ევროპის სუპერთასისა და მორიგი ტიტულის მოპოვების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია და პსჟ იმავე თასის მოპოვებას საფრანგეთში ეცდებიან - კვირას, 22:45 საათზე ჩემპიონები თასის მფლობელ "ლანსს" მათსავე სტადიონზე, "სტად ბოლერ-დელელზე" (38 223) შეხვდებიან.

მსოფლიო ჩემპიონატის მიუხედავად, პარიზელები უკეთეს ფორმაში არიან, ვიდრე გასულ წელს, როცა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშეს. "ასტონ ვილასთან" ბევრი პოზიტიური მომენტი და კრიტიკული ეპიზოდებიც ვნახეთ.

გასულ სეზონში ლუის ენრიკეს გუნდმა თასზე დიდი ძალები არ დახარჯა და ადრევე გამოეთიშა. ამით "ლანსმა" ისარგებლა, რომელიც ჩემპიონობისთვისაც მაქსიმალურად იბრძოდა. "კვარა" დიდებულ სვლაზეა, "ნაპოლიში" გადასვლიდან დღემდე ტიტულს ტიტულზე იგებს, ყველაფრის გემო გაიგო და სუპერთასის მოპოვებას ერთხელაც ეცდება. აღსანიშნავია, რომ 2026 წელს ეს მეორედ შეეძლებათ, რადგანაც წინა მატჩი იანვარში, მათი გამარჯვებით დასრულდა.

მატჩს პარიზელი გულშემატკივრების უკმაყოფილება სდევს, რადგან დაპირისპირება ლანსში ტარდება და არა ნეიტრალურ მოედანზე.

ნუნუ მენდეშმა "ასტონ ვილასთან" ტრავმა მიიღო. მის დასვენებას ვარაუდობენ და მართალია, ზალცბურგში ის კვლავ ლუკას ერნანდესმა შეცვალა, ახლა ლუკა დინის დებიუტს ველით. წასვლის გზაზე მდგარი ბარკოლას სუპერთასზე დრო საერთოდ არ მიეცა. ამასობაში, ფერან ტორესის მოსვლა გადაწყდა, წინ კი მეკარე სუზუკის ტრანსფერია.

ხვიჩა კვარაცხელიამ ახალი სეზონი დამაჯერებლად და მაღალი კლასის დემონსტრირებით დაიწყო. "ოქროს ბურთის" მოპოვების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს დასვენება აშკარად მოუხდა. "შვიდიანმა" ყველას კიდევ ერთხელ "უთხრა", მართალია, მუნდიალზე არ ვთამაშობდი, მაგრამ მაინც "მთავარი კაცი" ვარო. დამაინც, კიდევ ერთხელ - რადგანაც მსოფლიო ჩემპიონატმა ფავორიტი არ გამოკვეთა, პრესტიჟული ჯილდო ჩემპიონთა ლიგის მთავარმა ვარსკვლავმა უნდა მოიპოვოს! ფავორიტი თუ ჰარი კეინია, უშუალო დაპირისპირებაში ხვიჩამ ის აშკარად დაჯაბნა!..

"ლანსს" ჰქონია მატჩები, სადაც მრისხანე პარიზელებთან არ წააგეს და გაიმარჯვეს, კიდეც და ახლაც ამის იმედი ექნებათ.

პსჟ-ის სასტარტო შემადგენლობას უსმან დემბელე უნდა დაუბრუნდეს, პაჩოსა და მარკინიოსის შეცდომების გათვალისწინებით და როტაციის პრინციპით, სასტარტოში უკრაინელი ზაბარნის გამოჩენა შეიძლება, ვინც მეკარე საფონოვის საერთო ფოტოზე ჩამოჭრის შემდეგ კვლავ ერთგვარ სკანდალში მოექცა.

მორიგ ტიტულს ველით, "კვარა"!

aburjga
შეიძლება ახალი სეზონის სტატისტიკა არ იყოს ობ-ს მინიჭებისათვის გადამწყვეტი, მაგრამ ბურთის მინიჭებამდე დარჩენილ დროში ხვიჩა ჩემპიონატში გაარღვევს მეტოქეების დაცვას და შედეგიანობაც ექნებს, ეს უდავოდ იმოქმედებს შემფასებელთა განწყობებზე და შეიძლება გადამწყვეტიც აღმოჩნდეს! ასე რომ ხვიჩა დაგლიჯე შენებურად, დაგლიჯე მეტოქეების კარის ბადეები!
ჟორა
ან კვარაცხელია ან მბაპე ტიპს ორი მსოფლიოს ფინალში აქვს გატანილი და ოქროს ბურთი არ აქვს
zura222
მე მგონია რომ ტყუილი იმედი გვაქვს ევროპელმა ლიბერასტებმა უკვე დაიწყეს კეინის გაპიარება @@
სირბილის სწავლების ცენტრი
ქართველი ფეხბურთელი ოქროს ბურთის მოგებასთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა - წარმატებები ხვიჩას!
გაკპომ "ტოტენჰემთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
"18 თვის განმავლობაში ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი" - მუდრიკმა დისკვალიფიკაციის პერიოდზე ისაუბრა
[VIDEO] ოსიმენმა დუბლი შეასრულა და "გალათასარაის" ფანებს მოუბოდიშა
გაკპომ "ტოტენჰემთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
"18 თვის განმავლობაში ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი" - მუდრიკმა დისკვალიფიკაციის პერიოდზე ისაუბრა
აბუაშვილის "მეცი" "გრენობლს" ფრედ ეთამაშა
18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან
15-წლამდე ვაჟთა ნაკრები თურქეთში მიემგზავრება
"იბერია 1999"-ის მეტოქე გაირკვა - "იაგელონიამ" "რეინჯერსს" აჯობა
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
უკვე მამუკელაშვილთან ერთად - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო-პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
კაზუსი - ზაბარნიმ სუპერთასის სურათიდან საფონოვი "გააქრო"
სიომინი: ხვიჩა სუპერთასზე საუკეთესო იყო - "ოქროს ბურთზე" მისი შანსები ძალიან მაღალია
ღმერთმა გვიმრავლოს - ლა ლიგაში უკვე მინიმუმ ოთხი ლეგიონერი გვყავს
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
Sport: "ბარსასთვის" ალვარესი პრიორიტეტია, მიქაუტაძე რეალური ალტერნატივა
"მანჩესტერ სიტი" რეინდერსის არაბეთში გაყიდვაზე თანახმაა
"დაგვტოვებს თუ არა ბარკოლა?" - ალ-ხელაიფიმ ფრანგზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" მოგების ფავორიტია, შესანიშნავი ფეხბურთელია და ვერ შევაჩერეთ" - ემერიმ მატჩის შემდეგ კვარაცხელიაზე ისაუბრა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
ოფიციალურად: ჩავი ნიდერლანდების მთავარი მწვრთნელია
ტრაფორდის შემცვლელი - მანჩესტერ "სიტიმ" მეკარე დაიმატა
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
დუბლიორი ხვიჩასთვის - პსჟ "აიაქსის" გარემარბს დაიმატებს
"სოფლური სახე აქვს" - პსჟ-ს გულშემატკივრები საფონოვზე
"კვარაცხელიას მარჯვენა ფეხი ვერცხლისწყლისგანაა ჩამოსხმული" - ფრანგი ჟურნალისტი ხვიჩას ტექნიკით აღფრთოვანებულია
სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი - სფფ-ში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
საკალათბურთო სუპერთასის მატჩი 12 ოქტომბერს გაიმართება
სუპერთასის დღე! - "კვარა" და პსჟ მორიგი ტიტულისკენ!
მადრიდის "რეალმა" უეფას სუპერთასისთვის განაცხადი გამოაქვეყნა
სიომინი: ხვიჩა სუპერთასზე საუკეთესო იყო - "ოქროს ბურთზე" მისი შანსები ძალიან მაღალია
კაზუსი - ზაბარნიმ სუპერთასის სურათიდან საფონოვი "გააქრო"
ტორპედო VS ჩიხურა - დავიწყოთ სუპერთასით!
საქართველოს სუპერთასი 24 თებერვალს თბილისში გაიმართება
მერე რა, რომ მესამე მეკარე იქნება? - შევალიეს პსჟ-ს დატოვება არ სურს