ხვიჩა კვარაცხელია და პარიზელები კიდევ ერთ ტიტულთან ახლოს - დღეს, 23:00 საათზე, ზალცბურგში, "რედ ბულ არენაზე"(30 188) ევროპის სუპერთასია - ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული პსჟ ევროპა ლიგის საუკეთესო გუნდის, "ასტონ ვილას" წინააღმდეგ.

ლუის ენრიკეს ბიჭებმა ის შეძლეს, რაც ბევრი კლუბისთვის საოცნებოა, ჩემპიონთა ლიგა ზედიედ მეორედ მოიგეს და კვლავ ევროპის სუპერთასისთვის იბრძვიან. გასულ წელს, უდინეში, დიდი ბრძოლა შედგა, სადაც ფრანგებმა ინგლისურ "ტოტენჰემთან" თამაში ბოლოსღა გადაარჩინეს და პენალტების სერიამდე მივიდნენ(დამატებითი დრო არ ინიშნება). სამწუხაროდ, შარშანდელისგან განსხვავებით, Sportall.ge მატჩს ადვილიდან ვერ გააშუქებს.

ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბურთისთვის" იბრძვის და ამ გზაზე სუპერთასზე წარმატებული თამაში მნიშვნელოვანია. "კვარა", როგორც ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, პრესტიჟული ტიტულის შანსს კვლავ ინარჩუნებს!..

"ტოტენჰემთან" ხსენებული დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი გმირი, პორტუგალიელი გონსალო რამოში პარიზში აღარაა, ისევე როგორც კორეელი კიმი. ენრიკეს გუნდი შემტევი აკლიუშეთა და მცველი დინით (ასტონ ვილადან) გაძლიერდა. ველოდებით ბარკოლასა და შევალიეს წასვლასა და ფერან ტორესისა და იაპონელი მეკარე სუზუკის მისვლას.

სიახლეები "ასტონ ვილაშიცაა". დინის გარდა, როჯერსი (ჩელსი) და ტილემანსი (მანჩესტერი) წავიდნენ. უნაი ემერის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენით, შვეიცარიელი მანზამბით გაძლიერდა, გუნდს იოლად შეეწყო ბრაზილიელი ჟოაო გომეში. რაც მთავარია, აქაა არგენტინელი ალეხანდრო გარნაჩო.

პსჟ და "ასტონ ვილა" ერთმანეთს 2024/25 წლების ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში შეხვდნენ. პარიზელებს თითქოს დიდი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ ინგლისელებმა ორმაგჩიანი დუელი მაინც მაგრად დაძაბეს. დიდებული იყო კვარაცხელიას გოლი.

თუკი წინა ზაფხულს პარიზელებმა ვერც კი დაისვენეს და ზაფხულში ამხანაგური მატჩებიც არ ჩაუტარებიათ, ახლა მართლია, გადახალისებული შემადგენლობით, თუმცა "მალიორკასთან" (0:3) და "მანჩესტერ იუნაიტედთან" (1:1) წარუმატებლად ითამაშეს.

მთავარი მსაჯი მუნდიალის დროს სკანდალში მოხვედრილი და აშშ-ში არშეშვებული, სომალელი ომარ არტანი იქნება.

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ: საფონოვი - ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში - ვიტინია, ნევეში, რუისი - დუე, დემბელე, კვარაცხელია;

ასტონ ვილა: ბიზოტი - კეში, ლინდელოფი, ტორესი, მაატსენი - კამარა, ჟოაო გომეში - გარნაჩო, მაკგინი, ბუენდია - უოტკინსი.

ლევანი
რომელი არხი აჩვენებს? ხომ არ იცით?
კვარას ჰეითერის ფიქრები
კვარაცხელიას გარდა ვისაც უნდა იმას მისცენ ოქროს ბურთი ოღონდ მაგას არა ჯერ ისვერ მოგვინელებია უეფამ რომ აღიარა დაეხლა ესრო მოხდეს ხო გაგვიჩერდა გული.
ამ ჩემს გუბაზის ფეხებს
"შევალიე" საფრანგეთში იგივეა რაც საქართველოში "შამათავა"?

31 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდეა ხმის მიცემა, შესაბამისად სუპერთასი და დანარჩენი მატჩები აღარ ითვლება 2026 წლის ოქროს ბურთში, ეგენი უკვე 2027-ისაა.

მეც ისე ვიცი,რომ ოქროს ბურთის ლაურეატის გამოვლენა ხდება 1 აგვისტოდან,მომდევნო წლის 31 ივლისის ჩათვლით.სუპერთასი უკვე მომდევნო წლის ოქროს ბურთის გათამაშებაში იმოქმედებს,როგორც ფაქტორი.
ვერის ბაღი
ამ ხალხს ლიგის ფინალზე წასვლა რომ უნდოდათ, არ მისცეს და მეასეხარისხოვან საიტებს დაურიგეს და ახლა ვერ მიდიან? ცუდია
წერტილო
ეკიპი თუ წერს სუპერთასს აქვს მნიშვნელობაო, შენ მეტი იცი?

ახალი სეზონი საკლუბო შეჯიბრებებით იწყება. სუპერთასი კი გაგრძელებაა და დიდი მნიშნელობა ექნება კვარასთვის. რავი მე ასე ვიცი.

