8 აგვისტოს, ლიონელ მესის მამა, ხორხე გარდაიცვალა. ფეხბურთელებმა სხვადასხვა სტილით გამოხატეს თანადგომა, მაგალითად, როდრიგო დე პაულმა გატანილი გოლის შემდეგ საკუთარი მაისური გაიხადა და შედეგიანი გასროლა მესის ოჯახს ლეოს მაისურით მიუძღვნა.

დი მარიამ მეგობარს საჯაროდ მიმართა და გულწრფელად გაამხნევა:

"გულწრფელად, არც მი ვიცი რა ვთქვა. როდესაც ადამიანი მამას კარგავს, არ არსებობს სიტყვები, რომლებიც მის ტკივილს გააქრობს. ხოლო როდესაც საქმე ლეოს ეხება... ეს კიდევ უფრო მტკივნეულია, რადგან ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის მისი ოჯახი. ხალხი მესის ისე უყურებს, როგორც ფეხბურთელს. ისინი ხედავენ თასებსა და გოლებს, მაგრამ მე ლეოს, როგორც ადამიანს, ისე ვიცნობ. მინახავს, როდესაც ყველაფერი რთული იყო, როდესაც მთელი მსოფლიო თითქოს და მის წინააღმდეგ იყო, თუმცა მამა ყოველთვის გვერდით ედგა. მას რეკორდები, გოლები და ოქროს ბურთი არ აინტერესებდა. ხორხე შვილის კეთილდღეობაზე ზრუნავდა.

ლეო, ცოტახნით დაივიწყე ფეხბურთი, დაივიწყე ყველაფერი... დაივიწყე თასები, დაივიწყე ის, რაც ხალხს შენგან სურს. უბრალოდ წადი სახლში, დაჯექი ოჯახთან, ჩაეხუტე შვილებს, დედას და გაიხსენე მამაშენი. იმიტომ, რომ ფეხბურთი ყოველთვის იქნება, მამა კი - აღარ.

როდესაც მესისთვის ფეხბურთის თამაში ძალიან რთული გახდა, სწორედ ხორხემ შეძლო და მისცა ის ძალა, რომელიც თამაშის გაგრძელებაში დაეხმარებოდა. ვიმედოვნებ, ახსოვს, რომ მამის სიყვარული არ ქრება. ის სამუდამოდ მასთან დარჩება. სამუდამოდ...

და ლეო... თუ ამას უყურებ, ნუ ეცდები ძლიერი იყო. ტირილის უფლება გაქვს. უფლება გაქვს გულგატეხილი იყო. მთელი ცხოვრება მილიონობით ადამიანს ბედნიერებას ჩუქნიდი, ახლა კი საკუთარ თავზე ზრუნვის დროა. შენი მეგობრები აქ არიან, შენი ოჯახიც აქ არის და მამაშენის სიყვარული ყოველთვის შენთან იქნება".

მოგეხსენებათ, მესი და დი მარია ორი ათწლეულის განმავლობაში "ალბისელესტეს" ნაკრებისთვის ერთად თამაშობდნენ. ყველაფერი 2007 წელს დაიწყო და 2024-ში დასრულდა, მას შემდეგ, რაც დი მარიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. ერთად 6 მნიშვნელოვანი ტიტული მოიგეს: მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატი, 2008 წლის ოლიმპიური ოქროს მედალი, კოპა ამერიკა (2-ჯერ), ფინალისიმა და რაც მთავარია მსოფლიოს ჩემპიონატი. სწორედ მათ გაიარეს ერთად რთული და ბედნიერი პერიოდები. დღეს ლეო ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდს გადის, "ფიდეო" კი ამჯერად არა მოედანზე, არამედ ცხოვრებაში უდგას გვერდით.

ჟორა
ლეო, არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი, ამ გზას ყველა გადის და ახლა გმართებს გამაგრება და გონების მოხმობა, რადგან მამის გონიერი სიტყვა დაგაკლდა.
გოჩა
ლეო გამაგრდი! ვიცით შენ და მამაშენს გქონდათ განსაკუთრებული ურთიერთობა და მაგასთან შეგუება ძალიან ძნელია, როცა ძალიან საყვარელი ადამიანი გეცლება ხელიდან. ლეო გვიყვარხარ და გითანაგრძნობთ! მამაშენი კი ღმერთმა ნათელში ამყოფოს!
დავითი
ორი დიდებული ფეხბურთელი, მაგრამ კიდევ გაცილებით უფრო მეტიც - ორი დიდებული ადამიანი. სხვა კომენტარის გაკეთება ზედმეტად მიმაჩნია!
ოფიციალურად - "არსენალმა" ბართიშვილთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა
ხამეს როდრიგესი სამშობლოში დაბრუნდა
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
არაერთ ევროპულ კლუბში თამაშის შემდეგ, ხუან კუადრადო სამშობლოს დაუბრუნდა
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
VIDEO | ეროვნულ ლიგა | გაგრა 1-1 ტორპედო. ლოგიკური ფრე "პეტრიაშვილზე"
[VIDEO] აზაროვი სათადარიგო იყო - ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 მეშახტე. დაკარგული თუ გადარჩენილი?
"კოჭ-წვივი აქვს დაზიანებული" - "კადისმა" გოჩოლეიშვილის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
"საფონოვის ფეხით თამაში ლუის ენრიკეს აღიზიანებს" - ფრანგული მედია
მიიღებს თუ არა "კვარა" "ოქროს ბურთს" და მისი უთამაშებლობა სისტემატურ ხასიათს - ესპანელმა კომენტარი გააკეთა
რატომ არ ითამაშა კვარაცხელიამ? - "ნუ მოკლავ ჯაფარას!"
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
[VIDEO] "არ შემოდიხარ? ბრუნდები?" - დემბელე კვარაცხელიას სათადარიგოთა დარჩენის გამო ეხუმრა და იხალისა
მიზანს ამ სეზონშივე მიაღწევს? - რონალდო სანუკვარ ნიშნულს უახლოვდება
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
"ბედნიერი ვიქნები, თუ "ოქროს ბურთს" ის მოიგებს" - ლაპორტამ ფავორიტი დაასახელა
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
"მთელი მაისური, დუნდულების ზედა ნაწილი და შარვალი სპერმით იყო დაფარული" - გოგონა საფეხბურთო მატჩის დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა
ენრიკემ "სლოვანთან" მატჩის შემდეგ კვარაცხელიასა და სხვა ლიდერების სათადარიგოთა შორის დატოვების მიზეზი ახსნა
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო