია? ზამთარში მიაკეტავენ სტადიონებს, მერე გაზაფხულზე ბალახი ამოვა და გააგორებენ ბურთს. ყველა კმაყოფილია. დინამო კი ამხელა ისტორიის მქონე გუნდი ნადგურდება ლიეტუვაში სადაც ფეხბურთი რა ხილია არ იციან და არც არასდროს ეცოდინებათ. გამოსავალი შეიძლება იყოს ამიერკავკასიის ჩემპიონატი.
სერგო
მარტო განგაშის ატეხვა არ შველის საქმეს. საჭიროა დაუყონებელი ქმედებები: 1.დაინიშნოს ფიზიკური მომზადების მაღალკვალიფიციური მწყვრთნელი ( რადგან მე 2 ე ტაიმში ჩვენი დინამო და სხვა გუნდებიც პრაქტიკულად ვეღარ თამაშობენ - ეს კარგად გამოჩნდა ჟალგირითან ორთავე მატჩში ). 2 . სასწრაფოდ საჭიროა გუნდში აიყვანონ ასევე მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგი რადგან აშკარად გამოჩნდა რომ ფეხბურთელთა ფსიქოლოგიურ ნებისყოფა მეტისმეტად დაბალია და სხვაც ბევრია გასაკეთებელი მაგრამ უპირველეს ყოვლისა ამ ორით უნდა დავიწყოთ
უბრალოდ სიმართლე
სანამ ეროვნული პირველობის დონე არ აიწევს, რაიმე წარმატებაზე საუბარი უბრალოდ სისულელეა და მეტი არაფერი.აბა ვინ იტყვის რა კეთდება იმისთვის რომ ჩემპიონატის დონე ამაღლდეს? სამაგიეროდ გამოვა ფედერაციის პრეზიდენტი და იტყვის რომ ჩემპიონატი თუ დაბალი დონისაა, ფედერაცია აქ რა შუაშიაო(!). მაშინ თქვით ბატონო, ვინ არის შუაში? როგორც ჩანს, ფედერაციისათვის მისაღები და ნორმალურია იმ პოზიციაზე ყოფნა, რომელზეც დღეს ქართული საკლუბო ფეხბურთი იმყოფება, სხვა ახსნა უბრალოდ არაა. რაც არ უნდა იძახოს მავანმა ასე და ისეო, ნებისმიერ საქმეში ვინც რამეს აკეთებს და მისი თაოსნობით კეთდება, ტარდება და ა.შ. შედეგზეც მანაა პასუხისმგებელი, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. დროა ფედერაციამ თვალი გაახილოს, ყურები გამოიფხეკოს და ჩემპიონატს მიხედოს, კიდევ რამდენ ქვეყანას უნდა დავაწერინოთ ისტორია, სირცხვილი არაა?
ვაააახო
ისტორიული სირცხვილიო? ეეხ, რა სირცხვილია ეს ? აი სირცხვილი ის არის მაგალითად მეზობლის კარებთან რომ მოისაქმებ და მერე ზარს დაურეკავ ქაღალდის სათხოვნელად აბა ეს რა სირცხვილია ? დიდი არაფერი
მაგდა
და რატომ გიკვირს ეს რეგრესი?! როდესაც ფეხბურთის განვითარების ფონდის ბიუჯეტის მთავარი მღრნელი მინისტრად დასვეს და ახლა მთლიანად სპორტის გამოღვრნა იქცა მის საქმიანობად?! კაცს ერთადერთი სადარდებელი აქვს, რომ მისი სასტუმროები ფედერაციებს მიაქირაოს შეკრებებისთვის და სპორტსმენებს პრემიების წილში ჩაუჯდეს.
S.K.K.
სახელი მაინც შეუცვალეთ, შეგრცხვეთ მაინც ძველი თაობების!
რამაზი
დინამოს ამდენი ასაკობრივი გუდები ყავს ცალკე აკადემია და რას ჭირს სამაგისო რომ ამდენი დადებილებული უცხოელი მოყავს გუნდში.რაღაცაშია საქმე უფრო ფინანსური მაქინაცია მგონია.ლორიამაც დააებოს ის დროა
გელას
მართლა ასეთი შტერი ხარ თუ თავს ძალით იშტერებ? ფედერაცია შუაში კიარა თავშია,თავში.ქვეყანაში ფეხბურთის დონეზე პასუხისმგებელი ფედერაცია არაა? როცა ასეთი უარყოფითი შედეგები გვაქვს წლების განმავლობაში ,რაღაც ხომ უნდა შეცვალო? ბევრიც არ არის საჭირო.თუნდაც : 1) ლიმიტი ლეგიონერებზე 2)წესდებით აკრძალვა ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდების (,23-24 წლამდე მაინც) გადინების დაბალი დონის გუნდებში.გამონაკლისი უნდა იყოს მხოლოდ იმათთვის ვისაც ტოპ-კლუბები იწვევენ.3) მკაცრი საკონტრაქო დებულება.უნდა მორჩეს ფეხბურთელების გამუდმებული ხეტიალი გუნდიდან გუნდში,სეზონში რამოდენიმეჯერ ახალი გუნდის კეთება.4) შემოდგომა_გაზაფხულის სეზონზე გადასვლა.5)მცდელობა (მაინც), სომხეთთან ან აზერბაიჯანთან ერთობლივი ჩემპიონატის ჩატარების.6) ბავშვთა ფეხბურთის მიხედვა. ყველასათვის ხელმისაწვდომობა და ა.შ. აი ის რაც აუცილებელი ჩვენი საფეხბურთო დონის ამაღლებისათვის.ძნელია? სულაც არა,ხომ?! მაშინ ისმის კითხვა___რა ხდება? რატომ არ კეთდება? პასუხის გაცემა თქვენთვის მომინდვია.
ედიკა
მაშინ ზესტაფონი რომ გასულიყო სამგზავრო ფული აღარ ქონდათ და მიცეს თამაში მალტელებს
Skorp
როდესაც არ იყო სახელმწიფო დაფინანსება ასე თუ ისე 30-დან მე-40 ადგილამდე მაინც ვიყავით რეიტინგში , რაც ეს სახელმწიფო დაფინანსება გამოიყო ფსკერზე დავეშვით ეგეთი არაფერი მინახავს გაჭირვებულს ფინანსურად ეხმარებოდნენ და მისი ცხოვრების დონე ეცემოდეს , თუ ნარკომანი არაა,რავი ხომ არააქვს პარაზიტობას ადგილი?
C
იქნება ალბათ უკვე 5 წელი, რაც პირობა დავდე რომ სანამ ფიფია იქნება მანდ არც ერთ თამაშს არ ვუყურებ დინამოსას და გუშინაც მაინტერესებდა კვარსცხელია თუ იქნებოდა და არ ვუყურე სა არც ვუყურებ არასდროს! თავენ კიდევ უყურეთ და ყოველ წელს წერეთ ერთი და იგივე. სანამ ფიფიაა მანდ ეგ გუნდი არაა. სირცზვილიც აღარაა, უკვე სტანდარტია.
ბუხუტი
მაგ ევროპათუმეებმა გაგიგდეს წიხლქვეშ. ნახევრად-სამოყვარულო კლუბმა. ეძახე ახლა უკნიდან და წინიდან განათლებულები.
ბოჩია
ვინც დინამოს,ახლა ასე აკრიტიკებთ, ცოტა ობიექტურებიც იყავით და დადებითიც დაინახეთ გუშინდელი თამაშიდან, ასევე რადენიმე მიზეზიჩ გასათვალისწინებელია - მინდვრის ხელოვნური საფარი, მომქანცველი მგზავრობა, გუნდს, ევროკავშირის უგნური პოლიტიკის გამო რუსეთის მიმართ, ლიეტუასთან, ჩვენი ერთმორწმუნე რუსეთის და ბელორუსის საჰაერო სივრცე დაკეტილი აქვს და ჩვენებს ფრენა მოუწიათ შემოვლითი გზით, ამიტომაც ჩანდნენ ჩვენი 16-18 წლის ტალანტები შედარებით გადაღლილნი, მაგრამ მაინც ერთო სიამოვნება იყო ჩემთვის პატარა კვარას თამაში - ერთ მომენტში პირით ხაზთან მაგრად იმატავა, ბოლოს მაინც დაკარგა, მაგრამ მაიც მაგარი იყო...ასევე ჩვენი პირველი გოლისას, როდესაც პირის-პირ დატოვეს მეკარესთან, სტანდარტულად კი არ უცდია, ეპიზოტის დასრულება, გოლის შეგდება ერთი შეხებით, არმედ პად სებია მისცა.. საკუთარ ფეხში კი გაირტყა და ბურთი დაკარგა, მაგრამ მეკარე დააბნია და შემდეგ ეიპიზოტში სანტოსის შორეულ დარტყმას ვეღარ გაუმკლავდა, შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია ეს ყველაფერი გათვლილი ჰქონდა და შეგნებულად გააკეთა...მართალია შემტევები კვარას თამადობით დაცვას ვერ ეხმარებოდნენ, ზონებს ვერ კეტავდნენ, ვერც მაღალ პრესინგს ახერხებდნენ და ვერც მოწინაღმდეგის დარტვმებს ბლოკავდნენ საჯარიმოს გარედან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არც არის მათი საქმე, რადგანაც ამ უნიჭიერესი ბავშვების სტიქია - შეტევაა და დაცვაში თამაში არც არის მათი მოვალეობა, ბოლოს და ბოლოს ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.....ასე რომ მოდით ნუ შევქმნით ტრაგედიას ამ წაგებიდან, 7-5 წავაგეთ და არა უსაშველოდ, ბიჭებმა და მწრთნელებმაც უდიდესი გამოც დილება მიიღეს ახლა გადაერთვებიან ეროვნულ ჩემპიონატზე და კვარა და კომპანია მეეჭვება ვინმემ გააჩეროს.... მე თუ მკითხავთ კომფერენც ლიგა არც ეკადრება თბილისის დინამოს.......
გელა
ვინც გაყიდული იყო წერს მე იმ ხალხის მესმის დაუჯერებელია ეგრე როგორ უნდა გა….კდე მართლა თუ გაყიდეს რა იყიდეს ? და თუ გაყიდული არ იყო და მართლა დადგას ეს შედეგი ეს გუნდი დასაშლელი ყოფილა და ყველა გასაყრელი ამ გუნდიდან.
ავთანდილი
დინამოზე ლაპარაკი არ მაქვს, ჩვეულებრივი ნაგავია. მე უეფაზე უნდა ვილაპარაკო, რა მოტივით უშვებს ხელოვნურ საფარიან მოედანზე ტამაშს, ეს საცოდავები ხელოვნურზე კიარა ბუნებრივზე ვერ თამაშობენ. ავიღოთ თუნდაც კვარა უმცროსი, მას აქვს ყველა პირობა იმისა, რომ 1-2 წელში ტოპლიგაში ითამაშოს მაღალი დონის ფეხბურთი და ეს პერსპექტივა შეიძლება სამუდამოდ გაქრეს ჟალგირისის ასფალტობეტონიან საფარზე ერთი წაქცევით, მე არ ვიტამაშებდი, კიდევ მეტი მე რომ მწვღთნელი ვყოფილიყავი ასეთ ტამაშსი ახალგაზრდა პერსპექტიულ ფეხბურტელს საერთოდასც არ დავაყენებდი და დაცვაზე გავაკეტებდი მტავარ აქცენტს. ეს წაგება ამ პატარა ბავშვებისთვის დიდი ფსიქოლოგიური ბარიერი შეიძლება გახდეს, მოკლედ რაც მწვრთნელია ისაა გუნდი, ან პირიქით -რაც გუნდია ისაა მწვრთნელი.
სირბილის სწავლების ცენტრი
წლებია ერთი და იგივე პრობლემა - მძიმედ სირბილი. ნაკრებში უცხოელი ფიზმომზადების მწვრთნელი ჩამოიყვანეს და მაშინვე ისწავლეს უკეთესი სირბილი და ევროპაზეც წარმატებულად გამოვიდნენ. მძიმედ სირბილი და ზედმეტი მოძრაობები მსუბუქი და ოპტიმალური მოძრაობებით ჩაანაცვლეთ და შედეგიც მაშინვე მოვა! ადრე ყველა ერთხმად გაიძახოდა: "ნაკრებში სირბილს ვერ ასწავლი"! სანიოლმა თუ მოახერხა და სირბილი გააუმჯობესებინა, კლუბში ეს რატომ არის შეუძლებელი? ფეხბურთი მოძრავი სათამაშო სახეობაა და რა დონის სირბილსაც ასწავლით, ზუსტად იმ დონის შედეგი დაიდება. თემურ ქეცბაია: "მე წაინ წასვლას კი არ ვუშლი, მაგრამ როდესაც დაცვაში ვერ ასწრებს ჩამოსვლას, ასეთი ფეხბურთელი იძულებულია სულ დაცვაში იდგეს". ქართველ ფეხბურთელებს კი წარმატებას ვისურვებთ! .
გელა
მოვუწოდებ ქართველიშვილს და მის ხროვას,დაულეწეთ თავყბა ყველას ფედერაციიდან დაწყებული ფეხბურთელებით დამთავრებული,ქართული ფეხბურთის შეურაცხყოფისთვის.რაო?ეგენიც სპორტსმენები არიან და ვერ მოერევით? ე.ი.თქვენი იმედიც ტყუილად მაქვს?
გელა-ს
მეგობარო, გაუშვი ხელი საკუთარს, ვერ ხედავ რომ გწყენს?
ss-ს
მართლა ss და ფაშისტი ხარ შენი აზროვნებით. ნაცების დროს ხომ ახევდნენ ბურთს ევროპის გრანდებს. პოლიტიკა რომ არ გამოურიო ამ საიტზე არ შეგიძლია? შენ სულით ავადმყოფო!
ისა
ყველაზე ცუდი ის არის, რომ დინამოს ის ვაი ფეხბურთელები თვის ბოლოს ჩვენზე 20-ჯერ 50-ჯერ და 100-ჯერ მეტ ხელფასს ჩაიჯიბებენ. ჩვენ მაგათი ერთი თვის ხელფასის თანხისთვის წლები უნდა ვიმუშაოთ, თან მაგათი თამაშის გამო ნერვები უნდა ვიშალოთ.
კახი
ესე არ შეიძლება, ქეცბაიამ 17 წლის ბავშვებით მოინდომა შედეგის დადება, ტკალია,კაკაშვილი, ციკოლია,კვარაცხელია. კი ესენი კარგები არიან განსაკუთრებით კვარა, მაგრამ ამ ბიჭებს ჯერ ასეთ სერიოზულ მატჩებში ვერ დაეყრდნობი. რისთვის მოიყვანეს კანკავა? ან ხარაიშვილი? ამათ უნდა აეღოთ თავზე თამაში და ესენი კი საერთოდ არ გამოჩენილან! ან კიდევ ...............
temo
მაინტერესებს ამ სირცხვილის ჩამოსარეცხად რას მოიმოქმედებენ, ვიმნეს დასჯიან, გაუშვებენ, დააქვეითებენ, პატიებას ითხოვენ, ბოდიშ მოიხდიან თუ რას მოიმოქმედებენ. თუ რაიმე ზომები არ მიიღეს, სტადიონზე საერთოს აღარავინ არ უნდა მივიდეს მას საღურებლად.
სხვა_ს
საბჭოთა სკოლა გამარჯვებებს და თასების აღებას ასწავლიდა და არა პირიქით ,შე უკნიდან განათლებულო და თავში ბნელო .ნამუსთანაც,რომ მწყრალად ხართ ეს ევროთუმეები?
ჯანო
რა დავაშავეთ ჩვენ გულშემატკივარმა როგორ გაგვახარეს პირველი თამაშის შემდეგ გვაფიქრებინეს რომ მართლა შეეძლოთ პლეოფამდე გასვლა დარწმუნებული ვარ შემდეგ ეტაპზე გაცილებით მეტი ხალხი მივიდოდა სტადიონზე ისეთი გახარებული იყო ყველა პირველი მატჩის შემდეგი შედეგით უკვე ვემზადებოდით მომდევნო მეტოქისთვის და ამათმა რაქნეს ეს რა გაკეთეს მთელი ეს სიხარული და იმედები ძმრად ამოგვადინეს ყველას და მერე კიდე ჩვენთან აქვთ პრეტენზიები რატომ არ დადიხართ სტადიონზე და რატომ არ გვქომაგობთო? კარგით რა მერამდენეთ ხდება უკვე სადამდრ უნდა ვიყოთ ნებისმიერი ევროპული გუნდისთვის სასურველი საოცნებო მეტოწეები ევროტურნირებზე? დინამო მაინც არ იყოს 10-20 წლის გაკეთებული გუნდები დებენ შედეგს და ამხელა ისტორიის გუნდს ტიტულოვან გუნდს რომელიც ერთ ერთი საუკეთესო გუნდი იყო წარსულში როგორც სსრკში ასევე ევროპაში რა უფლებით ანადგურებთ ვინ ხართ საერთოდ ვინ მოგცათ ამის უფლება?

არც ერთი ქომაგი აღარ უნდა მივიდეს სტადიონზე, არცერთი! მერე მიხვდებიან რომ ესე თამაში ქომაგების შეურაცხყოფა და უპატივისმცემლობაა. სინდისის ნატამალი თუ დარჩათ მინიმალურ პროფესიონალურ დონეზე მაინც ავლენ ფეხბურთელ სტაფიან ყველაფრიანად......თუარადა თქვეეეეენი $%#$^$&*%^*^*&*%^( 7-2 , 3-0, 4-0 ...
რონი - ს
დიახ, არ უყურებენ არც ევროპულ ფეხბურთს და ნუთუ ახლახან დამთავრებული მსოფლიო ჩემპიონატის არცერთი მატჩი არ უყურებიათ და ვერც ვერაფერი უსწავლიათ(?), რა სამწუხაროა!!!
დავით-ს
"დაცვაში თუ ჩაბეტონდი ყველა დაგაჯდება თავზე"_ო.სად იყო ჩაბეტონება? ბეტონი ნიშნავს მტკიცეს,მაგარს,გაუვალს. ბეტონი კიარა,ეს იყო დაფხავებული ჭილოფი,საიდანაც ჯერ წყალი მცირედით ჟონავდა ,თანდათან იმატებდა და ბოლოს მთლიანად წალეკა მოვარდნილმა ნიაღვარმა.ჩაბეტონება ცუდი არ არის ,როცა სწორად საჭირო დროს და ადგილზე იყენებ. ბეტონს ცემენტი და ქვაც ჭირდება,მარტო ქვიშით ბეტონი არ მზადდება.
lasha
გამოდით ხალხო ილუზიებიდან. როდემდე უნდა იყოთ სულელების როლში. ქართული კლუბების დანიშნულება არის ფულის გათეთრება. დამატებით. პერსპექტიული ახალგაზრდების გაყიდვა გროშებათ და ევრო ტურნირებზე თამაშების გაყიდვაზე ფულის გამაზვა. სულ ესაა. ქეცბაიაც მაგ აიფორის თანამონაწილეა. რაც მაგას აინტერესებს ეს არის ფულის შოვნა და დაბრუნება უკან თავის კვიპროსში. თუ რავი სადაც ცხოვრობს.
toma
სიმართლე-ს ფეოლა გამახსენე :,,ვაი,შენს პატრონს,,
Gurulo
:))) ფედერაცია აკომპლექტებს გუნდს?ფედერაცია ავარჯიშებს?ფედერაცია აყენებს შემადგენლობას?ფედერაცია ირჩევს ტაქტიკას?ფედერაცია აკეთებს ცვლილებებს?:)))მაშინ კლუბის პრეზიდენტი და მწვრთნელები რა ჩემს ფეხებს აკეთებენ?
გელა
ფედერაცია რა შუაშია? კობიაშვილმა უთხრა რომ 7-2 წააგეთო? კერძო კლუბია მეპატრონე ჰყავს გუნდს და ის წყვეტს კლუბის შიდა პოლიტიკას ფედერაცია პასუხისმგებელია ნაკრების შედეგზე შიდა ჩრმპიონატში ან გარე ტურნირებზე დინამოს და სხვა კლუბების შედეგები ფედერაციასთან რა კავშირშია ისევ სსრკს დრო ხომ არ არის რომ ყველა კლუბი იყოს სახელწიფო დაფინანსებაში რაც შეეხება ფონდს ჩემი აზრითაც ფონდი უნდა გაუდეს და ჩემპიონატის ჩატარების სისტემაც უნდა შეიცვალოს დაქტია რაც ფონდი გაკეთეს და ჩემპიონატოს ჩატარების სისტემა შეცვალეს გაცილებით უარესი შედეგები გვაქვს ევროსარბიელზე ვიდრე იქამდე გვქონდა არ ვარ კმაყოფილი ამ ფედერაცით მაგრამ მოდი ყველა უბედურებას და წარუმატებლობას ფედერაციას ნუ დავაბრალებთ
ZZZ
დროზე გადაარქვით ამ გუნდს სახელი, არ გეცოდებათ იმ დინამოს სახელით ასეთ სამარცხვინო საქციელს რო ჩადიხართ??? საზღვარი არ აქვს??? მერამდენედ უკვე??? გავიხსენო თქვენი ბოლოდროინდელი ანტიგმირონბები და დაფიქქსირებული ანგარიშები ევროსარბიელზე რომლის ანალოგი დარწმუნებული ვარ არავის აქვს მსოფლიოში ბოლო 10 წლის მანძილზე?????????
ზურაბ
ახალი ის იყო კიდე "გააუმჯობესა" დინამომ პირადი რეკორდი. ამის გარეშე ამ გუნდს უბრალოდ არ შეუძლია. ასევე მეეჭვება კიდე ერთი სიახლე ვნახოთ და ვინმემ პასუხისმგებლობა აიღოს თავზე და გააჯ-ას
მერაბი 61
პროფესორობას არ დავიწყებ მე უბრალო გულშემატკივარი ვარ,დროა სინდისი იცოდე, პელეს შეეკითხნენ რატომ მიდიხარ კარგი ფორმაში ხართ, პელემ უპასუხა მინდა ასე დამიმახსოვრონ,არ მინდა ლორია გავამტყუნო მაგრამ 6 დან 2 ხომ უნდა აიღო, ქეცბაიას უნდა მიეცეს ორი სამი წელი,და ახლა მინდა მივმართო ფულიან ბიზნესის ხალხს სად არის თქვენი პატრიოტიზმი, ნახეთ პაფოსი კვიპროსის გუნდი, ბიზნესმენის გუნდია რუსეთიდან გვარი დამავიწყდა , იმედი მაქვს იბერია კარგ გზაზეა და არ შეარცხვენს ქართულ ფეხბურთს,
nika
არ უნდა გვეწყინოს ჩვეულებრივი ამბავი მოხდა. სასაცილო გახდა ვიდრე სატირალი
სიმარტლე
ფულის მკეთებელი კაცი საქმეშიფულს იმიტომ დებს, რომ ფფული გააკეთოს. რომელ თბილისის დინამოზეა საუბარი რამდენიმ ქართვეელი იყო მოედანზზე. მახსენდებბა „დიინნამო“-[არ მახსოვს სახეელი] 2:0 და 2:5, პატარკააციშვილი,გამოზიება. მეკარე წინასწარ ხტება გვერრდზე და სივრცეს უნთავისუფლებს მწინააგმდეგეს.დამცველიც ფეხს არ ატოკებს.
აუუუ
მეორე ტაიმში დაცვაში ჩადგებოდა 11 კაცი თავის მწვრთნელიანად და მიტო მოხდა. უნგლისი არგენის თამაში 1 გოლი გაიტანა ინგლისმა და დაცვაში ჩადგა 11 კაცი რაც მოხდა კარგად ვიცით.
გიორგი
იბერიის თამაში იყო სლოვანთან და იბერიამ ბოლო წუთებამდე იბრძოლა ვერ გავიდა მაგრამ რაც შეეძლოთ გააკეთეს და მთელი თამააი ისე ჩატარა ამ გუნდმა რომ არ შემრცხვენია და თან სლოვანი გაცილებით მაღალი დონის გუნდია ვიდრე ჟალგირისი და ამათმა რაქნეს თან ვისთან წაგებაც არი და წაგებაც დინამო მაინც არ იყოს ამ გუნდის ისტორიას უკვე მერამდენეჯერ დასხეს ლაფი
ვაიმეეეეეეეეე
საქართველოს ჩემპიონატში, რეგიონის გუნდებს უფლება რომ არ აქვთ თბილისის გუნდების დამარცხების, და თუ მაინც იგებენ, მსაჯებიან, ვარიან, ფედერაციიანად რომ უნდა მოუგო, შედეგიც სახეზეა, ვისაც არ ეზარება ყველას წაკუზული ყავს ქართული გუნდები,

ვის აინტერრსებს თქვენი აზრი.მთავარია ფიფიამ და მისმა ყურმოჭრილმა მწვრთნელმა სოლიდური თანხა იშოვონ.გუშინდელი თამაში მშვენიერი გზა იყო
ნიკო
გუნდის პროვოკაცია :D
gzp - ს
შეიძლება "თქვენს პროფესიებში" არ იყოთ საუკეთესო, ამით სხვას ზიანი არ მიაყენოთ და ნახევარი ქალაქი ვერ გაიგებს, ყველა ვარსკვლავებს ვერ მოწყვეტს, მაგრამ როცა შენს გამოსვლას მსოფლიო უყურებს და შენს უკან საქართველოა, მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ. თბილისში მატჩის დასრულების შემდეგ, ტელევიზიით გამოსვლისას ინტერვიუში ფეხბურთელებმა გადაჭარბებით შეაფასეს საკუთარი შესაძლებლობები და დაბეჯითებით ამბობდნენ, რომ სტუმრად კარგ ფეხბურთს აჩვენებდნენ და გამარჯვებულები დაბრუნდებოდნენ. "კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო". მოშლილი იყო ყველა რგოლი, ფეხბურთელები ერთმანეთს ვერ უგებდნენ. ძალიან სამწუხაროა. ამის მიზეზი ყველამ თავის გულში ეძიოს!!!
ss
თავისუფლებამ იზეიმა მონობაზე,,,,ვიდრე ქოცები ვართთ მთელი ქვეყანა ასე იქნება მუდამ
კომენტატორი ცოტა ტუპოი უნდა იყოს, მაგაში უხდიან ფულს
06:39 მოუსმინეთ რა, 'გამოიცნო ქეცბაიამ ცვლილება ...'. მაშ მტყუანს .... :(
ვაგლახ
აი, ვინც დღეის აას იქრთ ა რიპებზე დრო დაკარგოს, ის იყოს ხხხ, ანუ ძალიან ცუდი კაცი .....
აუ, ვიღაცა ტიპები რო წერდნენ აქ, იდი ქეცბა ....
ეს ტიპი არ გადადგა ხო? ჭეშარიტი ქარტველი ვაჟკაცია, თხას იხარს და კაცი აგისგან არ აოვა ....
ehhh
რა მაგისი პასუხია და ის ჯაცი გამახსენდა, რაღაცა ფილმს რომ აპროტესტებდა, 'აჩვენებევ, ხალხო, აჩვენებენო ...', აი ამ დინამოს მინდა ყველა გულშემატკივარის სახელით ვუთხრა, 'აბა აჩვენეთ ბიძიას პასპორტი!' ....
რონი
7გოლი ხო გავიდა და ერთი 7ჯერ აშკარა გოლს გადავრჩით.. ან ევროპულ ფეხბურთს არ უყურებენ ესენი? ვინღა უშვებს 7 გოლს რომელი სოფლის გუნდი? ამათმა როგორ უნდა თქვან ფეხბურთელები ვართო????????? დაშალეთ ეს სამარცხვინო გუნდი დაშალეთ დინამო თავის სტადიონით რა სახელს არცხვენენ ეს უნამუსოები წაბილწეს ყველაფერი სულში ჩააფურთხეს დინამოს ისტორიას უკვე მერამდენედ
Levani
კიდე დავამატებ რომ კი არ გაყიდეს არამედ მოიგო იმ გუნდმა რომელმაც ითამაშა უკეთესად. ის ტეიშეირა რო ყავდათ რას თამაშობდა ტიპი,ყველგან იყო. ეგაა ძმაო ლეგიონერი თუ ჩამოგყავს ასეთი უნდა ჩამოიყვანო. ითამაშა იმ გუნდმა და მოიგო,ამათ არ შეუძლიათ თამაში. გადაჩვეულები არიან. ეროვნულ ლიგაში ოქროს ქულებისთვის დროის გაყვანა არ დაგავიწყდეთ და დაცვის ჩაბეტონება. ოჰო-აქაა საიდუმლო შეტევას არ თამაშობენ ჩვენი გუნდები. შეტევას ბაბუ სირბილი უნდა-უვურთომაც უნდა ირბინოს,გაიხსნას და მერე უკან გამოეკიდოს თუ ბურთი დაიკარგა. ეს არ უნდათ. დაცვა ადვილია,გააგორე-გამოაგორე. დადექი-დაწექი,დრო გავა-90 წუთი რატო უნდა ირბინო. ქულა აიღე,მეპატრონემ მწვრთნელი შეაქო,ხელფასი ჩაირიცხა და ვსო. შეტევა და კომბინაცია რა ჩვენი საქმეა. ეგ საერთოდ რუსული სიტყვაა "კომბინაცია" კომუნისტური გადმონაშთია. ორბელიანი კომბინაციაც არ გინდათ,მაგასაც სტენკა ქვია და რუსულია. დადექით ქართულად,არხეინად დარდიმანდულად, სირბილი და გაოფლიანიებაბრა ჩვენი საკადრისია კნიაზებივით ხალხი ვართ
გიო-ს
პირდაპირ თქვი რა შუაშია სტალინი.პირდაპირ თქვი მიშა მინდა თქო.😄😄😄😄😄 შემდეგ სასამართლოზე იტყვის სტალინი ვარო.აღმაშენებელი იყო,ნელსონ მანდელა იყო.ეხლა ალბათ სტალინი იქნება.ვაი თქვენ პატრონს თქვე უსამშობლოებო
T-ს
თქვენ იცით რატო ხართ მაგ დღეში?დინამოს წაგებით რო სიამივნებას იღებთ იმიტომ გაფარჩაკებთ ყველა.თქვენ ისტორიული სირცხვილი ხართ საერთოდ
Berze
Mokled...sircxvli.
Berze
Mokled...sircxvli.
დამკრძალავი ბიურო
ხვალ დღის 3-საათზე გავდივართ , გამოსვენება დინამოს სტადიონიდან, დავტირით ქართულ ფეხბურთს
Levani
ფედერაცია არა კონფედერაცია. თვითონ გუნდები არ თამაშობენ ფეხბურთს- გორაობა დროის გაყვანა,მცირე ტაქტიკური ჯარიმის აღება-უკან რომ არ გამოეკიდონ, უკან პასი. ტორპედო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს "კაი მინიმუმ" გვპირდებოდა არადა ერთი ბურთი თუ გაიტანა მერე ერთი ბურთის შენარჩუნებაზე თამაშობს ეროვნულ ლიგაში. და საერთოდ არ თამაშობენ. გორი ადრე ფეხბურთს მაინც თამაშობდა 4-5წლის წინ,ახლა გორის თამაშს რო უყურებ პანაშვიდზე გეგონება თავი. გამოსაძიებელია ეს ლეგიონერების თემა- 2ე და 3-ე ლიგაში რო ლეგიონერი ჩამოვა ის ანტიტერორისტულმა უნდა შეამოწმოს და თუ სუფთაა გაადეპორტონ მაინც და ჩამომყვანს საფეხბურთო საქმიანობა უნდა აუკრძალო სამუდამოდ. ეროვნულ ლიგაში ფეხბურთს არ თამაშობენ და ესაა თავი და თავი. უბანში ლუდზე და შიშზე რო მიდის თამაში იქ მეტი აზარტი და ინტერესია- ეს ხო მაინც 100% ასეა, ვინც იტყვის არაო ან უბნის კახიანი არ უნახავს ან ეროვნული ლიგის თამაში
სიმართლე
ეს დინამო არაა. მეშვიდე ლიგის ორღობის გუნდივითაა. სამარცხვინოა. გუნდი მთლიანად მოშლილია და დასაშლელია მწვრთნელიანად. შეიძლება წააგო ვინმესთან წონადთან, მაგრამ ასე არ უნდა გაბანძდე!
T
სირცხვილია , ვწერ გულშემატკივარი რომელიც ყველა წაგების და იმედგაცრუების მიუხედავად მაინც რჩებოდა გულშემატკივრად და არცერთი აუგი სიტყვა არ მითქვია აქამდე, დინამო თბილისი ფეხბურთელები შენ ხარ დღეს საქართველოს სირცხვილი !!! მწვრთნელი ქეცბაია მჯერა თუ მიეცემა კიდე ორი წელი რაღაცას გამოჭედავს მაგრამ ფეხბურთელებია საჭირო მენტალიტენტით ფსიქოლოგიით ნახევრ საათში ელენთა როარ ტკივდებათ და ფულზე როარ ფიქრობენ, მარამი და სირცხვილი თბილისს, ბათუმი მოიხოდა და მგონია მომავალ წელს რაღაცას იზამს, დინამო თბილისი ქვეყნის სირცხვილიიი !!!

მორჩი ტყუილებს,რაც აღარ გვაქვს,რაღას მოგვჭრიან?!უბრალოდ ყოველ წელს ხელახლა გვიდასტურებენ,რომ თავი ისევ მოჭრილი გვაქვს და ამოსვლას აღარ აპირებს.
gzp
არც პირველია და არც უკანასკნელი. თამაშია, რა მოგივიდათ ხალხო? განა თქვენს პროფესიებში ხართ საუკეთესო? აჯობებთ ყველას? ფეხბურთელებიც ეგრე არიან. დღეს რაც არის ეგ არის.
Vilnius
Greetings from Lithuania. It’s an honor to win against Tbilisi. Sorry for the loss. Lietuva and Sakartvelo are forever friends.
არსად არ შევიდეთს
ხოდა იჯექი ჭაობში და წუმპეში. მაინც არასად გიშვებენ. 😁
ფეოლა
ოჰ, გაუჭირდებოდათ.))) მთავარია ქეცბაიამ კვარა გაანეიტრალა და საყვარელი ორთქლმავალი ჩააყენა. აი, დარწმუნებული ვარ, გაიყვანე ქეცბაიას ნაცვლად ნებისმიერი მუშტაიდის ბაღში შეკრებილი გულშემატკივარი, თუ უკეთესი ტაქტიკით არ ითამაშოს გუნდმა. სუსტია ეს კაცი როგორც მწვრთნელი და ელოდეთ ეხლა როდის წავა.
ფეოლა
ითამაშეთ ბიჭებო,,მე თქვენი თამაშით ძალიან კმაოფილი ვარ,,,,
მართალი
რა ქეცბა ხალხო 14 წელია ეს ფედერაციაა და პატრონი არ ყავს ფეხბურთს. 14 წლის წინ ევროთასებზე 50 გუნდი გამოდიოდა ჯგუფებში ეხლა 150 ლამის და აქაც ვერ მოვხვდით ერთხელაც კი და ქეცბა რა შუაშია
ბევრი გვირტყეს, ბევრას დგვპირდნენ
ლორია არაა მთავარი პრობლემა, მტავარი პრობლემაა 'ლორიობა'. აი ღირსება რომ არ გაქვს, ბევრს რომ გირტყამენ და კიდევ მეტს შეგპირდებიან და ზუსტად იცი, თუ რამეა აგიგროვებენ. ლორია ჭანჭიკია ამ უპასუხისმგებლობაში, მე არ ვიც, რას უხდიან და რა უღირს საამისოდ, რომ ხვალ მისი შვილები სკოლაში უნდა მივიდნენ. ეტყობა თვითომ იცის ...
ემიგრანტი
ამ თამაშის მერე საერთოდ ნუ წამოგცდებათ და აღარ გაბედოთ კითხვის დასმა ხალხი სტადიონზე რატო არ მოდისო!!!!ეს რა იყო საერთოდ არაფერი კავშირი არ ქონდა ამას ფეზბურთთან.
გიო
ღამეც კი ვერ გააძვრენ ფედერაციაზე სიტყვას კომენტარებში. ათენებინებენ მონებს ოღონდ ფედერაციაზე არ დაწერო რომ ყველა იქ მყოფი ნაგავია და მხოლოდ ფულზე ფიქრობენ და არა ფეხბურთზე. მაგათ მარტო პატარა ბიჭების გაყიდვა აინტერესებთ რომ მერე ოჯახს წილში ჩაუჯდენ. აქ რა განვითარდება. წუმპეში ვართ სანამ "სტალინი" არ მოვა სათავეში. არაფერი მუშაობს ამ ქვეყანაში , მათ შორის სპორტიც მოკლეს....
სიმართლე
ეხლა ვუყურებდი ამ რეპორტაჟს და ვფიქრობდი ნეტა ესეთი ჟილკით როდესმე ქართველები ითამაშებენ თქო....მაგრამ არაა ხვიჩა კვარაცხელიას გარდა არცერთ ფეხბურთელს არ ვცნობ საქართველოში!!!! არც ძმას და არც დას და არც არავის.
ბიჭო
ვერ გავა ვერც იბერია ვერსად და ჯობია არც გავიდეს დამიჯერეთ
ზირა
ზირა გამოვარდა ესტონეთთან ტორპედოს დამაქცევარი)))
MI6 მართავს ევროკავშირის მთავრობებს .
კიდევ კარგი , ყაზახურ ან აზერბაიჯანულ გუნდს არ შევხვდით , თორემ თავის მოჭრა მერე გენახათ
გეყოთ
გინება არაო,გიჩივლებენ და დაგიჭერენო, დაიჭირონ და ეჭიროთ!! ბრმები ხო არა ვართ ხო ძალით წააგეს ხო ყველამ ვნახეთ, აიღეთ ვიგაცამ პასუხისმგებლობა, ყველაფერს აქვს საზღვარი უკვე
ბორია წიფურია
ხოხ, ჩევი ჯვით
მართალი
სადმე გადის ზღვარი?? ან რამდენი წელი უნდა ევროთასების გარეშე სადაც ლუქსემბურგი კოსოვი ლიტვა ესტონეთი… სომხეთი აზერბაიჯანი ყოველ წელს და ფედერაცია უვადოდ არის არჩეული? ველოდებით ნამუსი როდის შეაწუხებთ???
ჰაიმე
მე რაც დავთვალე, ასე 17-18 გოლი მაინც უნდა გაეტანა ჟალგირისს და ლორიასთან რა პრეტენზია უნდა არსებობდეს, მართლა არ მესმის.
იადონა
კუპატები!!! კალბასები !!!
funny
ისევ "ქეცბა" დაუძახეთ :)
ლორიას
ყოჩაღ ლორია, ყველანაირი დარტყმული გაუშვი, რაც ფეხბურთში არსებობს, არ დასცალდათ თორემ მაკრატელასაც გაგიტანდნენ. იდექი ეხლა 50 წლამდე კიდევ, არ წახვიდე, არ დაუთმო ადგილი ახალგაზრდებს.
SS
დინამოს საჯარიმოში ბურთის ჩავარდა ამოჰკაა საჯარიმოდან გამოტანა, საჯარიმოში ჩავარდნა ამოჰკაა საჯარიმოდან გამოტანა ზუსტად ასე თამაშობდა წლებისცწინ საქართველოს ნაკრები რიცა თემურ ქეცბაია წვრთნიდა
MLK
ჩა*მაც ასეთი უნდა!
100%
აი თუნდაც დღეს აბა გამოვიცნოთ ვისი ნათესავი იქნება კაკაშვილი …?! და საერთოდ რომ ვაკვირდები და ვიხსენებ ამ ბოლო 45 წელიწადში ერთი და იგივე გვარები ტრიალებს თან არა მარტო კლუბებში ნაკრებებშიც კი ..ოკ მესმის კვიცი გვარზე ხტისო მაგრაამ ყველა ღირსეულად ხტის კი ყველას აქვს შესაბამისი ნიჭი ..?! ბლატი კი აქვთ მაგრამ ბლატით თამაშმა იცის ეგეთი კლასვიკთან 1:6 დღეს 2:7 …და ასე შემდეგ
ამატაკი
ერთადერთი კაცი, ვინც ამ 30 წლის განავლობაში ქართული ფეხბურთი სრული განადგურებიდან გადაარჩინა - ხვიჩა კვარაცხელიაა. რომ არა ეს ერთი ბიჭი, დღეს საქართველოში დიდსა თუ პატარას ფეხბურთის გაგონება არ მოუნდებოდა, იმდენჯერ თავი მოგვეჭრა, აღარ დარჩა გუნდი და ქვეყანა ვინც რაც მოინდომა ის არ გაგვიკეთა. პოსტი აღარ დარჩა საქართველოში ფეხბურთიდან კაცი რო არ იყოს დანიშნული და თითქოს რო უნდა აყვავებულიყო ეს სპორტი, ლამისაა თავზე წამოგვამხეს. არც სასექტებროდ მიგრძნობს გული სასიკეთედ. ამათ ხელში და ამათი "პროფესორა" ტრენერის ხელში რაფრად უნდა მოელოდე სასიკეთოს, ერთი გულის გახეთქვა ალბათ კიდევ არ აგვცდება.
დავითი
ქეცბაია რო გეცოდებათ და მწვრთნელი გგონიათ, ჯერ მაგიტო არ ხართ არაფრის ღირსი. 16 წელია ჩაიარა თემურას მატარებელმა. რა იყო ეს ნინუას დაცვაში დაყენება? დაცვიდან რამდენ ბურთსაც მოიგერიებდნენ იმდენი არ ჩანდა გაგრძელება მოედანზე ცენტრის არ ყოფნის გამო. დაცვაში თუ ჩაბეტონდი ყველა დაგაჯდება თავზე. კვარას შეცვლით საერთოდ ცელი გამოისვა შეტევაში.
ხელოვნური საფარის ბრალია ბიძი!
ის ის იყო გავიფიქრე, ნეტა შემდეგ ეტაპზე მეტოქედ ვინ ეყოლებათქო, რომ დინამომ მთელი გულით მოიწადინა და ჟალგირისი გაატარა. აი სულ მაინტერესებს რაზე გადის ის ზღვარი, რომლის მიღწევის შემდეგაც ქართულ საკლუბო ფეხბურთს საქართველოშივე აკრძალავენ.
სადამდე დავეცით
კომენტატორები იხვეწებოდნენ, მალე დაემთავრებინა მსაჯს შეხვედრა, ემანდ მერვე და მეცხრე არ გაგვიტანონო. აი ესაა დალაგებული ევროპული ქვეყანა, რომელ ევროპასაც დღე და ღამე აგინებს მთავრობა. ვულოცავ ლიტველებს გამარჯვებას, ვაჟკაცურად იბრძოლეს და ალალი და უსაყვედურო იყოს მათზე. ამას წინ ვამბობდი, რა უნდა ქართულ გუნდებს ჯგუფებში, რომ ყველამ ორნიშნა ანგარიშით მოგვიგოს-მეთქი? დღეს ხომ დარწმუნდით რომ ასეც იქნება? ყველა სფერო ან სულს ღაფავს ქვეყანაში, ან უკვე მკვდარია. სამაგიეროდ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს....
ეჰჰ
ეჰჰ, ჩემო გიორგი...ხალხს რაც მართლა მოსათხოვი აქვს ის ვერ მოუთოვია აგერ უკვე 30 წელზე მეტია:)
ABARA
ქეცბა გამაგრდი! ისე სულ მაინტერესებდა, მისი დამოძღვრილიდან რაიმე თუ ესმოდა ფეხბურთელებს, რადგან პირადად მე მისი საუბრიდან ნახევარზე მეტი არ მესმის, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთიც სხვაზე მეტი მითამაშია და არც აღქმისა და შემეცნების უნარი მაქვს დაქვეითებული. რაც არის არის! ერთი მუნჯი მწვრთნელიც მოვსინჯოთ და თუ მაინც ვერაფერი "ზნაჩიტ" ეგაა რა:)
უყურეთ?
უყურეთ? რეკლამები ნახეთ, ხოდა თავისუფალი ხართ. თქვენ თავი ევროპაში ხომ არ გგონიათ მართლა? ინგლისში რომ ვცხოვრობდი, ჩემი სახლის გვერდით იყო რაგბის სტადიონი, იქ 2 რაგბია, ჩვენ რომ ვიცით ის, და კიდევ Rugby Union, რაღაცა ეგეთი. ჩეემი შვილი რომ ჩამოვიდა, მეთქი, მოდი წავიდეთ (ჩვენი გუნდი აი ამ რაგბი იუნუინის მესამე (მესამე) ლიგაშსი თამაშობდა), რა რარაცა უცნაური იყო, ამდენი ხალხი რომ დადიოდა. ნუ, ჩემს შვილს წამოსვლა არ უნდოდა, ეს 1 ჯერამდე, მერე ვერ ვაჩერებდი. 15 ადამიანი ყოველ კვირას, შეიძლება მოეგო, შეიძლება წაეგო, მაგრამ ქეცბაია არ იყო ... ქეცბაია დიაგნოზია, მაგათი საშვველი არ იქნება ...
2024
ყველა ქართული გუნდი წლიდან წლამდე წარუმატებლად ასპარეზობს კონფერენს ლიგაზე, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანებლები კვლავ თანამდებობებზე რჩებიან! დინამოს დღევანდელ მარცხზე ვინ აგებს პასუხს? მთავარი მწვრთნელი? შესაძლოა. არ გამოირიცხება ტოტალიზატორის ფაქტორიც. კარგად უნდა გაანალიზდეს მცველების წარმოუდგენლად ცუდი თამაში! ისინი გუნდიდან უნდა წავიდნენ. და ბოლოს, თორნიკე კვარაცხელია უნდა წამოვიდეს მაგ წუმპიდან. ის გაცილებით კარგ გუნდს იმსახურებს!
სამართალმა პური ჭამაო
ნუ ღელავთ მავანნო! ქართული საკლუბო ფეხბურთი გეგმაზომიერად მიემართება ფსკერის ფსკერისკენ, რაც ათწლეულებით მოტანილი დაუდევარი პოლიტიკის, უფრო სწორად კი მისი არ ქონის, დილეტანტიზმის, აღებ-მიცემობის და ნეპოტიზმის ბრალია. მთელი ბავშვობა და სიჭაბუკე ამ სპორტს მივუძღვენი, იმდენი ჭუჭყი და უსამართლობა ვნახე, რომ სტადიონს როცა ჩავუვლი, ჩახედვაც კი არ მინდა. დარწმუნებული ვარ დღესაც ასე ხდება. თამაშობენ ნაცნობობით, მეგობრობით, ნათელ-მირონობით, ნიჭიერი და "უპატრონო" ბავშვები კი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გათანგულები, დაჩაგრულები და გალახულები სახლებში მიდიან. სწორედ ის ბავშვები, რომლებმაც წესითა და რიგით ხვალინდელი ნათელი დღე უნდა მოიტანონ, მაგრამ...ისინი რომ წარმოჩინდნენ სრული ბრწყინვალებით, მერე ნათესავ-მეგობრებს ხომ მოუწევთ სხვა საქმის მოძებნა! ს.ფ.ფ - თუ რაიმე "ტკბილი" სიტყვა მსმენია დიდი მოკითხვით ყველას თქვენ გიძღვნით და იმ სიმართლით გაგიმარჯოთ ღმერთმა, რა სიმართლითაც თქვენ ატარებთ მთელი ეს დრო ქართულ ფეხბურთს!
საჩინო
პირველი თამაშის შემდეგ აღვნიშნე,რომპირველი ტაიმის 3:0 ის მოგების შემდეგ მეორე ტაიმში საჭირო იყო საკონტროლო ტყვიის დახლა,კიდევ ერთი-ორი ბურთის გატანა,რამეთუ ასეთი მოწყვლადი და არამობილური გუნდისთვის ეს ანგარიში შესაძლებელია საკმარისი არ ყოფილიყო.თბილისში,რომ ყარაულის თოფები გაუვარდათ,ვილნიუსში აშკარად გამოჩნდა. კი ბატონო,ჩვენი ფეხბურთელები მოუმზადებლები არიან ფუნქციონალურად,__ლეგიონერი ხომ მაინც უნდა მოიყვანო ცოტა მაინც უკეთ მომზადებული? ქეცბაიასი დიდად არასოდეს მჯეროდა და როცა ამანაც აფრიკელ ლეგიონერებთან ერთად დაიწყო კოპწიაობა,საბოლოოდ დავრწმუნდი ,რომ "დინამოს" არაფერი ეშველებოდა.და ,აჰა შედეგიც: 3:0 -ის შემდეგ გუნდი ახერხებს გამანადგურებელ წაგებას.რა ტაქტიკით თამაშობდა,რა მიზანი ამოძრავებდა,რის მიღწევას ცდილობდა არანაირად არ ჩანდა.როცა მეტოქე ორთაბრძოლებში უსაშველოდ გჩაგრავს,როცა ყველა ბურთზე გასწრებს,როცა თავისუფალი სივრცეებიდან მუდმივად გემუქრება_____აქ ერთადერთი გამოსავალია,ერთადერთი გზაა(ჯერ-ჯერობით სხვა არ მოუგონიათ)ზონური პრესინგი, შენს ნახევარზე მოწინაარმდეგის შეზღუდვა რიცხოვნობის,მჭიდროდ აყვანის და გაკონტროლების მეშვეობით.იქნებ და ამ შემთხვევაში გადავრჩენილიყავით ასეთ კრახს და კიდეც გავმძვრალიყავით პირველი თამაშის შედეგიდან გამომდინარე? თუმცა ეს იქნებოდა ერთჯერადი გაძვრომა და შემდეგში მაინც თავის კუთვნილ ადგლს მიუჩენდნენ,რამეთუ დღევანდელი ქართული გუნდები ფეხბურთელებით არ არიან დაკომპლექტებულები,ისინი ალბათ სპორტის სხვა სახებებს წარმოადგენდნენ.
შესვენევაზე რა მოხდა?
6 გოლო ერთ ტაიმში. ეძინათ დაცვაში, ვითომ ავტობუსი კი დაუყენეს. გამოსაძიებელია ეს საქმე. ეტყობოდათ რომ ეძინათ, გატოკება არ უნდოდათ ძალიან აშკარად ჩანდა ეს.
ჟორა
შეხვედრაში 8 მოწვეულმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა და რა გასაკვირია, რომ დავმარცხდით? პრინციპული თამაშის მოგებას კბილებით თამაში უნდა, მოწვეულებს კი არ უყვართ კბილებით თამაში, იმიტომ რომ კბილებს უფრთხილდებიან.მე მჯერა თბილისში რომ თამაში ფრედ დამთავრებულიყო, უფრო საპატიო ანგარიშით დამთავრდებოდა განმეორებითი თამაში. დღეს კი ანგარიშის შენარჩუნებაზე უფრო მიდიოდა თამაში, ვიდრე მოგებაზე.
არსად არ შევიდეთ
კაცო, რით ვერ გაიგეთ !? სირცხვილი აღარაა , აღარ. ეგ ადრე იქნებოდა სირცხვილი და თავის მოჭრა, 90იან წლებში რომ მომხდარიყო. ჩვფნი დღევანდელი ჩემპიონატის დონიდან გამომდინარე , არაა სირცხვილი , არა !
გულშემატკივარი
ერთი ქეცბაიაა მწვრთნელი და მეორე მე ვარ კიდევ კოსმონავტი. საერთოდ უმწვრთნელოდ რომ გასულიყვნენ, მაგაზე მეტით მაინც არ წააგებდნენ. გაუგებარია, იდგე 2 ტაიმი ფეხზე და არც ერთ მითითებას არ აძლევდე ბიჭებს. ხომ ხედავ რომ დაბნეულები თამაშობენ? შეუძახე, გაამხნევე მაინც. პირველ შეხვედრაშიც მაგან მოკლა თამაში, როცა პირველი თორნიკე გაიყვანა მოედნიდან, თავისი მატარებლის ჩაყენება გადაწყვიტა, რომელიც ჯერ კიდევ ნაკრების სათავეში ყოფნისას დაამხეცა და თან გვამადლიდა, რომ ნაკრები დიდი ანგარიშებით აღარ აგებდა, თითქოს ეს დიდი შვება იყო ჩვენთვის. მესები არა მყავსო, იმართლებდა ხოლმე თავს. ძლივს წავიდა. და აჰა, იგივე მეორდება, დღესაც მოკლა თამაში, როცა კვლავ პირველი გაიყვანა მოედნიდან პატარა კვარა. ეგრევე გაეხსნათ ხელ-ფეხი ვილნიუსელებს და წამოვიდნენ შტურმზე. არაა ეს კაცი შემტევი ფეხბურთის მიმდევარი, თავს იზღვევს და უარეს შედეგს იღებს. საერთოდაც ამ თაობის ფეხბურთელები როგორც მწვრთნელები ვერ შედგნენ. კი ბატონო, მაგარი ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ როგორც დამრიგებლები, ნაღდად ვერ გამოდგნენ. გაუგებარია 40 წლის ლორიას თამაშიც. რამდენიმე ბურთზე ისე გადახტა წინასწარ და დაწოლილი იყო უკვე, რომ მეტოქეს ჯერ დარტყმულიც არ ჰქონდა. ბარემ გაბელია დააბრუნეთ, მეტს არც ის გაუშვებს. უკან პასებში ჩემპიონები ვართ, მინდორზე ტყუილად გორაობა და დროის გაყვანა ხომ საერთოდ ამაზრზენი საყურებელია. ვიძახოთ ეხლა ქეცბაია დააყენებსო ნაკრებს ფეხზე. მანამდე გვერდები არ აგტკივდეთ. კვიპროსის ნაკრებში გამოუვიდა რამე? სანიოლიც კაი ხნის გაშვებული უნდა იყოს, ქეცბაიზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია დღევანდელი ანგარიშის შემდეგ. რეალთანაც არ უნდა წაეგო ასეთი ანგარიშით თავმოყვარე გუნდს. ან ამდენი უცხოელის ჩამოყვანა რა უბედურებაა? თუ მხოლოდ სირბილზეა საუბარი, ასწავლეთ პატარა ქართველებს და ირბენენ 2 ტაიმი. აბა ტექნიკა მაგათ არა აქვთ, საფეხბურთო ინტელექტი და აზროვნება. თამაში წააგო ქეცბაიამ, ასეა ეს!
გიო
მხოლოდ ფეხბურთელების გაყიდვა როცა აინტერესებს გუნდებს, ეგრე ხდება. უჟილკო , გუნდში შეტენილი ქათმები ვერ ითამაშებენ.............
ვაგლახ
ხალხო, რა მნიშვნელობა აქცს, გაყიდული იყო თუ გაუყიდავი? მოდით რა ჩვენი ადგილი ვიპოვოთ, ოდკბ ჩემპიონატში ვეთამაშოთ რუსეთ, ტაჯიკეთს და ვითაცა ეგეთ კლოუნებს. მოდით სარკეში ჩავიხედოთ, და ქეცბაიას გაპარსულ კოაკორახს რომ დაინახავთ, ნუ მოკლედ რა ....
დავითი
აი გაყიდული იყოო ვინც ამბობთ, ვთქვათ ასეც იყოს, ჯერ ერთი უყურეთ თამაშს? მეორეც, ვთქვათ იყო გაყიდული, იცით როგორ უნდა მოინდომო და მოახერხო 7 გოლის გაშვება ჟალგირისისგან? რა ძნელია და რა პიტალო უნდა იყო?
წნორის მილანის ფანი
ვინც ფსონებს დებთ დაუდეთ ლარნეს გასვლა შემდეგ ეტაპზე იბერიასთან )) არ დაკარგოთ ეს კარგი შესაძლებლობა ))
ლევანი
მერამდენედ უკვე. 40 თამაში ჩატარდა ლამის ამ ევროტურნირებზე და ვინ გაუშვა შვიდი გოლი? რაც ქვეყანა ვართ უუნარო ის ხდება სპორტშიც. ცოტა, რომ დალაგდა კი იყო შედეგი, ეს რა უბედურება გვჭირს, რა ხდება ჩვენ თავს
გიორგი
არც კი ვუშვებ იმას რომ იბერია ლარნეს შემთხვევაშიც რაიმე მზგავსი მოხდეს და თუ იბერია ლარნეს შეხვედრაშიც ანალოგიური შედეგი დაფიქისირდება მართლა ხალხმა უნდა მოვითხოვოთ რომ ფეხბურთის შეუწყდეს ყველანაირი დაფინანსება და სპორტის სხვა სახეობებში წავიდეს ეს თანხები ჭიდაობაში რაგბში კრივში მმ ში და ა.შ და არაა ფეხბურთში.
M
როდესაც დაცვას მეკარის მოგერიებული ვერცერთი ბურთი ვერ გამოაქვს რისი იმედი უნდა გქონდეს. ქეცბაიას და ლორიას ბრალი ყველაზე ნაკლებია, 16-18 წლის ფეხბურთელებს საქართველოს ჩემპიონატიდან ვერ მოთხოვ ბევრს. როდესაც გუნდი კმაყოფილდება მხოლოდ ფედერაციიდან მიღებულ დაფინანსებას (არ ვამბობ ყველაზე) და ჩემპიონატში ასეთი 50%-ა გუნდები იგივე ხარისცის გეყოლება.
დათო
რა ტოტალიზატორი ხალხო გაყიდული არა კვახი..ცხრიანებში გაგვიტანეს გოლები,ფრინავდენ სტადიონზე გულით თამაშობდენ თავისი ქვეყნისთვის..ჩვენები ქათმებივით დაკაკანობდენ..უნდა დაულეწო თავები ყველას და მომავალ წელს შიშისგან ყველა მონდომებით ითამაშებს
zaza
მეც მგონია რომ გაყიდული იყო ეს მატჩი მეორე ტაიმში 6 გოლს არავინ უშვებს თან ასე და რატომ გეპარებათ ზოგიერთებს ეჭვი და რატომ არ გჯერათ ვინ გამოიძიებს ფედერაცია?? თუ გულშემატკივარი გამოვა მასიურად როგორც ევროპაში გამოდიან და მოითხოვს გუნდისგან რამეს? 100–200 კაცი დადის დინამოს თამაშებზე მაქსიმუმ კერძო კლუბია კერძო მესაკუთრე ჰყავს და სიმართეც რომ ითქვას მესამე ეტაპზე ისეთი მეტოქე ელოდათ რომელთანაც 100 დან 90 % მაინც გამოვარდებოდნენ და 20 ქონდა კოეფიციეტი მეორე ტაიმის შემდეგ ჟალგირისის გასვლას მგონი და რა გიკვირთ ან რატომ გიკვრით?
nedved
სანამ სახელმწიფო ფული ასეც და ისეც ირიცხება არავის არააქ მოტივაცია რო თავი ზედმეტად შეიწუხოს. უნდა გაუქმდეს, დარჩეს მიზერული დაფინანსება და იყოს თუნდაც სამოყვარულო გუნდები. ამაზე უარეს შედეგს ნამდვილად ვერ აჩვენებენ. იუთუბ ლიგაზე უფრო მეტი კაცი დადის ვიდრე ეროვნულზე, ამით ყვეალფერი ნატქვამია
zuli
დინამო გაფარჩაკდა !!!
ელიასი
დიდი მადლობა ბ-ნ იძინას, კალიაძეს, კობისა და მთელ მათ შესანიშნავ საძმოს იმისთვის, რომ მთელი გულით ცდილობენ ყოველი მომდევნო დღე წინაზე გაცილებით უარესი იყოს. ასევე მადლიერება გამოვუხატოთ ქომაგთა გაუგებარ დაჯგუფებას, რომელნიც ფარერების მეთევზეთა კლუბთან 1-6 დინამოს დამარცხებას პირამიდებისთვის დამახასიათებელი სიმშვიდით შეხვდნენ და არც ქვა და არც ლოდი დაუშინეს მაშინ იქაურობას, რათა ზემოდხსენებული საძმოს მიერ დამკვიდრებულ "მშვიდობას" ბზარი არ გასჩენოდა.
dankara
ჩემი აზრით სიმართლე ისაა რომ 200 000 ევრო იყო მესამე ეტაპზე თამაშის პრემია უეფასი მგონია რომ ამ თამაშის შემდეგ დინამომ გაცილებით მეტი ფული გააკეთა და თან მესამე ეტაპზე პაფოსი და სპლიტის ჰაიდუკი იყვნენ სავარაუდო მეტოქები და არცერთან არ ქონდა შანსი დინამოს გამარჯვების ამიტომაც ეს თამაში გატყდაა და ფული მაინც იშოვეს ესაა ჩემი აზრი.
ნელსონ მანდელა
კიდევ კარგი არ ვუყურე თამაშს რო მორჩა მერე ვნახე ანგარიში და მეგონა ფლეშსკორმა გაჭედა :დდ პირველ თამაშს ვუყურე და მგონი ერთი რეალური საგოლე მომენტის ვერ შექმნეს ერთ კვირაში 7 გოლი რანაირად გაიტანეს რთულად დასაჯერებელია.
სოსელო
მართლაცდა ძალიან სამარცხვინო გამოსვლა აქვთ წელსაც ქართულ გუნდებს,საშველიც ჯერ არ ჩანს არაფერი,ვერც ერთ გუნდზე ვერ იტყვი რაიმე სასიკეთოს...არც, თუნდაც საშუალო დონის ლეგიონერები, მწვრთნელებიც...სასაყვედურო ბევრი გვაქს გულშემატკივარს, მაგრამ განსაკუთრებულად რატომ ვლანძღავთ ხოლმე გორის დილას,თითქოს დინამო-ტორპედო და სხვები ბრწყინავდნენ...
ზაალი
უკეთეს გუნდს თუ ვეთამაშებით 25-ს გაუშვებენ .. 1 თვის წინ დავწერე ფეხბურთელი ნახევარ მეტრზე ფეხს რომ ვერ აწევს, რა ფეხბურთზეა ლაპარაკი. უმოტივაციო, უჯიგრო, უსირცხვილო მოთამაშეები ვერაფერს მიაღწევენ.. მე თუ მკითხავთ ვინც ბოლო 20 წელია ფეხბურთშია , საერთოდ უნდა აუკრძალო მიახლოვება ფეხბურთთან, ისე ისევ ის ხალხია მაგ დინამოში ვინც ხვიჩა კვარაცხელია, მამარდაშვილი და სხვები გუნდიდან გაუშვა. რაზე ვიშლით ნერვებს?!
ბოროტი ბეჰემოტი
ტოტალიზატორის მოთამაშეებო: გირჩევთ მუდმივად ქართული გუნდების წაგებაზე დადოთ, განსაკუთრებით როცა მაღალი ფსონებია (ამ შემთხვევაში მეტოქის გასვლა შემდეგ ეტაპზე) - ჩვენი "ოქროს ბიჭები" ამას უზადოდ შეასრულებენ - ხით, ხით, ხით! აბა, კარგი ღამე - წავედი მე ბუჩქებში ...
სიმართლე
კარგად იცოდნენ რომ დინამო ვერც პაფოს და ვერც სპლიტს ვერ გასცდებოდა ამ გუნდით ამიტომაც შემდეგ ეტაპზე გავარდნას ისედაც ახლა გავარდნენ მაგრამ ფული იშოვეს ბიჭებმა ესაა სიმართლე ეგრე არავინ არ აგებს მეორე ტაიმს
სანდრო
გადარჩენილები ვართ ხალხო ხუთბურთიანი სხვაობით რომ არ მოიგეს სახლში თორემ ალბათ ტაბლო გადაიწვებოდა ვილნიუსში შედეგის დაფიქსირებისას,ეეჰ მერამდენედ მართლა და მართლა მერამდენედ

ამ თაობის ვითომ მწვრთნელები როგორც ქეცბაია ვინმე არველაძე ცხადაძე გუნდებს არ უნდა გააკარონ.კომუნისტური მენტალიტესის და აზროვნებით აღზრდილები თავისუფალ და კარგ ფეხბურთს ვერასოდეს ათამაშებენ გუნდებს.ამ თაობის აზრიც არ უნდა იყოს მოსმენილი
ევროპა არა კვატი
მსოფლიოში ვართ ბოლო ადგოლზე ფეხბურთში გაიგეთ ყველამ
გია
წავაგეთ თემურ----გაგიჭირდებოდათ,ვაი მართლა თქვენს პატრონს დე მერე მათ ვინც თქვენ მოედანზე გაგიშვათ და ფეხბურთის თამაში მოგთხოვათ მერე ვუივუი ჩვენ რომ ყოველ წელს თქვენს მარაზმს და შაყირს ვითმენთ და ბოლოს ვაივუი მათ ვინც ვინც ქართული ფეხბურთი და საქართველოს სახე მთელ მსოფლიოში ამ მდგომარეობამდე მიიყვანა,ისე საინტერესო რა არის იცით ამ ხალხმა ვისაც ეს სფერო აბარია მენეჯმენტია ადმინისტრაცია თუ ფედერაცია თაბმოყვარეობაზე არაფერს ვამბობ რომ არ აქვთ გასაგებია მარა ბავშვობიდან გაქვთ შუბლის ძარღვი გაწყვეტილი თუ ფარა რომ დაინახეთ მერე გაგიწყდათ
ehhh
ოპტიმისტი ხართ? რაის წაგებულებში წაგებულს, ნახმარებში ნახმარებს ....
SS
თემურ ქეცბაია ნაკრების მწვრთნელად
გულშემატკივარი
ვინც ეხლა ტოტალიზატორზე წერს, ამართლებს ჩვენს სამარცხვინო წაგებას და ამით ფუთავს იმ კატასტროფას საქართველოს ფეხბურთში, რაც ჩვეს თავს ტრიალებს.
საჩინო
უვარგისი ფეხბურთელები,უვარგისი ტაქტიკა(მწვრთნელი} და შესაბამისი(კანონზომიერი) შედეგი.და რაც ყველაზე სამწუხაროა,უვარგისი გულშემატკივრები, თორემ დიდი ხნის წინ მოთხოვდნენ პასუხს ქართულ ფეხბურთზე პასუხისმგებელ პატივცემულ გვამებს.
გიგო პაპა
აი რატომ არ დავდივარ სტადიონზე ბოლო 30 წელი. რომ მევლო, ინფარქტი გარანტირებული მქონდა. ჯანმრთელობას არაფერი ჯობია ხალხო. თავს გაუფრთხილდით ქართველო გულშემატკივარო. დინამოზე მხოლოდ ერთს დავწერ: სასწრაფოდ გადასაყვანია იბერიაში თორნიკე და ბართიშვილთან შეწყილება. ერთადერთი ნათელი წერტილია გუნდში, რომელსაც თავის გამოჩენის საშუალებას არ აძლევენ.
რიონელი
საწყენად არ ვამბობ, მაგრამ, ჩემი აზრით, დინამოს ვეტერანების ბრალიცაა, ხმას რო არ იღებენ ასეთი ტრადიციების მქონე გუნდს რო ამასხარავებენ და შეურაცჰყოფენ. თან,მერამდენედ?!
იხვი
ქეცბაია ცუდი მწვრთნელი არაა, მაგრამ როცა გუნდში რამდენიმე არაკაცი გყავს, რომლებიც ყომარობენ, ვერაფერს ვერ იზამ. წმენდა უნდა მოაწყოს გუნდში, თუ ამის საშუალება არ მისცა ფიფიამ - უნდა წავიდეს და დაიღუპოს კარიერა აფერისტებთამ მუშაობით.
ლერი
შეიძლება წაგება ტოტალიზატორს დააბრალო,შედეგ ამინდს,შემდეგ კიდე რაღაცას მოიგონებ,მაგრამ თბილისის დინამო რომ გუნდი არ არის ნუთუ ვერავინ ხედავს?წინა შეხვედრას ლანჩხუთში რომ წააგებ,თუ გინდ შესუსტებული შემადგენლობით-რაზეა ლაპარაკი.
ბეშკა
მეხუთე ბურთი იყო მემგონი, მცველი იდგა ერთ მეტრში და განძრევლად უყურებდა ტიპმა როგორ მიიღო ბურთი გასწორა და დაარტყა, ან მარტლა გაყიდეს, თუ არა ჯობია დაიბრალონ გავყიდეთო.
იხვი
ქეცბაია რა შუაშია? ორ-სამ კაცს მიეცი მაყუთი და ეგაა. პირველი ტაიმის მერე ფრე რომ არ ყოფილიყო კიდევ მესმის.
იხვი
ჭკუა რომ დააყოლეს მაგიტომაც შემდეგ ეტაპზე გასვლის ორ კაპიკ პრემიას ამჯობინეს კაი მაყუთი ბუკმეიკერებისაგან.
კახა
ჩემი აზრით არ არის სწორი ამ ერთ კონკრეტულ თამაშზე აქცენტის გაკეთება. ამ თამაშმა კიდევ ერთხელ (უკვე მერამდენედ?) აჩვენა ჩვენი საკლუბო ფეხბურთის სავალალო მდგომარეობა. ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობა თავს რომ იწონებს ახლაი მოედნების და სტადიონების მშენებლობით, შედეგი სად არის? ანუ ახალი მოედნების და სტადიონების კვალობაზეც კი მდგომარეობა კი არ უნჯობესდება, უარესდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილი აქვს მასობრივ არაპროფესიონალიზმს ყველა დონეზე, განსაკუთრებით კი რეგიონებში და ბავშვთა ფეხურთში. რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, შთაბეჭდიება მრჩება, რომ ბოლო წლებში ამაზე უკვე აღარავინ საუბრობს, ან საუბრობს ძალიან მოკრძალებით. რაშია საქმე?
gigi
აი ვინც იძახით გაყიდაო ეგ გამართლებას უფრო გავს გუნდის, ანუ შეეძლოთ გასვლა და ძალით გაიგდეს თავიო. საქმეც მაგაშია რომ მართლა წააგეს. გაყიდულ თამაშზე წინასწარ ორივე თამაშის სცენარს და შედეგს შეათანხმებდნენ და დაუჯერებელია ქეცბაია იმიტომ მოსულიყო დინამოში ასე სამარცხვინო წაგების სცენარზე დათანხმებულიყო, ტოტალიზატორზე უფრო ლაითი წაგების სცენარით ითამაშებდნენ და იშოვიდნენ ფულს
Adrs
რითი ცართ დარწმუნებული რომ ქეცბაია და ფიფია ამ შედეგით იფრო სოლიდურად არ დამძიმდნენ ფინანსურად
იხვი
ფიფია ან წაეთრიე ან სახელი გადაარქვი კლუბს
მაშარაფა
ეს თამაში არის გამოსაძიებელი! არ დაიწყოთ ახლა მიზეზობ, ხელმოსაჭიდს ეძებ და ა.შ. ერთადერთი ახსნა აქვს ამ კატასტროფას - ტ ო ტ ა ლ ი ზ ა ტ ო რ ი ! ხოშიანი კუში ქონდა ჟალგირისის გასვლას.
გიგა
მოკლედ და კონკრეტულად: ა ნ ტ ი ფ ე ხ ბ უ რ თ ი!

პირველი ტაიმის შემდეგ,ფრეაო და მმეორე ტაიმში,დინამო ბალის კუნძულებზე წავიდა,დასასვენებლად.გავიდნენ პლაჟზე,დაწვნენ და კი ვნახეთ,რაც გაუკეთეს.მცველთა იძულებითი ცვლილებები და გადანაცვლება გასაგებია,რომ თამაშს ძალიან შლის,მაგრამ ის რაც ჩვენ დაცვაში ხდებოდა,თამაშად როგორ უნდა შევაფასოთ?ყოველ გაშვებულ გოლს,მთელი დაცვა გაჩერებული აკვირდებოდა.მესამე გოლის ეპიზოდში დაცვის ცენტრმა ბურთი საჯარიმოდან გამოაგდო და თვითონაც ზემოთ აიწია,მაგრამ ორივე განაპირა მცველი,თამაშიდან მთლიანად გამოთიშული,ადგილზე იდგა და ზემოთ ამოწევა აზრადაც არ მოსვლიათ.შედეგად საჯარიმოს ცენტრში,ორი ლიტველი სრულიად თავისუფალი დარჩა,ბურთიც მათთან წავიდა და იმ ორი განაპირა მცველის გამო,აღარც თამაშგარე იყო.შვიდივე გოლი სრულიად თავისუფლად დავარტყმევინეთ და ამდენ სირბილსაც აზრი არა აქვს,ცოტა ჭკუაც თუ არ მიაყოლე.ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს,თორემ თემურ ქეცბაიას საკუთარი თავიც უნდა შეეყვანა განაცხადში და მეორე ტაიმში შესულიყო მოედანზე.ამდენს ვერ ირბენდა,მაგრამ ერთი ჭკვიანი ფეხბურთელი მაინც გვეყოლებოდა,თანაც ტექნიკური და ასეთ კატასტროფას ნამდვილად ვერ მივიღებდით.სულ სამარცხვინო წაგებებსა და ანტირეკორდებზე ვლაპარაკობთ და ეტყობა უკვე ჩამოვყალიბდით,დამარცხებულის მენტალიტეტის ხალხად,რომელსაც გამარჯვებისათვის ბოლომდე ბრძოლის ნება არა აქვს.გუშინ,ჩვენმა 18 წლამდელთა ნაკრებმა,კალათბურთიში ბოლო წუთებზე დავწერე,გადამწყვეტი მომენეტების ჩაგდება,ჩვენს ყველა ნაკრებში და სპორტის ყველა სახეობაში ნორმად იქცა მეთქი,ამათაც სასწრაფოდ თავისი თამაშით დამიდასტურეს ეს ჰიპოთეზა.ან მაღლიდან დავცქერით ვიღაცას,ან კიდევ განწირულის პოზიციიდან და ბრძოლით სასურველი შედეგის მიღწევა,სულ უფრო იშვიათად გამოგვდის.ასე,არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი ადამიანები იქცევიან ხოლმე და შესაძლოა ერიც უკვე ასეთივე გახდა?ღმერთმა დაგვიფაროს,ამისგან,მაგრამ ძალიან კი ჰგავს და რა ვიცი!
გიორგი 3
ქეცბაია რამდენადაც კარგი ფეხბურთელი იყო იმდენად ცუდი მწვრთნელია. საქართველოს ჩემპიონატი ყველაზე უაზროა მსოფლიოში. თან ეს უნიჭო გუნდები ჩვენი ჯიბიდან ფინანსდებიან.
გიორგი
იკოტრიალეთ ახლა საქართველოს ჩემპიონატში არ ირბინოოთ ასეა ტემპიანი ფეხბურთი
zura222
იმიტომ რომ მეორე ტაიმში 1-1 ზე უფრო დიდი კუში იყო ჟალგირისის გასვლაზე !