Ოქროს ბურთისთვის რანაირად იბრძვის, როცა სუპერ თასი უკვე ახალ სეზონში გადის. 2026 წლის Ოქროს ბურთისთვის ხმის მიცემა დამთავრდა მსოფლიო ჩემპიონატზე, ანუ წინა სეზონი და მსოფლიო ჩემპიონატი მარტოა მხედველობაში. Კვარაცხელიას ოქროს ბურთის ამბავი წელს დამთავრდა, კოეფიციენტებს რო ჩახედე 100 ჰქონდა მგონი
პეტჩ
მადლობა დროული, კომპეტენტური და რაღაც უაზრო სტატისტიკით არგადატვირთული პრევიუსთვის. ვიღაც მერე დაწერს ამ დღეს ვიღაცის მესამე ქმრის დეიდაშვილმა რომ მოიგო
ხამეს როდრიგესი სამშობლოში დაბრუნდა
ფუტსალი | საქართველო 2:2 ჩეხეთი
არაერთ ევროპულ კლუბში თამაშის შემდეგ, ხუან კუადრადო სამშობლოს დაუბრუნდა
არაერთ ევროპულ კლუბში თამაშის შემდეგ, ხუან კუადრადო სამშობლოს დაუბრუნდა
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
VIDEO | ეროვნულ ლიგა | გაგრა 1-1 ტორპედო. ლოგიკური ფრე "პეტრიაშვილზე"
[VIDEO] აზაროვი სათადარიგო იყო - ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 მეშახტე. დაკარგული თუ გადარჩენილი?
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
"საფონოვის ფეხით თამაში ლუის ენრიკეს აღიზიანებს" - ფრანგული მედია
მიიღებს თუ არა "კვარა" "ოქროს ბურთს" და მისი უთამაშებლობა სისტემატურ ხასიათს - ესპანელმა კომენტარი გააკეთა
რატომ არ ითამაშა კვარაცხელიამ? - "ნუ მოკლავ ჯაფარას!"
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
[VIDEO] "არ შემოდიხარ? ბრუნდები?" - დემბელე კვარაცხელიას სათადარიგოთა დარჩენის გამო ეხუმრა და იხალისა
მიზანს ამ სეზონშივე მიაღწევს? - რონალდო სანუკვარ ნიშნულს უახლოვდება
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
"ბედნიერი ვიქნები, თუ "ოქროს ბურთს" ის მოიგებს" - ლაპორტამ ფავორიტი დაასახელა
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
"მთელი მაისური, დუნდულების ზედა ნაწილი და შარვალი სპერმით იყო დაფარული" - გოგონა საფეხბურთო მატჩის დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა
ენრიკემ "სლოვანთან" მატჩის შემდეგ კვარაცხელიასა და სხვა ლიდერების სათადარიგოთა შორის დატოვების მიზეზი ახსნა
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო
[VIDEO] ლუის ენრიკემ საუკეთესოთა შორის საუკეთესო არ ათამაშა - პსჟ-მ "სლოვანი" მაინც გაანადგურა
საკალათბურთო სუპერთასის მატჩი 12 ოქტომბერს გაიმართება
არგენტინის ნაკრების მეკარე "ჩელსიში" გადავიდა
ტორპედო VS ჩიხურა - დავიწყოთ სუპერთასით!
საქართველოს სუპერთასი 24 თებერვალს თბილისში გაიმართება
სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი - სფფ-ში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
ჩემპიონთა ლიგა აეკ-ის და "ასტონ ვილას" გამარჯვებებით დაიწყო
პსჟ-მ კიდევ ერთი შემტევი გაყიდა
ენრიკემ "სლოვანთან" მატჩის შემდეგ კვარაცხელიასა და სხვა ლიდერების სათადარიგოთა შორის დატოვების მიზეზი ახსნა
[VIDEO] "არ შემოდიხარ? ბრუნდები?" - დემბელე კვარაცხელიას სათადარიგოთა დარჩენის გამო ეხუმრა და იხალისა
რატომ არ ითამაშა კვარაცხელიამ? - "ნუ მოკლავ ჯაფარას!"
მიიღებს თუ არა "კვარა" "ოქროს ბურთს" და მისი უთამაშებლობა სისტემატურ ხასიათს - ესპანელმა კომენტარი გააკეთა
"საფონოვის ფეხით თამაში ლუის ენრიკეს აღიზიანებს" - ფრანგული მედია
ხვიჩასა და პსჟ-ის მორიგი სუპერთასის დღე!
ლიგა 1-ის დროა! ხვიჩა და პსჟ კვლავ სტუმრად - "ქოჩორა" იწყებს
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
"ასტონ ვილა" მზადაა აბრაჰამი გაანათხოვროს
რას ზედმეტსახელს ეძახიან ხვიჩას პსჟ-ში, რა არის მისი ჩვევა და წარმოუდგენია თუ არა თავი "ოქროს ბურთის" მფლობელად - ინტერვიუ ქართველ ვარსკვლავთან
მადრიდის "რეალმა" უეფას სუპერთასისთვის განაცხადი გამოაქვეყნა
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა