‘შავი ლომი’ 2026/27 წლების სეზონისთვის მზადებას შეუდგა. გუნდი განახლებული შემადგენლობით „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შევიდა და მომავალი თამაშებისთვის აქტიურად ემზადება.

გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე ახალი მოთამაშეა. უკვე ვწერდით, რომ ‘შავ ლომში’ ახალ სეზონს იწყებენ ბურჯი გიგა კობახიძე, კვაჭი შოთა ხელაძე, მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე, ფრთა რომა მახათაძე, მგეზავი დავით იმნაძე, ბურჯი გიორგი ქიმუცაძე, მესამეხაზელი ლუკა ნარსია, ღერძი თემურ ძოძუაშვილი, ბურჯი გიორგი მამაიაშვილი, მეორეხაზელი დავით არველაძე და მეორე-მესამე ხაზელი ლეგიონერები - მაიკლ ქარი და ჯეიმს ამაანი.

მანამდე გუნდთან კონტრაქტი გააფორმა ბორჯღალოსანთა კვაჭმა ვახტანგ ჯინჭარაძემ, რომელიც სამშობლოში ‘მონტობანიდან’ ბრუნდება. ‘მონ დე მარსანიდან’ შინ ბრუნდება კიდევ ერთი ბორჯღალოსანი, მეორეხაზელი ვლადიმერ ჩაჩანიძე. სამშობლოში დაბრუნდა ცენტრი გიორგი კვესელაძეც.

მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გუნდს დაემატნენ ცენტრი ლეონიდე სალდაძე და ფრთა ლუკა ტაბატაძე.

‘შავ ლომს’ ემატება კიდევ ერთი ლეგიონერი, სამოას ნაკრების მეორე-მესამეხაზელი ლეავასა პოტუ. 30 წლის მორაგბეს ევროპაში ადრეც უთამაშია. 2021-2022 წლების სეზონში ის იტალიური ‘ძებრეს’ ღირსებას იცავდა. სხვადასხვა დროს პოტუ ახალ ზელანდიური ‘მანუკაუსა’ და ‘მანავატუს’ ღირსებებს იცავდა, 2023 წელს კი ექვსი თამაში სუპერ რაგბის ‘მოანა პაციფიკშიც’ ჩაატარა. ლეავასას ექვსი შეხვედრა აქვს ჩატარებული სამოას ა ნაკრებში, 2025 წელს კი, ქვეყნის ეროვნული გუნდის კვართით სამი კეპი მოიხვეჭა.

‘შავი ლომი’ 12 სექტემბერს თბილისში, “ავჭალაზე”, იტალიურ ‘ბენეტონთან’ ამხანაგურ თამაშს გამართავს, რის შემდეგაც ინგლისში გაემგზავრება და 18 სექტემბერს ინგლისის ჩემპიონ ‘ნორთჰემპტონს’ შეხვდება. ჩვენს გუნდს ჩელენჯ თასის პირველი მატჩი 17 ოქტომბერს თბილისში, უელსურ ‘ოსფრეიზთან’ ელის, მანამდე კი რამდენიმე გასახურებელი შეხვედრა კიდევ ექნება.

‘შავი ლომი’ 2026/27 წლების სეზონში

შერკინება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, დავით აბდუშელიშვილი, გიგა კობახიძე, გიორგი მამაიაშვილი, გიორგი ქიმუცაძე, გიორგი ჩხარტიშვილი, შოთა ხელაძე, ვახტანგ ჯინჭარაძე, ირაკლი ქვათაძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, დემურ ეფრემიძე, ვლადიმერ ჩაჩანიძე, დავით არველაძე, მაიკლ ქარი, ლეავასა პოტუ, გიორგი ცუცქირიძე, ლაშა ციხისთავი, ლუკა ნარსია, ოთარ გიორგაძე, ჯეიმს ამაანი;

ხაზი: გიორგი სპანდერაშვილი, თემურ ძოძუაშვილი, დავით იმნაძე, ლუკა ცირეკიძე, ლუკა თაყაიშვილი, გიორგი კვესელაძე, თორნიკე კახოიძე, დემურ თაფლაძე, აკაკი ტაბუცაძე, რომან მახათაძე, ოთარ მეტრეველი, ლუკა ტაბატაძე, ლეონიდე სალდაძე.

Rugby.ge

თოკო
სინაურიძე და პერანიძე რატომ არ არიან განაცხადში? სადმე წავიდნენ?
ნიკა ამაშუკელი „რაგბის უდიდესი მეტოქეობის“ მესამე ტესტმატჩს განსჯის
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
შავი ლომი | სექტემბერში პრემიერშიფის ჩემპიონთან
ფუტსალი | საქართველო 2:3 ჩეხეთი
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
ჩემპიონთა ლიგა იწყება - უგულშემატკივრე კვარას სილქ უნივერსალზე!
მიქაუტაძესა და მის თანაგუნდელებს, ჯოჯოხეთურ Signal Iduna Park-ზე "დორტმუნდთან" შებმა, პრაქტიკულად საკუთარი გულშემატკივრის გარეშე მოუწევს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
პსჟ და საუკეთესო ხვიჩა ლიგაზე იწყებენ! - ქართველები ყოველდღიურად...
საქართველოს ნაკრების მცველი რუმინულ გუნდში გადავიდა
ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან მატჩებისთვის ემზადება
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "სელტასთან" ქულები გაიყო
ლეგიონერები - თეიმურაზ ორჯონიკიძე და ერეკლე არსენაშვილი მოედანს დაუბრუნდნენ
ჰამანი: პსჟ-ს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს
შმეიხელი: არ მგონია, ინგლისში ედეგორის მსგავსი ფეხბურთელი იყოს
"ინტერმა" თავდამსხმელს კონტრაქტი გაუგრძელა
"გალათასარაიმ" ჩემპიონთა ლიგაზე დიდ კლუბებს კონკურენცია უნდა გაუწიოს" - რაფაელ ლეაო
ჰაკიმ ზიეში კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
"საქართველოს ნაკრების ძირითადში ამიტომ ვერ ვხვდები" - კვერნაძე იტალიურ მედიას ესაუბრა
კვლავ ინგლისში - ჯეიმი ვარდის ახალი კლუბი ცნობილია
[VIDEO] რონალდ კუმანის შვილმა, რომელიც მეკარეა, ერედივიზიონში დუბლი შეასრულა
საფონოვი პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვის პირასაა
"შავი ლომი" | როტაციით აფრიკული ტურნეს დასკვნით მატჩში
"შავი ლომი" | სექტემბერში "ბენეტონი" გვეწვევა
ძალა არ ეყოთ - კარგი პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ტოიოტა ჩიტასთან" დამარცხდა
"შავი ლომი" 12 მოთამაშით გაძლიერდა - მათგან ორი ლეგიონერია
ჩელენჯ თასი | ბრიტანელებთან თბილისში, ტოპ 14-ის გუნდებთან საფრანგეთში
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"