ტორო
რა სიკვდილმა შემაყვარა ასე ფეხბურთი, ხო შეიძლება საერთოდ არ მაინტერესებდეს და არ ვუყურებდი. მშვიდად მაინც ვიქნებოდი
დათო
ქეცბა მეცოდება ყველაზე მეტად,სად ჩამოდიოდი როდის იყო ქათმებიდან არწივები ხდებოდენ
6 გოლი ერთ ტაიმში?
არ ვიცი)) 50 წელზე მეტია ფეხბურთს ვუყურებ და სტატისტიკასაც ვკითხულობ ბევრ თამაშებზე. ასეთი რამ მე არ მაგონდება საკლუბო ფეხბურთში. არ მინდა რამე ვიეჭვიანო, ჩემი თავიც მეცოდება და დინამოს სახელიც
912
პანიონისი (უეფას ჯგუფში), ფარერები,ჟალგირისი,დინამო ნამდვილად ქართული ფეხბურთის სამარცხვინო ფლაგმანი, ადრე თუ გვიან გამოიკვლევეენ და რაც მოგივათ თქვენს თავს დააბრალეთ
zura222
თორემ მანამდე ხომ დავახიეთ ბურთი თავზე რაა!
კახა
ქეცბაიამ წააგო ეს თამაში, კვარაცხელია რატო გაიყვანა. მაგას შეეძლო ბურთის დაჭერა და გამწვავება თამაშის. სირცხვილია უკვე რაც ხდება .
რეკორდმაისტერი
ყველა უბედურმა გუნდმა როგორ ჩვენთან უნდა დაამყაროს რეკორდი!!!! უნიათო , უჯიგრო, უღერღილო გუნდი!!!!
ტორო
ეს დედა ნატირები თუ ტოტალიზატორია ერთხელ ისე მოხდეს რომ ჩვენ გავიდეთ და იმათმა იყომარონ ))
diablo
ჰა ჰაა ფლაგმანი ძინამო გაგვიუპა..ეს ფთუ თქვენი საქართველოს ყველაზე სამარცხვინო გუნდი ხართ ორღობის გუნდებმა დაგხერხეს ევროტურნირებზე და ვისაც ქეცბაია კიდე მწვრტნელი გონია ქართული ფეხბურთის უსამარცხვინოესი კლუბი ხართ. ფარერები, პაიდე, მალტელი სვარჩიკები სახელს ვერ ვიხსენებ და ეხა ეს ყანაში მოთამაშე გუნდმა ტაუსტუკა დინამოს ყველაფერი.
zura222
1000% გაყიდული თამაში იყო @ საერთოდ უნდა დაშალონ ის სამარცხვინოები ეგეთი "გუნდი" ვის სჭირდება @@@
ტრიბუნა A
ფედერაცია უნდა დაიშალოს დამლაგებლის ჩათვლითაცკი! უნდა ჩატარდეს გამოძიება: საერთოდ რას აკეთებენ.
სიახლე
ისტორიიული სირცხვილი “ბოტევი”-დან მოყოლებული, დღემდე გრძელდება. უპრიანი იქნებოდა დაგვეწერა - მორიგი სირცხვილი.
ევროპა არა კვატი
ეხლა ლარნე დაწერს კიდე ისტორიას)))
არაუშავს
უცებ დაგავიწყდებათ აგერ 6 წლის უკან კლაკსიკვმა (ფარერები)ამაზე უარესიც დამართა დინამოს მაგრამ რა არც არაფერი ისე რაიყო ეს ნეტა ფეხბურთის გარდა ყველაფერი.
ავოიე
ეხლა ვისა ვხვდებით?? ვიღაცეებში წაგებულს ხო)))
koki
ტოტალიზატორი!!!!
ალფა
ერთი ავტობუსი იცოდა ქეცბაიამ და ეგეც არ გამოუვიდა. ესე იცის ცენტრის დაყენებაზე უარის თქმამ.
იწყება
ეხლა უყურეთ რეალს და ბარსელონას ..რა ნერვებს იშლით ტო..
Koko
დააპაუზეთ ქართული ფეხბურთი! ქეცბაიამ კი დაანებოს მწვრთნელობას თავი-არსად არაფერი გამოსდის ამ კუთხით წარსულში კარგ ფეხბურთელს.
ქობულეთიდან
ევროტურნირები არის ეროვნული ჩემპიონატების დონის რეალური საზომი, თუ რა დონეზეა ჩვენი პირველობა დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა.
გიორგი
ჟალგირისის შემდეგ ეტაპზე გასვლის კოეფიციენტი ან ჟალგირისის 5–6 გოლის კოეფიციეტები ნახეთ და მიხვდებით რაც მოხდა მე ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა
qedo
როცა ხროვა ვუწოდე და ვთქვი, "ჟალგირისი" გამოგვაგდებს-მეთქი, ბევრი დამესხა თავს. ჰოდა, კრიფეთ ახლა დაცვენილი კბილები
ეჰ
უფრო სამარცხვინო ის ხალხია, ფიფიას მადლობებს რომ უხდის, ეს რა აკადემია გაგვიკეთეო )) მთლად დაშტერდა ქართველობა და რა გინდა რომ ქნა
სირცხვილი
ეს რა იყო? თბილისის დინამოს ისტორიული სირცხვილი და თავის მოჭრა. ვინ მოგცათ იმის უფლება რომ 1981 წლის თბილისის დინამოს მემკვიდრეებად იწოდებოდეთ და ასეთ სამარცხვინო ფეხბურთს თამაშობდეთ. საქართველოს ნებისმეირი სოფლის გუნდი რომ შეგვეკრიბა ერთ ტაიმში (მეორე ტაიმში) ჟალგირისთან 6 გოლს არ გაუშვებდა. ნუთუ ქეცბაიამ არ აუხსნა მცეველბს რომ ჟალგირისის თავდამსხმელის უკან რომ დადგება 3 დინამოს მცველი და თავდამსხმელს მარტო დატოვებ, ასე ჟალგირისი კი არა ნებისმიერი უბნის ფეხბურთის მოყვარული გუნდი გაგიტანს იმდენ გოლს რამდენიც მოესურვება. ნუთუ არ დადგა იმის დრო რომ ფეხბურთის ფედერაციით დაწყებული ევროთასებზე სამარცხვინოდ მოასპარეზე გუნდების ხელმძღვანელობის და სამწვრთნელო შტაბების ჩათვლით ყველამ პასუხი არ აგოს? ჩემი აზრით ყველა ეს ადამიანი ქართულ ფეხბურთს საერთოდ არ უნდა გაეკარონ. თქვენ დღეს ყველა ქართველ გუშემატკივარს უდიდესი სტრესი და შეურაცხოფა მიაყენეთ, ყველამ უნდა აგოთ ამაზე პასუხი.
გიორგი
დღეს რაც ვნახეთ ამის შემდეგ რა უნდა მოხდეს ქართულ ფეხბურთში ხასიათი რომ გამოუკეთეს კაცს
QT
რომ დარჩნენ და არ წამოვიდნენ კარგი იქნებოდა, მაგრამ აბა სად აქვთ მაგის ნამუსი. ეხლა ეროვნული ლიგა განახლდება და სტადიონზე რატომ არ მოდიხართო აქ მოგვედავებიან.
ეეჰ????
რას ერჩით, ჟალგირისის პრეზიდენტმა "სიტყვა შეასრულა". ეხლა არ გადწვდეთ სხვებს: ამის ბრალია, იმის ბრალია, უბრალოდ ფეხბურთელებმა არ იციან თამაში. ან ეს აფრიკელები, რო შემოყარეს დიდი ზარ-ზეიმით, კარგ ხელფას იღებენ და სულ ცალ ფეხზე არ კიდიაათ?
გია
დინამომ საუკეთესოდ წარმოაჩინა თუ როგორ არ უნდა ითამაშო ფეხბურთი
leri
მეკარე დიდი დირკა.დაცვა ფარჩაკი.ნახევარდაცვა ბურთს ვერ იჭერს,ეგრევე კარგავს.ვინ უნადა მოიგოს თამაში? რა ძველი თბილიისის დინამო მოგაგონათ 1-მა თამაშმა.მაშინაც ვთქვი შემთხვევით მოიგეს თქო დიდი ანგარიშით.ლორია წასვლის დროა მგონია...
სტალინი
1987-88 წლის უეფას თასის გათამაშება გამახსენდა.იმ წელს მოსკოვის სპარტაკი სსრკ ჩემპიონი გახდა და შემოდგომაზე ბრემენის ვერაფერს ლუჟნიკებზე 4:1 აჯობა, თუმცა განმეორებით მატჩში გერმანიის მაშინ ერთ ერთმა უძლიერესმა გუნდმა 6:2 იმარჯვა ოღონდ დამატებით დროში და მერვედფინალში თბილისის დინამოს შეხვდა რომლის შემადგენლობაში პირველი საერთაშორისო შეხვედრები ჩაატარა თემურ ქეცბაიამ. ბრემენელმა მუსიკოსებმა დინამოც გამითიშა დაძაბულ ბრძოლაში
Tornike
სანამ ფიფია იქნება დინამოს მმართველი მანამდე არაფერი არ ეშველებათ ამ საცოდავებს. ეხლა ქეცბაიას წასვლას ველოდები. სამარცხვინო გუნდია დინამო! ერთ დროს ყველას საამაყო გუნდი.
ავთო
ეს სირცხვილი კი არა კატასტროფაა.
ლომი
ლორია, სირცხვილია, დაბერდი და ვერ ისწავლე და ვერ Შეიგნე კარის ხაზი რას ნიᲨნავს,მერამდენედ უნდა გადაგატენონ Თავზე რომ რამე Შეიგნე...... ქეცბა Შენი იმედი გვაქ
Gia
Kazinos gundebzea aq laparaki ra dinamo dinamos maisurze aceria krokobeti dasrulda kriatalbetia turnirze motamashe gundebi verasodes ver iqnwbian magal doneze fu martla sircxvili ra
გიუშა
ძველი დინამოს სურნელიო...) სამარცხვინოები ხართ!!! p.S. ბატონო თემურ წადი შეეშვი ამ ფარჩაკებს, ესენი ხალხი არ არიან
არ დაიჯეროთ
არ შეიმჩნიოთ. ყველაფერი კარგადაა:)
უკრაინული დრონი
თუ ატყობთ რომ ყველაფერს გარშემო მაგრად ........😪
ენძო
100%,ვიყავი დარწმუნებული რომ დინამო გამოვარდებოდა,ფულიც დავდე და მოვიგე კიდეც.დარწმუნებული როგორ შეიძლება იყო როცა გუნდს სამი ბურთით აქვს მოგებული? გაგახსენებთ "ზესტაფონს" მალტაში სამი ბურთით ჰქონდა მოგებული,მაგრამ სახლში წააგო და გამოვარდა.შაშიაშვილი იყო თამაშზე და ინფარქტი კინაღამ მიიღო.ასეა, სადაც მაყუთია ყველაფერი ხდება.ვიცი დისლაიქებით ამავსებთ,მაგრამ ფაქტი სახეზეა.
დამკრძალავი ბიურო
მკვდარზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. ქართული ფეხბურთი საკლუბო და სანაკრებო დონეზე - სამწუხაროდ მკვდარია :(
თავადი
დღეს ჩემი თავის უპატივცემულობა ვიგრძენი.ეს რა იყო? როგორ ვიკადრე და ვუყურე ამ იდიოტურ თამაშს? როგორ არ ვეცი ჩემს თავს პატივი? ვაი თქვენს პატრონს, თქვენ მართლა საცოდავებო. ყველაფერს ვფიცავ, არასოდეს აღარ ვუყურებ საქ.საკლუბო ფეხბურთს TV და მოედანზე ხომ საერთოდ აღარ წავალ. შემირცხვენია ქართული საკლუბო ფეხბურთი.
fexburti
3:0 რომ გაქვს მოგებული და მეორე შეხვედრა რეალთან ან ბარსელონასთან გქონდეს, 7:2 მაინც არ უნდა აგებდე. დინამო - ფლაგმანი... სირცხვილია!
ბურდულა
აქამდე რა უშლიდა ხელს
კახი
კვარაცხელიას გაყვანა იყო ყველაზე დიდი შეცდომა, შეიძლება მთლად კარჰად არ მიუდიოდა თამაში მაგრამ ძალიან დიდ ზეწოლას ახდენდა მეტოქეზე, მუდამ გაკავებული ყავდა 2 ფეხბირთელი და დიდ საფრთხეა უქმნიდა ლიტველებს,. კლასია (თოკო) და ამ კლასმა მოიგო თბილიშიც.
გიო
ვერ გავიგე 3 მცველით თამაშობდა დინამო? ან რა ტაქტიკით ათამაშებდა გუნდს ქეცბაია? ვინ სად დარბოდა გაუგებარი იყო
Gio
Erti rarac amixsenit ra ratom moyavt amdeni legionerebi da iyeben axalgarzda kartvelebis adgils tu eseti dirkebi arian ??!!!
Dato
დღეს დავასრულე ფეხბურთის ყურება ზოგადად, განსაკუთრებით ქართული კლუბების. მადლობა ბიჭებს მთავარია კარგი ფული იშოვა სამეგობრომ
ბურდულა
იმ ხალხის მიკვირს პირველ თამაშის მერე რომ წერდნენ ძლივს დინამოს კარგი თამაში ვნახეთო, კარგი იყო პირველ მატჩში კვარაცხელია და ანგარიში, ეს გუნდი რომ არ არის პირველ თამშშიც გამოჩნდა
zaza
დიდი წმენდა იქნება დინამოში და იმედია ქეცბა გაყრის არაფრის მაქნის ფეხბურთელებს! როგორც გუნდი იბერიამ ბევრად უფრო დამაჯერებლად და ღირსეულად ითამაშა ვიდრე დინამომ, არადა წინა თამაშის პირველი ტაიმის შემდეგ ამას ვინ იფიქრებდა? რა უნდა ითქვას არაფერია სათქმელი დღევანდელ თამაშზე გარდა ერთი სათაურის: ისტორიული სირცხვილი! ეხლა მთელი ყურადღება იბერიაზე რომ გაგვახაროს და კონფერენს ლიგაზე ან ევროპა ლიგაზე შევიდეს და ხასიათი გამოგვიკეთოს!! ამაზე მეტი ფსკერი რა არის რაც დღეს დინამომ ითამაშა?
azu22
ყოჩაღ, დინამო!!!! მე-8 ხო მაინც არ გაატანინეთ!!!!
დინამო
ჯერ სადხართ არიცის ქეძბაიამ მწვრთნელობა როგორც ავარჯიშებს ისე თამაშიბენ ბევრ რამეს გაიგებთ კიდე შიდა სამზარეულოდან ჯერ სადხართ რომელი არის ნორმალური ფეხბურთელი ვინც ჩამოიყვანა ?? ნეტა რახდება ? უბრალოდ ბევრ რამეს ვერ ვიძახი მივა დრო და ყველა გაიგებს ყველაფერს
გოგა
ამის მერე ის მაინც ინამუსეთ და არ თქვათ დინამოს მაისურს რომ ატარებთ ელემენტარულად იმ დიდი დინამოელების ხსოვნას მაინც ეცით პატივი თორემ ცოცხლები და ქვეყანა სულ რომ გკიდიათ ეგ ცნობილია
Gigi
რა იყო ეს ვინმემ მითხარით რა ხდება შეიძლება ესეთი უპასუხისმგებლობა, მერე ითხოვენ სტადიონზე არდადიხართო ამ მათხოვრებს როგორ უნდა უყურო გამაგებინეთ
Giorgi
ქეცბაია უნდა გადადგეს. საქართველოს ნაკრებსაც უსახურ ფეხბურთს ათამაშებდა, კვიპროსის ნაკრებში 0 ქულა აიღო მთლიან შესარჩევ ციკლში, თასზე ქვედალიგელ გურიასთან წააგო; ჟალგირისმა გაგვანადგურა. მაგარი ფეხბურთელი იყო მაგრამ ცუდი მწვრთნელია.
ბადრი
მცველები და მეკარე მოედანზე იყვნენ?
lisandro
ძვლივს არ ვიცანი დინამო, პირველი თამაში რომ მოიგეს 3-0 მეთქი ამათ ხომ მშვიდობა აქვთ რახდება ნუთუ შემდეგ ეტაპზე გასვლას აპირებენ თქო, შემოგევლეთ მთელ გუნდს! რა პროფესიონალიზმი გამოავლინეს აბა 3-0 მოგების შემდეგ წაგება ისე რომ გავარდე ადვილი გგონიათ? გამოადგათ ბიჭებს წინა წლებში დაგროვებული დამარცხებებით მიღებული გამოცდილება მეცხვარეებთან, მეხანძრეებთან....
დოქსოპულო
არ მიიღოთ რამოდენიმე წელიწადი მონაწილეობა, ასე აჯობებს. ისე ეს ბა რა მაგარია. ორი თამაშია ტიპს ვუყურებ და კარში დარტყმა კი არა ბურთი არ მიუღია. არ დადგება ამათგან ფეხბურთელი, როგორი ეკონომიკური წინსვლაც გვაქვს ერში ისე ვითარდება ფეხბურთის, აქედან პარლამენტში რამდენი აპირებს დეპუტატობას?
ლევანი
ვისიამოვნე მეთქი, პირველი თამაშით და აჰა, ვინ ხართ? რა ჯიშის ხართ? თქვენი ქეცბაიანად. აგერ იბერია, წააგეს სახლში, მაგრამ ფეხბურთი ითამაშეს გუშინ, ფეხბურთი. დაჯდა ალბათ კარგი კუში, ხომ? რამდენჯერ უნდა შეარცხვინოთ ქვეყანა? თვლაც ამერია, ფუიი...
ehhh
რამდენს უხდიან ლორიას რომ აი მანდ თამაში უღირს? ღირსება აღარაა ფასეულობებში? ჟალგირისი რომ 7 ფოლს გაგიტანს, წესიერ გუნდთან რომ მოვხვედრილიყავით, იმენნა დააკვდებოდა კაცი თავიის კარიდან ფოლების გამოზიდვას ....
kokito
ერთი იბერიაღა დაგვრჩა საგულშემატკივრო და იმედი მაქვს იბერიაც არ გვაჭმევს ამისთანა სირცხვილს და იბერია მაინც შევა სადმე ჯგუფში
გიორგი
saqarTvelos CempionatSi dadian ai imis bralia
Gianni
პირველი თამაშის დასრულების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ქეცბაიამ ჩემდა მოულოდნელად განაცხადა რომ 3:0-ის მოგების შემდეგ გუნდი ფაქტიურად გასულია შემდეგ ეტაპზეო. ასეთი დარწმუნებით მწვრთნელი რომ აკეთებს განცხადებას და შემდეგ დღევანდელი შედეგი დადგება ნიშნავს რომ სამწუხაროდ ბატონ ქეცბაიას არ გააჩნია შესაფერისი კვალიფიკაცია იმისთვის რომ მწვრთნელი ერქვას. ეს სამწუხარო რეალობაა.
rembo ))
qecba shen waage es tamashi . ver eshvebi avtobuss . did pativs gcem , magram egrea da ra vqna ((
Jive
დინამო 20 წელია ასე სტაბილურად ირცხვენს თავს ახალი არაფერი მომხდარა სამწუხაროდ, ქეცბამ ტორპედოს უარი იმიტომ ვუტხარი, რომ ფეხბურთელს არაფერი ქონდა გასართობი ქალაქშიო, ჰოდა თბილისი დიდია და გაერთეთ ახლა გადააყოლეთ ნერვები
Shavi
Temur ai ratom ardadis xalxi sayureblad))))
მაიცა რა
თემურა გაშარეს ))) რა ჯანდაბა გინდოდა ??)) შენ ხო წესიერი კაცი ხარ..ეჰ თემურ თემურ
777
ყველაფერი მინახია ფეხბურთში მარა ასეთი არაფერი!3-0 მოგებული თამაშიდან 7-2 რიო წააგებ რაფეხბურთზეა ლაპარაკი?!მერე ხალხი არხადისო საქართველოს ჩემპიონატზეო,ხალხმა რომიარონ შესაბამისი დამსახურება უნდა,როცა თბილისის დანამო მართლა თამაშობდა ფეხბურთს ბილეთებზე ტაციაობა იყო,ვის რაშიუნდა ახლა თქვენი (ფეხბურთი).
სახელი მაინც გადაირქვით
ან ფეხბურთს დაანებეთ თავი.მანდ რომ დარჩეთ და სამსახურები იშოვოთ ეგეც კაი იქნება

ზუსტად ქეცბაიამ წაასხა ეს თამაში, ცენტრის გარეშე რო გაიყვან გუნდს მოედანზე, ყველა შეგაჯდება. ნინუაც ცენტრალური მცველი იყო.
გიორგი
30 წელია ფეხბურთს ვუყურებ და ესეთი რაღაც არ მინახავს გუნდი 3 ბურთით წინ იყოს პირველი ტაიმის შემდეგ და მეორეში 6 ბურთი გაუშვას არ ვიცი სირცხვილია თან ვისთან ჟალგირისთან ძალიან გაბრაზებული ვარ და ძალიან მომეშალა ნერვები და ამის შემდეგ კიდე გვეუბნებიან სტადიონზე მოდითო გვიგგულშემატკივრეთო
სხვა
ეგრე უნდა ძმაო ფულის კეთება აბა რააა რა შემდეგი ეტაპი და სპორტული ინტერესი, როგორც საბჭოთა სკოლა გასწავლიდათ - ფული უნდა აკეთოთ,
alexandre
Livescore.com - ზე საბოლოო ანგარიში რომ წავიკითხე, ვერ დავიჯერე. ვაიმე. უფალო, ოდესმე გვეშველება რამე?!
კოტე
ნახირი და მენახირე
100%
ბეჭებში ხელი ჩაუყავით, ხომ არ გაოფლიანდნენ ბავშვები. არ გაცივდნენ.
ავოიე
ხელფასები როდის ირიცხება ბიჭებო?))) წითელი მზე შავი ზღვა და ზღვაზე თეთრი აფრებიიიიი))))
გიო
მეექვსე გოლმა გაგვტეხა
Barmalei
რა ხდება თუ იცით პათოსმა გაიმარჯვა თუ ჰაიდუკმა?? ...ეეჰ ..ვაი ჩვენს პატრონს..უბედურს
გიო
გული ამერია, შევარცხვინე თქვენი ფეხბურთელობა, მთელი გუნდი ხართ რრთი დიდი დირკა
"ჰაიდუკმა" "ჟალგირისი" არც ამჯერად დაინდო
თბილისის "დინამოს" მძლეველი "ჟალგირისი" სახლში "ჰაიდუკთან" განადგურდა
"იბერია" "ლარნესთან" მატჩის გადადებას ითხოვს - თბილისური კლუბი ბრიტანეთში კერძო თვითმფრინავით გაფრინდება
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს განსჯიან
"ინტერი" "ლივერპულის" ნახევარმცველს შეიძენს
ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
"რომამ" 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა
სასამართლოში გეგმავს სარჩელის შეტანას - უოლკაპს "დუბაიში" სურს თამაში
"ნაპოლიმ" 22 წლის იტალიელი ვინგერი დაიმატა
პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
გოჩოლეიშვილი უკვე ესპანეთშია - გიორგი ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდება
პსჟ-ში ტრანსფერის ბოლო მომენტში ჩაშლის შემდეგ - სუძუკი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ბენზემა და სალაჰი ერთ გუნდში? - ფრანგ ფეხბურთელს თურქეთში უხმობენ
"რეალი" ფეხბურთელებს ორჯერ არ ურეკავს" - მოურინიომ როდრის ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
ოფიციალურად - როდრი "ბარსელონაში" გადავიდა
თეკლა ძამუნაშვილი სერბეთის სუპერლიგაში ითამაშებს
კონფერენს ლიგაზე “დინამოს” შემარცხვენელი “ჟალგირისი” უკრაინას ფინანსურად დაეხმარება
მეხუთე ქართველი ლა ლიგაში - ქოჩორაშვილის "სევილიაში" გადასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია
საუდის არაბეთის გუნდის გულშემატკივრები "შახტარის" ფეხბურთელის შეძენის წინააღმდეგი არიან
"იუვენტუსმა" "ტოტენჰემის" მეკარე ინათხოვრა
ინძაგის ბენზემას თავისი გუნდიდან მოშორება სურს
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა
სენეგალის ნაკრების მწვრთნელად ვიეირა დანიშნეს
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
კონფერენს ლიგაზე “დინამოს” შემარცხვენელი “ჟალგირისი” უკრაინას ფინანსურად დაეხმარება
თბილისის "დინამომ" 21 წლის შემტევი დაიმატა
თბილისის "დინამოს" მძლეველი "ჟალგირისი" სახლში "ჰაიდუკთან" განადგურდა
"ჰაიდუკმა" "ჟალგირისი" არც ამჯერად დაინდო
"ჟალგირისთან" მატჩში თბილისის "დინამოს" შემადგენლობა ცნობილია